16 ივნისის ”იმედის ფსონის” ლევანის ბილეთი

კუბა-საქართველო(-3.5) 2 / 21-31
სერბეთი-შვეიცარია(+3.5) 2 / 32-31
ალბასეტე-მალიორკა 1 / 1-0
მონტენეგრო-უკრაინა 1 / 27-21

კოეფიციენტი: 12.5

smileმოგებულია!!!smile

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 22

  1. Nika Gaprindashvili Offline 18 ივნისი 2019 19:57
    seidel1987 

    კი რათქმაუნდა. ყველა ჩვენთაგანია დამნაშავე, იმ განსახვავებით რომ ჩვენ ფულს არ ვიპარავთ ფეხბურთის განვითარების ლოზუნგ ქვეშ.

    თორე ზოგადად გულშემატკივარს ყველაზე დიდი როლი აქვს. საქართველოს მოსახლეობას არ აქვს დღეს რესურსი იმის რომ საკლუბო ფეხბურთი ჰქონდეს. ყველა ვითხოვთ ხო რომ გვინდა ძლეირი დინამო, საიდან? დინამო იცი როდის ითამაშებს ჩემპინთა ლიგაზე? როცა სტადიონზე ყველა თამაშზე, მათ შორის საქართველოს ჩემპინატის თამაშზე სტაბილურად მივა მინიმუმ 15 000 კაცი და ბილეთში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს. ამ შემთხვევაში გვეყოლება ძლიერი დინამო, გვექნება ამის საშუალება მოსახლეობას? გვეყოლება დინამო ჩემპიონთა ლიგაზე არ გვექნება და არ გვეყოლება. თავის ფულს იმაზე არავინ დახარჯავს რომ მე და თქვენ გვასიამოვნოს. დინამოს განვითარებას ვითხოვთ ხალხი, რომლებიც 10 წელია მგონია დინამოს თამაშზე არ ვყოფლივართ და ბილეთში ფულ იარ გადაგვიხდია ესე არ ხდება. ეს იგივეა ჭყონიას მოთხოვო უფასოდ კოკა კოლა გვასვიო რადგან გიყვარს კოკაკოლა და ტრადიცია გვაქვს სმისო..
    ტოპ კლუბების მილიარდებს რომ  ხარჯავენ იმიტო კი არ ხარჯავენ, რომ კლუბის ტრადიციები უყვართ ან ფეხბურთზე გიჟდებიან შეიძლება ესეცაა მაგრამ ხარჯავენ იმიტომ ათი იმდენი ზემოდან მოგება ნახონ. ბიზნესია ეს ჩვეულებრივი.

    ხორვატიის ნაკრები სულ ანგარის გასაწევია ბოლო წლებში მარა საკლუბო ფეხბურთი არ აქვთ, რატო არ აქვთ? არ იციან ფეხბრუთი? იციან მაგრამ მოსახლეობაში არაა ის რესურსი რომ მისგან საკლუბო ფეხბურთმა მოგება ნახოს. მაგრამ აქვთ საფეხბურთო სკოლები, აწვდიან ევროპას ტოპ ფეხბურთელებს და მერე ნაკრებს, ესეც ბიზნესია, ბიუჯეტს კი არ გაუზდია მოდრიჩი. გაზარდა საფებხურთო სკოლამ რომელმაც მოგება ნახა და მოგებული ფულის ნაწილით ახალი მოდრიჩის გაზრდა დაიწყო. ფეხბურთის ფედერაციის და სახემწიფოს საქმე რაცაა ამ კუთხით, ისაა რომ სწორი გარემო შეუქმნას ბიზნესმენს რომელსაც უნდა ფეხბურთში ფული იშოვოს. მაგრამ ეხლა როგორაა?სად შოულებენ ფულს? გაყიდიან არ გაყიდიან ფეხბურთელს გაზდიან თუ არ გაზდიან ეს დიდად არც აიტენრესებს. ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტი აფინანსებს ამ ფულს შეიტყაპუნებენ და ფეხბურთელი გაიზდება არ გაიზდება ფეხებზე ჰკიკიდიათ. მარტივად რომ ვთქვათ დღეს რომ ბიუჯეტი აფინანსებდეს მევაშლეეს, და ამ მევაშლეებს ცხოვრებაში ვაშლი არ ჰქონდეთ გაყიდული. ესაა დღეს ქართული ფეხბურთი. 

