2 აგვისტოს "იმედის ფსონის" გიორგი ჯაფარიძის ბილეთი. 2020წ.

დინამო ბთ.-სამტრედია 1 / 2-0
კრილია-ბალტიკა 1 / 0-0
საბურთალო-დილა 1 / 1-1
matchmaker: გიოტებორგი/ციურიხი-კრისტიანსუნდი/სტაბეკი 2 / 3-3

კოეფიციენტი: 9.8

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 1

  1. Betmaster Offline 2 აგვისტო 2020 19:51
    რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა საბურთალოს თამაშზე. გუნდი, რომელიც ტაიმს იგებს, ურიგოდ არ გამოიყურება, თან მეტოქეს ტაიმის ბოლოს ფეხბურთელს უძევებენ და მეორე ტაიმში გამოდიხარ გუნდი (საბურთალო), შეტევებში წინ აღარ იხედები, ე.წ კონტრშეტევებზე აგებ თამაშს 10 კაციან მეტოქესთან და ცდილობ მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდან ერთ ბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნო - ბოდიშს ვიხდი ყველასთან ვინც საბურთალოს ქომაგობს ან ამ ბილეთს ქომაგობდა, მაგრამ ეს არის უბრალოდ არაპროფესიონალიზმი სამწვრთნელო შტაბის მხრიდან. ასე როგორ უნდა ათამაშო გუნდი, აი უბრალოდ შესვენებაზე გასახდელში რა კორექტივები შეგაქვს თამაშში ხო? გუნდს მეორე ტაიმში ათამაშებ უკნიდან მთლიანად და ტაქტიკურად 4-4-2-საც აღარ ჰგავდა საბურთალოს თამაში. ასეთ დროს როდესაც ათ კაციან გუნდს ეთამაშები, მეორე ტაიმში საკუთარი თამაში როგორ ვერ უნდა მოახვიო თავზე? მთელი მეორე ტაიმი დილა დომინირებდა ფაქტობრივად 10 კაცით და ცოტა რომც გამართლებოდათ საერთოდაც მოიგებდნენ მეორე ტაიმს. პირიქით მეორე გოლის გატანაზე უნდა ეთამაშა საბურთალოს და კონფორტული სხვაობით მიეყვანა საქმე ბოლომდე. ეს რა სენია უბრალოდ თანამედროვე ფეხბურთში (არა მარტო ჩვენთან), მეორე ტაიმში რომ გამოდიან და მსაჯის სასტვენიდან ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობენ, არა აქვს მნიშვნელობა მეტოქეს კაცი აკლია თუ სრული შემადგენლობითაა. დაისაჯა კიდეც საბურთალო ამის გამო და რათქმაუნდა დილა იმსახურებდა მინიმუმ ფრეს ამ შეხვედრაში. მშვენივრად ჰქონდა გარჩეული ეს თამაში გიორგი ჯაფარიძეს, უბრალოდ იმაში არ გაუმართლა, რომ საბურთალოს მეორე ნახევარში სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთი აღარ ათამაშა. ასე სამი ქულის აღება კი არა შესაძლოა ქულა აგიხდეს სანატრელი მერე. ეს ყველაფერი ჯერ ფეხბურთელების ფსიქიკაზეც მოქმედებს და მერეც ტაქტიკურ განუსწავლელობას ბადებს.