18 აგვისტოს ”იმედის ფსონის” ლევანის ბილეთი

ფეიენოორდი-უტრეხტი X2 / 1-1
რუბინი-არსენალი 1 / 1-0
ჩელსი-ლესტერი 1 / 1-1
როტორი-შინიკი 1 / 2-3

კოეფიციენტი: 13.1
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 8

  1. Nika Gaprindashvili Offline 20 აგვისტო 2019 17:46
    chipe888 
    კი გეთანხმები რაც დაწერე.
    საკლუბო დონე არც კალათბურთში გვაქვს არც რაგბში. ევროპის მაშტაბით მანდაც არაფერს წარმოვადგენთ. და არც გვაქვს პრეტენზია, არავინ ითხოვს მათგან ევროპაში გასვლას და საკლუბო დონეზე წარმატებას.

    ფეხბურთში ცრუ მოლოდინებია რომ დინამო ისევ ლივერპულს უნდა უგებდს, ფეინოორდს უნდა ანადგურებდეს და ა.შ. ეს არის ცრუ მოლოდინები ვითხოთვთ ზედმეტს 
    მაშინ იყო სხვა რეალობა, იგივე საკლუბო სტურქტურა რომ იყოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ერთი ჩემპიონატი ჰქონდეს, დინამო დღევანდელზე გაცილებით ძლიერი გუნდი იქნებოდა. 200 მილიონიან ბაზარზე გასვლა არაა ხუმრობა საქმე, ბევრ ბიზნესმენს მოუნდოებოდა ფულის ჩადება და წესით მილიონ ნახევრიან თბილისსაც არ უნდა გაჭირვებოდა გულშემატკივრით მომარაგება.

    რაც უფრო მალე გაჯანსაღდება პროცესი და დავჯდებით იმ რეალურ დონეზე რა დონეც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს მით უკეთესი.
    კობიაშვილი და კალაძე დღეს არიან საფეხბურთო წარსულს ამოფარებული მაფიოზები. ბიუჯეტის ფული რომ არ იყრებოდეს ფეხბურთში არცერთი ახლოს არ გაეკარებოდა ფეხბურთს. მაქსიმუმ რამდენიმე მასტერკლასი ჩაეტარებინოთ ხოლმე.

  2. chipe888 Offline 20 აგვისტო 2019 09:08
    Nika Gaprindashvili
     ნებისმიერი გადასახადი უსამართლობაა და ძალადობაა,რადგან ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მართმევენ ფულს. ვთანხმდებით ამ საკითხზე და სადაოც არაა არაფერი. თუ გვინდა რამე რეალური ნაბიჯები გადაიდგას ფეხბურთის განვითარებისათვის,მაშინ ეს გასაკეთებელია. სხვა ქვეყნის ჩემპიონატზე მიბმა ცოტა რთული საკითხია და ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ,რომ ამის გაკეთება პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე შეუძლებელია. თურქებს არაფერში წაადგებათ ჩვენი მიერთება და არც საქართველოში ექნება კარგი გამოხმაურება,რუსეთზე საუბარიც არაა. კარგიიქნებოდა კავკასიის ქვეყნებს მოეფიქრებნათ რამე,მაგრამ აქ სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტი ქმნის პრობლემას. ერთერთან შეერთება კი დიდი შედეგი არ ექნება და მაგ. აზერბაიჯანის ჩემპიონატის გუნდებს კონკურენციას ვერ გაუწევენ ჩვენ კლუბები. სელექციაზე მუშაობა უფრო სწორი მგონია და ყველა კლუბმა უნდა შექმნას კარგი სკოლა,რაც საშუალებას მისცემს ტალანტების გაყიდვით ფული იშოვოს. ამ მხრივ დინამომ დიდი ნაბიჯი გადადგა,მაგრამ ეს საკმარისი არაა. ჩვენზე მაღალი დონე არის,მაგრამ ევროპული საზომით არც ისე მაღალი დონის საკლუბო ფეხბურთი არის ხორვატიაში. მიუხედავად ამისა,მაინც ახერხებენ ხორვატი ფეხბურთელები ევროპის ტოპ კლუბებში კარიერის გაკეთებას. შეზღუდვები უნდა მოიხსნას ტოპ კლუბებისთვის,რათა მათ ფულის ჩადება მოუნდეთ ამათუიმ სპორტული სკოლის დასაფინანსებლად.მახსოვს,ადრე ლოკომოტივს და ბარსას შორის იყო რაღაც სახის შეთანხმება,რომლის გამოყენებითაც ჭანტურია მოხვდა ლამასიაში,მაგრამ უდისციპლინობამ,ცუდმა ფიზ მომზადებამ და ქართულმა მენტალიტეტმა ხელი შეუშალა ამ ბიჭს თავისი ნიჭის გამოვლენაში. ყველა აკადემია თუ საფეხბურთო სკოლა უნდა ცდილობდეს დისციპლინაზე და ფიზმომზადებაზე დიდი ყურადღების მიქცევას. ტექნიკაში არ გვიჭირს და ბიჭებს საკმარისი მარაგი აქვთ რო ჩახიონ ბევრი ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი. თუ დისციპლინა აქვს და კარგიფიზიკური მონაცემები,დაუმატე ამას ტექნიკა და უკვე უპირატესობა აქვს ქართველ ფეხბურთელს. ამ ყველაფერს გაანალიზება და დიდი შრომა სჭირდება და თუ ფულისყრას გავაგრძელებთ,მაშინ ბევრი წელი გავა და შედეგი არ გვექნება
  3. Nika Gaprindashvili Offline 19 აგვისტო 2019 22:09
    chipe888 

