იუვენტუსი - რომა   

მოგეხსენებათ ეს ორი გუნდი 10 დღის წინ შეხვდა ერთმანეთს და იუვენტუსმა გასვლაზე მოიგო 1-2. მატჩში იყო 9 ყვითელი ბარათი და აქედან 6 პირველ ტაიმში. პირველივე ტაიმში მიიღო მძიმე ტრანვა ორმა ფეხბურთელმა, რომას ფეხბურთელმა ზანიოლომ და იუვენტუსის ფეხბურთელმა დემირალმა. ამდენი ყვითელი ბარათის მიუხედავად თამაშში 25 ჯარიმა იყო რაც ნამდვილად არ არის ძალიან ბევრი მითუმეტეს ბარათების ფონზე. 4 დღეში ჩემპიონატში ორივე გუნდს აქვს რთული შეხვედრა, იუვენტუსი ნაპოლს სტუმრობს რომას კი დერბი აქვს სათამაშო ლაციოსთან. არამგონია რომ რომელიმე გუნდის გეგმებში შედიოდეს ისევ მძიმე ტრანვები. ამიტომ მგონია რომ უხეშობას გუნდები მოერიდებიან. ჩემი პროგნოზია 30.5ზე ნაკლები ჯარიმა 1.45 კოეფიციენტი. ასევე შეიძლება 6.5ზე ნაკლები ბარათიც იგივე კოეფიციენტი აქვს თუმცა მე პირადად ჯარიმები მირჩევნია ამ ეტაპზე. მოკლედ თქვენ გადაწყვიტეთ.

კილმარნოკი - სელტიკი

ამ თამაშში არჩევანი კუთხურებზე გავაკეთე და მგონია რომ პირველ ტაიმში იქნება 3.5ზე მეტი კუთხური რაზეც 1.40 გვაქვს კოეფიციენტი. ამ ორი გუნდის ბოლო 5 თამაშში პირველ ტაიმში იყო 3.5ზე მეტი კუთხური და ასევე სელტიკის ბოლო 5 გასვლით მატჩშიც. სტატისტიკას რომ თავი გავანებოთ ისედაც ვფიქრობ რომ სელტიკი შეუტევს და 4 კუთხური აუცილებლად იქნება 45 წუთში. 

ორივე ერთად 2 კოეფიციენტია, წარმატებები.