16 ივნისის "იმედის ფსონის" ლევანის ბილეთი

გლადბახი-ვოლფსბურგი (I გუნდის გოლები 1.5) მეტი / 3-0
აუე-ბოხუმი 2 / 1-2
ასკოტი: მოგული მოიგებს კი
ასკოტი: ჯაპანი მოიგებს კი

კოეფიციენტი: 8.5

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 10

  1. Nika Gaprindashvili Offline 19 ივნისი 2020 23:31
    მამაცი კუში 

    ჯერ არ გადასულია და იმედია ჩაიშლება ეგ ტრანსფერი.
    კულუარულად იძახიან უკვე გადაწყვეტილია და კახა შენგელიამაც დაადასტურაო მარა მაინც მაქვს იმედი რომ ჩაიშლება.

    დღემდე ჩემთვის საუკეთესო ქართველი კალათბურთელია ვისი თამაშიც მინახავს, ესპანეთშიც ვარ დასწრებული მაგის თამაშს, თურქეთში სპეციალურად მაგის თამაშის საყურებლად ჩავედი ევროლიგის თამაშზე, მაგრამ ცსკა-ში თუ გადავა ჩემთვის დამთავრებულია, ნებისმერი ფორმით გავაპროტესტებ მაგის ნაკრებში თამაშს და კაპიტნობას მითუმეტეს, დავუსტვენ კიდეც, წარწერებსაც გავაკეთებ და როგორც შესაძლებელია, არაძალადობრივად და სიტყვის თავისუფლების ფარგლებში რათმქუნდა ვაგრძნობინებ, რომ არაა ეგრე, სპორტი პოლიტიკა არაა და მერე რა მოხდაო. იმედი მაქვს მაგის მერე ნაკრებში ვეღარ იგრძნობს თავს კომფორტულად!
    ჯობია სანამ გადავა მანამდე იგრძნოს ზეწოლა და აღარ გადავიდეს, ამიტომ გამაღიზიანა კომენტატორებმა წინ გადადგმულ ნაბიჯად რომ შეაფასეს. 
  2. მამაცი კუში Offline 19 ივნისი 2020 21:05
    ციტატა: Nika Gaprindashvili
    გამარჯობათ,
    ერთ თემას მინდა შევეხო  და თავიდანვე განვმარტავ რომ არც სადისკუსიოთ ვწერ და არც ლევანის ვთხოვ პოზიციის დაფიქსირებას.
    ლევანის იმიტომ ვცემ პატივს რომ თუ რამის თქმა უნდა შეუძლია თქმა ზოგიერთებისგან განსხვავებით..

    აქ იმიტომ ვწერ რომ, სხვა არხი არ ვიცი როგორ მივაწვდინო ხმა იმ ხალხს ვისაც მინდა შევეხო, აქ ალბათ წაიკითხავენ.
    საუბარი მაქვს შენგელიას თემაზე, ბასკონიას თამაშის დროს შეეხნენ კომენტატორები ამ თემას, და განმარტეს რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ და შენგელიას ცსკა-ში გადასვლა უდიდესი კარიერული ნაბიჯიაო. და მოიწონეს ეს ნაბიჯი.

    ჯერ ერთი ის რომ შენგელიას თუ რამის დამტკიცება უნდა კარიერული ამბიციები აქვს, ეს ცსკა-ში კი არა ნბაში უნდა გააკეთოს. ეს რაც შეეხება ამბიციებს და კარიერულს წინ სვლას.

    მეორე როდესაც ამბობთ რომ პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ სპორტი რა არის პოლიტიკა? ადამიანური ტრაგედიებია პოლიტიკა? საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, რომ გადადის კლუბში რომელიც არის იმ არმიის სახელობის რომლის გამოც დღეს, ადამიანები ქართველები საკუთარ სახლებში ვეღარ მიდიან, ამ ადამიანების არის საქართველოს საკალთბურთო ნაკრები. ეს არაა პოლიტიკა ესაა ადამიანური ტრაგედიები. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გადადის კლუბში რომელიც იმ არმიის სახელობისაა რომლის გამოც დღეს შავები აცვიათ დედებს, რომლის გამოც ობლად იზრდებიან შვილები, რომლის გამოც ადამიანებს სიკვდილი უნდათ რადგან გააპუტიურეს იმ დროს და ცხოვრებისეული სამუდამო ტრამვა მიიღეს. რომელსაც ვერადრსოს წაშლიან. ამ არმიის გენრლები რომ დაესწტებიან საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტაში უნდა დაუკრას და თბილად მიესალმოს რუსული არმიისს გმირებს.
    და ეს ყოფილა თურმე უბრალოდ პოლიტიკა და სპორტი არაფერ შუაშია.

