5 მარტის ”იმედის ფსონის” ლევანის ბილეთი

დორტმუნდი-ტოტენჰემი 1 / 0-1
რეალი-აიაქსი (I ტაიმში II გუნდის გოლები 0.5) მეტი / 1-4 (0-2)
ვერდერი-შალკე 1 / 4-2
ბილბაო-ესპანიოლი 1 / 1-1

კოეფიციენტი: 16.6

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 31

  1. datodato Offline 9 მარტი 2019 23:31
    ლევან გასაგებია რაც დაწერე, რამდენჯერმე დავწერე კიდეც რომ არ მაქვს პრეტენზია რომ ყველაფერში სწორი ვარ. 
    ესე რომ იყოს აქ კი არ ვწერდი, რომელიმე წამყვან კომპანიაში დამაკავებდნენ ექსპერტად და აუდიტორად..
    მაგრამ იმაში არ დაგეთანხმეთ რომ მე ეს შეგრძნება იმიტომ დამრჩა რომ რეალის ფანი ვარ.

    ბიზნესი და კომერციული ინტერესები მესმის, მე ისიც მინდა რომ სტადიონიდან ვუყურო თამაშებს მარა არაა სამყარო ესე მოწყობილი, მაშინ უნდა გადავიხადო და ჩავიდე იქ და იქ ვუყურო.
    არხებს რომელსაც უფასოდ ვუყურებთ ისიც კომერცია და ბიზნესია თავისთავად არავის აქვს ილიზუა რომ ყარამანიშვილები თუ ვინც არიან რუსთავი 2 ს იმიტომ გვაყურებინებენ უფასოდ რომ კეთილები არიან, პოლიტიკურ არხებს რეკლამის გარდა ბევრი ისეთი შემოსავალი აქვთ რაც არ ჩანს, ამაში გვიყენებენ ჩვენ და ვიღებთ ურთიერთ სარგებელს.

    რეკლამა რატომ არ შემოდის ესეც გასაგებია. პირობითად ნანუკას შოუს რომ უფრო მეტი მაყურებელი ყავს, ვიდრე  ლივერპული-ბაიერნს ბუნებრივია ნანუკას შოუში უფრო მეტი რეკლამა შედის.. 



  2. chipe888 Offline 9 მარტი 2019 22:50
    რავი ძმაო,კომერციულ არხზე ისეთ თამაშებს არ უშვებენ რო რავი. ბოკა რივერი შეიძინეს(მადლობა) და უნივერსალზე გაუშვეს,კოპა დელრეიზე გასამართი კლასიკო უნივერსალზე გაუშვეს და რაღა ლიგის თამაშის ლივერპული ბაიერნი იქნებოდა მარკეტინგულად გამართლებული,მაშინ როცა მეუბნებიან რო ლივერპულს და ბავარიას ერთად აღებულს უფრო ნაკლები ფანი ყავს,ვიდრე მარტო ბარსას. სად არის აქ ლოგიკა? ამ სამყაროში არაფერია უფასო და არც უნდა გვქონდეს ილუზია,რომ რამეს ვინმე უფასოდ მოგვაწვდის,მაგრამ არ არის ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა რეგიონში. 5 ლარი ღირს და ვინმეს თუ გგონია,რომ ეს არის მიზეზი რატომაც პრეტენზიას გამოთქვამენ ადამიანები,მე არ ვიცი. მთელი დღე გავიძახი,რომ არაფერ შუაშიათქო რომელიმე გუნდის გულშემატკივრობათქო,მარა მაინც იგივეს მიბრუნებენ. ახლა შეილება ვფილოსოფოსობ:) მაგრამ უნდა ითქვას,რომ გაყიდვებში არის ასეთი ტერმინი: მოექეცე შენს მომხმარებელს,როგორც შენ გინდა მოგექცნენ და მას "ოქროს წესს" უწოდებენ. არ ცხოვრობთ ცენტრალურ ქალაქში და არ მიგიწვდებათ ხელი სილქის ყველა სერვისზე და ესეთ სიტუაციას აწყდებით,როგორი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ? მე თბილისელი ვარ და არ მაინტერესებს,მე სილქის თანამშრომელი ვარ და არ მაინტერესებს,ეს არ არის კარგი. წეღან დავწერე რომ დავამთავრეთქო,მარა დათოს კომენტარმა დამაწრინა:)))
  3. Salukvadze Offline 9 მარტი 2019 22:41
    chipe888
    არავითარი კონფლიქტი არ გვქონია მეგობარო, პირიქით აზრები გავცვალეთ. თუ თქვენ აფიქსირებთ, ჩვენც ხომ გვაქვს უფლება. ასე რომ არავითარი წყენა, პირიქით მადლობა რომ აქ ხარ და, ადრეც წამიკითხავს შენი კომენტარები და ვიცი რომ გულშემატკივარი ხარ.
    აბა ყველაფერზე ერთი აზრი რომ ვერ გვექნება, ეგ ისედაც ცხადია.
    წარმატებები

