1 ოქტომბრის ”იმედის ფსონის” ლევანის ბილეთი

ლაიპციგი-ლიონი 1 / 0-2
იანგ ბოიზი-რეინჯერსი 1 / 2-1
ლილი-ჩელსი 2 / 1-2
რეალი-ბრიუგე (0-1) 1 / 2-2

კოეფიციენტი: 12.4
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 16

  1. Nika Gaprindashvili Offline 4 ოქტომბერი 2019 21:45
    კარგი ხალხი ხართ სილქში ლევან, ინდიანას წინასაზონოც კი აჩვენეთ.

    გასაგებია ბოლო მომენტში გაირკვა რომ გოგა არ ითამაშებდა მაგრამ მიზანი გასაგებია, გინდოდათ გოგას თამაში ენახათ საქართველოში.


    დასაფესებელია თქვენი ესეთი მიდგომა ქართველის სპორტმენების და გულშემატკივრების მიმართ.



    რამდენჯერმე შენც გითქვამს ვიღაცეები ვერ ხედავდნენ და ვერ ხედავენ ამას მაგრამ იცოდეთ რომ უბრალო მაყურებლები ყველაფერს ვხედავთ და მადლიერი ვართ. 
  2. notingem80 Online 3 ოქტომბერი 2019 15:45
    სილკნეტის მაგარი სიახლე და საჩუქარია ყველა არხზე ჩემპიონთა ლიგის  ტრანსლირებული თამაშების განმეორებით ჩვენება სილკუნივერსალზე---ღამით არა, მაგრამ დავატრიალე და  დღისით ვუყურე მშვენივრად---დიდი მ ა დ ლ ო ბ ა!!!!!!!! heart_eyes
    --------------------
    სან კარლოს დე ბარილოჩე
  3. chipe888 Offline 2 ოქტომბერი 2019 20:43
    ან ჩხუბი სად გამოჩნდა ან კიდევ ყვირილი მითუმეტეს. ბევრი რამე თქვენს მისამართით არ ყოფილა ნათქვამი და ბევრი რამე კი მე არ მითქვამს,მარა ეგ არაფერი. უბრალოდ,კომუნიზმი და მასთან სიახლოვე რას ნიშნავს ეგ დავწერე. გამგები გაიგებს და ვისაც არ უნდა გაგება მე რა ვქნა. თქვენი არ იყოს,კი მწყინს,მაგრამ რას ვიზავთ თუ ვინმეს წაკითხულის გააზრება არ შეუძლია ანდაც მორალისტობა სურს,ეგ ჩემი საქმე არ არის. სამეგობრო მყავს მაგისათვის და იმათზე ვიდარდებ. ხოდა არ ვიცი თქვენ რას გეუბნებიან,მაგრამ ყველგან არ მაუწყებლობს ეგ თქვენი სილქი და რაც გინდათ ის დაწერეთ. პირადი გამოცდილებით ვიცი და მომხმარებელმა დაწერა კიდევ. ასე გაიყარა ჩემი და სილქის გზები,ასევე ჩემი და თქვენი. იმედ გაცრუებული დავრჩი ნამდვილად,მაგრამ საქართველოში არაფერი არ მიკვირს. მოწონება/არ მოწონებაზე საუბარი საერთოდ არ იყო,ეს არის უკუკავშირი,რაც უნდა გაინტერესებდეთ წესით,მაგრამ არ გაინტერესებთ. კი ქმნით ილუზიას რო გაინტერესებთ,მარა ეგრე არაა. საუბრის მაქეთ წაყვანაც მაგას ემსახურობოდა. დღეს მე წავალ,ხვალ სხვა და ერთმანეთს წაუყვანეთ რეპორტაჟები მერე :) კიდევ ვიმეორებ,არავინ არ იცის ხვალ რა იქნება და როცა ის დღე დადგება,თან აუცილებლად დადგება,მერე მარტო რო დარჩებით მე არ დამაბრალოთ და არც გაგიკვირდეთ. წარმატებები ყველა შემთხვევაში ყველას და იმედია ადრე თუ გვიან მაინც გაიზრებთ ამ ქვეყანაში რა და როგორ უნდა იყოს,გამოხვალთ სსრკ აზროვნებიდან და მერე გამიხსენებთ. რაც არ გინდათ ღმერთმა ნუ მოგცეთ და კარგად იყავით
  4. Salukvadze Offline 2 ოქტომბერი 2019 20:04
    chipe888
    ვერ გავიგე რას მეჩხუბები?
    იქ რაც დავწერე ამით ზოგადად მაყურებლების პრეტენზიების კრებითი შეფასება და მასზე ახსნა-განმარტებითი პასუხი ვცადე.
    ვისი რა საქმეა კომუნისტი ხარ თუ ლეიბორისტი?
    ან სად ვთქვი რომ აღარ გავუშვებთ თქო? არ გვაქვს ვალდებულება და მაინც ვუშვებთ და გავუშვებთ თქო.
    დედა ტერეზობა რა შუაშია?
    რაღაც ვერ მოზომე მე მგონი...
    რეგიონებშიც არის სილკი და სოფლებშიც, საიდან მოგაქვს რომ მხოლოდ დიდ ქალაქებშია?
    ან დინამოში ჩემი მუშაობა რა შუაშია? ან სპონსორის მოზიდვას რატომ წარმოაჩენ მანკიერ საკითხად?
    შენ გამოიგონე რამე უკეთესი და უფრო მეტად საქველმოქმედო, მე ეს მოვახერხე. მე არ მეწყინება.
    არავის ვეჯიბრები.
    რაზე გაქვს ნერვები მოშლილი? სახელმწიფოს ბიუჯეტის განკარვას მემართლები?
    ან რომელმა ბიზნესმენმა ვის რა ჩაურიცხა?
    არც ვიცი და არც მაინტერესებს, ფეხბურთზე და სპორტულ ტელევიზიაზე ვსაუბრობ და მეტზე არაფერზე.
    დანარჩენ საკითხებზე არ ვაპირებ შენთან კამათს, მაგისთვის მეგობრები მყავს.
    და თუ არც ჩვენი მუშაობა მოგწონს და არც გადაცემა, კი მწყინს, მაგრამ ვერ დაგაძალებ ვერაფერს, საბედნიეროდ საკმარისად გვყავს მაყურებელი.
    არა და პირიქით, მეგონა ჩვენი გულშემატკივარი იყავი...