    ვისაც უნდა ეწყინოს ვისაც უნდა არ დამეთანხმოს. მაგრამ სპორტული ჟურნალისტები რომ მოსკოვის არმიელთა კლუბში, საქართველოს ნაკრების კაპიტნის გადასვლას აპრავებენ ეს არის სამარცხვინო!

    იმედი მაქვს როდისმე ჩაირეცხება ესეთი ჟურნალისტები საქართველოში, რომლებსაც არაფერი კრიტიკულის თქმა არ შეუძლიათ იმის შიშით რომ ვინმე არ გაანაწყენონ. 
    და თუ ამას გულით აკეთედბენ და გულით სწორად მიაჩნიათ არმიელთა კლუბში შენგელიას გადასვლა კიდევ უარესი. ესეიგი არ გინახავთ რუსეთის არმია და არაფერს ნიშნავს თქვენთვის მხოლოდ პოლიტიკაა ქართველების ხოცვა, სახლებიდან გამოყრა და გაუპატიურება...


    მართალი ხარ ძმაო,  ღირსება ბაზარში და ტრანფერმარკეტზე არ იყიდება. მე პირადად არც ვუყურებ მაგის თამაშს!
  3. lasha84 Offline 19 ივნისი 2020 16:19
    ფაქტია, რომ ბატონი ჩაკვეტაძე აშკარად კმაყოფილია თავისი ამჟამინდელი ყოფით და არ ფიქრობს შესაძლო წარმატებებზე და უკეთეს მომავალზე. კი ბატონო, მისი ნებაა.
  4. Nika Gaprindashvili Offline 19 ივნისი 2020 16:08
    Salukvadze 

    ჩაკვეტაძემ თუ ეგ ქნა ძალიან საწყენია. მეც მოსმენილი მაქვს რასაც ამბობდი ხოლმე, იმედია მოიხსნება ეგ გაურკვევლობა.არაფერი ისეთი არ გითქვამთ რავი, მცდარიც რომ ყოფილიყო თქვენი მოსაზრება, მოსულიყო და ეთქვა ამაში ცდებოდით ამიტომ და ამიტომო, იმ განცხადებებში არაფერი პიროვნული არ ყოფილა რომ შინაარს მიღმა რამით ნაწყენი ყოფილიყო.

    ან რანაირად იყო მცდარი თქვენი მოსაზრებები, იმათ პასუხობდით რომ წერდნენ დღე-დღეზე ბარსელონაში გადადისო, თუ ცდებოდით და ისენი იყვნენ სწორები გადავიდა ბარსელონაში თუ თქვენი მოსაზრებების გამო გადაიფიქრა ბარსელონამ?  smile

    კარგად იყოს და თქვენთან თუ არ მოვა ამის გამო რომ მის კარიერულ უკან სვლას არ ინატრებთ ეგ კი ვიცი. მაგრამ იმედი მაქვს მაინც გაირკვევა ეგ თემა და ელემენტარულად თუ რამეზე ნაწყენია უნდა გელაპარაკოს მაინც ესაა ყველაზე სწორი და არა დამალვა თქვენგან. იქნებ ბოდიში გაქვთ მოსახდელი და თუ რამეში შეცდით ეგეც ვიცი რომ გამოხვალთ იმავე ეთერში და იტყვი ეს რომ ვთქვი არ ყოფილა ესეო...

    ან თუ ძაან აუცილებელია მისი კარიერისთვის მხოლოდ ის ილაპარაკოთ რაც მას უნდა, მოვიდეს და ეგეც გითხრას ახსნას რატოა ეგრე და თუ წაადგება მის კარიერას გამოხვალთ ბოლო ბოლო და იტყვით ხოლმე თქვენც, ბარსელონა დრონებით აკვირდება ჩაკვეტაძესო..


    როცა ვინმე რამეს საუბრობს ეგრე ხდება სამწუხაროდ, რომ ვიღაცეებს წყინთ ხოლმე თან საქართველოა პატარა ქვეყანაა, მე ძალიან ინტერესით ვუსმენ ხოლმე თქვენს მოსაზრებებს, ზოგჯერ არ გეთანხმებით, ზოგჯერ სხვანაირად ვფიქრობ ხოლმე და ისე ხსნით რომ მეცვლება აზრი ესეც ხდება ხოლმე, მარა მთავარი ისაა რომ საუბრობთ რასაც ფიქრობთ, ისე რომ არ იგინებთ და არ ილანძრებით, ზოგჯერ მიპასუხია კიდეც რაშიც არ გეთანხმებით და არც მაგას იღებთ უარყოფითად.
    და რავიცი, თუ ვინმე თვლის რომ არასწორად თქვით რამე გესაუბრონ. საუბარს და არგუმენტების ცვლას რომ არ გაურბიხართ ეს ფაქტია. 




