ავტორიზაცია

ტოპ მომხმარებელი

არქივი

იანვარი 2018 (819)
დეკემბერი 2017 (2414)
ნოემბერი 2017 (2724)
ოქტომბერი 2017 (3661)
სექტემბერი 2017 (2180)
აგვისტო 2017 (2214)

ამჟამად საიტზეა



მომხმარებლები: 1

DudI_BIANCONERO

სტუმრები: 37

რობოტები: 1

სულ საიტზეა: 39

რეკლამა საიტზე




დილამშვიდობისა მეგობრებო. როგორც დაავანონსეთ წინა პოსტში და თუ მოვახერხეთ მაგისტრებთან დაკავშირება, ხვალიდან დაიწერება სამ-სამი ბილეთი. თუ ვერ მოვახერხეთ მაშინ დაიწერება ისევ ორი ბილეთი. მოკლედ ამ წუთიდან შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი თამაშები კომენტარში, რომლებიც ჩატარდება ხვალ 15:00 საათიდან კვირას დილის 8:00 საათამდე, გარჩევით და არგუმენტებით (სხვა შემთხვევაში არ შევა გამოტნილ თამაშებში ქულების დასაწერად), თამაშების მიღება შეწყდება ხვალ დილის 8:00 საათზე და აიტვირთება ქულების დასაწერად. ზუსტად 14:00 საათზე შეწყდება ქულების დაწერა და დაიდება ბილეთები. ეხლა კი აუცილებლად უნდა გავამწვანოთ ბილეთები, თქვენი გარჩეული თამაშებით და თქვენი თანადგომით. შეგახსენებთ ჩვენს ანგარიშს (ლიდერ-ბეთი, 116818 ceesko, გიორგი კილასონია). გისრვებთ წარმატებას...
 
 P.S. ვინაიდან ვერ ხერხდება დაკავშირება ბაჩოსთან, მის მაგივრად "მაგისტრების" გუნდში იქნება ირაკლი ფოფხაძე (შევჩენკო). 



1 იდეა მაქვს კიდევ,მაშინ მოდით ესე მოვიქცეთ,ყოველთვის ვამბობ რომ ჩვენი მოძმე იმედისფსონისგან,ვსწავლობთ თქო და მაშინ ეს სისტემა მოვპაროთ : smile

გაკეთდეს 3ბილეთი როგორც გადაცემაში smile 1)ბილეთი გადაცემაში არის იდეის ავტორის და წამყვანის ბატონი ლევანის ---- ჩვენთან კი პირველი ბილეთი იყოს ადმინების ))) ანუ ჩემი,ლაშა(ცეესკოსი) და რეზო რეალის smile 
2)ბილეთი გადაცემაში არის სტუმრის,რომელსაც აქვს რათქმაუნდა სპორტული გამოცდილება და აკეთებს კარგ ბილეთებს ---- ჩვენთან კი მეორე ბილეთი იყოს ექსპერტების smile ანუ ახლანდელ ჯგუფს ჩვენ 3რომ გამოვაკლდებით დარჩება 4კაცი,მაშინ გამომავლინოთ დამატებით 2ექსპერტი,იქნებიან 6კაცი,რომლებიც თავისი თითო თამაშით დაწერენ ექსოერტთა მეორე ბილეთს..
3)ბილეთი კი გადაცემაში არის მაყურებლების ----- ჩვენთან კი იყოს მომხმარებლების,ანუ ჩვეულებრივ დაიწეროს მომხმარებლების ბილეთი როგორც იწერებოდა,მაგრამ თამაშებს მიექცეს თქვენი მხრიდანაც მაქსიმალური ყურადღება და გაირჩეს ზედმიწევნით კარგად....