    datodato
    დათო კი გეთანხმები, აზრთა სხვადასხვაობას ნებისმიერი გადაწყვეტილება გამოიწვევდა და ჩვენ ეს ვიცით და არ გვიკვირს.
    კომერცია არ არის სირცხვილი და არც ბიზნესი. იმ თანხებს ამოღება უნდა და მარტო ღია არხებზე გასვლით არ შემოდის სამწუხაროდ. არ მოდის რეკლამა რაც ჩემთვის გაუგებარია. მთელ მსოფლიოში გავსებულია და ჩვენთან სამწუხაროდ არა. 
    ვფიქრობთ ჩვეც ასეთ რამეებზე.
    მოდი შეცდომაზე რომ მიგითითებენს აჯობებს, ჩემს მოსაზრებაზე იფიქრეთ დაწერო, ასე უფრო კორექტულია. შენი აზრით არის შეცდომა, თორემ ისე საკამათოა.
    მოკლედ გავიგეთ ბატონო და მოვრჩეთ ამ თემას
    1. chipe888 Offline 9 მარტი 2019 23:00
      ვიცი,რომ კითხულობთ და მაგიტომაც ვწერ. იმედიდან მოყოლებული ამ გადაცემის დიდი გუშემატკივარი ვარ და არ ვრეკავ ხოლმე,რადგან დიდი ექსპერტობით არ გამოვირჩევი და არ მინდა საქმე გავაფუჭო. კი ყველა ყველაფერს ვერ გამოიცნობს,მაგრამ საქმე იმან უნდა აკეთოს ვინც იცის. როცა ბატონი ტარიელი უნდა გამოვიდეს ხაზზე,მე რატო დავაკავო. აქ მთავარია საქმე რასაც ამდენი ხანი ერთად აკეთებთ და რა აზრი აქვს ვინ დარეკავს. ასერომ ყველას წარმატებები კიდევ ერთხელ
  4. datodato Offline 9 მარტი 2019 22:31
    ბარსელონა-ლიონი თუ ლივერპული-ბაიერნი ამ თემასაც შევეხები, აქ ყოველთვის იქნება სუბიექტური დამოკიდებულება ამ ფაქტს ვერ გავექცევით, აქ ვერ ვიქნები ობიექტური.

    მაგრამ თითქოს ბარსელონას ყველაზე მეტი გულშემატკივარი ყავს და ამიტომ უნდა ეჩვენებინათ ბარსლონა, ესეც არასწორია მათ შორის ბიზნესის თვალსაზრისითაც საიადანაც გამოდის ყველა კერძო კომპანია და რატომ დავწერ ჩემს აზრს.

    ავიღოთ პირობითად 100 გულშემტკივარი.   და ოთხი გუნდია  ყველაზე მეტი 30 მივცეთ ბარსელონას, ლივერპულს 15 ბავარიას 10 დანარჩენი 45 სხვა გუნდების  ნეიტრალური გულშემატკივრები. 
    კი ბატონო ბარსას გულშემტკივრები ერთად აღებული მეტია ლივერპულის და ბავარიას გულშემატკივრებზე მაგრამ, ნეიტრალური გულშემატკივრების 90 პროცენდი აირჩიევდა აუცილებლად ლივერპული ბავარიას. ანუ საბოლოო ჯამში უფრო მოთხოვნადი იყო ლივერპული ბავარიაა...

    მაგრამ ამ შემთხვევაში არხის მესმის, რადგან ჩათვალეს რომ კომერციულ არხზე აჯობებდა იმ თამაშის ჩვენება. 
  5. Salukvadze Offline 9 მარტი 2019 22:30
    დათო გავიგეთ თქვენი მოსაზრება და დიდი მადლობა რომ ასე შეგტკივა გული ჩვენს ბიზნესზე. შევისწავლით აუცილებლად და თუ რამეს შეცვლა გადავწყვიტეთ შევცვლით.
  6. datodato Offline 9 მარტი 2019 22:07
    ლევან, პირველი ორი კომენტარი არის ჩემი და ნუ მაიგივებ სხვა იუზერთან, არაფერი მისი საწინააღმდეგო არ მაქვს. უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ.

    მე იმ აზრზე ვრჩები რაც დავწერე, ორივე კომენტატორს ორივე თამაში მიყავდა როგორც წაიყვანდა აიქსის საკლუბო კომენტატორი რომელიც გათვლილია აიაქსის გულშემატკივარ მსმენელზე. გავიგე რომ კალატოზი რეალის გულშემატკივარია მაგრამ ეს ვერ ახდენდა გავლენას რეპორტაჟზე და არ ეტყობოდა რეალის ფანობა, მე ამას ვერ მივხდი, რასაც ვერ ვიტყვი ლუკაზე. 