    რაც შეეხება სპორტს და პოლიტიკას, ვერ გაიმიჯდება ვერანაირად, ზოგჯერ არის მახინჯი ფორმებით მიბმული პოლიტიკასთან და ეს შეიძლება არასწორია და ამის გამიჯვნა უნდა მოხდეს, ეს ვრცელი თემაა და სხვა სუბიექტური მომენტები აქ. უმეტესად ფინანსური გაქნსაკუთრებით ქართულ სპროტში.
    მაგრამ როცა ქყვენებს შორის მტრობაა ეს ყოველთვის აისახება სპროტზე და ესეც უნდა იყოს. 

    ის რომ ცსკა აღარაა არმიელების კლუბი ეგ არ ვიცი თუმცა, მაინც სიმბოლურად მაგასთან ასოცირდება და ის რომ ლოგოს ვარსკლავზე ნამგალი და ურო არ ახატია არ ნიშნავს, რომ ეგ ვარსკლავი შემთხვევით აქვთ ლოგოზე დატანილი.
    კარიერული წინსვლა არის იმითომ ცსკაა თავად ძლიერი, მაგრამ დაახლოებით იგივეა ჩელსიდან რომ პსჟ-ში გადავიდეს ფეხბურთელი, უფრო ძლიერ გუნდში კი გადადის მარა პრემიერ ლიგიდან საფრანგეთში გადასვლა მე კარიერულ წინსვლად არ მიმაჩნია. ევროპაში სხვა გრანდშიც შეეძლო გადასვლა და ნბა-შიც. ფინანსური მომენტი იყო მთავარი ფაქტორი რატომაც გადადის, ამაში დარწმუნებული ვარ.
  5. Salukvadze Offline 19 ივნისი 2020 14:03
    federer-555
    მართალი ხარ 100 პროცენტით, ვნახე მერე...
    შემეშალა ალბათ იმიტომ რომ მაგის წინ იჯდა ორჯერ ჯეიმს დოილი...
    ძალიან მიხარია რომ ასე დაინტერესდი ამ სპორტით და ასეთ რამეს აქცევ ყურადღებას!!!!
    კარგია, რომ გვითხარი
    მადლობა

    Nika Gaprindashvili
    ჩემი აზრით სპორტულად წინსვლა არის, მაგრამ ძალიან უხერხული მომენტია რაღა თქმა უნდა...
    მიუხედავად იმისა, რომ ცსკა როგორც ამბობენ აღარ არის არმიის გუნდიო.
    მე თუ მეკითხები - არ გადავიდოდი...
    მე ზოგადად სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნის მომხრე კი ვარ, მაგრამ ამ საკითხზე ასეთი აზრი მაქვს...
    მაგრამ ნიკა რამდენ რამესაც ვიტყვი, ვიმტერებ ხალხს :)))
    აგერ ჩაკვეტაძე ჟურნალისტს დათანხმდა ინტერვიუზე და რომ გაიგო "ბურთი და მოედანი" სთვის წერდნენ უარი თქვა, იმ მოტივით, რომ ჩემზე გაბრაზებული ყოფილა...
    არა და კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია მისთვის და რაც ვთქვი ისიც მის სასარგებლოდ ვილაპარაკე მგონია :)))

  6. Nika Gaprindashvili Offline 19 ივნისი 2020 13:36
    notingem80

    ეგეთი მომენტები არ მახსოვს მაგ დროს ძალიან პატარა ვიყავი. 

    მაგრამ საინტერესო ისტორიაა.

    სამწუხაროა ავიწყდებათ ბევრს ეგეთი მომენტები და ისიც დიდი სისულელეა რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო
    არასდროს სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნული არ ყოფილა და არც და ვერც იქნება.


