ბრენტფორდი - საუთჰემპტონი
ბარნლი - ასტონ ვილა
ბრაიტონი - მანჩესტერი
ლესტერი - ევერტონი

ბეტისი - ბარსელონა
ხეტაფე - რაიო
ვილიარეალი - სევილია
ატლეტიკო - რეალი

ტორინო - ნაპოლი
სასუოლო - უდინეზე
ვენეცია - ბოლონია
სალერნიტანა - კალიარი

ჰოფენჰაიმი - ლევერკუზენი
ჰერტა - მაინცი
აინტრახტი - გლადბახი

ანჟერი - ბორდო
რეიმსი - ლანსი
ლორიენი - მარსელი

ზვოლე - უტრეხტი
ფეინოორდი - პსვ
როიალ უნიონი - ბრიუგე
ანტვერპენი - ანდერლეხტი
ბენფიკა - პორტო
ბაშაქშეჰირი - გალათასარაი
ბეშიქთაში - ფენერბახჩე
ჰიბერნიანი - აბერდინი
ავსტრია - რაპიდი
სტ. გალენი - ციურიხი
ლუცერნი - სერვეტი


პროგრამაში მითითებული ვადის შემდეგ დადებული ბილეთები გაუქმდება.
ასევე გაბათილდება კომენტარებში გაკეთებული პროგნოზები.
მოკლედ რაც გავიგე, სახელმწიფო კანონმდებლობით აეკრძალა ქართულ ბანკებს თანხის გადარიცხვა სისტემებზე რომლებიც სარგებლობენ "გემბლინგ" სერვისით, ანუ უცხოურ სათამაშო არხებზე ელექტრონულ საფულეებს ვეღარ გამოიყენებთ... აკრძალვის მიზეზი არ სახელდება(ასე ვთქვათ გასაიდუმლოებულია), სავარაუდოდ ტოტალიზატორებთან დადებული გარიგებაა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ჩამოაშორეს თამაშებს სოც- დაუცველები და საჯარო მოხელეები და ამ დანაკლისის შევსება უნდათ ტოტალიზატორებს ახლა ჩვენგან,დამატებითი მოგება კოეფიციენტებში შეტანილი ცვლილებებითაც(სტანდარტულზე დაბალი კოეფიციენტები) რაც 2-3ჯერ გაზრდის მათ მოგებას... საინტერესოა კანონის მიმღებს თუ აქვთ გაცნობიერებული ტოტალიზატორების  მიერ მიღებული კოეფიციენტების ახალი მიზანმიმართული ცვლილებები,რამდენად წამგებიანი იქნება მომხმარებლისთვის? 4 კლასის განათლება ეყოფა,ამის გაგებას! (ან რატომ არ მოიაზრეთ მაგალითად ფსონების მიღება შემოსავლების მიხედვით ყოფილიყო ლიმიტირებული)  ან დახურეთ საერთოდ ყველა ტოტალიზატორი საქართველოში,ან მოთხოვეთ ქართულ ტოტალიზატორებს კეთილსინდისიერად იმუშაონ!  მიღებული კანონის არსი,ვინც დიდი ფულით თამაშბს,ის ფსონის გასაკეთებელ ადგილს მაინც ნახავს,ეგ არ იცავს არავის... ვიღაც იდიოტი,მთელ თავის შემოსავალს წააგებს და მის გამო სხვა, ვისაც გააზრებული აქვს რას აკეთებს არ უნდა ისჯებოდეს!  მოკლედ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ფულს რაში დავხარჯავთ,ამის უფლებაც შეიძლება წაგვართვან...   ყველაზე დიდ ფულს რასაც ვაგებთ ყოველდღე,თითოეული თეთრია რაც ბიუჯეტში შეგვაქვს,რომელსაც შემდგომ ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ!... არავის აქვს ამიკრძალონ ის,რითაც ზიანს არც საკუთარ თავს და არც სხვას მივაყენებ!... 
სალერნიტანა 4 ტურის წინ უიმედო აუტსაიდერი იყო, თითქმის გავარდნილი, მერე 3 თამაში ზედიზედ მოიგო (2 გასვლაზე) და ატალანტას გასვლაზე ფრე ეთამაშა (88-ე წუთამდე უგებდა). როცა ასე ხდება-ხოლმე ასეთი გუნდები, როგორც წესი, აღარ ვარდებიან. აქედან გამომდინარე, დღესაც უნდა მოიგოს ბოლოადგილოსან ვენეციასთან, რითაც გადაასწრებს კალიარის, შემდეგ ხვდება სახლში კალიარის, რომელიც ასევე უნდა მოიგოს, შემდეგ გასვლა აქვს ემპოლისთან, რომელსაც არაფერი აღარ უნდა და არც ეს თამაში არ უნდა წააგოს, რითაც დარჩენილია სერიაში, მით უფრო, რომ კონკურენტებს რთული თამაშები აქვთ - ჯენოას იუვესთან, ნაპოლისთან, კალიარის ინტერთან. მოკლედ, ჩემი პროგნოზია: სალერნიტანა მოიგებს ვენეციასთან და კალიარისთან და არ წააგებს ემპოლისთან (უფრო რისკიანად, მოუგებს ემპოლისაც).
წარმატებები!