2 ნოემბრის ”იმედის ფსონის” ლევანის ბილეთი

ლევერკუზენი-გლადბახი (II გუნდის გოლები 1.5) მეტი / 1-2
ვალვაიკი-ჰერაკლესი 2 / 2-0
უოტფორდი-ჩელსი 2 / 1-2
ტულუზა-ლიონი 2 / 2-3

კოეფიციენტი: 15.3

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 6

  1. chipe888 Offline 2 ნოემბერი 2019 20:06
    Nika Gaprindashvili
     ყველა ვთანხმდებით,რომ რეგულაციას კარგი შედეგისთვის არ აკეთებენ. ზუსტადაც,რომ ეგეთი ლობირებისგან დაცული იყოს მომხმარებელი და კომპანიები არ უნდა იყოს რეგულაცია. ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია,როდესაც ადამიანს შეუძლია დაინახოს ის,რაც ხილულია და ამავდროულად ქონდეს წარმოდგენა რაც უხილავია. სწორი მსჯელობა მეორე კომენტარში და მივესალმები მსგავს აზროვნებას. ჩემი აზრით,ადამიანისთვის დამაცირებელია ასეთი მიდგომა,თურმე მას არ შეუძლია თეთრის და შავის გარჩევა. როცა სახელმწიფო ცდილობს ადამიანს პრიმატის დონეზე დაიყვანოს და ისე გადაუწყვიტოს ყველაფერი რა იქნება კარგი და რა ცუდი. ეს არის შეურაწყოფა და დაბალი დონე,ისეთი რომლის დაბლა არაფერია. ყველა ის ადამიანი,რომელიც ასეთი რამით ფუთავს ადამიანების ტკივილს ყველაზე საშიშია. ამორალურია,როცა სხვისი ტკივილის გამოყენებას ცდილობ საკუთარი რაღაც მოსაზრებების თუ მიზნების განსახორციელებლად. ხოდა ასეთ ხალხს ერთად უნდა ვებრძოლოთ შესაძლებლობების და მორალის ფარგლებში. არ უნდა დავუშვათ ამ ქვეყანაში,რომ ადამიანი გამოიყენონ როგორც რაიმე ნივთი.


  2. Nika Gaprindashvili Offline 2 ნოემბერი 2019 18:53
    სახელმწიფოს როლზე გეთანხმებით, უნდა რომ ჩვენი ბებია იყოს ეს ერთია.

    მაგრამ მეორეა, ბებია რომაა ცუდია მაგრამ როგორი ბებიაა ესეც უნდა ვიცოდეთ.

    ხშირ შემთხვევაში ჩვენზე ზრუნვა არის ხოლმე გაჟღერებული, მიზეზი კი სულ სხვაა. მე ერთ მაგალითს მოვიყვან

    წელი არ მახსოვს ზუსტად, 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა მიიღო კანონი, აქციზის გადასახადი გაზარდეს ალკოჰოლულ სასმელებზე, ანუ რაღაც სასმელი  ალკოჰოლის გარკვეულ დოზას თუ შეიცავდა დაეკისრა მეტი აქციზის გადასახადი. გამოაცხადეს თავისთავად რომ საზოგადოებაზე ვზრუნავთ ნაკლები ალკოჰოლი რომ მიიღონო. 

    სინამდვილეში მთავარი მიზეზი რა იყო, ამ კანონის მთავარი ლობი იყო გოგი თოფაძე, რომლის მიზანი იყო გაძვირებულიყო მისი ლუდის კონკურენტი სასმელები რომლებსაც ხარისხით კონკურენციას ვერ უწევდა, შესაბამისად მას უნდა გაზრდოდა მოგება. კანონიც ესე იყო მიღებული მაგის ლუდს არ შეეხო.

    მაგრამ შემეხო მე, რიგით მომხარებელს, ხილის კოქტეილი იყიდებოდა , რომელსაც ცოტა ალკოჰოლიც ჰქონდა, იყო ხარისხიანი, კარგი დასალევი არც დაგათრობდა მოგიყვანდა ხასიათზე. არაფერი ცუდი მინარევებიც არ ჰქონდა. ღირდა 8 ლარი 1 ლიტრი. 2 ლიტრიანი თოფაძის ლუდში ჩასკდომას ყოველთვის ეგ მერჩივნა ხოლმე და საკმაოდ ხშირად ვყიდულობდი. 

