გამარჯობა,
დიდი ხანია ვფიქრობ ერთერთ პროექტზე, თქვენი რჩევა მაინტერესებს და თუ დრო გაქვთ ქვემოთ დაწერილი რომ წაიკითხოთ და ორი სიტყვით რომ მირჩიოთ რამდენად სწორი და შედეგიანი იქნება.
1.მინდა დავწერო ისეთი პროგრამა რომლის საშუალებითაც ყოველ მომდევნო ტურში ჩადებული იქნება კლუბებზე ინდიკატორები სავარაუდო შედეგებზე.
2.ინდიკატორის კომბინირება:
·განვლილი 10 წლის მანძილზე შედეგებიდა(1,X,2)გამომდინარე.
·ცხრილი(მაგიდა) დაიყოფა 5 ჯგუფად(პოზიციების მიყოლებით).
·თითო წლის მანძილზე გამოვლენილ იქნება  თითო ჯგუფში ზედიზედ ერთიდაიგივე შედეგების მაქსიმალური რაოდენობა.
·იქნება 10 წლის  ზედიზედ ერთიდაიგივე შედეგების(1,X,2)   მაქსიმალური რაოდენობები სეზონის მანძილზე.
3.ყოველ მომდევნო ტურში პროგრამა ყოველი კლუბის განვლილი ტურების შედეგს შეადარებს დამუშავებულ ბაზასთან.
4.თუ დაფიქსირდა შემთხვევა რომ განვლილი ტურების შედეგებიდან გამომდინარე ისტორიაში(10 წლის) არსებულ მაქსიმალურ რაოდენობას გაუტოლდა ან ძალიან ახლოს არის(მაგ: 5 ფრე/6 ფრე(10 წლის)) ჩაირთვება ინდიკატორი და გვაჩვენებს თუ რა შედეგი აღარ დაფიქსირდება მომდევნო ტურში.
5.ინდიკატორი აჩვენებს შედეგს(1,X,2)რომელიც გამოირიცხა მომდევნო ტურში.
ინდიკატორის მინუსი:
1. შესაძლებელია ისტორიის ხელახლა გადაწერა, ანუ შედეგი იმაზე მეტჯერ განმეორდეს ვიდრე ბოლო 10 წლის მანძილზე(ერთეული შემთხვევები იქნება).
დიდ შრომას მოითხოვს ეს და თქვენ როგორ ფიქრობთ გამოყენებადი იქნება?
ბ-ნ ლევანის აზრიც მაინტერესებს, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია.

დიდი მადლობა წინასწარ,