    პირველი წინადადება რითაც დავიწყე ის ვთქვი რომ ზუსტად ვიცი რა რეაქციაც გექნებათქო. ზუსტად ვიცოდი გადაიტანდი იმ კონტქსტში რომ მე რეალის ფანი ვარ და განაწყენებული ამიტომ ვარ, არ გეწყინოთ მაგრამ ეგ დამოკიდებულება არის ძალიან არასწორი და არაპროფესინალური. როდესაც ფაქტზე მიგითითებთ, ნახეთ შეისწავლეთ და მერე გააკეთეთ დასვკნა. სინამდვილეში საერთოდ არ ვარ რეალის ფანი, არც აიქსის მაგრამ ამ კონკრეტულ წყვილში აიქსის გასვლა უფრო მინდოდა თავიდანვე. 

    არც ლუკას წინააღმდეგ ვარ განწყობილი უარყოფითად, პირიქით მგონია რომ ძალიან დადებითი პიროვნებაა და პროფესიონალიც არის. მაგრამ ამ შემთხვევაში ვთვლი რომ არაპროფესინალურად წაიყვანა და აღარ უნდა დაჯდეს აიქსის თამაშებზე, ეს ჩემი პირადი აზრია. 

    კიდე ერთხელ ვაფიქსირებ არ მაქვს პრეტენზია რომ ას პროცენტიანი ვარ შეფასებებში მაგრამ ეგეთი დამოკიდებულება როცა შეცდომებზე მიგითითებენ, საკითხის შესწავლის გარეშე მხოლოდ მიმთითებლის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე გადატანით მიგიყვანთ რათქმაუნდა იქამდე რომ, ვიღაც აღარ იქნება თქვენი კლიენტი, ეს მუქარა კი არა ობიექტური რეალობაა ნებისმიერი ბიზნესის, და მე კი არ დავრჩები ფეხბურთის უყურებლად, თქვენი კომპანია დარჩება მაყურებლის გარეშე ეს ბიზნესის ანაბანაა.

    იმას არ ვითხოვ და არც მომითხოვია აი ეხლა ამას თუ არ გაითვალისწინებთ რაც მე დავწერე, მე ავდგები პულტს ავიღებ კლიენტს დაკარგავთ და ა.შ.. მაგრამ პასუხი რომ "რეალი ხან წააგებს ხან მოიგებს და ვიღაც განაწყენდება" ასეთ პასუხს ჯობია არც უპასუხოთ.. მე ვიგულისხმე პროცესში თუ ესეთი მიდგომა გექნებათ ესეთ აშკარა ჩავარდნებზე, რაც ზემოთ დავწერე ერთი კლუბის მიმართ წინასწარ ტენდენციური დამოკიდებულებით წაყვანა, მიგიყვანთ აუცილებლად კლიენტების დაკარგვაზე და ამის ბოლო თქვენი კომპანიის დახურვა იქნება ესაა მარტივი კანონზომიერება ბიზნესის.

    აიქქსის საშინაო თამაშის მერე იმიტომ არ დავწერე აქ, რატომღაც მეგონა თავად მიხვდებოდით ამას და ლუკას აღარ დასვავდით აიქსის თამაშზე მაგრამ როგორც ჩანს ეხლაც ვერ ხვდებით... სამწუხაროა.

    თქვენთვის კარგი რომ მინდა იმიტომ დავწერე ეს,  საკლუბო რეპორტაჟების წაყვანა ჩემპინთა ლიგაზე ხარისხის ბოლო დონეა არ მეგონა ამდენს თუ ვერ ხვდებოდით. მე ნუ კი მიჯერებთ შეისწავლეთ ობიექტურად ორივე თამაში არა იმ დამოკიდებულებით, რომ კალატოზი რეალის ფანია ან ლუკა აიქსის და მე განაწყენებული რეალის ფანი. უბრალოდ შეისწავლეთ. და მიხვდებით თავადაც თუ მიხვედრა გინდათ..
  7. chipe888 Offline 9 მარტი 2019 21:53
    ერთი სიტყვით დავასრულოთ ამაზე საუბარი. ჩემი განზრახვა არ ყოფილა და არც იქნება ვინმეს შეურაწყოფის მიყენება. თუ ვინმემ ესე იგრძნო თავი, ბოდიშს ვუხდი,რადგან არ მსურდა ასე. მეტი სანერვიულო არ მოგვცეს ღმერთმა და ყველას წარმატებებს გისურვებთ
  8. federer-555 Offline 9 მარტი 2019 21:09
    საბოლოოდ ორივე ისეთი თამაში იყო ვინც საერთოდ არ უყურა არც ერთს იმასაც არაფერი დაუკარგავს :დ არცერთი რო არ გაეშვათ არ მეწყინებოდა :დ
    1. chipe888 Offline 9 მარტი 2019 21:24
      აქ კონკრეტულ თამაშზე არაა საუბარი. ჭირსაც წაუღია ჩემპიონთა ლიგაც და თითოეული გუნდი. უბრალოდ ადამიანები ერთმანეთს შეურაწყოფას აყენებენ ამ გაუგებრობის გამო და ეგ არ მსიამოვნებს.ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ,რომ ესეთი შემთხვევები აღარ მოხდეს.
  9. Salukvadze Offline 9 მარტი 2019 20:43
    chipe888 - კი ბატონო გავიგეთ ყველაფერი. მაგრამ თავად ხედავ ზოგი ფიქრობს, რომ ლიონი-ბარსელონას ერთი მატჩი უნდა გაგვეშვა.
    საინტერესო ის არის, რომ რითაც დაიწყე, რომ ორივე კომენტატორი აიაქსისკენ იყო მაგაზე აღარაფერს ამბობ...
    და მთავარი - არ ვარ ლივერპულის ფანიო, შენივე პოსტებში და კომენტარებში წერ ადრე რომ სწორედ ლივერპულის გულშემატკივარი ხარ!!!
    არა და რა არის სასირცხვილო მაგაში? ახლა რომ უარყოფ? მშვენიერი გუნდია და ნამდვილად ღირსეული არჩევანი.
    ეს ცეხავიკობა და კანტორა კი ვერ გამოგდის ლამაზად, ასე რამ გაგაბოროტა კი მაგრამ?