    ხოდა მაგ თოფაძის ლობირებით რომ კანონი მიიღეს ეს კოქტეილი მოყვა იმ კანონში, დაედო აქციზი და გახდა 18 ლარი. თოფაძის ლუდი კი დარჩა იგივე ფასზე. ესე ჩამოიშორა კონკურენტი. ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ თოფაძის ლუდი ბევრად უფრო საზიანოა ჯანრთელობისთვის ვიდრე ის კოქტეილი. მაგრამ კანონი ესეთი მიიღეს. 

    თოფაძემ გადამიწყვიტა რა უნდა დავლიო მე და რა არა...

    იგივე ხდება სიგარეტზეც ეხლა რომ აძვირებენ. თქვენზე ვზრუნავთო, სინამდვილეში ხარიასხიანი სიგარეტი ძვირდება ისე რომ ხალხმა დაიწყო ჩხარტიშვილის უხარისხო სიგარეტის მოწევა, რომელიც არის სრული ნაგავი.  კარგი არცერთი არაა სიგარეტი მაგრამ შედარება მაინც შეიძლება ერთის მეორესთან. 



    მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ საზოგადოებაც ესეთია. ვაშა ურას ძახილით ხვდება ესეთ რამეებს. 
  3. Salukvadze Offline 2 ნოემბერი 2019 18:27
    chipe888
    აი ამჯერად 100 პროცენტით გეთანხმები!!!
    მშობლის სინდრომი, მე ვამბობ ხოლმე სახელმწიფოა თუ ბებია თქო :)))
    ბარემ ზამთარში უქუდოდ გამოსვლაზეც დაგვიჭირონ, რომ არ გავცივდეთ.
    ცხოვრება შეიცავს უამრავ რისკებს და ზრდასრული ადამიანი თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას რას როგორ გააკეთებს.
    მითუმეტეს, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში სასაცილო იქნება ამ თემებზე საუბარი, რომ ბავშვები დავიცვათ ტოტელიზატორისგანო...
    თუმცა საქართველოში 45 წლის კაციც ხშირად"ბავშვია" მშობლისთვის :)))
    იგივე წარმატებით შეიძლება აიკრძალოს მოკლე კაბის ჩაცმა ან ჭადრაკის თამაში...
    სუიციდი ცუდია... მაგრამ იმდენი შემთხვევაა, სხვა და სხვა მიზეზებით...
    ბანკის ვალები, სიყვარული ან ღალატი, გაკოტრებული ბიზნესმენი ან პოლიტიკოსი... ყველაფერს ვერ აკრძალავ...
    მოგვეცით საშუალება ჩვენი ცხოვრება კანონის ფარგლებში ჩვენვე განვსაზღვროთ...
    იპოლიტე ხვიჩიას გმირის არ იყოს - კიდეც მოვწიოთ, კიდეც დავლიოთ და კიდეც ვინერვიულოთ :)))
    ბარემ პიონერებში მიგვიღონ და სუკეთესოები კომკავშირში.
  4. chipe888 Offline 2 ნოემბერი 2019 18:06
     რაც შეხება კაზინოების თემას და რეგულაციებს: ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს რო სახელმწიფო იყოს მშობელი,რომელიც ყველაფერს აარიდებს ადამიანს. სულ მესმის ეს ავკრძალოთ,ის დავარეგულიროთ და დიდი სისულელეა ეს ყველაფერი.დარეგულირდა თამბაქოს გასაღება და მოხმარება,მაგრამ რეალურად შეამცირა კი მოხმარება? ჩემი აზრით არა. უბრალოდ,ადამიანები გადავიდნენ უფრო ცუდი ხარისხის თამბაქოს მოხმარებაზე და ჩინოვნიკების ჯიბები უფრო გასქელდა. ადამიანები კი თამბაქოს მაინც მოიხმარენ. ეხლა ახალი რეგულაციის მოთხოვნა გაჩნდა და კაზინოებს მიადგნენ. აკრძალვა არ არის გამოსავალი და ამის არაერთი მაგალითი არსებობს.