საფრანგეთი - არგენტინა
ურუგვაი - პორტუგალია
ხორვატია - დანია
შვედეთი - შვეიცარია
კოლუმბია - ინგლისი

"მსოფლიო ჩემპიონატის პროგნოზისტთა ლიგაში" მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს და მოთამაშეები არ დაიყოფიან "პროგნოზისტთა ლიგისა" და "პროგნოზისტთა ლიგის შესარჩევის" მონაწილეებად. ბილეთის დაწერისას ყველამ უნდა მიუთითოს "პროგნოზისტთა ლიგის შესარჩევი".

ვადის გადაცილებით დადებული ბილეთები არ მიიღება.

კომენტარებში დაწერილი ბილეთები არ ჩაითვლება!!!
საფრანგეთი-არგენტინა: -ვერც  მე ვიქნები ობიექტური, რადგან მეც არგენტინის გულშემატკივარი ვარ აგერ უკვე რამდენი ათეული წელია, მაგრამ რეალობა ასეთია რომ ძალიან ცუდი დროება უდგას გუნდს. ჩემი აზრით თამაში იქნება ფრთხილი და ძალიან ორიენტირებული შედეგზე, ამიტომ მგონია რომ ბურთის ფლობა ექნება 53,5% (მეტი) არგენტინას და საერთო ჯამში მთელი თამაშის განმავლობაში 21,5 (მეტი) კარისკენ დარტყმა.    ურუგვაი-პორტუგალია: -იგივეს ვფიქრობ ამ თამაშზეც, ბურთის ფლობა 48,5% (მეტი) ურუგვაის და ცოტათი რისკს თუ შევხედავთ თვალებში 22,5 (მეტი) კარისკენ დარტყმა;
ამ  თამაშზე  გამოვეხმაურები მეგობარს,  პირველ  რიგში  გეტყვი,  რომ  მეც  არგენტინის  და პირადად  და მესის  გულშემატკივარი  ვარ, მეც  ვერ  ვიქნები   ბოლომდე  ობიექტური, მაგრამ ამ  გუნდის წინსვლის  რესურს  ვერ ვხედავ - სუსტი მეკარე, უსუსტესი  დაცვა,  მხოლოდ  ოტამენდი არ  ეყოფა ამ საქმეს,   როხო  უსუსრია, ფეხბურთელი  რამდენიმე წელია  სასტარტოში  ვერ  ხდება  მართალია  გამარჯვების  გოლი  გაიტანა,  მაგრამ   ბევრი   შეცდომა  ქონდა მარტო ის  ხელით  თამაში  რად  ღირს უწყინარ  სიტუაციაში, წინა  პენალი  რომ  არ  ყოფილიყო  ამას  დადებდა მსაჯი,  ფლანგები  საერთოდ  მოშლილია,  მართალია  საყრდენებმა კარგად  ითამაშეს  ნიგერიათან,  მარგამ   საფრანგეთის    ნახევარდაცვასთან  ძალიან  გაუჭირდებათ,  საერთოდ    ტაქტიკურად  გამართული,  მენტალურად  ძლიერი,  ერთიანი  გუნდის   შთაბეჭდილებას არგენტინა  არ ტოვებს. მართალია  საფრანგეთის   თამაში  საკმაოდ  არ  მესიმპატიურება,  მაგრამ   საკმაოდ  შეკრული,  პრაგმატული, შედეგზე  ორიენტირებული  გუნდია,  რომელსაც  ყველა  რგოლში  უკეთესი  შემსრულებლები ჰყავს,  ერთის   გარდა  და  თუ  რამე  უშველის  არგენტინას მხოლოდ  ღმერთის  ხელი smiley მე  პირადად  ამ თამაშს  არ  გავეკარები,  დავჯდები  და  ისე  უგულშემატკივრებ მესის.