    ძალიან გთხოვ ნუ "გვიყვირებ" მეორედ, ჩვენი თუნდაც შენგან განსხვავებული აზრის გამო.

  5. chipe888 Offline 2 ოქტომბერი 2019 19:29
    განსხვავებას ვერ ხედავ,ყველა სოფლის ყველა სახლსა და ყველას ვისაც სურს რო ქონდეს შორის? სიბრაზე არაფერ შუაშია,უბრალოდ ვერ ვხდები გაუგებარი რატოა და რატო მედავებით. გადაცემაში ადამიანმა თქვა,რომ გავითვალისწინეთ ადამიანების ზრდილობიანი თხოვნა და სადაც საშუალება არ აქვთ რო უყურონ სილქის ყველა არხსო,მაშინ ჩანაწერს გავუშვებთ უნივერსალზეო და არ გიფიქრია,რომ ეს არის ზუსტად მოთხოვნა? ადამიანს სურვილი აქვს და ამისათვის მზად არის გადაიხადოს ფული,მაგრამ არ აქვს,მერე უკავშირდება და თხოვს რო ჩანაწერში მაინც მანახეთ თამაშებიო და ეს რა არის? ყველა სოფელში ყველა სახლში საკაბელო ტელევიზია? კომუნიზმის განმარტება გადაიკითხეთ ჯერ და მერე უწოდეთ ადამიანს კომუნისტი :) ბიზნესის ელემანტარული საწყისების გადაკითხვაც არ გაწყენდათ :) ცეხავიკის მენტალიტეტი და კომუნისტური აზროვნება ზუსტად ეგ არის,როცა ამბობ,რომ ყიდი რაღაც პაკეტს და მომხმარებელი მზად არის გადაიხადოს თანხა,რაც შეადგენს ღირებულებას ამ პროდუქტის,მაგრამ შენ ეუბნები შენ იქ არ ცხოვრობ სადაც უნდა ცხოვრობდეო და მომხმარებელს ადანაშაულებ ამაში რო კომპანიაა მაჩანჩალა. იაპონიაში ერთერთ დასახლებაში მატარებელს მხოლოდ ერთი მგზავრი გადაჰყავს უნივერსიტეტამდე და ასე გაგრძელდება,სანამ ეს ერთი მგზავრი ისწავლის იქ. აი ეს არის მიდგომა და არა უმრალესობის მოთხოვნის გათვალისწინება. სოციალური-დემოკრატია უმრავლესობის ძალაუფლება უმცირესობაზე,ხოლო ლიბერალური დემოკრატია,როცა 1 ადამიანის ინტერესი გათვალისწინებულია და მას ყურადღება ექცევა. აგერ ამდენი ხანია ვიძახი რო მოთხოვნა მაქვს,მაგრამ მილიონი კაცის ხელმოწერა მჭირდება თურმე რო რამე ვქნა. ესეც შენი სოციალიზმი და კომუნიზმი. არხების დაბლოკვაზე საუბრობ და თუ სილქი არ აქვს,მაშინ რატომ უზღუდავ სხვა საშუალებით ნახოს რაიმე? თუ ეგრე ძალიან გინდა რო ფული გადაიხადო თბილისელმა მომხმარებელმა,მაშინ დაიბლოკოს უნივერსალი მანდ და უყურეთ სხვა ფასიან სპორტულ არხებზე,ხოლო სადაც მაგ პაკეტის შეძენა არ შეუძლიათ იმათ შეარგეთ.როცა მოხდება სრული დაფარვით მაუწყებლობა,მაშინ დაბლოკვა/განბლოკვაზე მერე ვისაუბროთ.
  6. IAKUDZA12 Offline 2 ოქტომბერი 2019 19:26
    chipe888
    სრულებით გეთანხმები მეგობარო,სილქის საკაბელო ტელევიზია ვრცელდება მარტო დიდ ქალაქებში...