მემგონი აქ რა იდეების შესახებაც წავიკითხე ყველაფერს ერთად გააერთიანებს და შეკრავს ეს იდეა smile პირველი იყო რომ თამაშების მცირე რაოდენობა გვინდოდა ბილეთში,ხოდა ადმინთა ბილეთი იქნება ზუსტად ეგეთი 3-4 თამაშიანი ყოველთვის ან 5....ამით ვისაც სურვილი ქონდათ რომ ცოტა თამაშები ჩაწერილიყო ბილეთში,მათი სურვილები კმაყოფილდება smile მეორე იყო რომ ექსპერტებმა აარჩიონ ჩვენს მიერ შემოთავაზებული თამაშებიდან თითო-თითოო,ხოდა მომხმარებლების ბილეთიც რომ გაკეთდება,ყველას თამაშს ექნება ისევ შანსი მოხვდეს ბილეთში და ისევ ისე ყველა იქნება ჩართული ამ კეთილ საქმეში...რათქმაუნდა არავის გამოუხატავს,თუმცა წუხანდელ იდეასთან დაკავშირებით გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ ცოტა კრიტიკა დავიმსახურე,ასე რომ ეს სისტემა რასაც ეხლა ვწერ,იქნება მემგონი ოპტიმალური გამოსავალი smile

ჩვენი ადმინების ცალკე ბილეთი გაკეთდება ---- რომელიც სულ მწვანე იქნება tongue wink

ექსპერტთა ბილეთი ცალკე ---- და ამით ყველანი ვიხეირებთ,რადგან საიტზე გამოვლინდება ხალხი,რომელთა თამაშებსაც ძალიან ბევრი ვიყენებთ პირად ბილეთებში,ასე რომ ეს ხალხიც გვერდით გვეყოლება და ყველანი კმაყოფილები ვიქნებით,4კაცი გვყავს ესეთი და 2ც გამომავლინოთ )))

ხოლო მომხმარებლების ბილეთი ---- რათა არავინ დარჩეს გულნატკენი,ყველას შეეძლოს ისევ მონაწილეობის მიღება და იყოს გახარებული,რომ კეთილ საქმეში თავის წვლილს შეიტანს...გუშინ არავის გამოგიხატავთ,თუმცა დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში ბევრს დაწყდებოდა გული ახალი იდეის შესახებ,ხოდა მოდი ეს ყველაზე სამართლიანი,მოწესრიგებული და დახვეწილი სისტემა დავნერგოთ

რაც შეეხება ბიუჯეტს ))) გვაქვს ამჟამად საშუალება რომ ვწეროთ თუნდაც 3ბილეთი,რატომაც არა smile smile 
რაც შეივსო თავიდან თანხა ანგარიშზე,მგონი იმას არც აკლდება ამდენი გაფუჭებული ბილეთის მიუხედავად smile ხოდა რატომაც არა დავწეროთ 3ბილეთი მოგების შანსებიც გაიზრდება,უფრო მრავალფეროვანებიც გავხდებით ))) ერთგვარი პატარა კონკურენციაც იქნება,რადგან ადმინები ვიქნებით მაქსიმალური ყურადღებით,რომ პირადი სურვილი გვექნება ექსპერტებს და მაყურებლებს გაჯობოთ smile ექსპერტები იქნებიან ყურადღებით,რადგან მათზე გაცემული ავანსები გაამართლონ და დაამტკიცონ რომ ტყუილად არ გამხდარან ხალხის რჩეულები smile ხოლო მომხმარებლებსაც გექნებათ ზღვა მოტივაცია,რათა დაამტკიცოთ რომ არავისზე ნაკლები არ ხართ smile 
მგონი სრული მობილიზაციისთვის,მაქსიმალური კონცენტრაციისთვის და რაც ყველაზე მთავარია,მეტი მოტივაციისთვის ყველაზე იდეალური ვარიანტია,რომ 14ათასი კაციდან,უმრავლესობის აზრები თუ სურვილები დაკმაყოფილდეს smile smile

აბააა არც ეხლა გიო-მილანი სამართლიანი? wink smile .



 

ყურადღება!!!