    ბიუჯეტის ფულის კლუბში ჩაყრა არა მარტო არაეფექტურია არამედ ძალიან დიდი უსამართლობაა.

    მაგალითად ბათუმლები ამბობენ რომ ჩვენ გვინდა კლუბი და ბიუჯეტი უნდა დაგვეხმაროს, ბიუჯეტი ივსება როგორც ბათუმლების გადასახადებით, ისევე ზუგდიდელი, ზესტაფონელი, ონელი, ჭიათურელი და ა.შ. რაიონების ხალხის მცხოვრებლების გამო. ამ ხალხის ფულს ვაძლევთ კერძო კლუბს, გარდა იმისა რომ ონელს საერთოდ არ უნდა ბათუმის დინამოში ფული იხადოს, ასევე ამ ხალხის საკმაოდ დიდ ნაწილს ფეხბურთი საერთოდ არაფერში არ აინტერესებს. კიდევ ის რომ რეალურად ფეხბურთამდე ძალიან დიდი ნაწილი არც მიდის ამ ფულის.

    თუ უნდა ბათუმელს თავისი კლუბი და მიაჩნია რომ ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, ესეიგი თანახმაა თავისი ფულიც გადაიხადოს ფეხბურთში. ხოდა მე რაღატო მთხოვს სხვა ქალაქში მცხოვრებს გადაიხადოს ნებაყოფლობით თავად, სტადიონზე იაროს ბილეთი იყოს და ამით აცოცხლოს კლუბი და თუ უნდა ქეშადაც ნებაყოფლობით შეწიროს თავისი ფული. ოღონდ პირობითად მე თავი დამანებოს ვისაც ან ფეხბურთი არ მაინტერესებს ან კიდე თუ მაინტერესებს ბათუმის დინამო არ მაინტერესებს და მირჩევნია ჩემი ფული სხვას შევწირო.

    იგივე შემიძლია ვთქვა ნებისმიერ სხვა კლუბზეც.

    თუ მომიყვანს ბატონი ლევანი ან სხვა ნებისმიერი ვინმე, რომელიმე კლუბს რომელიც ბიუჯეტის ფულზეა და ეს კლუბი რამეს წარმოადგენს და ოდესმე რამეს მიუღწევია აღარ ამოვიღებ ხმას.

    ან თუ მომიყვანთ ვინმე იმის მაგალითს 3 მილიონიან ქვეყანაში დღეს როცა ყველაფერი ფული ღირს და სოციალიზმი აღარაა, რომელ 3 მილიონიან ქვეყანაში არის საკლუბო ფეხბურთი განვითარებული. 

    კი არიან მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნები სადაც საკლუბო ფეხბურთი ჩვენს საკლუბო ფეხბურთს ჯობია, მაგრამ იქ ცხოვრების დონეა უკეთესი და იქაურ მოქალაქეს მეტის საშუალება აქვს და მეტს იხდის ფეხბურთში.

    საქართველოს ერთადერთი რაც შეუძლია, რომელიმე დიდ ქვეყანას მიუერთოს თავისი ჩემპიონატი და იქ იქნება პერსპექტივა რომელიმე ჩვენი კლუბი ანგარიშგასაწევი გახდეს. საქართველოში დღეის მდგომარეობით ეს შეუძლებელია და რაც უფრო მალე გამოვალთ ილუზიიდან რომ ბიუჯეტის ფულს დავხარჯავთ და აშენდება ფეხბურთიო მით უკეთესი იქნება. სადღაც ლოკალურად შეიძლება გაგვირადეს და ევროპალიგის ჯგუფში მოვხდეთ მაგრამ დონე ვერც ამით აიწევს. ეს იქნება კონტექსტიდან ამოგდებული წარმატება..