    1. chipe888 Offline 9 მარტი 2019 21:20
      საიდან მოიტანე,რომ ლივერპულის ფანი ვართქო ვიკითხე და არა ვუარყვე,განსხვავება არის ამ ყველაფერში. გაბოროტება და გაეშმაკება აქ არაფერ შუაშია:) მესამე კვირაა კითხვაზე პასუხი მინდა მივიღო და ვერ მოვისმინე მსგავსი რამ. ბარსას მეტი ფანი ყავსო federer-555მა და თქვენგან კი პასუხი არ იყო. თქვენს გადაცემაში პირობა დადეთ,რომ ყველა ცენტრალური თამაში უნივერსალზე გავიდოდა,მაგრამ ეგრე არ მოხდა. ვიკითხე,რატომ მოხდა ასე და პასუხი არავინ გამცა. ხოდა იგივე კითხვას დავსვავ რომელია დღის ცენტრალური თამაში ლივერპული ბაიერნი თუ ლიონი ბარსელონა? არავინ იფიქროს,რომ სილქის არხებზე ვარ დამოკიდებული და თამაში,რომელიც მაინტერესებს ვერ ვნახავ. რეალურ მიზეზს გეტყვით და აღარ გეგონებით ვიღაც ვირეშმაკა ან შემოგზავნილი:) როდესაც ეს ინფორმაცია წავიკითხე,იქვე კომენტარები იყო,რომელიც ნამდვილად არ გამოხატავდა სიყვარულს. წლებია თქვენი მომხმარებელი ვარ და ნამდვილად სასიამოვნო არ იყო ამ ყველაფრის წაკითხვა. წეღან დავწერე და ისევ გავიმეორებ,რომ ვინმეს დანაშაულის გამოჩხრეკვა არაა ჩემი მიზანი. საერთოდ მეორე ხარისხოვანია ვინ ვის გულშემატკივრობ. თუ ვინმეს გგონია,რომ რახან ლივერპული ბავარია იყო მაგიტომ დავწერე ის,რაც დავწერე ცდება. ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები,რომელთა ინტერესს გათვალისწინება სჭირდება და სწორედ ასეთი ხალხი ცხოვრობენ რეგიონებში. რაც შეეხება ცეხავიკობას ან კანტორას,მოვიყვანე მაგალითად,როცა federer-555 მიზეზად მომიყვანა გულშემატკივრების სიმრაველ ამათუიმ თამაშის გასაშვებათ და თუ ეგრეათქო,მაშინ ცეხავიკობა და კანტორა ქვია მაგასთქო. მე მგონი ძნელი გასაგები არ უნდა იყოს.
  10. federer-555 Offline 9 მარტი 2019 19:17
    chipe888, ლივერპულის საიტზეა ეგეთი ნიკი და მაქედან, რომა და პორტუ ბევრად ჩამოუვარდება პსჟ მანჩესტერს და ლიონი ბარსა ბაიერნი ლივერპული ყველაზე თანაბარი და საყურებელი თამაშები იყო ამიტომ ერთ დღეს ერთი აჩვენეს მეორე დღეს მეორეს აჩვენებენ უნივერსალზე და ეს არის ზუსტად ობიექტურობა და რო ამბობ რა მნიშვნელობა აქვს ბარსას რამდენი ფანი ყავსო ზუსთად რო დიდი მნიშვნელობა აქ ბარსას და რეალს ყველაზე მეტი ფანი ყავს და პლე იოფის არცერთი თამაში რო არ გაუშვა რომელიმე გუნდის ეგ არ იქნება სწორი
    1. chipe888 Offline 9 მარტი 2019 20:03
      ლიონი ბარსა და ლივერპული ბაიერნი,ამ ორ შორის რომელია ცენტრალური თამაში?
      1. federer-555 Offline 9 მარტი 2019 21:05
        საქართველოში ჩაატარე გამოკითხვა და ნახავ რომელი იქნება ცენტრალური :დ მოკლედ ეს წყვილი იყო ყველაზე ყურებადი წყვილი ერთ დღეს გამართულებში, ორივეს ყავდა ბევრი მაყურებელი და ორივე უნდა გაეშვათ უნივერსალზე და ორივეს უშვებენ წინაზე ბარსა ახლა ლივერპული იქნება მარა ერთმანეთის გაგება არ გინდათ :) შენ ლივერპულის ფანი ხარ და პირველი თამაში რო არ გაუშვეს უნივერსალზე მაგაზე გაქ პრეტენზიები და აბა ბარსას ფანებს კითხე ორივე თამაში რო არ გაეშვათ უნივერსალზე რა რეაქცია ექნებოდათ :) რა ქნას ახლა სილქმა ლივერპულის და ბაიერნის ფანების კრიტიკას უსმინოს თუ ბარსას ფანების :დ გაჭრან მაშინ კადრი შუაზე და ერთ მხარეს ერთი გადიოდეს მეორე მხარეს მეორე :დ
        1. chipe888 Offline 9 მარტი 2019 21:51
          ლივერპული ფინალისტია და ამ ტურნირზე ფავორიტებში არის,ბავარია კი სულ ფავორიტებშია ლიგაზე.გამოკითხვა რა საჭიროა ვერ ვხდები. ერთი სიტყვით შევეშვათ ამ თემას. მეტი სადარდებელი არ მოგვცეს ღმერთმა არც მე,არც შენ და მთელ საქართველოს
  11. Salukvadze Offline 9 მარტი 2019 12:00
    გასაგებია...
    გავიგეთ ბატონო, მოვისმინეთ თქვენი აზრი...
    ისე უკეთ რომ იყოთ ჩახედული საქმის ვითარებაში აჯობებდა, მაგრამ რა ვქნათ.
    მომხმარებელი არ არის ყოველთვის მართალი -
    მარტივი მაგალითი, ზოგს ლიონი-ბარსა ურჩევნია, ზოგს ლივერპული ბაიერნი, რომელია მართალი?
    ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მოვისმინეთ თქვენი მოსაზრება, სხვა რამეს მოითხოვთ?
    და მუქარა შეპარულ საუბრები რომ სხვაგან გადავრთავთ, ეგ რა შანტაჟია? ვინ დაგიმალათ პულტები?
    და ყოვლისმცოდნეობის ტრიბუნიდან გადმოძახილსაც მოეშვით - "როგორ უნდა იყოს" - თქვენ ასეთი აზრი გაქვთ სხვა მაყურებელს სხვანაირი, ამას ვერ გავექცევით, ასე რომ გენიოსობის განცდა ნუ დაგეუფლებათ, ვაკეთებთ - მოგწონთ უყურეთ, ძალიან გაგვიხარდება...
    აზრი მოვისმინეთ...
    მაგრამ აზრიც თქვენი და შეფასებაც თქვენი... ეგრე ვერ გამოდის...
    ამიტომ კიდევ ერთხელ გაცნობებთ - აზრი მოვისმინეთ...
    ისე კალატოზი უფროა რეალის გულშემატკივარი, ვიდრე ლუკა - აიაქსის...
    ცნობისათვის
    მგონი ამით იყო გამოწვეული მთავარი გულიწყრომა... ვერ არის ეგრე...
    ამიტომ თქვენი გუნდის წაგებით გამოწვეული გულისწყრომა (არა აქვს მნიშვნელობა რეალია, პსჟ თუ სხვა) ნუ გადაგაქვთ სხვებზე. ისწავლეთ შეგუება იმასთან რომ ყველა ყოველთვის ვერ მოიგებს.
    აიაქსმა აჯობა აშკარად და მორჩა
    წინა ათწლეული რეალი ჯობდა, ადრე ისევ აიაქსი, კიდევ უფრო ადრე რეალი...