    ფიფიაა ერთადერთი ვინც მეტ ნაკლებად სწორად ააწყო ეს სისტემა და ერთი ვარსკლავი ჩაკვეტაძე მიაწოდა უკვე საქართველოს ნაკრებს. 
    საკლუბო ფეხბურთი აქ ვერ განივართება ჯერ ჯერობით იმ დონეზე რომ ევრო ტურნირებზე სტაბილურად ვითამაშოთ, მაგათი ერთადრთი მიზანი უნდა იყოს, ფეხბურთელს რომ ნახავენ არ გააფუჭონ და მიიყვანონ სწორად იმ ასაკამდე როცა ევროპაში წასვლის დრო მოუწევს.

  2. seidel1987 Offline 18 ივნისი 2019 18:13
    პირველ რიგში ბილეთის მოგებას გილოცავთ, ნიკა გაფრინდაშვილს უმეტესად ვეთანხმები უბრალოდ ერთ რამეს დავწერ არც ჩვენი ქვეყანაა მოწოდების სიმაღლეზე არც ფეხბურთი და კიდევ ბევრი რამ და ამაში თითოეული ადამიანია დამნაშავე , წილი აქვთ უბრალოდ დანაშაულის მეტი და ნაკლები, უბრალო გულშემატკივარზე მეტი წილი ყოველთვის ექნება ჟურნალისტებსაც და მითუმეტეს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს

    და კიდევ ერთი რამდენადაც არ უნდა ვიყოთ გაბრაზებულები, ისევ ჩვენნაირი ხალხი დადგება რიგებში ბელარუსიასთან თამაშზე და თუ გავედით მერე ფინალში არაადამიანურად ვუგულშემატკივრებთ ნაკრებს, აბა ისე ამათი ონლაინ ბილეთების ყიდვის იმედზე ჩემი მტერი იყოს, ლევან სალუქვაძე ვიცი რო ბოლომდე გულშემატკივრობს ჩვენებს უბრალოდ მეც მრჩება შთაბეჭდილება რომ არ ამბობს სათქმელს ბოლომდე
  3. gio-barca Offline 18 ივნისი 2019 17:42
    მშვენიერია , გილოცავთ ყველას
  4. Giorgi_Telavi Offline 18 ივნისი 2019 14:38
    ლევან დასვენება შეგეტყო) გილოვავ!!! ყველას გილოცავთ!!!
  5. nedherlands Offline 17 ივნისი 2019 22:54
    გილოცავ ლევან, კიდევ ბევრის მოგებას გისურვებ
  6. chipe888 Offline 17 ივნისი 2019 19:23
    Nika Gaprindashvili
    ბიუჯეტის ფულის ჩაქცევა ფეხბურთში კი არა,აბსოლიტურად ყველა სფეროში მიუღებელია და 100% გეთანახმები.მით უფრო პოპულარული ხდება ეს აზრი,როცა პასუხის ღირსნიც კი არ ვართ ფედერაციიდან. ბიუჯეტის ფულის ხარჯვა რომელიმე კონკრეტული სპორტის თუ კულტურის სფეროში კორუფციას იწვევს,მერე ცხოვრება გვირთულდება ყველას ამ ქვეყანაში. არ ამოვიღებთ ხმას და მოხსნიან გადასახადების გაზრდის ზედა ზღვარს,მერე საჭმლის ფული რო არ ექნება მოსახლეობას,მით უფრო დაფასდება ეს გადაცემა ცნობისათვის. ლევანი დიდ საქმეს აკეთებს,არამარტო ლევანი,ყველანი ამ საიტზე და სილქზე,მაგრამ ისიც ხომფაქტია,რომ სწორედაც სახელმწიფო მარწუხების ბრალია ამდენი მშიერი ბავშვი რომ არის ქვეყანაში. ღმერთმა ქნას,რომ იმხელა მაშტაბები შეიძინოს ამ გადაცემამ,რომ ყველა ბავშვს დაეხმაროს,მაგრამ ეს ფანტასტიკის სფეროა. გაზულუქებულ ჩინოვნიკებს ტონა ფულს ვუხდით და საქმის კეთებაც კი ეზარებათ. ამ კობიაშვილზე ხო გული მერევა უკვე რა,თუ კანონების წერა უნდა(მაგის დაწერილი კანონი არ გაიშვას) წეროს და თუ ფეხბურთის განვითარებაზე თუ ფიქრობს,მაშინ რა უნდა პარლამენტში. ეხლა გამომიხტება ვიღაც და მეტყვის,რომ ხელფასს არ იღებსო,ისევე როგორც კალაძე ან თავის დროზე ივანიშვილი,მაგრამ როცა 1 ლარად სახელმწიფო ქონებასიფორმებენ და ბიზნესებს ლობირებენ,რათ უნდა ხელფასი:) გულის ამრევია ეს ყველაფერი,მაგრამ ხალხი ჩუმად არის და მაინტერესებს,როდემდის იცხოვრებენ მონობაში და როდემდის დაელოდებიან ნამცეცებს ჩინოვნიკბისგან. ხოდა მეგობარო არ ინერვიულო შენ და იცოდე რო მარტო არ ხარ,ბევრია ვინც ჩვენსავით ფიქრობს
  7. Nika Gaprindashvili Offline 17 ივნისი 2019 18:47
    bacho.koentrao