არ არსებობდა კაზინოები და მსგავსი დაწესებულებები,მაგრამ მიდიოდა ხელზე გამაზვები,რომელიც უფრო ფატალური შედეგებით სრულდებოდა. ადამიანი,რომელიც თავის თავის კონტროლი არ შეუძლია,მაშინ ის საშუალებას იპოვის შექმნას პრობლემები. რამდენჯერაც კაზინოში შევედი იმდენჯერ პირადობა მომთხოვეს და ინტერნეტ რეგისტრაციის დროსაც პირად ნომერს და სხვა დამადასტურებელ დოკუმენტის მონაცემებს ითხოვენ. თუ რომელიმე მშობელის პირადობა მოიპარა არასრულწლოვანმა და ისე მოახერხა დარეგისტრირება,გაიგო საბანკო მონაცემები ეს არ არის კაზინოს პრობლემა. უბრალოდ,ყველაფრის გადაბრალება გვიყვარს სხვაზე და საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ვხედავთ ვერაფერში. თუ მე კაზინოს გამო ვალები,პრობლემები ავიკიდე ესკაზინოს ან სახელმწიფოს ბრალი არ არის და ჩემი დანაშაულია თავიდან ბოლომდე. სახელმწიფომ კი არ უნდა აკრძალოს რაიმე,არამედ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე უნდა იზრუნოს. ამ სამყაროში ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი და ყველაფერს ვერ ავკრძალავთ. ჩემი აზრით,ყველა სულელია ვისაც სჯერა აკრძალვით რაიმეს მოგვარების და ყველა პოლიტიკოსი კი ამის მოთხოვნის დროს პოპულისტია და სხვა არაფერი. დედა ტერეზობას ოდესმე თავი ხომ უნდა გაანებონ ამ ხალხმა და რა უბედურებააა. სამწუხაროა იმ ბიჭის ამბავი,მაგრამ პასუხისმგებლობა მის კისერზეა და მის ახლობლებზე. როცა ხედავდნენ რო ადამიანი პრობლემებში ჩავარდა და დამოკიდებული გახდა,მაშინ უნდა დახმარებოდნენ.არ ან ვერ დაეხმარენ და ეხლა გამოდიან ფრთოსანიფრაზებით,თურმე ცუდი ყოფილა კაზინო და მისი რეკლამირება. ტელევიზია ჩემია და მინდა კაზინოს რეკლამას გავუშვებ და მინდა ტრიკოტაჟისას. თუ ვინმეს არ მოსწონს ნუ უყურებს. ბოლოს კი გეტყვით,რომ ნუ იქნებით იმდენად სულელები,რომ სახელმწიფოს მეტი საშუალება მისცეთ გაკონტროლოს და შეინარჩუნეთ პერსონალური თავისფლება,არ დაგავიწყდეთ პასუხისმგებლობა. გუშინ მოწევა აგიკრძალათ,დღეს გართობა და ხვალ შესაძლოა ცოლთან ურთიერთობაზე ლიმიტი დაგიწესოთ. ისედაც ყველაფერი არეულია ამ ქვეყანაში და კიდევ უფრო ნუ მიიყვანთ მარაზმამდე ადამიანების ცხოვრებას. ვიღაცას თუ უნდა უცოდველი წავიდეს იმ ქვეყანაში ეს მისი საქმეა,მაგრამ მე ნუ დამიშლის ვიყო თავისუფალი და ვაკეთო ის,რაც მსურს. გყავს შვილები,მაშინ ნება იბოძეთ და მიხედეთ,თუ მოვლის უნარი არ გაგაჩნიათ,მაშინ მე ნუ დამაბრალებთ რაიმეს. 
  5. Salukvadze Offline 2 ნოემბერი 2019 17:52
    Nika Gaprindashvili
    აბსოლუტურად გეთანხმები!
    უნდა იყოს რეგულაცია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუშვან არასრულწლოვანები, მაგრამ მშობლის გაკონტროლებაში ვიგულისხმე, ონლაინ თამაში, არ მისცენ პირადობის მოწმობა და ბანკის ბარათი და როგორ ითამაშებენ?
    და მთავარი რაშიც გეთანხმები და სულ ვამბობ ხოლმე:
    ტოტალიზატორიდა მით უფრო კაზინო, არ არის გამდიდრების და აშენების საშუალება!!!
    ეს არის გართობა,რამდენის საშუალებაც გაქვს იმის ფარგლებში!!!
    ამის ახსნას და ადრესატებამდე მიტანას უნდა დაეთმოს დრო და ძალისხმევა, თორემ აკრძალვა ჯერ ერთი ცუდია და მეორეც უფრო უარესს პრობლემებთან მიგვიყვანს (ხელზე მაზვა მაგალითად).
    ისევე როგორც რესტორანი - კვების პრობლემის მოსაგვარებელი ხომ არ არის?დროსტარებაა.
    თორემ თუ გშია სახლში უფრო გემრიელად და ბევრს მიირთმევ იმ ფულით რასაც იქ ხარჯავ.
  6. Nika Gaprindashvili Offline 2 ნოემბერი 2019 16:30
    გამაჯობა ლევან, გილოცავ სამშაბათს მოგებას და დღესაც იგივეს გისურვებ.