    პირადად მე რეგიონში ვცხოვრობ და ვიცი აქ  ბევრ ადამინს აქვს სურვილი და მოთხოვნა სილქის სკაბელოს ჩართვისა  მაგრამ თვითონ კომპანია ვერ უზრუნველყოფს რეგიონებს  საკაბელოს მიწოდებით..
  7. chipe888 Offline 2 ოქტომბერი 2019 19:03
    Nika Gaprindashvili
    სოციალური პასუხისმგებლობა პოლიტიკოსების მოგგონილი როდის აქეთ გახდა? თუ სოციალისტური დაიჭირეთ და ეგრევე იდეოლოგიაზე წახვედით. აქ არ იგულისმხება არც პენსიის ზდა,არც სოციალური დახმარება და არც უფასო სერვისები. სოციალური პასუხისმგებლობა,როცა რაიმე ბიზნესი გაქვს და ამ ბიზნესის წარმოებასთან ერთად ითვალისწინებ ადამიანების მოთხოვნას. მაგ. თუ რაიმე საშიში ნივთიერების გადამამუშავებელი ბიზნესი მაქვს,მაშინ მე ვალდებული ვარ რო გამონაბოლქვი არ გამოვიდეს გარეთ. ძალიან ბევრი კომპანია აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს და ზოგი ცდილობს ხეების დარგვას ან გლობალური კატასტროფების რისკების შემცირებას ან ზარალში თანამონაწილეობას. აქ არაფერ შუაში არ არის არც პოლიტიკა და არც შალვა :) ხოდა საოჯახოტექნიკის მაღაზია არ არის სოფლებში,მაგრამ ეს მაღაზიები უზრუნველყოფენ მიწოდებას. ცუდი შედარება და არანაირ კავშირში არაა ტელევიზიასთან. მაგთის ტელევიზია არის მთელ საქართველოში,ისევე როგორც ინტერნეტი? ამ შედარებით დაიწყე და საოჯახო ტექნიკის მაღაზიას შევეშვათ. ეხლა რო ნებისმიერი სოფლის მცხოვრებმა მოითხოვოს სილქის პაკეტის შეძენა შეიძენს? და მერე მაგთიზე დასვი იგივე კითხვა და შეადარე. ტყუილად არ დამიწერია,რომ საქართველო მარტო თბილისი გგონიათ და რამე პრივილეგია გგონიათ მანდ ცხოვრება.ნება რო დაგრთონ ალბათ ყველანაირ მაუწყებელს გამორთავთ რეგიონებში. ადამიანის დაღუპვა მაქედან იწყება,როცა ადგილმდებარებით საზღვრავთ ვის რა უფლება უნდა ქონდეს და ან რა იყოს ხელმისაწვდომი და რა არა. შეიგიძლია მონაცემები მომაწოდო რო რეგიონებიდან მოთხოვნა არ არის და ამიტომ ვერ უზრუნველყოფს სილქი მიწოდებას? 
  8. Nika Gaprindashvili Offline 2 ოქტომბერი 2019 19:01
    chipe888 

    პროექტის სახელით მე ვერ გიპასუხებ, ჩემს აზრს გამოვთქვავ. ეს პროექტი ორივეა მარკეტინგიც და ქველმოქმედებაც. ფულს შოულობს მარკეტინგით მაგრამ შემოსავალს ხარჯავს ქველმოქმედებაშიც.

    რატომ ბრაზობ მაგას ვერ ვხვდები. რასაც შენ ამბობ თუ ეგ ლეგიტიმურია, მაშინ ადრესატი არა სილქი არამედ ჩემპიონთა ლიგას ვინც ყიდის ის უნდა იყოს. სოციალური პროდუქტი კი ჩემპიონთა ლიგა საერთოდ არაა. ჩემპიონთა ლიგის თამაშით იღებ სიამოვნებას, სოციალური შეიძლება თქვა იმაზე რის გარეშეც არსებობა შეუძლებელია. 

    ლევანის არ დაუწერია აღარ გავაო, უბრალოდ ხსნის რომ ვალდებული არავინ არაა გაუშვას ღია არხზე რაშიც სწორია და რა არის აქ გაუგებარი ვერ ვხდები. შენ კი წერ არა ვალდებულები არიანო, ანაც ყველა სოფლის ყველა სახლში მიიყვანეთ საკაბელოვო და მერე მოთხოვეთ გადახდაო. ეს კომუნისტური მიდგომაა აბა რაა..

    მოთხოვნა რომ არსებობდეს სილქი შენზე მეტად იქნებოდა დაინტერესებული სოფლებშიც მიეყვანა ინფრასტრქუტურა მაგრამ არ არსებობს.
  9. chipe888 Offline 2 ოქტომბერი 2019 17:56
    რაც შეეხება კომუნისტურ აზროვნებას, ჩემს არცერთ სიტყვაში კომუნისტურის არაფერი ურევია.ევროპა და ის სახელმწიფოები,რომლებიც ჩამომმითვალეთ ყველა მათგანის მოსახლეობა დაბერების პროცესშია და იქ უფრო მეტად შეხვდებით სოციალისტურ-ნაციონალისტურ მიდგომებს ვიდრე ჩემს დაწერილში. დღეს საქართველოში სოციალური დემოკრატია ყვავის და მორალისტებით გაივსო ქვეყანა. ძალიან ბევრი ყველაფერში ადანაშაულებთ სახელმწიფოს და პასუხისმგებლობას მას აბარებთ. მოწევის აკრძალვაზე,ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე თქვენი წარმოთქმული სიტყვა გაიხსენეთ.დარწმინებული ვარ რო ძალიან ბევრი სოციალური პროექტით სარგებლობთ და ფეხბურთში ბიუჯეტის ფულის დახარჯვაზეც არ გქონიათ პრეტენზია. პრეტენზია გაქვთ არამიზნობრივ ხარჯვაზე და არა გადასახადის გადამხდელების ფულის ამ სფეროში ჩასხმაზე.და კიდევ მე მაქვს კომუნისტური აზროვნება. კომუნისტური აზროვნება არის,როცა რაიმეზე მოთხოვნა არის და ამის პასუხი არ შეგიძლიათ,მერე კიდევ ეს ბიზნესი გაქვთ და თან ამბობთ რო ვალდებულები არ ხართ. მაშინ ესეთ კითხვას დავსვავ: ფული რამდენი ჩადო ბიძოს საარჩევნო კამპანიაში თქვენმა მფლობელმა? ლოგიკური კითხვა,რადგან კონკურენტულ საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეუძლებელია არსებობდეს ისეთი კომპანია,რომელიც მომხმარებლის მოთხოვნას ვერ პასუხობს. სადაც ეს უკანასკნელი არ არის,მაშინ სამქე გვაქვს ოლიგოპოლიასთან ან მონოპოლიასთან. ერთიც და მეორეც მაშინ ხარობს თუ სახელმწიფოსთან კარგ ურთიერთობაშია. 