    როგორც კი ბიუჯეტის ფული გაქრება ფეხბურთიდან, ფეხბურთს ჩაეხსნებიან კორუმპირებული ტიპები და დარჩება მხოლოდ ის ხალხი ვისაც რეალურად აინტერესებს ფეხბურთი. და ვინც დღე და ღამე იმის ფიქრში იქნება როგორ იშოვოს ფული ფებხურთით და არა ბიუჯეტით. ამის გარეშე არაიარი წარმატება არ იქნება და მოეშვით ილუზიებს. 
  4. chipe888 Offline 19 აგვისტო 2019 13:28
    ნიკა,დავაზუსტებ,რომ ადამიანები სილქის პაკეტის შეძენაზე არ ამბობენ უარს(უმეტესობა),არამედ არ შეუძლია სილქს სრული მაუწყებლობა საქართველოში. ამიტომაც არის მოთხოვნა,რომ უნივერსაზე გავიდეს ხოლმე ცენტრალური თამაშები და არა იმიტომ რო ვიღაცას ფული ენანება. 
     ბიუჯეტიდან ფეხბურთის არ დაფინანსებაზე გეთანხმები. ფეხბურთი კი არა,არცერთი სპორტის სახეობა არ უნდა ფინანსდებოდეს. გარანტირებული შემოსავალი აქვთ კლუბებს და ამიტომაც ჰკიდიათ შედეგი. ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა რაიმე სახის საქმეში ზრდის კორუფციის რისკებს და ნოყიერი ნიადაგი იქმნება კლანური მართველობისთვის. ჯერ არველაძეების კლანი მართავდა ქართულ ფეხბურთს და ეხლა კობიაშვილ-კალაძის კლანი მართავს. ტორპედოს საკითხის განხილვა რად ღირს,რომ დაიჯერონ სახელმწიფო დაფინანსების არაეფექტურობა. 
  5. Nika Gaprindashvili Offline 19 აგვისტო 2019 13:02
    აჭარაბეთთან რა გინდათ, პრემიერლიგა არის ჩვეულებრივი ბიზნეს პროექტი, ვისაც უნდათ იმას მიყიდიან, მიყიდეს აჭარაბეთს. გამოდის საბჭოთა კავშირიდან სხვა რეალობაში ვცხოვრობთ.

    ლევანი ლაპარაკობდა წინა გადაცემაში, ჯერ ფეხბურთის დონემ უნდა აიწიოს და მაყურებლები მერე მოვლენო. ეგრეა ნამდვილად, ჭყონიას ჯერ ფული ვუხადოთ და მერე ჭყონია ფულს რომ იშოვის კოკაკოლას მერე დაგვალევინებსო ეგრე ხომ არაა, როცა ვიხდით მაშინვე გვინდა რომ დავლიოთ.

    მაგრამ, შევხედოთ ბიზნესმენის თვალით, მე ვარ ბიზნესმენი მინდა რომ ჩავდო ფული ფეხბურთის კლუბში შევიძინო ძლიერი ფეხბურთელები, გავაკეთო ძლიერი გუნდი ეს მინდა და ამით მერე მოგება უნდა ვნახო. ყველა ბიზნესმენი ხომ ესე უყურებს, მაგრამ არის კი საქართველოში ის ბაზარი ესეთი ინვესტიცია მომგებიანი რომ იყოს?  არაა იმიტომ რომ ხალხს არ აქვს საშუალება სტაბილურად ბილეთში ფული იხადოს აბონიმენტები იყიდოს და ყველა თამაშზე 20 000 კაცი დაესწროს.

