1. გერმანია - ესპანეთი  (ბარათები რ-ბა I ტაიმში 1,5<)
2. რუსეთი - სერბეთი  (ბარათების რ-ბა 3,5>)
3. თურქეთი - უნგრეთი (II გუნდის ბარათების რ-ბა 1,5>)
4. მოლდოვა - კოსოვო (ბარათების რ-ბა 3,5>)





პეშკე კ./სიურსი დ. - ფიშმანი შ./იორაკი დ.   - 1       1.4
მელიჩარი ნ./სიუ ი. - ფლიპკენსი კ./ვან ეიტვანკი ე.  - 1     1.4
აოიამა შ./სიბაჰარა ე. - ლი ენ./პერა ბ.  - 1   1.3
დე მინაური ა. - გასკე რ.  -1 setis -  1    1.4
ჟაბერი ო. - კანეპი კ  - 1   1.5
ანისიმოვა ა. - სკოტი კ. -ბრეიკების რაოდენობა I სეტში 2.5 meti.  -1.55
მუგურუსა გ. - პირონკოვა ც. - I სეტის ფორა (-2.5) 1.  1.8
       -kush   ==  14.3 
მოგესალმებით
სანამ უეფას ერთა ლიგის თამაშების ცოცხალ პოზიციებს გამოიტანს ბეთლაივი, მანამდე 2 არასაფეხბურთო პროგნოზს შემოგთავაზებთ შესაბამისი ახსნით. მაშ ასე დავიწყოთ:


1. ჩოგბურთი ATP/US Open

კუზნეცოვი - ხაჩანოვი

კუზნეცოვი ტრავმის გამო დაახლოებით 2 წელი ვერ ახერხებდა მონაწილეობა მიეღო პროფესიონალურ საჩოგბურთო ტურნირებში. სწორედ წელს აგვისტოში გამოჩნდა 29 წლის კუზნეცოვი ტურნირში, თუმცა რომ ვთქვათ ასიამოვნა თავისი თამაშით გულშემატკივრებიო, ნამდვილად ვერ ვიტყოდი, გვახსოვს თუ როგორ წააგო ორ სეტში გრიკსპურთან პრაღის ჩელენჯერი - ორივე სეტში საოცარი ტაიბრეიკები და ვინც ეს თამაში ნახა, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებოდა ყურებით. შემდგომ რუსმა თავისი შენარჩუნებული რეიტინგით შეძლო და გააღწია აშშ-ს ჩემპიონატის ძირითად ბადეში ნიშიკორთან ერთად. 1/64 ფინალში გადაეყარა ქუერის, ფაქტიურად არავის სჯეროდა რომ კუზნეცოვი საკუთარ კედლებში მოთამაშე ამერიკელს დაამარცხებდა, თუმცა მან ეს შეძლო. სამ სეტში (6:4,7:6,6:2) შანსი არ დაუტოვა მეტოქეს.

რაც შეეხება ხაჩანოვს, დიდი გაჭირვებით გააღწია მან 1/32 ფინალში. 24 წლის ხაჩანოვი, რომელსაც ATP რეიტინგში მე-16 ადგილზეა, იტალიელ სინერთან პირველ ორ სეტში თავი ვერაფერს გაართვა და აგებდა კიდეც 0-2, თუმცა შემდგომ გამონახა ძალები და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში შეძლო შემოებრუნებინა თამაში გამარჯვებით 3-2. გეტყვით, რომ გადამწყვეტ მეხუთე სეტში უბრალოდ ომი იყო კორტის ყოველ მონაკვეთზე, გაუმართლა ხაჩანოვს, თან გამოცდილებამაც თავისი ქნა და საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა სინერთან. 3 საათი და 40 წუთი მიდიოდა ეს თამაში და აი ამ ანგარიშით 3:6,6:7,6:2,6:0,7:6 დასრულდა ხაჩანოვის სასარგებლოდ.