    P.S. ხომ არ ხართ ვალდებულები უფასოდ გაუშვათ რამე უნივერსალზე,ხოდა ველოდები რო დღევანდელი თამაში თუ არა,მომდევნო ტურის თამაშები არ გავიდეს ამ არხზე. სხვა შემთხვევაში ჩავთვლი დედა ტერეზობა დაგიწყიათ და პროექტი " იმედის ფსონი" ჯერ აჭარის და ახლა ევროპა ბეთის საქველმოქმედო მარკეტინგია და არა მართლა ქველმოქმედება
  10. Nika Gaprindashvili Offline 2 ოქტომბერი 2019 17:54
    ევროპაში მაგიტომაა ფეხბურთი როგორც ბიზნესი განვითარებული.

    ტელევიზიები ერთ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა კლუბების ფინანსური მოგების. საქართველოში მოსახლეობის ფინანსური ყოფიდან და ცნობიერებიდან გამომდინარე მაგის გაკეთება რთულია თორე ზოგადად ძლიერი ჩემპიონატი ჯანსაღი სატელევიზიო სისტემის აწყობის გარეშე შეუძლებელია. 

    ფეხბურთელი რომ ხელფასს იღებს ის ფული ჰაერიდან კი არ მოდის ან თავისი ჯიბიდან კი არ უხდიან კეთილი ბიზნესმენები. იხდის ყველა ის ტელემაყურებელიც რომელიც რეპორტაჟის ყურებაში ფულს იხდის. პლიუს სტადიონზე გაყიდული ბილეთები, რეკლამები და ა.შ. აწყობილია ჯანსაღი ბიზნეს მოდელი სადაც ყველა მოგებული რჩება ამას მოაქვს საბოლოო ჯამში ხარისხი. მაგალითად პრემიერ ლიგა არის სერიოზული ბიზნეს მოდელი. ჩვენსავით კი არიან იქ 81 ში თასების თასი მოვიგეთ და დინამომ ძველი დიდება უნდა დაიბრუნოსო. იქ ყველა თავის გასაკეთებელს აკეთებს და ხარისხიც მოდის, თორე მარტო წარსულის ძახილით რომ შემოიფარგლონ, ისე ამოყოფს ტრადიციების მქონე ლივერპული თავს მესამე ლიგაში როგორც დაგიბარებიათ. დინამოც რომ ყველა თამაშიდან შემოსავალს იღებდეს იქნებოდა უფრო ძლიერი მაგრამ არ იღებს და კი არის ის რაცაა.   


    ჩვენთან ეს ყველაფერი სრულად მოშლილია არამარტო იმის გამო რომ ფინანსურად გვიჭირს. არამედ ცნობიერების დონეზეც, საბჭოთა ცნობიერებაში ვართ ისევ სამწუხაროდ არამარტო ამ სფეროში. 

    ამიტომ ვაფასებ ამ სპორტული ჟურნალისტების ჯგუფს,  როცა ამ ვითარებაშიც კი ახერხებენ ხარისხიანი პროდუქტი შექმნან. არაა მარტივი არაჯანსაღ გარემოში ჯანსაღი პროდუქტი შექმნან. მაქვს მადლიერების გრძნობა, თორე არც აფერისტი ვარ და არც პიროვნებების გაკულტება მჭირს.  

