დღეს კალათბურთში მსოფლიოს შესარჩევის მაჩებია და რა თამაშებს ფიქრობთ ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე დღეს და რა თამაშებს ფიქრობთ დაწერეთ არ გააატაროთ
აი, ეს მიწერია ეხლა მეგობარო და როგორც გინდა მოიქეცი---თუ გინდა გაითვალისწინე---შუადღის 12,35-ზე იწყება წესით
მოგესალმებით მეგობრებო. მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე "დღის ფსონი"_ს კლუბში ვართ 35 კაცი, რომელთაც საწევრო 5 ლარი საკმარისია ერთი თვის მანძილზე დავდოთ 12 ბილეთი. თითოეულ მათგანს დიდი მადლობა პროექტის მხარდაჭერისთვის. შეგახსენებთ, რომ კლუბში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ თვენგანს, ნებისმიერ დროს. რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ბილეთების დადებაში. ვისაც სურვილი ექნება შეუძლია კომენტარში დამიწეროს, შემოიტანოს საწევრო 5 ლარი (betlive.com 827562 ce.es.ko გ.კ.) და აუცილებლად მომწეროს სმს_ი ჩარიცხვის შემდეგ ტელეფონზე 558 546 546, საწევროს ჩარიცხვის ბოლო თარიღია ყოველი თვის 20 რიცხვი. რაც შეეხება მეორადი ტანსაცმელების, საყოფაცხოვრებო ნივთების, მეორადი ტექნიკის, პროდუქტების (მალფუჭებადი არა) შესაგროვლებლად გთხოვთ მოიტანოთ ქ. თბილისი, ჭავჭავაძის #6 უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გაჩერებასთან არის ჩემი მეორე სამსახურის ოფისი. სადაც მუდმივად ყოველდღე საღამოს 8 საათამდე ერთი კაცი მაინც არის. მოსვლის დროს ზარი მომეცით.  ჩვენი ფეისბუკ გვერდია  https://www.facebook.com/dgis.fsoni

ძალიან გაიწელა ჩვენი მიმდინარე ბილეთი, დღეს ღამის 12 საათზე გვაქვს ერთი თამაში და დანარჩენი ხვალ. მართალი გითხრათ დარჩენილი თამაშებიდან ეხლა, რომ ვუყურებ მხოლოდ ჩემი თამაში მაშინებს. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება. რაც შეეხება გამოკითხვას, ვისაც არ დაუფიქსირებია პასუხი, ვთხოვ ქვედა პოსტში დააფიქსირონ. თუ ნახევარზე მეტს, ანუ 18 კაცს არ ექნება თავისი პოზიცია დაფიქსირებული. მაშინ გამოკითხვა გაუქმდება. დაიწერა კომენტარებში, რომ ზოგი კლუბის წევრი მხოლოდ ერთ ან ორ თამაშს უწერს ქულებს და არგუმენტად ის მოყავს, რომ დანარჩენი თამაშები არ მოწონს. მე ვწერ პოსტებს, მე ვითვლი ქულებს და ასეთი რამ ჩვენი "დღის ფსონის" განახლების დღიდან არ ყოფილა. გეთანხმებით ადრე იყო. ჩემთვის მაგალითად ეს მოსაზრება მისაღები არაა და ძველი სისტემით დასაჩენად პირადად მე ვერ მივიღებ, რადგანაც თითქმის ყველა აღნიშნავს, რომ რაც განვაახლეთ "დღის ფსონი" ყველას კარგი პროგნოზები აქვს და ქულების დაწერა უჭირთ, რადგანაც თითქმის ყველა კარგი პროგნოზია. ეს სტატისტიკაშიც კარგად ჩანს, რომ მართლა კარგი შედეგები გვაქვს. იყო მოსაზრება ბილეთში შესული თამაშის ქულების ლიმიტის ზღვართან დაკავშირებით, ეს მოსაზრება ძალიან მომეწონა, მაგრამ რაიმე ზღვარი, რომ დავაწესოთ მაშინ მხოლოდ 4, მაქსიმუმ 5 თამაში შევა ბილეთში, ისევ იმის გამო რომ ქულების დაწერისას აქტიურობა არაა. კიდევ იყო მოსაზრება, რომ გარკვეულუ ჯგუფი შედგეს წინა თვის რეიტინგის მიხედვით და იმათმა შეაფასონ თამაშებიო. ამაზე მართალი გითხრათ მეც ვიფიქრე, მაგრამ ამ სისტემაზე, რომ გადავიდეთ ჩემის აზრით ნებისმიერი აცდენილი თამაშის მერე ყველაფერი დაბრალდება იმ ჯგუფს და დამიჯერეთ მეტნაკლებად ბევრი უთანხმოებები დაიწყება. მოკლედ, დამთავრდეს ეს გამოკითხვა პარასკევს საღამოს ათ საათზე. თუ უმრავლესობა გადაწყვიტავს გადავალთ 5 ქულიან სისტემაზე. ნებისმიერ შემთხვევაში დასახვეწია ეს საკითხი და 6 ოქტომბერს ჩვენს მომდევნო შეხვედრაზე ვიმსჯელებთ. igrok_ს ქონდა თავის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, პირადში მომწერა წინა შეხვედრამდე, კარგი აზრი მაქვსო. მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვიდა. ყველას ვთხოვ თქვენი აზრი ჩამოაყალიბეთ და შეხვედრაზე ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ჩვენ მომდევნო ბილეთებს, მოგეხსენებათ რომ გადავდივართ კვირაში 3 ბილეთიან სისტემაზე. ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ, რომ არაფერი შეგეშალოთ თამაშების მოწოდებისას და მე არ მომიწიოს თამაშების ძებნა, მერე თქვენთან რეკვა და გარკვევა. ამ წუთიდან კლუბის წევრებს ვთხოვ შემოგვთავაზონ თავიანთი ორ-ორი თამაში მინიმუმ 1.3 კოეფიციენტით (რათქმაუნდა გარჩევით). ერთი თამაში დრო უნდა იყოსშაბათს 15 სექტემბერს 15:00 საათიდან კვირას 16 სექტემბერს 12:00 საათამდე, ხოლო მეორე თამაშიკვირას 16 სექტემბერს 15:00 საათიდან სამშაბათს 18 სექტემბერს 12:00 საათამდე. მაგალითად ასე: შაბათის თამაში - ბარსა-რეალი 2.5_ზე მეტი (თავის გარჩევა) და კვირის თამაში - სიტი-მანჩესტერი 2.5_ზე მეტი (თავის გარჩევა) მეორე თამაში შეიძლება იყოს ორშაბათის ან სამშაბათ დილის, მაგრამ თქვენ მაინც"კვირის"დამიწერეთ. ზოგს შეიძლება არ ქონდეს რომელიმე დღის თამაში, არაა აუცილებელი რომ ორივე დღის დამიწეროთ. ამ შემთხვევაში დამიწერთ რომელიც გაქვთ მომზადებული შესბამისი დღის მიხედვით. თუ რაიმე ვერ გაიგეთ, ძალიან გთხოვთ სანამ დაწერთ თამაშებს დამიკავშირდით და აგიხსნით. თამაშების მოწოდება შეწყდება პარასკევს 14 სექტემბერს 22:00 საათზე.

წარმატებულ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ...