ავტორიზაცია

ტოპ მომხმარებელი

არქივი

ოქტომბერი 2017 (2098)
სექტემბერი 2017 (2180)
აგვისტო 2017 (2218)
ივლისი 2017 (2094)
ივნისი 2017 (2593)
მაისი 2017 (3634)

ამჟამად საიტზეა



მომხმარებლები: 9

AcMilan-Nika, Tornike Juve, tamazi(torpedo), Gigi1986, misho-matani, Dato_liverpuli, Highbury, VAXO ARSENALI, Victor

სტუმრები: 80

რობოტები: 2

სულ საიტზეა: 91

რეკლამა საიტზე




ოჟე ალიასიმი ფ. - სატრალი ია. 1 (1.49)
კინგი დ. - დანჩევიჩი ფ. 1 (1.61)
2.3

ეს ორი თამაში ამოვარჩიე დღევანდელი ჩელენჯერებიდან, რომლებიც ძაან მგონია და მინდა შემოგთავაზოთ.
დავიწყებ პირველი თამაშით. ეს სატრალი არ არის მაღალი დონის მოთამაშე. ის ძირითადად გრუნტზე თამაშობს, ჰარდზე კი პერიოდულად თუ ითამაშებს და მაშინაც დიდი წარმატებით ვერ ახერხებს ამას. კარიერაშიც ორი ტიტული აქვს მოპოვებული და ორივე გრუნტის კორტებზე. რაც შეეხება მის მოწინააღმდეგე ოჟე ალიასიმს, ის ახალგაზრდა ჩოგბურთელია რომელიც ძალიან პერსპექტიულად ითვლება. წლევანდელ წელს მართალია უფრო მეტს გრუნტის საფარზე თამაშობს, მაგრამ ჰარდზეც იცის საკმაოდ კარგად თამაში. 17 წლისაა ეს ჩოგბურთელი და შარშან US Open-ის მოგებაც მოახერხა იუნიორებში და მოგეხსენებათ ეგ ტურნირი ჰარდის საფარზეა. ბოლო ორი თამაში წააგო ჰარდზე რაც დიდად გასაკვირი არ არის რადგან მანამდე საკმაოდ დიდი პერიოდი გრუნტის ტურნირებს თამაშობდა და ასე ადვილი არ აღმოჩნდა ეგრევე ჰარდზე გადმოსვლა. აი ამ ორი წაგების შემდეგ ვფიქრობ კორტის საფარსაც შეეჩვია და თანაც საკმაოდ სასურველი მოწინააღმდეგეც შეხვდა პირველ წრეში. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო მე მგონია ახალგაზრდა კანადელის მოგება და გირჩევთ გამოიყენოთ.
მეორე თამაშზეც ორ სიტყვას ვიტყვი. დავიწყებ კინგით და გეტყვით რო ეს ჩოგბურთელი ამ დონისთვის საკმაოდ კარგია ანუ ჩელენჯერებისთვის. წლევანდელ წელს არ გამოიყურება ნამდვილად ცუდად. კონკრეტულად ჰარდის საფარზეც მშვენიერია. მან ითამაშა წელს US Open-ზე სადაც კვალიფიკაციიდან დაიწყო თამაში და მშვენივრად გაიარა ეგ სამივე ეტაპი და მოხვდა ძირითად ბადეში. შემდეგ შეხვდა ალექსანდრე ზვერევს და აი მანდ უკვე წააგო სამ სეტში. მართალია ეგ თამაში 3-0 წააგო ზვერევთან მაგრამ უბრძოლველად არ დაუთმია შეხვედრა და რასაც ქვია ნამდვილი ბრძოლა გაუმართა გერმანელ ვარსკვლავს. რაც შეეხება მის ბოლო დროინდელ შედეგებს, გასულ კვირას ერთ ერთ ტურნირზე ფინალი ითამაშა და ამ დონისთვის საკმაოდ კარგი შემადგენლობაც დაამარცხა, რაც იმაზე მეტყველებს რომ ფორმაშია. მის მოწინააღმდეგეს რაც შეეხება დიდად კარგ ფორმაში მანდვილად არ იმყოფება. წელს რაიმე გამოსარჩევი არაფერი გაუკეთებია. დანჩევიჩი უკვე ასაკშიცაა და ისეთი სტაბილური ვეღარაა. ეს შედეგებზეც აისახა და მის მიერ ჩატარებულ თამაშებშიც. მაგალითად წელს დანჩევიჩს ყველა ტურნირზე აქვს 22 შეხვედრა ჩატარებული, მაშინ როდესაც კინგმა წელს 51 თამაში ითამაშა. ამითაც ბევრი რამ არის ნათქვამი მემგონი.
პირველი თამაში მეგობრებო იწყება 21:00ზე ხოლო მეორე ანუ კინგის თამაში 22:30ზე. იქამდე საკმაოდ დიდი დროა და კარგად გადახედეთ თქვენც და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება, მე რომ ვიყო აუცილებლად შევიტანდი ამ თამაშებს როგორც მოზრდილ ისე დაბალ თანხიან ბილეთებში. ყველას გისურვებთ მწვანე ბილეთებს love

        

World

პირველრიგში ყველას გილოცავთ ვინც გუშინ მოიგეთ. გუშინდელი დღე იყო იდეალური ჩემთვის მართალია ნაღდი და კარგად გაწურული 2 კუში ვამჯობინე 6-7 კუშს მინდოდა ჩამატება ესპანეთის ავსტრიის და იტალიის თუმცა ვერ გავრისკე იქიდან გამოდმინარე, რომ რამდენ თამაშზე უნდა მეყურებინა და მებალეშიკა ? მოკლედ კროკობეთზე დავრეგისტრირდი და კარგი ფულიც გამოვიტანე ხოლო რაც შეეხება ზემოთ პირველ 150 ლარიან ბილეთს შაპავალოვმა ძალიან მაგრა მიკისრა და თავი შემაძულა smile ბარემ სოკის მსგავსად შეეწყვიტა მასაც თამაში რა იქნებოდა ხო არაფერი დაშავდებოდა 6:0 კი აჯობებდა მაგრამ ბოლომდე დაიმცირა თავი.