    chipe888 
    არანაირი ბიზნესის სოციალური ვალდებილება არ არსებობს, ეგაა პოპულისტი პოლიტიკოსების მოგონილი ფრაზები.. ბიზნესი არის მრტივი სქემა მოთხოვნა მიწოდების სქემა. რომ იძახი სოფელში ვერ უყურებენო, სოფელში რომ გაჩნდეს მოთხოვნა გაჩნდებოდა მიწოდებაც. მაგრამ არაა მოთხოვნა. სოფელში რატომ არ არის მაგალითად ტექნიკის მაღაზიები? რატო არ აქვთ ტექნიკის მაღაზიებს სოციალური ვალდებულება ტექნიკა მიაწოდონ ადგილზე? იმიტომ რომ არაა იქ შესაბიმისი მოთხოვნა. ამიტომ უწევს სოფელში მცხოვრებს თუ მოუნდება ტექნიკა ჩამოვიდეს ქალაქში და აქ იყიდოს.
  11. chipe888 Offline 2 ოქტომბერი 2019 17:37
    ჯერ ერთი მე არსად მიხსენებია,რომ უფასოდ უნდა იყოს მაინცადამაინ და მეორეც დიახ ყველას აქვს უფლება სურვილის შემთხვევაში უყუროს ფეხბურთსაც და ჭოკით ხტომასაც. გარკვევით წერია თეთრზე შავად რასაც ვფიქრობ და ამოკრეფილი რაღაც ფრაზებით საუბარი რა საჭიროა. ვიცოდი,რომ წაკითხულის გააზრების პრობლემა იყო ამ ქვეყანაში,მაგრამ ამას არ ველოდი. როცა ამბიცია გაქვთ,რომ აჩვენოთ ჩემპიონთა ლიგა ექსკლუზიურად საქართველოში,მაშინ უნდა უზრუნველყოთ ყველა არხის მიწოდება საქართველოში და თუ არ გაქვთ ამის თავი,მაშინ სხვა ოპერატორის გამოყენებით შეიძლება მაგის მოგვარება. არ ვართ ვალდებულებიო და სწორედაც ხართ ვალდებულები,რომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულოთ. უფასოდ უნდა იყოსო სად წაიკითხეთ? თხოვნის ფორმა,რას უნდა ქონდეს ვერ მივხვდი? არც არაფერს მითხოვია და არც დამიდანაშაულებია ვინმე. უბრალოდ,ადამიანს ვუპასუხე და დავწერე ჩემი აზრი. თუ გინდათ ფასიანი იყოს და რაღაც თამაშები დაიბლოკოსთქო,მაშინ უნდა შეეძლოს ყველას მაგ არხების შეძენათქო და ახლავე მაგის გაკეთება არ ღირსთქო,რადგან ადამიანები დარჩებიან ამის გარეშეთქო და როგორც კი უზრუნველყოფა იქნება,მაშინ შესაძლებელიათქო. სად არის ნახსენები აქ უფასოდ მიწოდება? 
    რაც შეეხება საზოგადოებრივს,ეგ ვაფშე გასაუქმებელია და დაფინანსება შესაწყვეტი. სწორედ ამაზე იყო საუბარი და არა ლიგის დაბრუნების მოთხოვნა ან გინდათ თუ არა საზოგადოებრივმა უნდა იყიდოსთქო. საზოგადოებრივი ფინანსდება ბიუჯეტიდან და საქართველოს ყველა მოქალაქეების ფულია. ამ ფულის დახარჯვა რაღაც ჯგუფის ინტერესებისთვის არასამართლიანია და ამაზე ადრეც მქონდა საუბარი. არცერთი საქართველოს მოქალაქე არ არის ვალდებული აფინანსოს დინამო თბილისი ან ქუთასის ტორპედო,მაგრამ ვაფინანსებთ. თუ სწორეად მახსოვს დინამოში მუშაობდით. სწორი როგორც არის ბევრჯერ დავწერე და კიდევ გავმეორდები: თუ გიყვარს ფეხბურთი,მაშინ უნდა გადაიხადო კიდეც. გინდა ლიგის ყურება,მაშინ გადაიხადეს პრინციპით,მაგრამ ერთი პრობლემაა.რაიმეზე მოთხოვნის გაჩენის დროს ნორმალური ბიზნესი პასუხობს ამ მოთხოვნას და უკეთებს მიწოდებას. ახლა რა ხდება თქვენს შემთხვევაში, რეგიონებში არის მოთხოვნა და ადამიანები მზად არიან ფული გადაიხადოს,მაგრამ ვერ ახერხებთ მიწოდებას. და როცა ვერ ახერხებთ,მაშინ რაღაც კუთხით აკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას და ამიტომაც უშვებთ უნივერსალზე და როგორც თქვენ ამბობთ ითვალისწინებთ თხოვნას. დედა ტერეზად ვინმეს ან რაიმეს გამოყვანა არ არის საჭირო და სწორედაც ეს არის ვალდებულება ნებისმიერი ბიზნესის. როცა გარკვეულ ბიზნესში მოღვაწეობ,მაშინ ვალდებული ხარ წამოსული მოთხოვნა მიწოდებით უზრუნველყო. სხვა შემთხვევაში დაღუპული ბიზნესია ის რომელიც ვერ პასუხობს მომხარებლის მოთხოვნას. ლევან,ჩამოწერეთ თქვენი კომპანიის მისია და მიზნები,მერე მე რაც დავწერე გადაიკითხეთ და თუ რაიმეში ვცდები მითხარით.


  12. Salukvadze Offline 2 ოქტომბერი 2019 13:13
    "ფეხბურთის ყურების უფლება აქვს ყველას" - ეს ფრაზა არის მოგონილი...
    ვითვალისწინებთ ჩვენს რეალობას და ვაჩვენებთ, მაგრამ სრული უფლება გვაქვს, რომ შევიტანოთ ყველა საინტერესო მატჩი შიდა არხებზე და უნივერსალზე გავუშვათ ცრვენა ზვეზდა-ოლიმპიაკოსი.
    რას ნიშნავს ფეხბურთი ყველასია?
    სხვა ქვეყნებში არ არის ყველასი? ლიგის მატჩები ყველგან დახურულია, მეტსაც გეტყვით ეროვნული ჩემპიონატებიც, მათ შორის საკუთარი ქვეყნისაც.
    აბა სცადეთ და უყურეთ ბუნდესლიგას გერმანიაში, პრემიერლიგას ინგლისში, ლა ლიგას ესპანეთში...
    ხშირად სანაკრებო მატჩებიც კი ცენტრალურ არზებზე გადის კოდირებული, ანუ დამატებითი გადასახადის შემთხვევაში უყურებ.
    და ვერ ვხვდები რატომ აქვს უფლება ხალხს...
    ან უფრო სწორად რატომ არის ვალდებული ვინმე, ვალენსია-ატლეტიკო ან რეალი-ბარსა იყიდოს და შემდეგ აჩვენოს უფასოდ მოსახლეობას?
    როდესაც თხოვნის სახე აქვს დაწერილს კიდევ შევდივარ მდგომარეობაში, მაგრამ როდესაც მოთხოვნაა, რატომ გვართმევთ ფეხბურთს???
    სილკი სანამ დაარსდებოდა (თავიდან GMG) წართმეული არ გქონდათ ფეხბურთიც და სპორტიც?
    მეტსაც გეტყვით ჩვენ ჩემპიონთა ლიგა არავისთვის წაგვირთმევია, თუმცა არც ეგაა სირცხვილი, აგერ არ "წაგვართვეს" პრემიერლიგა?
    ლიგა რომ არ გვეყიდა ღია არხებისთვის, არავის ექნებოდა... ჩვენს გარდა არავის ჰქონდა შეტანილი წინადადება გვექნებოდა მხოლოდ შიდა არხებებზე ჩვენების უფლება (რაც ისედაც გვქონდა წინა წლებში).
    არც საზოგადოებრივი მაუწყებელი მგონია ვალდებული გინდა თუ არა ქონდეს ლიგა, ესეც ვინ მოიგონა არ ვიცი... სხვაგან ასე არ არის.
    ერთადერთი შეიძლება თუ საკუთარი ქვეყნის გუნდი თამაშობს ის აჩვენონ, ისიც იშვიათად.

    ვეთანხმები ნიკას - ევროპისკენ და კაპიტალისტური წყობიკენ სწრაფვა და ამავე დროს კომუნისტური ეპოქის აზროვნება, რანაირად მოდის თანხვედრაში ვერ ვხვდები. მაშინ ფეხბურთამდე, სწავლა და მედიცინა მოითხოვეთ უფასოდ, ან გაზი და ელექტრო ენერგია, ან სულაც ინტერნეტი... ესენი არ გიკვირთ ეგუებით და რა დროს ფეხბურთია :)))
  13. chipe888 Offline 2 ოქტომბერი 2019 12:10
    Nika Gaprindashvili
    ნებისმიერ კომპანიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა,ამიტომაც ვალდებულია შეძლებისდაგვარად მოემსახუროს ყველას.რეგიონებში არ მაუწყებლობს სილქი სრული დატვირთვით და თუ მას აქვს ექსკლუზიური უფლება ჩემპიონთა ლიგის თამაშების ჩვენების,მაშინ ისინი რჩებიან ამ ლიგის გარეშე. თუ დაიბლოკება,მაშინ ვერც უცხოურ არხებზე ნახავენ თამაშებს. კი ინტერნეტის ეპოქაა,მაგრამ უფროს თაობას უჭირთ ახალ ტექნოლოგიებთან შეგუება. თუ ამბიციაა,რომ მომემსახუროს ყველა სპორტული სახეობის მოყვარულებს ქვეყნის მაშტაბით,მაშინ უნდა მიაწოდოს კიდეც. არ გედავები იმ ამბავში,რომ თუ ხარისხი გინდა,მაშინ უნდა გადაიხადო,მაგრამ ეს მაშინ უნდა მოხდეს სრული უზრუნველყოფის მერე. პრემიერლიგის თამაშები სხვა კომპანიამ შეიძინა და უფასოდ სთავაზობს(იმიტაცია არის ყოველშემთხვევაში) მომხმარებელს. გაჩნდა პრეტენზია(სამართლიანი) რო ტელევიზიით სურდათ ყურება და მარტო ინტერნეტი არ აწყობდათ. ამ კომპანიამ სპეციალური აპლიკაცია დაამატა,რომლითაც საშუალება აქვთ უყურონ ტელევიზორით. უფასო არაფერია ამ სამყაროში და სხვადასხვა გზებით ხდება ამ საფასურის გადახდა. ასრომ აქ გაუგებარი არაფერია და ყველა კომპანია უნდა პასუხობდეს თავის მომხმარებლის მოთხოვნას. თუ სილქის ჯგუფის მისია არის მოემსახუროს თბილისს ან რომელიმე დიდ ქალაქს,მაშინ უნივერსალი უნდა გაითშოს რეგიონებში.





    სილქ სპორტს აქვს ექსკლუზიური უფლება ჩემპიონთა ლიგის თამაშების ჩვენების საქართველოში და თბილისია მარტო საქართველო? ეგრე რო იყოს,მაშინ თბლისის თავზე ისევ წითელი დროშა იფრიალებდა. თუ ეს უფლება აქვს,მაშინ მისი მიწოდება უნდა უზრუნველყოს და თუ არ შეუძლია,მაშინ გაყიდოს უნდა რეგიონებში მაუწყებლობის უფლება კონკრეტულად ამ ტურნირზე. ფეხბურთი მასიური სპორტია და მისი ნახვის უფლება ყველას აქვს. ინგლისელები გაბრაზდნენ,როცა ევროპალიგის ფინალი ბაქოში ჩატარდა,მაგრამ მართლები იყვნენ? ბევრი რამე ხელმისაწვდომია ლონდონში და თბილისში არა,ასერომ მინდა სხვა რამეა და როგორ არის სწორი სხვა.ადგილდმებარეობა არ უნდა საზღვრავდეს რა და როგორ უნდა მიაწოდო მომხმარებელს.
  14. Nika Gaprindashvili Offline 2 ოქტომბერი 2019 10:34
    chipe888 