რომ გადავხედე ბუკმეკერების შეაფასებებს, ვფიქრობ ისევ ვერ შეაფასეს სწორედ კუზნეცოვის შანსები. წინა თამაშში მან აჩვენა საკმაოდ ხარისხიანი თამაში, 18 ეისი ჰქონდა, საიდანაც მხოლოდ ორში დაუშვა ორმაგი შეცდომა. მშვენიერი იყო საკუთარ ჩაწოდებებზე, მოახერხა 6-დან 3 ბრეიქის რეალიზება და რაც ერთხელ არ წაუგია საკუთარ ჩაწოდებაზე. ვფიქრობ, რომ კუზნეცოვმა კარგი ბრძოლა უნდა გაუმართოს ხაჩანოვსაც, მიუხედავად იმისა, რომ ხაჩანოვი რთული მეტოქე იქნება მისთვის. არ მგონია ადვილად შეძლოს ხაჩიკომ კუზნეცოვის დამარცხება და ამ თამაშიდან შემოგთავაზებთ კუზნეცოვის გეიმების ფორას +7,5. 

პოზიცია: ფორა 1 (+7,5)
კოეფ: 1,45


2. ჰოკეი / რუსეთი KHL

ტრაქტორი - ავტომობილისტი

ტრაქტორი გახლავთ ჩელიაბინსკის კლუბი. გუნდმა წინა სეზონი შეიძლება ასე ვთქვათ - ჩააგდო. თამაშობდა საშინელ ჰოკეის და სამხრეთ კონფერენციაში ბოლოს წინა ადგილზე გავიდა, გადაუსწრო რა მხოლოდ "ადმირალს". კლუბის ხელმძღვანელობამ ამ შედეგების შესაბამისად გუნდიდან ფაქტობრივად გაყარა მთელი მენეჯმენტი და სრულიად ახალი სისხლი გადაუსხა გუნდს. როგორც ახალმა მწვრთნელმა განაცხადა, მომდევნო თამაშებში ტრაქტორი განსხვავებული სათამაშო სტილით წარსდგება ყველას წინაშე და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის. 

რაც შეეხება ავტომობილისტს, არც ეს გუნდი იყო ნაკლებ დღეში. ეკატერინბურგული კლუბი ზედიზედ ორჯერ გამოვარდა პლეი-ოფიდან პირველივე რაუნდში, რასაც კლუბში მოყვა კიდეც მთავარი მწვრთნელის მარტემიაკოვის შეცვლა. ავტომობილისტშიც ახალი მენეჯმენტი მუშაობს და ახალი ენერგიით ცდილობენ დაუბრუნონ კლუბს ძველი სახელი. 

ურთიერთშეხვედრებს რომ გადავხედოთ, წინა სეზონში გუნდები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ავტომობილისტმა ტრაქტორს ოთხივე თამაში დამაჯერებლად მოუგო  (3:0; 5:3; 4:2; 4:1). როგორც ხედავთ მხოლოდ ერთ თამაშში შეიანახა კარი ავტომობილისტმა მშრალად. 

ვიფიქრე, თუ რისი შემოთავაზება ჯობდა ამ თამაშიდან. გუნდები ახალ სეზონში განახლდნენ, ორივე გუნდს სურს დაამტკიცოს თავისი ძალა საწყის მატჩებში. ტრაქტორს სურს ყველას აჩვენოს, რომ წინა სეზონი წარსულში დარჩა, ხოლო ახალ სეზონში გუნდი იბრძოლებს მაღალი ადგილებისთვის. ავტომობილისტიც ეცდება ახალ მწვრთნელთან ერთად ხარისხიანი თამაშები კვლავ შესთავაზოს მაყურებელს. 

ამ თამაშიდან მინდა შემოგთავაზოთ ძირითად დროში რომ გავა 4 შაიბა. დასაწყისისთვის ასე ჯობს ჩემი აზრით.

პოზიცია: 3,5> 
კოეფ: 1,4

წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი