"დღის ფსონი"-ს მეოთხე სეზონი!!!


სამშაბათი #3
1) გრანადა - ბილბაო  პირველი ტაიმის  1X DudI_BIANCONERO 11ქ
2) იანგ ბოიზი - სტ.გალენი 2.5 მეტი გოლი Oldskool 9ქ
3) სპარტა - ზვოლე  48.5 მეტი აუტი iraklius 7ქ
4) ასტონ ვილა - ლივერპული 2 portofranko 7ქ
5) უოტფორდი - ევერტონი 2 nedherlands 6ქ
6) რაიო - ვილიარეალი 2.5 მეტი გოლი enveri1973 4ქ
__________________________________________________________
7) ტოტენჰემი - არსენალი  ორივე ტაიმში 1,5 ნაკ. გოლი - არა Ledani 3ქ
8) ვალენსია - ბეტისი 1X GOcha(MILAN) 1ქ



Fixed!

ახალი კანონმდებლობით ეკრძალება საქართველოში ბანკებს,უცხოურ აზართულ თამაშებზე თანხის შეტანა, იმ დროს როცა ქვეყნის შიგნით აზარტული თამაში არ იკრძალება. როცა ვიკითხე რა მიზანს წარმოადგენს ვერ მიპასუხეს,არ იციან ქართულ ბანკებში, უბრალოდ კანონია ასეთი...  

  1. ეგ არანაირი პრევენცია არ არის იმისთვის რომ ვინმემ ზედმეტი ფსონი არ გააკეთოს,ვითომ სახელმწიფო ამ კანონით საჯარო მოხელეების და სოც-დაუცველებს იცავს ზედმეტი ხარჯებისგან, მაგრამ აქვს თუ არა სახელმწიფოს რაიმე მექანიზმი დაადგინოს აგრძელებს თუ არა ისინი მაინც თამაშს თავიანთი მეგობრების ანგარიშებიდან? მაინტერესებს რა ზომებს მიიღებენ იმ შემთხვევაში თუ სოც-დაუცველმა მეგობრის ანგარიშდან 1 ლარიანი ფსონი გააკეთა მაინც...   დააკავებთ თუ დააჯარიმებთ?   
  2. სახელმწიფომ ამ კანინით ბურთი და მოედანი გადასცა ქართულ ტოტალიზატორებს,რითაც ქართულმა ტოტალიზატორებმა ისარგებლეს და დააკლეს კოეფიციენტები,რის მიზანსაც წარმოადგენს  მათი შემოსავალის 200%-გაზრდას!... 
  3. უცხოურ ტოტალიზატორებზე თანხის შეტანის აკრძალვის ეკონომიკაზე გავლენა, ესეც გამორიცხულია, რადგან უცხოურ ბანკებში თანხას თუ ვინმეს შეაქვს, ეგ უფრო გასუქებული ტოტალიზატორები იქნებიან,რადგან მილიონებს ეგენი ეთამაშებიან და არა ჩვენ... ჩვენი ფული იმასთან შედარებით ზღვაში წვეთია,რაც შეიძლება გავიდეს... ქართული ტოტალიზატორები ბევრად ჩამორჩებიან უცხოურს! კონკურენციის გარეშე დარჩენილი ქართული ტოტალიზატორები საღორეს დაემსგავსა...
  4. თუ ფსონის გაკეთება საჯარო მოხელისთვის ან სოც დაუცველისთვის დანაშაულია, დანაშაული არ არის ვინც დარჩა მათთვის 2-ჯერ მეტი ფულის გამოძალვა? თუ დანარჩენები არ გაღელვებთ კანონმდებლებს,ყველა ფეხებზე გკიდიათ, თუნდაც 2-3ჯერ მეტი წავაგოთ?!...  უნდა დაინტერესდეთ კანონმდებლები ამით! თუ რამდენად კეთილსინდისიერია  მათი დამოკიდებულება მათი კლიენტების მიმართ!

მაგალითი, შედარებისთვის:

            უცხოური ტოტალიზატორი:

ქართული ტოტალიზატორი: (მსგავსია სხვა ქართული თოტალიზატორებზეც,თითქმის მსგავსი,ერთმანეთთან შეთანხმებული)

უცხოურზე 303,61 VS 90,37 ქართულზე , ანუ თუ გვინდა რომ მოვიგოთ 1000 ლარი, ამისთვის უცხოურ ტოტალიზატორზე უნდა განვათავსოთ  3,30ლარი და ქართულზე 11,07ლარი,ეს ნიშნავს წაგების შემთხვევაში 3-ჯერ მეტს წავაგებთ ქართულ ტოტალიზატორებზე... ადრე ასეთი სხვაობა არ იყო...  ანუ როცა პრევენციაზე საუბრობთ, რას უწყობთ კანონმდებლები ხელს ამით?! 


  1. მათ ისიც არ აღელვებთ სპორტული ტელეარხები რეკლამებიდან  მიიღებენ თუ არა დამატებით შემოსავალს
  2. ქართული ბანკებსაც არ აქვთ მსგავსი კანონებისგან თვდაცვის სისტემა,არ ყავთ ძლიერი იურისტები,ისინი ჩვენს თავისუფალ ტრანზაქციებს ვერ იცავენ, სახელმწიფოს აქვს უფლება თურმე ჩვენი წესიერი შრომით მოპოვებული თანხები საბანკო ანგარიშზე  აკონტროლოს,თუნდაც გაყინოს ნახევრად ან მთლიანად!..  
  3. ვინაიდან მსგავს კანონპროექტს უამრავი უარყოფითი მხარე აქვს ვიდრე დადებითი,უბრალოდ ეგ კანონო მიიღეს იმ ადამიანებმა ვინც ამ სფეროთი არა არიან გატაცებულები, ან მიიღეს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე,რადგან აქედან ზოგიერთი სახელმწიფო პირი შეიძლება სარგებელს ღებულობს და ახლა გადაწყვიტა შემოსავლის გაორმაგება... 
  4. სინამდვილეში ეს კანონი არ ემსახურება პრევენციას, უბრალოდ კანონია იმისთვის რომ ქართული ტოტალიზატორების მოგება გააორმაგონ,რისგანაც ვართ დაუცველები!  
  5. თავისუფალ სამყაროში აკრძალვები არ უნდა იყოს, უნდა იყოს ნორმალური ჯანსაღი წესები, ისევე როგორც მაგალითად საგზაო წესები..
  6. ჩვენს ქვეყანას არ ყავს სამწუხაროდ ადამიანის უფლებათა დამცველი და არც თავისუფლად მოაზროვნე კანონმდებელი!