    ჩემი აზრი გამოვთქვი, თორე სილქში თავად უკეთ იციან რა უნდა ქნან. ზეთი პირობითად დავწერე თორე შეიძლება ისეთი პროდუქტი აიღო რაც ყველგან არაა, მაგრამ მე სხვა რამე ვიგულისხმე არც ვიცი ტექნიკურად არის თუ არა შესაძლებელი, ჩვეულებრინი ანტენის არხები ციფრულზე, ზოგი არხი ხომ დაბლოკილია და ფულს რომ იხდი მერე ირთვება. თუ არის საშუალება ცალკეული არხების ჩართვის იქედან ეგრე რომ იყოს სილქზეც გინდა ჩემპიონთა ლიგის ყურება ჩარიცხული უნდა გქონდეს ჩასარიცხი აპარატიდან და იმ დროს ითიშებოდეს თუ ბალანსზე არ გაქვს... 

    ჩემპინთა ლიგის გარეშე რჩება რას ნიშნავს ეგეც არ მესმის. მეც ბევრი რამე მინდა ისეთი რაზეც ხელი არ მიმიწვდება. სილქი ხვალ რომ დაიხუროს ხომ დარჩებიან ჩემპიონთა ლიგის გარეშე და ვალდებულია ვინმე აჩვენოს ჩემპიონთა ლიგა? მახინჯი მიდგომაა ეგ.. ზოგადად ბევრი რამეა ქალაქშირ რაც სოფელში არაა.
    პირველ არხზე მუშაობას რაც შეეხება მე თავად ეგ ორგანიზაცია არც მომწონს როგორც ფუნქციონირებს თორე ვინც მუშაობს იმუშაოს. მითუმეტეს სანდროს კონტექსტში, არამგონია თავად სადრო ბრაზობდეს მაგაზე გიგა იქ რატო მუშაობსო..
    სხვა ტელევიზოები ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან და რასაც უნდა იმას გაუშვებენ. უნდათ ობიექტურს უნდათ სუბიექტურს. 
  15. chipe888 Offline 2 ოქტომბერი 2019 09:26
    Nika Gaprindashvili
    რაღაც საკითხებში გეთანხმები,მაგრამ ყველაფერში ვერ დაგეთანხმები. როცა ამბობ,რომ სატელევიზიო პროდუქტი ისეთივე პროდუქტია,როგორიც მაღაზიაში ზეთი არ არის ეგრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში.ზეთს ნებისმიერ მარკეტში შეხვდები და ხელმისაწვდომია,ხოლო სილქის არხები ყველგან ხელმისაწვდომი არ არის. როცა ამბობ,რომ კომერციული უნდა გახდეს და შეიზღუდოს პირდაპირი რეპორტაჟების გაშვება უფასო არხებზე,მაშინ ადამიანთა კატეგორია რჩება ჩემპიონთა ლიგის გარეშე. თუ სილქის ჯგუფი უზრუნველყოფს მთლიან დაფარვას,მაშინ ეგრეც უნდა იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ყველაზე დიდი მავნებლობა ამ ქვეყანაში და ამ სფეროს ქმნის არაკონკურენტულს,რადგან ყველა შემთხვევაში აქვს შემოსავალი და თან კომერციული შემოსავლის მიღებაც შეუძლია. ხარისხიანია თუ უხარისხო მაინც ვყრით ფულს და ეს აზიანებს საერთო გარემოს. ეს კი ხდება,რადგანაც ამ ქვეყანაში ცეხავიკის მენტალიტეტი აქვს უმრავლეოსბას და მცირე ჯგუფის გარდა პროტესტი არ უჩნდებათ არავის. თავის დროზე ოკუპაციას მოახდინესო და მიწები დავკარგეთო,მაგრამ ოკუპაცია ეგ არ არის მარტო.სსრკ ტვინების ოკუპაცია მოახდინა პირველრიგში და ამის შედეგებს დღესაც ვიმკით. ჩემს პირად შეხედულებას გეტყვით,რომ სირცხვილია საზოგადოებრივ არხზე მუშაობა,ასევე საჯარო სექტორში უმრავლეს თანამდებობაზე ყოფნაც,რადგან ამ ქვეყანაში ადამიანები შიმშილობენ და მათ სიმწრით ნაშოვნ ფულის მესამედ ვიღაც გაზულუქებული ჟურნალისტები(ყველა არა) და ჩინოვნიკები იღებენ. გიგა გვენცაძეს პატივს ვცემ,მაგრამ ვერ ვგებულობ,რატო მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. გაჭირვება არის და არც გიგას ექნება დალხენილი ცხოვრება,მაგრამ მაინც ცუდია იქ ყოფნა. სადაც არ უნდა მივიდეს ყველგან მიიღებენ,რადგან პროფესიონალია თავის საქმის. თავის დროზე შეცდომა არ აპატიეს სანდრო ცნობილაძეს და გამოუშვეს მაგ არხიდან. შეცდომა რამდენად იყო არ ვიცი,მაგრამ ფაქტია არ აპატიეს. სხვებს უარესები ჩაუდენიათ,მაგრამ ისევ მაგ კანტორაში მუშაობენ. იკითხოს მაგ არხმა,თორე სანდრო არ დარჩა უმუშევარი და ისევ დიდი სიამოვნებით ვადევნებ თვალს მის რეპორტაჟებს. ასე ხდება,როცა ადამიანები ფიქრობენ რო "დიადმა" თავებმა ყველაფერი უკეთ იციან და ამიტომაც ვართ ჭაობში. ყველა სფეროში პრობლემააა მონური აზროვნება და ცეხავიკის მენტალიტეტი. როცა გარეთ სიციევეა და ადამიანი ჩეჩმაშია,მაშინ უნდა გადაწყვიტოს შეცივდეს თუ გაგრძელოს ქაქში ყოფნა. სამწუხაროდ,ბევრს ურჩევნია თბილად ყოფნა,თუნდაც ქაქში,მაგრამ არიან ადამიანები სიცივეს უძლებენ და სწორედ ეს სიცივე არის თავისუფლების ფასი. ამ ქვეყანას თავისუფლება აკლია და ამიტომაც ვერ მივდივართ წინ.მონის აშენებული არ გაიშვას არსად არაფერი და სანამ მონობა იქნება ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლება,არც სატელევიზიო სივრცეში და არც სხვა სფეროში. სილქს არ ეხება,მაგრამ თუ საზოგადოებრივზე ვამბობთ,მაშინ სხვაზეც უნდა ითქვას. ყველა ვიღაცას ემსახურება,ზოგი ვის და ზოგიც ვის.ობიექტური ტელევიზია არ არსებობს ქვეყანაში და ობიექტურ ჟურნალისტბზე ხო ზედმეტია საუბარი.
  16. Nika Gaprindashvili Offline 1 ოქტომბერი 2019 20:27
    წარმატებები ამ ბილთეს.

