ხვალინდელი!!!

ხვალინდელი!!!

ძაან მაგრად მგონია ეს თამაშები, რომელიც ხვალ შუადღიდან აიღებს სტარტს, მაგრამ მე ახლავე დავპოსტავ შეიძლება ვერ მოვახერხო ხვალ საიტზე შემოსვლა. 

დავიწყებ ციციპასით, მას გასულ კვირას ბარსელონაში ზღაპრული ტურნირი ქონდა, სადაც გავიდა ფინალში რაც მისი მაქსიმუმი იყო, რადგან ფინალში რაფა ნადალი ელოდებოდა. საკმაოდ კარგ ტალღაზეა ბერძენი ჩოგბურთელი, ჯერ კიდევ მონტე კარლოს მასტერზეც შეამჩნევდა ჩოგბურთის გულშემატკივარი რომ სერიოზულად მოუმატა ამ ბიჭმა და წელს ბევრს გაამწარებს. ეხლა რატომ მგონია ხვალ მისი წაგება, დავიწყებ იმით რომ ბოლო 2კვირის განამვლობაში ამ ჩოგბურთელმა 10თამაში ჩაატარა რაც საკმაოდ დიდ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ამ ყველაფრის ფონზე მგონია რომ ციციპასი ამ შეადარებით დაბალი დონის ტურნირს ჩააგდებს და მოემზადება მადრიდის მასტერსისთვის, რომელიც შემდეგ კვირაში აიღებს სტარტს. რათქმაუნდა მის გუნდში ხვდებიან რომ ამ ბიჭისთვის 3-4 გრუნტის ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარება ურთულესი საქმეა, სწორედ ამიტომ არა ეშტორილის ტურნირზე, არამედ მადრიდის გაცილებით უფრო პრესტიჟულ ტურნირზე გააკეთებს აქცენტს. 
ამასაც რომ თავი დავანებოთ ციციპასს ხელწამოსაკრავი მოწინააღმდეგე ისედაც არ ყავს. ანდუხარი ტიპიური ესპანელი ჩოგბურთელია, რომელიც გრუნტზე თავს ყველაზე უკეთ გრძნობს. თვის დასაწყისში გრუნტის საფარზე მარაკეშის ტურნირიც მოიგო, ამიტომ ისედაც არ ექნებოდა ციციპას მარტივი თამაში. 

რაც შეეხება მეორე თამაშს, აქ მგონია რო პელა აშკარად ფავორიტია. პელა ტიპიური გრუნტის მოთამაშეა, ძალაინ ბევრს თამაშობს ამ კორტზე და საკმაოდ წარმატებითაც. შარშან მიუნხენის ტურნირზე ფინალი ითამაშა და წელსაც ვფიქრობ მაქსიმალურად შორს გასვლას ეცდება, რადგან ქულები აქვს დასაცავი. ფუკსოვიჩს რაც შეეხება ის ჰარდზე უფრო უკეთესია. მაინც და მაინც კარგ ფორმაშიც არაა, მან გრუნტის ბოლო სამ თამაშში სამივე წააგო, თანაც არც თუ ისე ძლიერ მოწინააღმდეგეებთან. ყველაფრის გათვალისწინებით მგონია რო პელა ამ შეხვედრას არ დათმობს და ამ მშრალ სერიას კიდევ ერთი თამაშით გაუხანრგრძლივებს მოწინააღმდეგეს. 

გადახედეთ ამ ორ თამაშს მემგონი ორივე გამოგადგებათ. ხვალ ძალიან ბევრი კარგი თამაშია და თუ მოვახერხე კიდევ შემოგთავაზებთ გარჩეულ შეხვედრებს. წარმატებები მეგობრებო скачать dle 12.1

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 3

  1. delpiero10 Offline 1 მაი 2018 19:53
    შენ პროგნოზებს მე პირადად ვწერ ხოლმე უმეტეს შემთხვევაში. ბილეთში ანდუხარი მაქ დარჩენილი და რას იტყვი გუშინდელის შემდეგ აზრი ხომ არ შეგიცვლია? 
  2. stilet Offline 1 მაი 2018 00:35
    gaixare ase ar j0bia ,axla dr0caa da kvelaferi mec gavarchev gadavxedav erd azrze viqnebid dasadeb fulsac m0vizieb dr0is gam0. aba erd cudshi ginda 10 cudshi gadaxedvasac ver vascreb brmad kide michirs dadeba. gimilid vcer cudi araferi ifiqr0d predenziuli da ase shemdeg.vxumr0b kac0 gmerdma gaumarj0s r0ca ras axerxebs adamiani imas akedebs
  3. Vato-interi Offline 30 აპრილი 2018 23:31
    Jigarixar Italy