11 ივნისის ”იმედის ფსონის” ლუკა ხოჯავას ბილეთი

ლიხტენშტეინი-ფინეთი (პუკი გაიტანს) კი
ისლანდია-თურქეთი (ბარათები 3.5) მეტი / 6
საბერძნეთი-სომხეთი (ბარათები 3.5) მეტი / 7
გერმანია-ესტონეთი (რომელი მიიღებს მეტ ბარათს) 2 / 0-1
ხორვატია-ტუნისი 1 / 1-2

კოეფიციენტი: 10.5

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 5

  1. notingem80 Offline 13 ივნისი 2019 20:18
    მოკლედ ამ ბოლო დროს ასეთი ტენდენციაა, ლუკას რიგით ბოლოს გაკეთებულ პროგნოზს თუ ამოიღებ და დანარჩენებზე დადებ, მაგრად იხეირებ, 3-ჯერ ზედიზედ ბოლოს გაკეტებული პროგნოზი აფუჭებს ბილეთს(პირველად ჩაწერილი მოლდოვას მოგებაც სულ ბოლოს გადააკეთა ფორად)---საქართველოზე პატრიოტული მოსაზრებით გაკეთებული ფსონი არ ითვლება---ვიცი ამ შაბათს გაამწვანებს და იმედია სტუმრად იქნება მოწვეული blush 
    --------------------
    სან კარლოს დე ბარილოჩე
  2. chipe888 Offline 13 ივნისი 2019 17:32
    ვერ დაგეთანხმები ჟურნალისტებზე(სილქის მითუმეტეს) და არც მგონია სწორი მოსაზრება. როცა მთელი ქვეყანა გაჰყვირის,რომ ვაისი გასაშვებია,არაფერი იცვლება და სტრატეგია არ არსებობს,მერე რეაქციას უყურებ ფედერაციისას და 0,არ მგონია რო ჟურნალისტებმა რამე შეცვალონ. ერთად თუ დავდგებით ყველა,მაშინ ყველაფრის შეცვლის შანსი გაგვიჩნდება. ერთმანეთზე ხელის გაშვერა და დამნაშავის ძებნა,როცა ეს დამნაშავე სხვა არის,ეს ძალიან ცუდია. როცა მე მინდა,რომ ნაკრები წარმატებული იყოს,ფეხბურთი განვითარდეს და რამე შეიცვალოს,ასევე არის ლუკაც,ლევანიც და ბატონი ბიძინაც. ჩვენ ყველა ერთ მხარეს ვდგავართ და ეს არ დაგავიწყდეთ. რატომ ვწერთ აქ? იმიტომ რო ამ ხალხს ვენდობით და პატივსვცემთ. არიან სხვადასხვა მაუწყებლები და გამომცემლობები,სადაც კრიტიკულ მოსაზრებას არ გათქმევინებენ და აქ ეგრე არ არის. ხშირად სხვადასხვა პოზიცია გვაქვს ამათუიმ საკითხზე,მაგრამ ეს არ ნიშნავს რო ვინმე ბუააა. სწორედაც იმიტომ ვკამათობთ,რომ ერთმანეთს ვაფასებთ,თორემ კობიაშვილთან საკამათო რა მაქვს,ისედაც ყველაფერი ნათელია. ჩვენი მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში ფედერაციააა და გაზულუქებული ჩინოვნიკები. გულშემატკივარში პრობლემა არ არის და კითხვაც არ უნდა იყოს ამაზე.

    ხო მართლა ეგეთი საუბარი ფედერაციის წისქვილზე ასხამს წყალს და ჩვენთან კი არეულობის მომტანია. რაც უფრო გვიან მოვახერხებთ ერთად დადგომას,მით უფრო გვიან იქნება შედეგი. არ არსებობს ქვეყანაზე ძალა,რომლის დამარცხება შეუძლებელია,როცა ერთად ვდგავართ და მართლები ვართ. ვიღაც იტყვის,რომ კობიაშვილი,იაშვილი და მუჯირი ჩვენი მოწინააღმდეგეები არ არიანო,სწორედაც აქ შეცდება. ყველა მოწინააღმდეგეა,რომელიც შეცვლა შეუძლია და არ ცვლის,ვინც პირად ინტერესების დაკმაყოფილებით არის დაკავებული და ვინც თვალებში ნაცარს გვაყრის.

  3. მამაცი კუში Offline 13 ივნისი 2019 12:44
    ხოდა რაც შეუძლიათ ის აკეთონ, (ხოო დაჯილდოვეს კაშია და კობიაშვილი) რაგბისტებს შეხედეთ სტადიონი არ აქვთ და მსოფლიო ჩემპიონატზე სასწაულად თამაშობენ პატარა ბიჭები თან ვისთან ზელანდიასთან და აფრიკასთან თავი შეაკლეს ბავშვებმა და გუშინ 6 ერის მონაწილეს შოტლანდიას თამაში შემოუტრიალეს და მოიგეს. რატო არ ტეხავთ ერთ ამბავს ჟურნალისტები იმიტო რო თქვენც რაღაც ინტერესი გაგაჩნიათ სამარცხვინო ფეხბურთის ფედერაციასთან !!
  4. Nika Gaprindashvili Offline 11 ივნისი 2019 22:36
    ის რომ პატარა ქვეყანა ვართ და რესუსრსი არ გვაქვს არასწორია.