    ისეთი არაფერი დამიწერია რაც ამ საიტს ზიანს მიაყენებს და არც შორსაა ამ საიტიდან ეს თემა. თუ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ქმედებების გარჩევა ჯდება ამ გადაცემის ფორმატში, საქართველოს ფებხურთის ფედერაციაზე რამდენიმე სიტყვის თქვა რატო არ ჯდება კომენტარების ფორმატში?

    თუ არ ჯდება შემოვიდეს ადმინისტრაცია და წაშალოს რა პრობლემაა

    chipe888  
    მე აღარ ვაპირებ ნაკრების თამაშებზე წასვლას. და სადაც საშუალება მექნება ყველგან დავაფიქსირებ ქართული ფეხბურთს ფული აღარ მისცენ. რადგან არ იმსახურებენ. ყველაფერს გავაკეთებ ამ თემის პოპულარაზიციისთვის საზოგადოებაში. მისცეს კრისტალბეთმა რაც ჯასაღი პროცესია, მაგრამ მე აქტიურად დავიწყებ ამ აზრის ლობირებას რომ არცერთი ქართული საფეხბურთო ორგანო ბიუჯეტის ფულს არ იმსახურებს.
  8. chipe888 Offline 17 ივნისი 2019 18:34
    გილოცავთ ბილეთის გამწვანებას და აშკარად დასვენება მოუხდა ლევანს:) როგორც ყოველთვის ეს ერთი და სხვა მრავალი მწვანე ბილეთი,რაც მეტი მწვანე ბილეთი იქნება,მით უფრო მეტი გახარებული ბავშვი იქნება და ამისათვის კიდევ ყველას,ჯიგრიანი ხალხი ხართ.