    ადამიანი რომელიც იძახის მე სილქის პაკეტებში თვეში 12 ლარის გადახდა არ მინდა და სილქი ვალდებულია უფასოდ მაყურებინებისო, ის ბილეთში გადახდის 20-30 ლარს? არ გადაიხდის გამორციხულია. ზოგის საბჭოთა კავშირის წყობით აზროვნებს ისევ, ის იტყვის რატომ მახდევინებს ბილეთში ფულს, ლენინის დროს 2 მანათად დავდიოდი სტადიონზეო...  ზოგს კიდევ საშუალება არ აქვს. დღეს რატო არ დადის? კაი არ ღირს ჩვენი თამაშის ბილეთის 20 ლარი ამის ფასს არაფერს თამაშობენ, 2 ლარიც აღარ ღირს? მიდის ხალხი 2 ლარს იხდის? არ მიდის
    ნორმალური გუნდი რომ გააკეთოს ბიზნესმენმა ბილეთი უნდა ღირდეს მინიმუმ 5 დოლარი და ყველა თამაშზე სტადიონს უნდა ავსებდეს. ამის რესურსი დღეს საქართველოს მოსახლეობას არ აქვს. მარტო ერთი გუნდი კიდე ვერ იქნება უნდა იყოს რამდენიმე ძლიერი გუნდი, ცალკარას საყურებლადაც არ მოვა ხალხი. 3 მილიონიან ქვეყანაში სარეკლამო ბაზარიც არაა. ინგლისი და საფრანგეთი საქართველოს ჩემპინატს არ შეიძენს..

    როგორი ქვეყანაც ვართ ისეთი საკლუბო ფეხბურთი გვაქვს, გვექნება უკეთესი ქვეყანა გვექნება უკეთესი ფეხბურთი. 

    კატეგორიულად არ ვეთანხმები ლევანის იმაში რომ ბიუჯეტის ფულით უნდა ფინანსდებოდეს კლუბი. ეგ არის მარაზმი და იდიოტიზმი არსად არცერთ ქვეყანაში ბიუჯეტის ფულით საკლუბო ფეხბურთი არ განვითარებულა. ფეხბურთი არის ბიზნეს პროდუქტი, უნდა ხალხს ფეხბურთი? გადაიხდის ფულს ექნება ფეხბურთი.  სხვა შემთხვევაში იქნება ის რაცაა.

    ბიუჯეტის ფულის დახარჯვა არის მავნებლობა. შეიძლება დაიხარჯოს ერჯერადაც თუ მაინც ინფრასტურქტურაში სტადიონში მარა, ფეხბურთელს ხელფასი სახემწიფომ უხადოს იდიტობაა ეს. ბიუროკრატი ვიცი მე ბუღალტერი, ფეხბურთელი არ გამიგია.
  6. chipe888 Offline 19 აგვისტო 2019 08:41
    ჩემი აზრით,სხვა ტოტალიზატორებს შეუძლიათ,რომ ეგ ყველაფერი მოაგვარონ. ამისათვის ფულის გადახდა მოუწევთ და მისცემენ ჩვენების უფლებას. იმიტომ გადაიხადეს დიდი ფული,რომ ასევე დიდი ფული უნდა იშოვონ,ეს არის ბიზნესი. აქ არაფერ შუაშია ის ფაქტი,რომ "ტოტალიზატორში ონლაინ, ცოცხალზე  მოთამაშეების მოსაზიდად". მე მაქვს ბიზნესი და მინდა მოვიპოვო კონკურენტული უპირატესობა და აჭარამ ამ შემთხვევაში ეს შეძლო. რაც შეეხება "ველურ კაპიტალიზმს" კომუნიზმს ჯობია,რადგან კომუნიზმის ეპოქაში არცერთი ტოტალიზატორი არ იარსებებდა. როცა ხმის ჩაწყვეტამდე ვყვიროდი,რომ უნივერსალზე მარტო რეალი და ბარსას თამაშებს უშვებენთქო და რეგიონებში არ გვაქვს საშუალება ეპლს მშობლიურ ენაზე ვუყუროთქო,მაშინ შემომედავენ და სწორედაც კაპიტალიზმის დამახასიათებელი თემები მომიყვანეს "კერძო კომპანიაა", "უფასოდ ასეთი ძვირადღირებული პროდუქტის ჩვენება არ მოსულაო" ხოდა ადგა აჭარა და შეიძინა,აჩვენებს უფასოდ და ფულსაც აკეთებს.დღეს საქართველოში 99% წვდომა აქვს ინტერნეტზე და პატარა გადაერთებგადმოერთებით დიდ ეკრანზე უყურებენ.არც მე მომეწონა ასეთი ფაქტი,მაგრამ სილქმა და ევროპაბეთმა თავის თავს დააბრალონ. "საუკეთესო" ლიგა ხომ არის ეთერში და რეალის,ბარსას ფანებისთვის არაფერი იცვლება,უნივერსალზე გადის სულ და ატლეტიკოს თამაშები ფასიან არხებზე. 