    10 მილიონამდეა ცოტა მეტი ცოტა ნაკლები ევროპის ქვეყნების უმრავლესობა მარა აქვთ განვითარებული ფეხბურთი. საკლუბო არ აქვთ ძლიერი მაგრამ ნაკრები ანგარიშ გასაწევი სულ ყავთ.
    კლუბები ყავთ იმ დონის ვისაც შეუძლია ფეხბურთელი იქამდე გაზარდოს რომ ტოპ კლუბებს მომზადებული შეხვდეს. 
    დიდ კავშირში არაა მოსახლეობის რაოდენობა ძლიერი ფეხბურთელების რაოდენობასთან. რუსეთი მოსახლეობით იტალია ესპანეთი საფრანგეთი გერმანია ჯამში აღებული ამათზე მეტია მგონი მარა შეადარე ამათი ფეხბურთელები რუსებისას. 


    თუ 11 მილიონიანი ბელგია 10 ტოპ ფეხბურთელს პოულობს წლიურად, 3 მილიონიანმა საქართველომ 1 ვერ უნდა იპოვოს 20 წელში?

    შედეგი არ გვაქვს, ფეხბურთელი არ გაგვიზდია, შეიძლება ქლიავის მოყვანაში ხარჯავდე 1000 ლარს ერთ ხეზე და 2 ლარის ქლიავი მოგყავდეს? 

    არავის ბრალი არაა პატარა ქვეყანა ვართ და მეტი არ შეგვიძლიაო, ლუკა. ეგ არაა ის რასაც  ჟურნალისტი უნდა ამბობდეს. თუ არ შეგვიძლია მაშინ ფედერაციის გაუქმება მოითხოვე ათას მუქთახორას ნუღა გვანახინებთ.
    თუ ვინახავთ მაშინ შედეგი დადეთ რისთვის ვინახავთ 1 ფეხბურთელი ვერ გაზარდეს 30 წელში
  5. chipe888 Offline 11 ივნისი 2019 22:12
    პირველ რიგში წარმატებები ბილეთს და იმედი ვიქონიოთ,რომ გამწვანდება.
    რაც შეეხება,გადაცემის დასაწყისში წამოჭრილ საკითხს,რამოდენიმე სიტყვით შევეხები. 100% გეთანხმებით,რომ თუ საფუძველი არ იქნა ჩაყრილი,მანამ შედეგი არ იქნება და არ ეშველება ქართულ ფეხბურთს. როცა შენი ქვეყანა,შენი ნაკრები ასეთ მძიმე დღეშია და არაფერი იცვლება,მარტივი გასატარებელი არაა. ნორმალურ ადამიანს ამაზე პროტესტი ექნება და ყველას გვაქვს კიდეც. ამდენი წელია ერთი,ნორმალური კონცეფცია არ დადებულა,რა უნდა გაკეთდეს ან როგორ ხედავენ ფეხბურთის განვითარებას. უამრავი ფული იხარჯება და ეს ფული წყალში გადაყრილია,რადგან ერთ ადგილზე ვართ და უფრო მეტიც,უკან მიდის ყველაფერი. კარგია,გიხარიათ ევროპაზე გასვლის შესაძლებლობა,მაგრამ რა მერე. ლიჟბი სადმე გავიდეთ მიდგომა არაა მართებული. ვის ადარდებს ევროპაზე ან მსოფლიოზე გასვლა,როცა ყველაფერი ცუდად არის. ეგრევე შედეგზე გვაქვს ფიქრები და სხვა არაფერი გვაინტერესებს. როცა სახლის შენებას სახურავიდან დაიწყებთ და გამოგვივა რამე,მერე შეგვეძლება მაგას მივაწვეთ.თუ ეგრე უიმედო სიტუაციაა,მაშინ უნდა განიხილებოდეს დაფინანსების მოხსნა/არ მოხსნის საკითხი. თუ ამბიცია არ გვაქვს რო ფეხბურთის განვითარება შეგვიძლია,მაშინ არ უნდა ვუხდითეთ ფულს ფედერაციის ცეხავიკებს და უფრო მეტი არ უნდა ვამდიდრებდეთ ვაისს. თუ გვინდა განვითარება,მაშინ ამბიციაც გვქონია და შესაცვლელია რაღაც.თავის არიდების მეთოდები გამოყენება არ არის კარგი. ყველამ თავის საქმის თვითონ იცის,მაგრამ ამით საქმეს არაფერი ეშველაბა. თუ ესე გაგრძელდა,მაშინ შევქმნათ პეტიცია და მოვაგროვოთ ხელმოწერები,რომ დაფინანსება შევუწყვიტოთ ყველა კლუბს და ფედერაცია. ათასი პრობლემა ქვეყანაში და გადასახადების ზრდა კლავს მოსახლეობას,ხოდა 1 ლარით მაინც შეუმცირდება. არსებობს ქვეყნები,სადაც ფეხბურთი საერთოდ არ იციან რა ხილია და არც დაფინანსება უწევთ ფედერაციის,კლუბების. ხოდა ავდგეთ გავაუქმოთ ყველა სახელმწიფო დანახარჯი ამ სპროტში და კერძო მესაკუთრემ რაც უნდა ის ქნას. ამბიცია თუ არ გვაქვს,მაშინ ეს გამოსავალია,არც მე მოვიშილი ნერვებს და არც თქვენ შეგაწუხებთ ამხელა ტექსტის რახარუხით.