    თემას შევეხები რაზეც თავიდან ისაუბრე. აკრძალვას ზოგადად მეც არ ვემხრობი არაფრისას.


    მაგრამ ერთი რამეა, ტოტალიზატორის და კაზინოს მფლობელებიც ხომ ადამიანები არიან და სოციუმის წევრები. ვისურვებდი რომ მათ მეტი სოციალური პასუხისმგებლობა ჰქონდეთ და ფულის გამო ყველაფერზე არ წავიდნენ. მით უფრო რომ ფულის ნაკლებობას არ უჩივიან. ისე არ უნდა მოიქცე რომ ჩემისთანა ადამიანმაც რეგულაციებს დაუჭიროს მხარი. სკოლებთან რეკლამირებას და ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ფეხი რომ წამოკრა და დაიმტვრე ტოტალიზატორის რეკლამას დაეცემი. ეტეპობრივად გამკაცრდა კანონმდებლობა არასრულწლოვნების მიმართულებით მაგრამ სანამ კონტროლი არ დაიწყებოდა, 10 წლის ბავშვებსაც უშვებდნენ ტოტალიზატორებში, კაზინოში და ათამაშებდნენ. მახსოვს კარგად 2000 წლებიდან სლოტები რომ შემოვიდა, ჩემი კლასელები გაკვეთილებს აცდნენ სლოტები რომ ეთამაშათ. ტოტალიზატორში მეც შევდიოდი ხოლმე.   

    ეხლა ზოგი იძახის მშობელმა უნდა გააკონტროლოსო, ხომ ვიცით როგორი დროცაა, ზოგის მშობელი ემიგრაციაშია, ზოგის სხვა ქალაქში სამუშაოდ და ა.შ. ვერ ხერხდება მუდმივად კონტროლი. ამით რომ სარგებლობს თავად კაზინო და ამაზეა ორიენტირებული როგორმე ვიღაც მოატყუოს, ესაა ცუდი. "შემოდი მოიგე", "შემოდი ცხოვრება აიწყვე", "ითამაშე გამდირდი", "ითამაშე გახდი მილიონერი" და ა.შ. აკეთებენ აქცენტს იმაზე რომ ადამიანი იქ მოსაგებად შევიდეს და არა გასართობათ.

    იგივეა ეხლა სიგარეტზე და არაყზე რომ დააწერონ და არეკლამონ, მიიღე ორგანიზმში და ჯანმრთელობა გაიკაჟეო რაღაც პრობლელემებს მგონი ეგენიც უხდება რაღაც მომენტში ორგანიზმს. 


    გააკეთონ აქცენტი იმაზე, ფული თუ გაქვს შემოდი და გაერთე, რეკლამების ხაზი უნდა ჰქონდეთ აქეთკენ რომ ტოტალიზატორი, კაზინო არის გასართობი საშუალება და არა გასამდიდრებელი როგორც ეხლა არეკლამებენ. 
    მოკლედ იმის თქმა მინდა რომ არაფრის აკრძალვის მომხრე არ ვარ, მაგრამ ამით არ უნდა ისარგებლონ და ბოდიში და თავზე არ უნდა გადაიჯვან. 
    რასაც შვებიან მუდმივად კაზინოები. კანონით რომ არ ჰქონდეთ აკძალული, დედაენის უკანა ყდაზე კაზინოს რეკლამას მიაკრავდნენ. 

    ესეთი მახინჯი მიდგომა თავად კაზინოების მხრიდან იწვევს მერე საზოგადოებიდან ასევე მახინჯ მოთხოვნებს.