    რაც შეეხება ნაკრებს და ფედერაციას,უკვე ნერვებსაც აღარ მოვიშლი. მომეცემა შანსი და დედას ვუტურებ მაგ კამანდას და მათ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. საკუთარ ქვეყანიდან გინებით რო გაგდებენ კობიაშვილს და მის დამქაშებს მერე იზეიმებს სამართალი. რატო ნერვიულობთ ხალხნო,ხომ გაგიგიათ მგლის თავზე სახარების კითხვა არ შეილებაო,ხოდა რა აზრი აქვს ლევანი გააკრიტიკებს ვინმეს თუ არა ან ჩვენ,მაინც არაფრის გამკეთებლები არ არიან. გავა 1,2 ან 10 წელი და მაგრად მაინტერესებს სად ჯანდაბაში წავლენ,სად დაიმალებიან,თორე ამდენი ხანია სვარკას ვუყურებთ და 10 წელიც გავძლებთ. ერთი მაგათი ოხერი დშვც. არ ინერვიულოთ მეგობრებო და ბავშვების გახარებას მივაწვეთ ჩვენ,დრო მოვა და ყველაფერს მოევლება
  9. bacho.koentrao Offline 17 ივნისი 2019 18:06
    არავინ არავის არიცავს მეგობარო და არცარავის ჭირდება დაცვა! უბრალოდ ბევრს ვერგაგიგიათ მზგავსი კომენტარები სად უნდა წეროთ... გაიაზრეთ ჯერ ეს გადაცემა და საიტი რასემსახურება და ისე წერეთ კომენტარები!!! ამაშია საქმე მეგობარო... აქ რისთვისაც ვართ შეგიძლია  დაგვეხმარო და მზგავსი თემების გასარჩევი ადგილები უამრავია... ნუ ურევთ ამ გადაცემას სხვა რამეებში!!!
  10. Nika Gaprindashvili Offline 17 ივნისი 2019 13:11
    bacho.koentrao 
    მომისმიენე მეგობარო, მე ვის რას და სად მივწერ ეს ჩემი გადასაწყვეტია. არც ლევანის ჭირდება ვინმეს დაცვა ჩემგან ყოველშემთხვევაში. თუ რამე პოზიცია გაქვს დააფიქსირე თუ არადა მე ვის რას მივმართავ ჩემი საქმეა. თქვენთვის არ მომიმართავს რომ რამეზე მიმითითოთ. თუ საიტის წესებს ვარღვევ ამისთვის ადმინისტრაცია არსებობს. 
    ეხლა კიდევ ერთხელ განვამრტავ, მე რაც მომისმენია ლევანის კრიტიკა ამ ბოლო პერიოდში ძირითადად ეხებოდა ვაისს. ეს მისი საქმეა ვის როდის და როგორ გააკრიტიკებს, მაგრამ ასევე ჩემი საქმეა ისიც გავაკრიტიკო ლევანი და ვუთხრა ის რომ ვაისსში კი ნუ ეძებ პრობლემებს, ფედერაციაში ეძებე და ეგენი აკრიტიკეთქო. მე ხომ კარებზე ყურმიდებულს არ მომისმენია მისი ნათქვამი, თქვა საჯაროდ და მათ შორის მეც მომმართა, ამიტომ სრული უფლება მაქვს დავაფიქსირო თუნდაც კრიტიკური პოზიცია მის მიმართ. რომ არ დასვა სწორი აქცენტები. ეს არის ჩემი აზრი და არ ვიჩემებ აუცილებად სწორი ვართქო.
    ეხლა მეორე საკითხი, რაც ლევანიმაც დაწერა და თქვენც დაწერეთ აქ, რომ თურმე სადღაც ულაპარაკია ამომწურად და ვიდეობს მომაწვდით, მჯერა რახან ამბობთ, განა არ მჯერა, მაგრამ აქ მეორე საკითხია, საკმაოდ აქტიური მომხარებელი ვარ ინტერნეტის. ტელევიზორს იშვითად ვუყურებ მაგრამ რაც ტელევიზიაში გადის ის ინტერნეტში გადადის, არ მინახავს ეგ და ბოდიში მაგრამ თუ ჟურნალისტის პოზიცია ჩემმამდე არ მოდის, ესეიგი არ უთქვამს იმ ტრიბუნიდან საიდანაც საზოგადოებას ან კონკრეტულად მე გამაგონებს. მეც ბევრი რამე მილაპარაკია რაც თქვენ არ იცით, მაგრამ რომ მიდნოდეს თქვენც გაგაგებინოთ ჩემი პოზიცია და სხვებსაც, იმას კი არ ვიტყვი რომ ძმაკაცებთან ან ვიწრო სპექტრში ვლაპარაკობდი მოსულიყავი და მოგესმინაო, ვეცდებოდი ვთქვა იმ ტრიბუნიდან საიდანაც თქვენ გაიგებდით.
    ისე ნუ გაიგებთ თითქოს ვიღაცის ვიღაც ვარ და ინტრიგებს ვხლართავ. ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვარ და მაკლია ჟურნალისტებისგან ის კრიტიკა და აქტიურობა რაც ჭირდება ფეხბურთს, და ამას ვწერ ვაფიქისირებ ჩემს გულის ტკივილის. 
    მერე თქვენი გადასაწყვეტია და ლევანის გადასაწყვეტია სად რას და როგორ იტყვის, მაგრამ რატომ გწყინთ რომ მეც პოზიცია დავაფიქსირო არ მესმის. პიროვნულად კი არავის ვესხმი თავს. მითუმეტეს ლევანის. არაერთხელ დავწერე სადაც საშუალება მექნება იქ გადავუხდი მადლობას იმისთვის რაც სპროტულ ჟურნალისტიკაში გააკეთა. 
    უბრალოდ გვტკივა გული დღევანდელ ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე და გვინდა იაქტიუროს ჟურნალისტებმაც, გულში ვინ რას ფიქრობს მე ვერ ამოვიკითხავ. ჟურნალისტმა თავისი პოზიცია ფართო მასებისთვის უნდა დააფიქსიროს. და არც ლევანი აკეთებს ამას სათანადოდ, ისე როგორც ადრე აკეთებდა და სწორს აკეთებდა. ამ კუთხით გავაკრიტიკე ის.
    ქეცბაიას და სიჭინავას მაქებარი კი არ ვარ, პირიქით ვთვლი რომ სამართლიანი იყო კრიტიკა მის მიმართ, მაგრამ მე რას ვამბობ სწორად გაიგეთ, გადახედეთ იუთუბს სავსეა როგორ აკრიტიკებენ ედებატებიან, გინდაც ქეცბაიას, გინდაც სიჭინავას გინდაც არველაძეს. მერე დასერჩეთ, თუ მოძებნით ეხლანდელ ბოსებზე, მაგათ კრიტიკას? ვერ მეოძებნით. და ამას ვგულისხმობ არ აქტიურობთ ჟურნალისტები ისე როგორც საჭიროა.

