"დღის ფსონის" აღსადგენად!!!

მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით პირადად მე და ის ჯგუფი, რომლებიც "დღის ფსონს" საფუძველი ჩავუყარეთ იმის გამო, რომ ამდენიხანი ვერ მოვიცალეთ სხვადასხვა მიზეზების გამო. ბანკეტმაც ისე ჩაიარა, რომ ვერ შევთანხმდით თუ როგორ და რანაირად უნდა გაგრძელებულიყო "დღის ფსონი". რამოდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ და პროექტის აღდგენაზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით თუ როგორ უნდა გაგრძელდეს "დღის ფსონი" და იმედია მოგვიწონებთ ჩვენ გადაწყვეტილებას. უნდა დაარსდეს "დღის ფსონის კლუბი", ამ კლუბში ვისაც სურვილი ექნება გაწევრიანდება. ყოველთვიური საწევრო იქნება 5 ლარი. ეს საწევრო იქნება, რომელიც დაიდება ბილეთებზე. ხოლო მოგებული თანხა იქნება ხელუხლებელი და სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. ბილეთები დაიდება იმ რაოდენობით და იმ სიხშირით როგორიც იქნება კლუბის წვრების რაოდენობა. ჩვენი პროექტი, რომ გაგრძელდეს უნდა გავწევრიანდეთ მინიმუმ 24 კაცი, რადგანაც კვირაში სულ ცოტა სამი ბილეთი დავდოთ 10 ლარინი, თვეში გვჭირდება 120 ლარი.  რათქმაუნდა თუ მეტი გაწევრიანდება მით უფრო მეტი ბილეთი დაიდება. კარგია, რომ განახლებულ საიტს ააქვს მოწონების ფუნქცია. შეგიძლიათ მოიწონოთ ეს სტატუსი და ჩვენც მივხვდებით, მოგწონთ თუ არა ეს "დღის ფსონის კლუბის" იდეა. ასევე ვისაც სურვილი აქვს კლუბში გაწევრიანების კომენტარებში ვთხოვ დაწერონ თავიანთი სახელი და გვარი. ვისაც არ უნდა ასე კომენტარებში სახელის და გვარის დაწერა, ესაა გიო (მილანი)_ს ნომერი 557 60 10 17 და პირადში მიწერონ საიტის ნიკი და სახელი, გვარი. ასევე ვისაც სხვა უფრო კარგი აზრი გაგაჩნიათ, გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ. ეს პოსტი იდება ზუსტად ერთი თვე. 1 ივლისს გვეცოდინება სულ რამდენი კაცი იქნება კლუბის წევრი და შემდგომ პოსტს დავწერთ უკვე რომელ ტოტალიზატორში უნდა ჩაირიცხოს ეს თანხა და როგორი წესებით დაიდება ბილეთები. რათქმაუნდა მერეც შეიძლება კლუბში გაწევრიანება. იმედია მოგეწონებათ ეს აზრი და უფრო დახვეწილად გავაგრძელებთ ჩვენს კარგ წამოწყებულ საქმეს.

მადლობა ყურადღებისთვის!!! скачать dle 12.1
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 20

  1. GURAMIK Offline 18 ივნისი 2018 12:24
    მოგესალმებით და გიერთდებით. 
    ერთი ის გამაგებინა ციბო როაკეთებდა ბილეთებს ? რატო და სად დაინგრა ეგ ნაკოწიწები და ერტერტი საუკეტესო დაშედეგიანი ან სისტემა ან ხალხი ან სიტუაცია . . . . . 

    დამრთავრდა მსოფლიო.   

    რა ხდება საერთოდ ? 
    1. nedherlands Offline 18 ივნისი 2018 12:58
      სექტემბრიდან დაიწყება სავარაუდოდ. ლაშა ცეესკოს არ სცალია და სექტემბრიდან მიხედავს ამ საქმეს, როგორც ვიცი, ის 100 ლარიც რომელიც იყო დარჩენილი ციბოს ტოტოს ანგარიშზე, გადმიორიცხება...
  2. sardala Offline 15 ივნისი 2018 19:52
    სალამი ბიჭებო, მაგარი იდეაა და თუ ადგილი გაქვთ დამიმატეთ გუნდში. აქ ხშირად ვერ ვპოსტავ ხოლმე, მაგრამ სტაჟიანი მომხმარებელი ვარ ამ საიტისაც და ტოტალიზატორისაც.
    1. nedherlands Offline 18 ივნისი 2018 12:59
      ადგილი არ არის შეზღუდული, რაც მეტნი ვიქნებით მით უკეთესი....
  3. darsa Offline 11 ივნისი 2018 10:59
    მეგობრებო გაუმარჯოს, რახდება დღის ფსონთან დაკავშირებით ? მსოფლიო არ უნდა ვითამაშოთ?
  4. xxx
    xxx Offline 10 ივნისი 2018 01:34
    prognozebis dadeba rogor moxdeb bichebo es mainteresebs visi prognozi daideba da ra kriteriumit sheircheva prognozebii?es daceret vinc icit da ukve nafiqrigaqvt amaze?me ushvalod am camockebas mivesalmebi magram detalebic mainteresebs da iqneb gamarkviot tuarsheizarebt?
  5. giorgi.xecuriani Offline 4 ივნისი 2018 23:35
    თქვენს გვერდით ვარ ბიჭებო Giorgi Xecuriani
  6. temoliver Offline 3 ივნისი 2018 12:22
    sul kargi azria bichebo mec tqventan var 