    შარშან ბავარია-ლივერპულის თამაშის არ ჩვენებაზე მქონდა პრეტენზია და ლამის ჩამქოლეს. ლალიგის თამაშები რეალის და ბარსას მონაწილეობით უნივერსალზე და ლიგის თამაშში რეალის და ბარსას მონაწილეობით უნივერსალზე. ეს სამართლიანია notingem80? ჩვეულებრივი ბარსა რეალის ფანკლუბია სიქის ჯგუფი და არ გადაიხდიდნენ მეტს,რათ უნდოდათ რო. რამოდენიმე წელი სილქს ქონდა პაკეტი და თუ ისინი შესთავაზებდნენ იმ თანხას რაც აჭარამ გადაიხადა მათ დარჩებოდათ ჩვენების უფლება. არც იმის მჯერა,რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და არც იმის რო შეცვლა არ შეეძლოთ. ადამიანებმა სპორტული არხები ჩართეს იმის გამო,რომ ეპლისთვის ეყურებინათ და ეს აღარ აქვთ. აბა რეალის და ბარსას თამაშში მაინც უნივერსალზე გადის. სეტანტასთან შეთანხმება აქვთ თუ არ ვცდები(თუ ვცდები ბოდიში) და გაიყვეს ჩემპიონატები. შესაძლებელი იყო ბუნდესლიგა ან სერია ა შეეძინათ,მაგრამ ეს არ ქნეს. რომ არა აჭარა ხომ უნდა ეჩვენებინათ ეპლი და არ მგონია ხსენებული ორი ჩემპიონატიდან ერთერთი არ გამოსულიყო მაგ ფულით,შეიძლება ორივეც. 
     თანამედროვე სამყაროში ყველაფერი კონკურენციის პირობებში მიდის და მხოლოდ საქართველოში ხდება,რომ ორი კომპანია თანხმდება რა აჩვენოს ერთმა და რა მეორემ. ეს კი "ცეხავიკის" სტრატეგიაა. ნებისმიერი კომპანიის მიზანია მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილება და არ მგონია ორ გუნდა იყოს ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესი. კი ბატონო ბევრ რამეს აჩვენებენ და ამისათვის მადლობა,მაგრამ ეპლი არის ყველაზე დაძაბული ლიგა მსოფლიოში,ყველაზე სანახაობრივი აესევე. ხოდა სამართალმა პური საშჭამა ამ სიტუაციაში და დიდი იმედი მაქვს რო ლიგის თამაშებსაც ძალიან მალე სხვა კომპანია შეიძენს,რომელიც მომხმარებელთა ინტერესებს გაითვალისწინებს და მარტო ბარსა,რეალის ფანებისას არა
  7. notingem80 Offline 18 აგვისტო 2019 15:49
    რამდენიმე წელია ტოტალიზატორში არ დავდივარ, მხოლოდ ლებტოპით ვდებ ფსონებს---გუშინ  გლდანის მეტროსთან ბათუმიდან ჩამოსულ ტიპს უნდა შევხვედროდი და 2 საათი დამაგვიანდებაო დამირეკა---რა უნდა მექნა, შევედი იქვე ლიდერბეთში, "კაკრაზ" არსენალი იწყებოდა და ცოცხლიდან გავაკეთე ბილეთი, 6 პოზიცია, მოვიკალათე და დაველოდე, ხალხის სიხალვათემ კი დამაეჭვა ისე---შენც არ მომიკვდე, პრემიერლიგას მარტო აჭარაბეთი აჩვენებს, ჩვენ არა გვაქვს უფლებაო გვითხრეს---აი რისთვის შეუძენიათ პაკეტი, ტოტალიზატორში ონლაინ, ცოცხალზე  მოთამაშეების მოსაზიდად--ამას კი შეწირეს ბევრი პენსიონერისა თუ სხვა ფანი ხალხის ინტერესები, რომლებიც დიდ ეკრანზე ინგლისის პრემიერლიგას ვეღარ უყურებენ--ველური კაპიტალიზმის არაადამიანური ღორობა---აი რა ქვია აჭარაბეთის ამ საქციელს! confused
    --------------------
    სან კარლოს დე ბარილოჩე
  8. Giorgi(Dinamo) Offline 18 აგვისტო 2019 14:45
    წარმატებები ბილეთის გამწვანებაში. 

    ეჰ, კაპიტალიზმს რა ვუთხარი რა რომ პრემიერ ლიგა აჭარასპორტს მიყიდეს. ძალიან, ძალიან ცუდი კომენტატორები ჰყავთ და ფიზიკურად ვერ ვუძლებ რომ მატჩებს ხმააწეული ვუსმინო.
    2) Silk tv-ს არხებს რომ უცხოეთშიც ვუყუროთ არ შეიძლება??