    1. chipe888 Offline 9 მარტი 2019 13:09
      ლევან,არც რეალის გულშემატკივარი ვარ და არც აიაქსის. არც მუქარის შემცველი იყო რაიმე ჩემს კომენტარში. უბრალოდ,დავწერე საქართველოს უახსლოეს წარსულში მომხდარი შემთხვევების შესახებ. დარწმუნებული ვარ,რომ იფიქრეთ პულტი ხომ გაქვთ და გადართეთ,უყურეთ ის თამაში,რაც მოგწონთო. აი ეს კი მცდარი მოსაზრებააა,რადგან ექსკლუზივი სილქს აქვს ჩემპიონთა ლიგის თამაშების ჩვენების და თქვენ ვერ მაუწყებლობთ მთელი საქართველოს მასტაბით. თუ ვცდები,მაშინ ბოდიშს მოგიხდით საჯაროდ.მე მგონი,ამ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ უფლება,საყარელი სპორტის სახეობის გამორჩეულ თამაშებს უყურონ მშობლიურ ენაზე. როცა უზრუნველყოფილი იქნება მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მაშტაბით,მაშინ არც არავინ შემოგედავებათ და არც პრეტენზია ექნება ვინმეს. ასევე,პულტის მოშველიებაც სამართლიანი იქნება.ჩემი აღშფოთება გამოიწვია რეგიონებში მყოფი ხალხის სურვილის უგულებელყოფამ და არა კონკრეტულმა თამაშმა.როცა ლივეპული და ზვეზდა თამაშობდა,არავის მოუთხოვია რო ეს თამაში გეჩვენებინათ და ასევე იყო სხვა ნაკლებად საინტერესო თამაშებზე. ამიტომ აქ ამის და იმს ფანობა არაა. ევროპულ ქვეყნები მოგყავთ ხოლმე შესადარებლად და არ მგონია,რომ იქ იმ მაუწყებელს ქონდეს ექსლუზიური უფლება მოპოვებული,რომელიც ვერ მაუწყებლობს ქვეყნის სრულ მაშტაბზე. თქვენ კი პირობა დადეთ ყველა ცენტრალური თამაშის უნივერსალზე ჩვენების და დარღვეული იქნა. არც ზმანება მქონია და მითუმეტეს არც ვინმეს რამეს ვერჩი. ალბათ,ჩემი ბრალია,რადგან რაღაც ნორმალურის არსებობა მინდა ჩემს ქვეყანაში. თქვენ წარმოადგენთ კომპანიას და მე კი მომხმარებელს,არცერთმა ჩვენთაგანმა არ უნდა დავუშვათ მსგავსი შემთხვევები და ერთად უნდა გავხდეთ უკეთესები. და მომხმარებელი კი ყოველთვის მართალია ლევან:)
      1. seidel1987 Offline 9 მარტი 2019 14:59
        ყველაფერში გეთანხმები ერთი რამის გარდა, სილქი არაა დამნაშავაე იმაში რო ექსკლუზივი აქვთ მაგ ამბავში პირველი დამნაშავე საზოგადოებრივი მაუწყებელია
        1. chipe888 Offline 9 მარტი 2019 16:12
          არც საზოგადოებრივი არაა დამნაშავე:) ცეხავიკის და კანტორაში მომუშავის აზროვნებაა დამნაშავე:)
  12. chipe888 Offline 9 მარტი 2019 10:10
    ერთი ცუდი ჩვევა გვაქვს ქართველებს და ეს არის ერთმანეთის აზრის უპატივცემულობა. რა აზრი აქვს,ვინ არის მართალი და რა მნიშვნელი აქვს ვინ ვის ქომაგობს ან როდის დარეგისტრირდა. მომხმარებელია და საკუთარი აზრი დააფიქსირა. რა პრობლემაა ვერ ვხდები. ჩვენ ყველანი მომხმარებლები ვართ და არ უნდა ვეკამათოდ ერთმანეთს ისეთ რამეზე,რაც საკამათო არაა. მოდით და ვინმე დამაჯეროს რო შეგნებულად არ ხდება მსგავსი რამეები. ლუკა ხოჯავას დიდ პატივს ვცემ,მაგრამ ნეიტრალური გულშემატკივრისთვისაც კი ამაზრზენი იყო ფაქტი,რომელსაც ადგილი ქონდა კოკრეტულად მაგ თამაშში. სანდრო ცნობილაძის წაყვანილი თამაშები სადაც ბარსას და არგენტინელების ქება დიდებაა მარტო. თუ ჩემი არ გჯერათ,მაშინ აინტრახტი ინტერის თამაშის დასაწყისზე გაადაახვიეთ. ამ ორი კვირის წინ სასწაულ ფაქტს ქონდა ადგილი და აქაც დავწერე ამაზე. როცა სილკმა მოიპოვა ლიგის ექსკლუზივი,მაშინ იყო დაპირება,რომ ყველა ცენტრალური დაპირისპირება უნივერსალზე უნდა გასულიყო,მაგრამ ლივერპული ბავარიას ნაცვლად ლიონი ბარსა გავიდა ეთერში. გასაგებია,რომ კერძო საკუთრება და გასაგებია,რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნება ყველაფერი,მაგრამ ნებისმიერ ბიზნესს,თუნდაც 2 კაციანი კანტორა იყოს აქვს სოციალური პასუხიმგებლობა და ეს ავალდებულებს სამართლიანობის პრინციპიდან გამოვიდეს.თუ ამას უგულებელყოფს რომელიმე კომპანია,მაშინ აბიციები დაივიწყონ. ამ გუნდის ძირითადი ნაწილი ჯერ იმედზე მუშაობდა,მერე ჯმჯ შექმნეს ახლა კი სილქნეტის ქსელს წარმოადგენენ. ამ ქვეყანაში მთავრობები ყოვეთვის ურხევენ ბიზნესებს და არცერთი კომპანიაა არაა დაცული ამისგან. ხაზარაძესაც ეგონა ბიძოსთან ვარ და მომხმარებელი მკიდიაო,მაგრამ ვინ დარჩა დაკიდებული?! ეხლა მომხმარებელს სულ კიდია ეგ თქვენი ხაზარაძე. ცეხავიკის აზროვნება ანგრევს ამ ქვეყანას ნებისმიერ სფეროში.მე ჩემი რჩევა გაგიზიარეთ და ეგ თქვენი ასარჩევია რას იზავთ,მაგრამ როცა ბიუროკრატი მოვარდება,მერე პრეტენზიები საზოგადოებაზე არ იყოს,რადგან ამ საზოგადოების აზრი დაკიდებული იქნა თქვენს მიერ