    ახალ ინიციატივას მინდა გამოვეხმაურო თამაშების ჩანაწერის გაშვებაზე, კარგი იდეაა. 
    ზოგადად მე ძაან გამიხარდა ჩემპიონთა ლიგა რომ მთლიანად წამოიღეთ საზოგადოებრივი არხიდან, არაფერს არ ვერჩი იქ მომუშავე ჟურნალისტებს წარმატებასაც ვუსურვებ, განსაკუთრებით გიგა გვენცაძეს. რაც სპორტის ყურება დავიწყე თქვენი არ იყოს გიგას ხმაც მუდმივად ისმის ჩემს ოჯახში და თქვენ არ გვიცნობთ ყველას მარა ჩვენთვის როგორც ოჯახის წევრები ისე ხართ. მაგრამ საზოგადოებრივს ძაან უარყოფითად ვუყურებ, მავნებლობა არხია...

    60 მილიონი აქვს დაფინანსება არხს რომელსაც არ ვუყურებ უხეში გათვლებით დაახლოებით 10 ლარს ვუხდი ყოველთვიურად... პრაქტიკულად ყველა სპორტულ მოვლენას თქვენ აშუქებთ და ფულს მაინც საზოგადოებრივს ვუხდით რა მაფიაა ეს ვერ გავიგე...  დღესაც მაგალითად ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე, რომ მიიღეთ თხოვნა გაითვალისიწინეთ, და საზოგდაოებრივზე რომ ეგ ვინმეს მიეწერა ყურებს არავინ შეიბერტყავდა. ბევრი მაგალითი არსებობს მაგის. ვერ გამოვედით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის აზროვნებიდან თორე ხალხი იმას კი არ უნდა აპროტესტებდეს სილქზე რატომ გადავიდა ჩემპიონთა ლიგაო, იმას უნდა აპროტესტებდეს რატომ ვუხდით მაგ საზოგადოებრივს ფულს.

    მე თქვენს ადგილზე ფასიანსაც გავხდიდი ყველა თამაშს, თუნდაც სილქ უნივარსაზე ციფრულზე უნდა იყოს მაგის ტექნიკური საშუალება რომ ჩემპიონთა ლიგის დროს ჩაიკეტოს ეთერი და ვისაც ყურება უნდა ნაყიდი ჰქონდეს მინიმალური პაკეტი.. უნდა ესმოდეს ხალხს რომ ხარისხი თუ გვინდა ყველაფერი კომერციაა, გასაგებია რომ უჭირს ხალხს მაგრამ, ჩემპიონთა ლიგაც ისეთივე პროდუქტია როგორც მარკეტში რომ ზეთი იყიდება. უჭირს ხალხს მარა უფასოდ არავინ არ ატანს მარკეტიდან ზეთს. და თუ უფასო იქნება შედეგი იქნება ჯერ უხარისხო და მერე ზეთი საერთოდ აღარ იქნება მარკეტში...
     
    სხვა დიდი არხებია კიდე გადასახადებს საერთოდ არ იხდიან, და ეგეთი მავნებლობა არხები უშლიან ხელს სილქის ნაირ კომერციულ არხებს განვითარებას. თუ მავალდებულებენ ტელევიზიას ფული ვუხადო ის მაინც მკითხონ რას ვითხოვ მე ტელევიზიისგან და ჩემი ფული იმ ტელევიზიას მისცენ რომელიც იმ პროდუქტს მთავაზობს რაც მომწონს...

    მოკლედ ჩემი პოსტების უმრავლესობა კრიტიკულია აქ და ვიღაცა იფიქრებს შარზე ვარ მარა ვწერ იმას რაც არაჯანსაღად მიმაჩნია... თუ პროცესი ჯანსაღი არ იქნება სფერო ვერ განვითარდება...