მოგესალმებით მეგობრებო.. გვაქვს ახალი იდეა, რომლის თაობაზეც უკვე პირადად ვესაუბრე ექსპერტთა ჯგუფს, ეხლა კი ყველას გვაინტერესებს თქვენი აზრი და შევეცდები მაქსიმალურად ავხსნა რასაც ვაპირებთ...
ყველამ ვიცით პროგნოზისტთა ლიგის შესახებ,რომელსაც მე პირადად და ასევე საიტის უმრავლესობა ვაფასებთ ყველაზე სამართლიან სისტემად... სწორედ ამიტომ გამიჩნდა ეს იდეა,რომ როგორც იმედისფსონს გამოაქვს პროგნოზისტთა ლიგისთვის თამაშები,ასევე გამოვიტანთ ჩვენ თამაშებს... ანუ აღარ იქნება თამაშები შემოთავაზებული თქვენს მიერ მეგობრებო, შეიძლება ეხლა ეს ვიღაცამ ისე ჩათვალოს, რომ ჩვენ არ მოგვწონს თქვენს მიერ შემოთავაზებული თამაშები,მაგრამ ასე დამერწმუნეთ ნამდვილად არ ვფიქრობთ...
ჩვენი პროექტი არ არის მეგობრებო ესტაფეტა, აქ ერთმანეთს არ ვეჯიბრებით არავინ და არავის არ უნდა ქონდეს მემგონი საიტზე ამბიცია რომ მე ვინმეზე მაგრად გავარჩევ თამაშს და რატომ მე არ ვიქენი არჩეულიო,ან რამე მსგავსი...
იმისთვის რომ მაქსიმალურად გაწურული, ყველა სპორტის სახეობაზე გათვლილი და კარგად გაანალიზებული თამაშები იყოს ჩვენს მიერ შემოთავაზებული, ჩვენ ვაპირებთ ექსპერტების რაოდენობის გაზრდას...ანუ ეხლა ხომ ვართ 7კაცი,გვინდა რომ +7 დაგვემატოს, ის 7 მომავალი ექსპერტი კი საიტზე არჩევნების სახით გამოვავლინოთ ერთად...
ეხლა კი როგორ დაიწერება ბილეთები: ჯამში ვიქნებით 14 ექსპერტი,რომლებიც დაიყოფა თავისი რჩეული სპორტის სახეობების მიხედვით,მაგალითისთვის: მიშას ექნება ჩაბარებული ჩოგბურთი,მაქსიმეს კალათბურთი,დუდის ფეხბურთი და ა.შ. არჩეულ 14 ექსპერტს ექნება მოვალეობა,რომ ბილეთის დაწერის წინა დღეს მოამზადოს 2 თამაში, მაქსიმალური ინფორმაცია მოიძიოს თავისივე თამაშზე, გაარჩიოს მთელი პასუხისმგებლობით,დახვეწოს თავისი პროგნოზი და ისე შემოგვთავაზოს...ბილეთებისთვის პოსტი როგორც გამოდიოდა პარასკევს საღამოს,ჩვეულებრივად გამოვა იგივე დღეებში,იგივე დროს,ოღონდ იმ პოსტზე მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტები დაწერენ თავისე გარჩეულ 2 თამაშს...მაქსიმალური ინფორმაციით...სხვა არანაირი კომენტარი არ გაკეთდება იმ პოსტზე გარდა ექსპერტთა ჯგუფის ახსნილი თამაშებისა.... ეს პოსტი იქნება მთელი საღამო და მეორე დღის დილამდე,ხოლო ამის შემდეგ გამოვა ეს თამაშები საიტზე ხმის მისაცემად,ანუ შემოთავაზებული 28თამაშიდან,მთელი საიტი ისევ ქულების სისტემით ავარჩევთ ორივე ბილეთისთვის 7-7 თამაშს....7-7თამაშს იმიტომ რომ მაქსიმალურად აღარ იქნება აღარც კუშის შეზღუდვა და ამიერიდან ჩაიწერება ორივე ბილეთში 7-7 თამაში...პირველი 14თამაში,რომელიც ქულების რაოდენობით გამოვლინდება ჩაიწერება ბილეთებში...ხმის მიცემის დროს ნებისმიერ მომხმარებელს ექნება საშუალება, ამ 28 თამაშის გარჩევა წაიკითხოს და თავისი სურვილისამებრ, რომელიც უფრო მოეწონება დაუწეროს ქულა..
ასევე ვაპირებთ დისკვალიფიკაციის შემოღებას, ანუ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ექსპერტის მიერ შემოთავაზებული თამაში ბილეთს გააფუჭებს, შეგვიძლია გვყავდეს რეზერვი, რომლითაც ჩავანაცვლებთ ხოლმე ამა თუ იმ გაფუჭებული თამაშის ავტორს...
მოკლედ ჩვენი აზრით ეს არის ყველაზე დახვეწილი სისტემა, რითიც დამერწმუნეთ,რომ მაქსიმალურად რეალური გახდება მოგება....რადგან არჩეული ექსპერტები აარჩევენ თამაშებს მთელი პასუხისმგებლობით...მე დარწმუნებული ვარ რომ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც იცის დღისფსონის მიზანი რაც არის,არ ექნება ამ იდეას უარყოფითი გამოხმაურება...