  11. bacho.koentrao Offline 17 ივნისი 2019 12:22
    ნიკუშ მეგობარო გადაცემებს თუ არუყურებ შენი აზრი შენთვის დაიტოვე და ვისაც ეკუთნის ეს კომენტარი იმას მიწერე... არის ვიდეოები სადაც სათქმელი რაციყო ყველაფერი იდეალურად ითქვა!!!...

    ამ ბილეთით ლევანიც დაბრუნდა :D გილოცავთ ბილეთის მოგებას...    
  12. gora72 Offline 17 ივნისი 2019 09:07
    გილოცავ ლევან მაგარი ბილეთი იყო.
  13. notingem80 Offline 17 ივნისი 2019 08:03
    გილოცავთ ბილეთის მოგებას, ასე გააგრძელეთ, მე მგონი ეს ბოლო 2 თვე ყველაზე ნაყოფიერია გადაცემის ისტორიაში---რაც შეეხება ვლადიმერ ვაისს, ძალიან მომწონს როგორც მწვრთნელი და მჯერა, მომავალ გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზეც გავალთ! blush
    --------------------
    სან კარლოს დე ბარილოჩე
  14. Nika Gaprindashvili Offline 17 ივნისი 2019 02:41
    მადლობა ლევან გამოხმაურებისთვის შევეცდები გიპასუხო. უფრო სწორად განვმარტო ჩემი დაწერილი.

    ქეცბაია რაც ეხება არ ვარ მისი მადიდებელი და ორივე ხელით გეთახმებოდით ხოლმე მის კრიტიკაში. მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ქეცბაია რასაც ამბობდა ყველაფერი არასწორი იყო. ბევრ რამეს სწორს ამბობდა ეგ კაცი, თუმცა როგორც მწვრთნელის მის მოღვაწოებას მე უარყოფიად ვაფასებ. რაშიც ვეთანხმებოდი ისენი დავწერე. ზოგადად კი არც მიყვარს და არც მძულს, როგორც ჩვენთვის ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ვაფასებ მეტი არაფერი. 