  7. igrok Offline 3 ივნისი 2018 11:41
    Eg yvelaperi dzaan kargia. 
    Mtavaria tamashebi rogor sheircheva an ra sistemit daiwereba biletshi 
    Rom shedegi mivigot da ise ar gamovides rom vertobit da dro gagvyavs 😊
  8. AC MILAN1899 Offline 2 ივნისი 2018 13:47
    აუცილებლად შემოგიერთდებით და ვეცდები ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო ამ კარგ საქმეში
  9. too709 Offline 2 ივნისი 2018 09:38
    Mivesalmebi am ambavs.warmatebebi
  10. dede74 Offline 1 ივნისი 2018 19:48
    თქვენთან მიგულეთ, აქაც და ყველგან!!!
  11. Filipe Offline 1 ივნისი 2018 10:48
    მეც თქვენთან ვარ ბიჭებო
  12. DudI_BIANCONERO Offline 1 ივნისი 2018 10:15
    რათქმაუნდა თქვენ გვერდში ვარ ბიჭებო..  wink wink
  13. gio-milani Offline 1 ივნისი 2018 00:04
    სალამი ყველას ბიჭებო )) მოკლედ დღისფსონი გაგრძელდება აუცილებლად,შევჯერდით ამ ძალიან კარგ იდეაზე,რის შედეგადაც ყოველი თვის დასაწყისში მომარაგებული გვექნება,ბილეთებისთვის საჭირო თანხა და მოგებული ფული სრულად მოხმარდება მხოლოდ აქციებს...დეტალებზე ჯერ კიდევ ვიმსჯელებთ,რაც მთავარია თქვენი გვერდით დგომაა საჭირო და მომავალი სეზონიდან დღისფსონი განახლდება ))) ეხლა მინდა ავღნიშნო ერთი ახალი ამბავი,ჩვენ შეგვეხმიანა CIBO ( უჩა ),როგორც იცით წამოიწყო ამ კაცმა ანალოგი პროექტი და ვინც იღებდით მონაწილეობას ყველას მადლობას მოგახსენებთ,ამჟამად უჩას ანგარიშზე როგორც იცით არის 100 ლარი,ამ თანხას დღისფსონის განახლებისთანავე ჩაგვირიცხავს და გადაიდება ეგრევე აქციისთვის,ანუ ამ 100 ლარს ბილეთებისთვის არ გამოვიყენებთ...კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს,რომ ბილეთებზე დაიდება მხოლოდ კლუბის წევრების მიერ ჩარიცხული 5-5 ლარი,ეს პოსტი კი ერთი თვე იქნება აქ,რადგან ყველა იყოთ მაქსიმალურად ინფორმირებული ))) რაც ბევრი ვიქნებით მით უფრო მეტი ბილეთიც დაიწერება და მეტი თანხა დაიდება...თუ ვინმეს იდეა ან კითხვა გექნებათ შეგვეხმიანეთ ან მე ან ლაშას ))) აბა წარმატებები დღისფსონს და ყველას პირად ცხოვრებაში 
  14. ExTreMaL Offline 31 მაი 2018 22:18
    წარმატებები...
    იმედია გაგრძელდება ''დღის ფსონი''
  15. nedherlands Offline 31 მაი 2018 20:10
    ძალიან მაგარია და გამიხარდა, თქვენთან ვარ მეც  heart_eyes  კონსტანტინე კოკაია......
  16. stilet Offline 31 მაი 2018 17:50
    mec aq var -stilet- alexsandre n0zadze  . zalian kargia . gi0-milansac mivcer
  17. დალასელი Offline 31 მაი 2018 17:31
    ლაშა გიო კი იცით რო თქვენს გვერდით ვარ
  18. kukava88 Offline 31 მაი 2018 17:02
    თქვენს გვერდში მიგულეთ...ლევან კუკავა