    ხო მართლა მომხმარებელი ყოველთვის მართალია და ვინც ეს თქვა მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესისი მართველია
    1. federer-555 Offline 9 მარტი 2019 13:23
      მე მგონი ბარსას მეტი ქომაგი ყავს საქართველოში ვიდრე ბაიერნი ლივერპულს ერთად :) თქვეს გასაგებად რომ უნივერსალზე იმ დღეს ლიონი ბარსა იქნებოდა და განმეორებით მატჩებზე ბაიერნი ლივერპული
      1. chipe888 Offline 9 მარტი 2019 14:21
        ვის რამდენი ქომაგი ყავს რა მნიშვნელი აქვს? ცენტრალური თამაში რომელიც არის ის უნდა ყოფილიყო გაშვებული. ხან ბარსას მოუწევს და ხან ბაიერნს ეს სულელური საბაბია მომხდარი ფაქტის გამართლების. რას ვიზავთ,გააკეთონ როგორც უნდათ და რაც უნდათ ის გაუშვან. უბრალოდ,გულდასაწყვეტია ასეთი ქმედება.
        1. federer-555 Offline 9 მარტი 2019 15:13
          შენ ლივერპულს ბალეშიკობ და მაგიტომ ამბობ ეგრე სწორი არის როგორც გააკეთეს ლიონი ბარსას წინა თამაში უნივერსალზე გაუშვეს და ახლა ბაიერნი ლივეს გაუშვებენ ეს იყო ყველაზე ობიექტური
          1. chipe888 Offline 9 მარტი 2019 16:10
            და საიდან მოიტან რო ლივერპულს ვბალეშიკობ? ობიქტურობა კი არა სექტაა ეგ ჯიგარო. როცა გულშემატკივრების რაოდენობით საზღვრავ რა აჩვენო და რა არა,მაშინ ობიექტურობაზე არ უნდა ქონდეს ტელევიზიას პრეტენზია. ხო ჯობია უბრალოდ ბარსაიზმი დაარქვან ტელევიზიას და გამოაცხადონ:ეს არის ბარსელონას ოფიციალური ტელევიზია და მერე არავის ექნება პრეტენზია დამიჯერე. რასაც შენ ამბობ ეგ რო ობიექტურობა იყოს,მაშინ მანჩესტერი პსჟ ერთხელ თუ გაუშვეს,მეორედ პორტუ რომა უნდა გაეშვათ ან დორტმუნდი ტოტენჰემი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვი არაა ეგ ობიექტურობა:)
  13. misha-chogburti Offline 8 მარტი 2019 06:32
    დარეგისტრირებიდან 10 წუთში დაწერილი კომენტარი, გასაგებია ყველაფერი )))))))
    1. datodato Offline 8 მარტი 2019 12:21
      რა არის გასაგები? 1 წლის წინ უნდა მქონოდა ხილვა რომ ამის დაწერა მენდომებოდა და უნდა დავრეგისტრირებულიყავი?