    აქედან გადავალ იმაზე თუ რა მინდა თქვენთან, ზოგადად არაფერი არ მინდა და ვერც ვერაფერს მოგთხოვთ.
    მაგრამ ქეცბაია აქ იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, მახსოვს როგორ კრიტიკაში ატარებდით ქეცბაისაც და იმ დროინდელ ფედერაციასაც, და ეხლა რომ ჩუმად ხართ როცა არათუ უკეთეს არამედ უარეს მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი. თქვენ დავწერე კიდეც ყველაზე ნაკლებად გეხებათ ჩემი პრეტენზიები სხვებზე მეტს ისევ თქვენ საუბრობთ, მაგრამ თქვენც არ ხართ ისეთი აქტიური როგორც მაშინ იყავით.  ის კი არ დამიწერია ქეცბაიას რატო აკრიტიკებდითთქო.
    არც თქვენ გაბრალებთ რამეს, აქ რაც დავწერე თქვენ კი არ გაკრიტიკებთ, ვაკრიტიკებ ფედერაციას. და თქვენს მიმართ რა მომენტშიც მაქვს უკმაყოფილება ეს დავწერე, სხვაგანაც ვწერ სადაც საშუალება მაქვს, და იქაც ფედერაციას ვაკრიტიკებ, აქ თქვენი სახელი და გვარიც იმიტომ გავრიე რომ თქვენი გვერდია როგორც ერთ ერთ აქტიურ ჟურნალისტს დამოუკიდებელ საქართველოში ისე მოგმართავთ და ისიც დავწრე თქვენთაც რაც მაქვს სასაყვედურო, სხვაგან სადაც თქვენ არ კითხულობთ თქვენზე ცუდი არ დამიწერია და არც დავწერ. 
    მაგრამ რახან ამბობთ ლაპარაკობთ თქვენს სათქმელს ესეიგი მე ვერ მივადევნე ალბათ თვალი. მაგრამ მაინც ვთვლი რომ მეტი აქტიურობაა საჭირო, კი არაფერს მოვითხოვ ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ, და თუ არ იაქტურებთ გინებას დაგიწყებთო არ დამიწერია ჩემი სურვილი გამოვთქვი რომ უფრო აქტიური იყოთ. თქვენგან უფრო იმიტომ ვითხოვ რომ სულ ლაპარაკობდით, თორე ვისაც არასდროს არაფერი უთქვამს იმას რა ვთხოვო.

    ის რომ ამ ფედერაციას ვაკრიტიკებ არ ნიშნავს რომ წინა მომწონდა. ურბალოდ ეხლა ესენი არიან.. 

    არ ვიცი რამდენად სწორად ჩამოვაყალიბე რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ მოკლედ დავწერ არც ფეხბურთის დამაქცევრად მიგიჩნევთ და პირიქით, ერთ ერთი მოწინავე ხართ ვინც ფეხბურთის და ზოგადად სპორტის პოპულარიზაციას ახდენთ იმ არხიდან რა არხიდანაც თქვენ ხართ ჩართული ამაში. 

    რაც შეეხება ბილეთს, მე რომ კომენტარი დავწერე არ იყო მოგებული გილოცავთ მოგვიანებით და წარმატებას გისურლვებთ მომავალში. 

