"იმედის ფსონი" 12 წლის ხდება!!!

მოგესალმებით მეგობრებო. დაიგეგმა "იმედის ფსონი"_ს დაბადების დღის აღნიშვნის თარიღი, ეს იქნება 5 ოქტომბერი. ვისაც ახსოვს შარშან იუბილე ავღნიშნეთ 6 ოქტომბერს, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ ყოველ წელს ავღნიშნოთ ოქტომბრის თვის პირველ პარასკევს. რადგანაც შაბათ-კვირას თამაშებია და "იმედის ფსონი"_ს ბიჭებს ამ დღეებში არ ცალიათ. ასევე ვინც იყო იუბილეზე კარგად ემახსოვრება თუ როგორი კარგი საღამო გავატარეთ ერთად. შარშანდელისგან განსხვავებით წელს გადავწყვიტეთ ავკრიფოთ 50-50 ლარი. შარშან ფასდაკლების საიტზე ვაპირებდით ვითომ კუპონის ყიდვას, მაგრამ ვისაც ააქვს შეძენილი იმან კარგად იცის, რომ არაა ისეთი არცერთი რესტორანი როგორიც უნდა იყოს. ამდენი დღით ადრე, იმიტომ იწერება ეს პოსტი, რომ ყველამ თადარიგი დაიჭიროს გინდა თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით და გინდა დროის ფაქტორიც გაითვალისწინოს. ეს პოსტი იდება ბანკეტის დღემდე. ერთი თვით ადრე დავწერთ თუ რომელ ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს თანხები, ხოლო 10 დღით ადრე შეწყდება თანხების ჩარიცხვა და გვეცოდინება თუ რამდენი კაცი იქნება და რამდენ კაცზე უნდა შევუკვეთოდ რესტორანი. "იმედის ფსონი"_ს იუბილემდე დარჩენილია 107 დღე...

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 0