      სადმე მიწერია რომ ამ საიტის მომხარებელი ვარ?
      სპეციალურად იმის დასაწერად დავრეგისტრირდი რაც მიწერია. და რა მერე? ეგეთი ჭვკვიანი რომ არ იყოთ და თქვენით ვერ მიხვედრილიყავით, რომ გეკითხათ გიპასუხებდი: სპეციალურად დავრეგისტრიდი იმისთვის რომ ეს დამეწერა.

      ყოველგვარი შეურაწყოფის და ინგრიგნობის გარეშე. ხაზგასმითაც მიწერია არანაირი პრობლემა ბატონი ლუკას პიროვნებასთან და პროფესიონალიზმთან არ მაქვს.არც არავისთან სილქში, ფაქტი ავღნიშნე რაც იყო. სილქის პაკეტი მაქვს ნაყიდი და მაქვს აზრის გამოთქვის უფლება, კი არ მოვითხოვ აზრი დავაფიქსირე არამარტო ჩემი. საკმაოდ ბევრის. ალბად თავად სილქიც დაინტერესებულია კლიენტის აზრით. მე არ ვამბობ რომ ყველა ჩემს აზრზეა და ას პროცენტიანი ვარ. მე ვწერ ჩემს შეგრძნებას პერსონალურად.

