აი ამაზე უნდა ვთქვათ, რომ მწვრთნელმა ცვლილება გამოიცნო . პარიზის თავკაცმა მეჰმედ ბაზდარევიჩმა 83ე წუთზე თავისი ეროვნების მოთამაშე შემოიყვანა გვარად მალეტიჩი და 91ე წუთზე პარიზს შანსი დაუტოვა. მალეტიჩს წელს მხოლოდ 6 თამაში აქვს ნათამაშები და 0 გოლი. სამაგიეროდ 1 გაიტანა და ისიც უნიშვნელოვანესი,რომ არა ის პარიზი ამ წუთისთვის უკვე გამოეთიშებოდა ლიგა 1-თვის ბრძოლას. კარგი მწვრთნელია ბაზდარევიჩი. მახსოვს ბოსნიას წვრთნიდა, თან კარგი გუნდი ჰყავდა ბოსნიას მისი თავკაცობისას.პარიზი- ლანსი, ამ თამაშს პირველივე წუთიდან ვუზივარ და გირჩევთ ნახოთ არ ინანებთ, ნაღდი ფრანგული ჯახია, დაახლოებით ალბათ ასეთი სტილის ფეხბურთს არცერთი აღარ თამაშობს. ალბათ ასეთი სტილი 70-80 წლებში ჰქონდათ ფრანგებს.