  15. Ledani Offline 17 ივნისი 2019 02:26
    გილოცავთ  ყველას ბილეთის  გამწვანებას, ლევან,   ხელბურთი  ნანდვილად შენი თამაშია.
    გილოცავთ  საქართველოს ბრწყინვალე  გამარჯვებას.
  16. Salukvadze Offline 17 ივნისი 2019 00:53
    ნიკა პირველ რიგში დიდი მადლობა გარკვეულწილად კეთილი სიტყვებისთვის, მაგრამ ბილეთის მოგება რომ მოგელოცა უფრო მესიამოვნებოდა.
    სიმართლე გითხრა ვერ ვხვდები რას მსაყვედურობ...
    გავიგე რომ გიყვარს ქეცბაია. მაგრამ მე არ ვნანობ არაფერს რაც მითქვამს არც საქებარი მის მიმართ და არც კრიტიკული და არ დავუბრუნდები ამ თემას. იმის გამო რომ თავის დროზე თემურს არ ვეთანხმებოდი, ახლა ყველა უბედურება ჩემი ბრალია რაც ქართულ ფეხბურთს დაატყდა? და ვინ გითხრა რომ ჩემი ძმაკაცები არიან ფეხბურთის ფედერაციის სათავეში, ან მათი მუშაობით ვარ სიხარულის მეცხრე ცაზე? არც ვაისი მომწონს და არ გავჩუმებულვარ ცხადაძის მოხსნის და მისი დანიშვნის თემაზე. მაგრამ ესენი რომ ვერ შველიან საქმეს, ამით სიჭინავას და ახალკაცის კრიტიკა კი არ უნდა წამომაძახო?  
    ყველა გადაცემაში ვილაპარაკო ერთი და იგივე, თუ ვიდეოები მოგაწოდო და კარგი ბიჭობა გიმტკიცო?
    და კიდევ ეს საიტი არ არის ამ საკითხებისთვის შექმნილი, არსებობს სხვა უამრავი ადგილი ამის გასარჩევი.
    არგენტინაზეც ვილაპარაკებ, დოღებზეც და მსაჯების შეცდომებზეც, რადგან ქართული ფეხბურთი ცუდ დღეშია და საშველი არ ჩანს მე ვაგო პასუხი და ჩემს საქმიანობას შევეშვა?
    ამიტომ სანამ უსამართლოდ დამადანაშაულებ პირში წყლის ჩაგუბებასა და თვალებში ნაცრის შეყრაში, დაფიქრდი იქნებ სხვაზე გაბრაზებული, ცდილობ მე მაწყენინო.
    არასდროს მოვრიდებივარ რასაც ვფიქრობ იმის თქმას და არც შემეშინდება არასდროს არავისი.

  17. dede74 Offline 16 ივნისი 2019 23:26
    გუშინდელი ბილეთის მერე დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს გაამწვანებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს უიღბლობა დამჩემდა და არ ავიღე არ დავთარსო, მეთქი...
    გილოცავთ!!!
  18. quteiseli1 Offline 16 ივნისი 2019 23:23
    მარტო სპორტში კი არა ყველა სფეროში ესეა, ხალხს უკმაყოფილების გამოხატვაც აგარ შეუძლიათ.  კობიაშვილმა მარტო ქუთაისს რაც გაუკეთა მაგაშიც ეტყობა რა ადამიანიცაა. მის ნარკომან ძმაკაცს ჩააბარა ტორპედო და დედა უტირეს გუნდს.  რო არა ჩხეტიანის ღირსეული საქციელი  მაგრად აპირებდნენ ტორპედოთი ყომარს აზიურ ტოტალიზატორებში, მაგრამ არ დათანხმდა ჩხეტიანი , გაბაზრდა მთელ ქალაქში და არაფერი გაუვიდათ.  ამიტომაც დაეწყოთ კრიზისი. გამომუშავებული ფული შეჭამეს და ზოგი ვენაში იჩხირეს და ამხელა ხელფასების გადახდას ყომარით აპირებდნენ ალბათ. რა ფეხბურთის განვითარებაზეა საუბარი, ნაკრების სიას კიდევ ფედერაცია ადგენს. კობიაშვილი ისეთოვე მავნებელი არსებაა როგორც მთელი მთავრობა კალაძის მეთაურობით.
  19. Nika Gaprindashvili Offline 16 ივნისი 2019 22:35
    ციტატა: მამაცი კუში
    შეეშვი ძმა ეხლა დოღები იწყება, ეგაა მთავარი  blush stuck_out_tongue_winking_eye 🐎🐎

    არადა სალუქვაძესთან ობიექტურად მაინც ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს, სხვებთან შედარებით მაინც ეს ლაპარაკობს ყველაზე მეტს. მაგრამ ეტყობა რომ არ ამბობს რაღაცეებს.

    ყაველაშვილს ყიფიანს და ეგეთებს არც ეხლა ვთხობ მაშინაც ვიცოდი და ეხლაც ვიცი ვინ არიან ეგენი. ჩვეულებრივი ფულის მონები არიან და პირადი კეთილდღეობისთვის დარბოდნენ მაშინაც. მოითბეს ხელი და გაქრნენ. იმათგან არც არაფერს ველი.