      თუ შენთვის პრობლემაა ცივი წყალი დალიე მემგონი შენთვის არ მომირთავს ბატონო მიშა.
  14. datodato Offline 7 მარტი 2019 12:43
    გამარჯობა ლევან.
    ზუსტად ვიცი რა რეაქცია გექნებათ რასაც დავწერ ამაზე. მაგრამ მე ჩემ სათქმელს დავწერ მაინც.

    რეალი-აიაქს ეხება. არამრტო ამ თამაშს ორივე თამაშს, კომენტატორად რომ ნიშნავთ აიაქსის დეკლარილებულ გულშემატკივარს, მე არ ვარ რეალის გულშემატკივარი მაგრამ თქვენი არხიდან გამოვრთე და ინტერნეტში ვუყურე იმის გამო რომ, საკლუბო კომენტატორების მოსმენა არის ცუდი ძალიან. ეს ეტყობოდა თან ძალიან ორივე თამაშს როგორ ქომაგობდენ გამალებით კომენტატორები ერთ გუნდს. სრული იგნორი ხდებოდა მეორე გუნდის, როცა ქართული კლუბი თამაშობს გასაგებია რომ ქართულ კლუბს უნდა უქომაგოს კომენტატორმა, რადგან მსმენელიც იგივე განწყობაზეა,
    მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე როცა გულშემტკივართა აზრი გაყოფილია რა უბედურებაა საკლუბო კომენტატორის დანიშვნა. 

    ლუკას პროფესიონალიზმს და ადამიანობას კი არ ვუწუნებ, ან იმას კი არ ვითხოვ დაიბლოკოს იმის გამო რომ აიაქსს ქომაგობს. წააყვანინეთ სხვა თამაშები, თუ სიამოვნებას იღებს თავისი გუნდის თამაშების წაყვანით მაშინ დაიქირაონ აიქსის გულშემტკივრებმა და წაიყვანოს იმათთვის. რატომ ასმენინებთ ნეიტრალურ და რეალის ქომაგებს აიქსის საკლუბო კომენტატორის წაყვანას.

    დაახლოებით იგივეა საქართველო-ესტონეთი რომ წააყვანინონ ესტონეთის თავგადაკლულ ქომაგს და კომენტატორი გველაპარაკებოდეს სულ ესტონენტზე და ერთ ამბავში იყოს ესტონეთის მომენტებზე და ესტონელი ფეხბურთელების დახასიათებით და ქებით.


    არა ეს ნორმალური.. რომ არ გყავდეთ კომენტატორები კიდე გავიგებდი მაგრამ თავისი გუნდის საქომაგოდ რომ უჯიგრებთ ხოლმე კონკრეტულ კომენტატორს, მსმენელზე არ ფიქრობთ?

    თქვენ რაც გინდათ ის ქენით, არც შეურაწყოფას გაყენებთ არც რამეს გასწავლით. როგორც დავწერე გამოვრთე თქვენი არხი და სხვაგან ჩავრთე, იგივეს ვიზავ საკაბელოზეც თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება... 
    ჩემი აზრი დავაფიქსირე და არამარტო ჩემი. თუ მნიშვნელოვანია თქვენთვის თქვენი მსმენელის და კლიენტის აზრი რომელიც ფულს იხდის თქვენს არხებში.
    თქვენ თუ გესიამოვნებათ მილანი-რეალის თამაშზე რეალის საკლუბო კომენტატორის მიერ წაყვანილის მოსმენა, სადაც რეალზე მიდის სულ საუბარი ტენდენციურად. მაშინ ნუ დამეთახმებით იმაში რაც დავწერე..
    1. federer-555 Offline 8 მარტი 2019 12:19
      meore komentatori giorgi kalatozi realis fania da su magas miyavs realis tamashebi da magaze ar gaq pretenzia? :d rac uqnes reals imas ambobdnen mshvenieri komentireba iyo :d
      1. datodato Offline 8 მარტი 2019 12:31
        გასაგებია ეგ თქვენი სუბიექტური აზრია. მე ჩემი სუბიექტური აზრი დავწერე. პირველი თამაში რეალმა მოიგო იქაც ისე მიყავდათ თამაში, როგორც აიქსის მიერ დანიშნული კლუბის კომენტატორი წაიყვანდა. კალატოზი წაყვა იმ რითმს რაც ლუკამ აირჩია.
        1. federer-555 Offline 8 მარტი 2019 12:49
          ცუდი რეალზე არაფერი უთქვამთ, აიაქსს აქებდნენ დამსახურებულად მათ შორის რეალის ფანი გიორგიც აქებდა, რეალს რომ მოეგო და შიგ აიაქსშიო ეთქვათ ხო არაფერს დაწერდი :) ბერნაბეუზე პატარა ბავშვებმა რეალის ამდენ წლიანი ჰეგემონია დაასრულეს და აღარც შეექოთ? :)