P.S. ---- ყველას ძალიან გთხოვთ ახალ იდეას მოვეკიდოთ გაგებით, ნუ იქნება გამოხმაურება, რომ ასე თუ დავწერთ ბილეთებს, ბევრი კარგი თამაში დაიჩაგრება, რადგან არჩეული ექსპერტები აბსოლიტურად ყველა სპორტის სახეობას მოიცავენ, ფეხბურთებს და არა პოპულარულ თამაშებს რაც შეეხება, პირობას გაძლევთ რომ მაქსიმალური ყურადღება ექნება ჩვენი მხრიდან არაპოპულარულ ჩემპიონატებსაც... თითქმის ასეთივე სისტემით მოქმედებს საიტზე პროგნოზისტთა ლიგა, ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას ნუ იქნება ეხლა გამოხმაურება,რომ აუ ასე ბევრი თამაში ვერ მოხვდება პროგრამაშიო, რადგან ვერ ხვდება პროგნოზისტთა ლიგის პროგრამაში რამდენი თამაში, თამაშს რომ თავი დავანებოთ, ფეხბურთის გარდა არცერთი სპორტის სახეობა არ შედის პროგრამაში, თუმცა დღემდე წარმატებული და ყველაზე სამართლიანი სისტემაა.. ნურც იმას დაწერთ რომ ბარემ თქვენით დაწერეთ ბილეთები,რადგან მე თუ თამაშს ვერ შემოგთავაზებთ რა აზრი აქვს ჩემს მონაწილეობასო, რადგან თუ ვინმე რეიტინგზე ფიქრობს, ამისთვის პროგნოზისტთა ლიგა არსებობს, სადაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ ვინმეზე ძლიერია...

მოკლედ მეგობრებო მე მჯერა, რომ პროექტისთვის გულანთებული ხალხი ამ იდეას გაგებით მოეკიდება, არ ექნება ამბიცია აუ მეც მინდა თამაშის ჩაწერაო, ან რამე მსგავსი.... რადგან არავისთვის დასამალი არ არის. რომ არიან საიტზე ხალხი, ვისაც ვიღაცაზე უკეთ შეუძლია თამაშის გარჩევა, ხოდა მოდით ყველამ ერთად გამომავლინოთ ასეთი ხალხი... დავუმატოთ უკვე არსებულ 7 კაციან ექსპერტთა ჯგუფს და შევქმნათ სისტემა, რომელიც იქნება ყველაზე სამართლიანი და სისტემა, რომელიც რაც მთავარია ბოლო ბოლო მოიტანს შედეგს!!! მე დარწმუნებული ვარ ამ იდეის განხორციელების შემდეგ დღისფსონს ექნება უამრავი მწვანე ბილეთი
ასევე ჩვენი მიზანის მიღწევის და ბილეთების გამწვანების გარდა,ამ იდეას ექნება კიდევ ერთი უდიდესი პლიუსი, რადგან ყველას შეეძლება, რომ საიტის უძლიერესი პროგნოზისტების მიერ, ზედმიწევნით კარგად გარჩეული პროგნოზები ნახოს ხოლმე 1 პოსტზე, საიდანაც თავისი პირადი ბილეთისთვის დარწმუნებული ვარ ბევრი გამოიყენებს თამაშებს smile smile ასე, რომ ვფიქრობთ ამ იდეას უბრალოდ მიესალმებით და მხარს დაუჭერთ smile