    ისენიც რომ აღარ ლაპარაკობენ არაფერს ვინც მუდმივად ლაპარაკობდნენ თუნდაც ლევან სალუქვაძე, დავწერე არაერთხელ სხვებთან შედარებით მაინც მეტს ამბობს, მაგრამ რომ ვიცნობ და ვიცით ვინცაა იმასაც ვხდებით რომ ესეც ვერ თუ არ ამბობს ბევრ რამეს..

    ნაცარს გვაყრიან მუდმივად თვალებში, ქეცბაია ბევრ რამეს სწორს ეუბნებოდა ამათ, ჟურნალისტები ხართ და იხმაურეთო ილაპარაკეთ პრობლემებზეო. ოღონდ იმას ის არ მოწონდა როცა მასზე ლაპარაკობდნენ.

    აი მაგალითად, მწვრთნელის ხელფასი, რატომ არასდროს არ ამბობენ? რომ გვეუბნებიან ის ითხოვსო, ეს ხომ არის თვალებში ნაცრის შეყრა, ვაისს ეხლა სულ ფეხებზე არ ჰკიდია მე და თქვენ გვეცოდინება თუ არა მისი ხელფასი? მაგრამ თხოვეს ფედერაციამ თვითონ, სალაპარაკო რომ არ გახდეს დავმალოთო. იმანაც ბეზ ბაზარო ჩემი რა მიდის დამალეთო. სულელი ვინაა ამას ვერ მიხვდეს. და რატომ მალავენ? რახან არ ამბობენ ყველა ეჭვი ლეგიტიმურია, არის კორუქციის ნიშანი.  ვიღაცეები წილებში ზიან.
    რატომ გააგდეს მოსვლის თანავე ცხადაძე იკითხა ვინმემ? და თქვეს რამე? არა რათქმაუნდა. 

    ეხლა მიწევს საყვედური გამოვთქვა მაგალითად ლევანის მიმართაც, მიუხედავად იმისა რომ დადებიდათ ვარ ამ კაცის მიმართ განწობილი, მაინც ვწერ რასაც ვხედავ და ვფიქრობ.

    არ ლაპრაკობ ლევან მეგობარო არც შენ ისე როგორც საჭიროა. არ ვიცი რას ერიდები და ვის ერიდები მაგრამ ეს ესეა. 

    არავის კითხვა არ გასჩენია რატომ აირჩიეს მეორეთ კობიაშვილი ესე უხმაუროდ, უკონკურენტოთ, რა გააკეთა ეგეტი?  ჩემპიონატი უკან მიდის, ნაკრები უკან მიდის. ადრე ასაკობრივებში მაინც იყო ხოლმე პატარა გამონათება ეხლა ეგრეც არაა მკვდარია ქართული ფეხბურთი.
    რომ დაიწყე დღეს რატო არ დაამთავრე სწორად რომ დაიწყე? აქ რომ ყოფილიყო ის უკრაინის ნაკრებს მსოფლიო რომ მოაგებინა რას დამართებდნენ? პასუხი ყველამ იცის მაგრამ არავინ ამბობს.
    ხოდა მწვრთნელებს ნუკი ვეძებთ უცხოელებს, ფედერაციის მენეჯმენტში თავის პრეზიდენტიანად მოვიყვანოთ გამოცდილი და ძლიერი უცხოელი კადრები რომელიც დადებენ ფეხბურთის განვითარების სწორ კონცეფციას.
    და მერე ნახავთ ეს ჟურნალისტები რომლებიც ეხლა ჩუმად არიან, ნებისმეირ ფეხის წაცდენაზე როგორ აყვირდებიან და ახმაურდებიან.

     
  20. lasha84 Offline 16 ივნისი 2019 21:07
    ეჰ, დოღი და მარულა არ გვიშველის მეგობარო, ქართული ფეხბურთი მისახედი და გადასარჩენია. წინა კომენტარებში ამოვიკითხე, პეტიცია შევქმნათ, არ გვინდა ასეთი ფეხბურთიო. დავეთანხმებოდი, მარა როგორ, როცა მესხს, მეტრეველს, ყიფიანს და მისთანებს უთამაშიათ ამ ქვეყანაში ფეხბურთი. ვიღაცამ ხმა უნდა ამოიღოს და ჩვენც, რიგითი გულშემატკივრებიც უნდა ავყვეთ.