  7. notingem80 Offline 19 ივნისი 2020 07:03
    Nika Gaprindashvili გეთანხმები მეგობარო 100%-ით და როგორც ამ ამბის დამპოსტავი მრავალი პორტალის კომენტარებს ვკითხულობ, ხალხის 80% სწორედ, რომ აღშფოთებულია ამით---აი ამ სპორტულ პორტალზე შედი, წაიკითზე პოსტის ქვეშ დაწერილი ხალხის კომენტარები და თავად დარწმუნდები, მე აქ ვიხსენებ ერთ საგულისხმო ამბავს შორეული 1989 წლიდან, როცა თბილისის დინამომ ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში მაგრად ცემა შუა თამაშში მთელი ცსკა-ს გუნდი, რომელიც ფაქტიურად სსრკ-ს ნაკრები იყო და აქ მთავარი დამრტყმელი თოკო შენგელიას მამა, 17 წლის კახაბერ შენგელია იყო!





    --------------------
    სან კარლოს დე ბარილოჩე
  8. Nika Gaprindashvili Offline 18 ივნისი 2020 22:56
    გამარჯობათ,
    ერთ თემას მინდა შევეხო  და თავიდანვე განვმარტავ რომ არც სადისკუსიოთ ვწერ და არც ლევანის ვთხოვ პოზიციის დაფიქსირებას.
    ლევანის იმიტომ ვცემ პატივს რომ თუ რამის თქმა უნდა შეუძლია თქმა ზოგიერთებისგან განსხვავებით..

    აქ იმიტომ ვწერ რომ, სხვა არხი არ ვიცი როგორ მივაწვდინო ხმა იმ ხალხს ვისაც მინდა შევეხო, აქ ალბათ წაიკითხავენ.
    საუბარი მაქვს შენგელიას თემაზე, ბასკონიას თამაშის დროს შეეხნენ კომენტატორები ამ თემას, და განმარტეს რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ და შენგელიას ცსკა-ში გადასვლა უდიდესი კარიერული ნაბიჯიაო. და მოიწონეს ეს ნაბიჯი.

    ჯერ ერთი ის რომ შენგელიას თუ რამის დამტკიცება უნდა კარიერული ამბიციები აქვს, ეს ცსკა-ში კი არა ნბაში უნდა გააკეთოს. ეს რაც შეეხება ამბიციებს და კარიერულს წინ სვლას.

    მეორე როდესაც ამბობთ რომ პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ სპორტი რა არის პოლიტიკა? ადამიანური ტრაგედიებია პოლიტიკა? საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, რომ გადადის კლუბში რომელიც არის იმ არმიის სახელობის რომლის გამოც დღეს, ადამიანები ქართველები საკუთარ სახლებში ვეღარ მიდიან, ამ ადამიანების არის საქართველოს საკალთბურთო ნაკრები. ეს არაა პოლიტიკა ესაა ადამიანური ტრაგედიები. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გადადის კლუბში რომელიც იმ არმიის სახელობისაა რომლის გამოც დღეს შავები აცვიათ დედებს, რომლის გამოც ობლად იზრდებიან შვილები, რომლის გამოც ადამიანებს სიკვდილი უნდათ რადგან გააპუტიურეს იმ დროს და ცხოვრებისეული სამუდამო ტრამვა მიიღეს. რომელსაც ვერადრსოს წაშლიან. ამ არმიის გენრლები რომ დაესწტებიან საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტაში უნდა დაუკრას და თბილად მიესალმოს რუსული არმიისს გმირებს.
    და ეს ყოფილა თურმე უბრალოდ პოლიტიკა და სპორტი არაფერ შუაშია.

    ვისაც უნდა ეწყინოს ვისაც უნდა არ დამეთანხმოს. მაგრამ სპორტული ჟურნალისტები რომ მოსკოვის არმიელთა კლუბში, საქართველოს ნაკრების კაპიტნის გადასვლას აპრავებენ ეს არის სამარცხვინო!

    იმედი მაქვს როდისმე ჩაირეცხება ესეთი ჟურნალისტები საქართველოში, რომლებსაც არაფერი კრიტიკულის თქმა არ შეუძლიათ იმის შიშით რომ ვინმე არ გაანაწყენონ. 
    და თუ ამას გულით აკეთედბენ და გულით სწორად მიაჩნიათ არმიელთა კლუბში შენგელიას გადასვლა კიდევ უარესი. ესეიგი არ გინახავთ რუსეთის არმია და არაფერს ნიშნავს თქვენთვის მხოლოდ პოლიტიკაა ქართველების ხოცვა, სახლებიდან გამოყრა და გაუპატიურება...

  9. federer-555 Offline 18 ივნისი 2020 17:34
    gushinac da dgesac tqvit jeims doils gaubrazdnen ro waago pinatuboti da biuiki dasveso da winazec biuiki ijda niumarketshi da axlac
  10. chelseafun Offline 17 ივნისი 2020 16:46
    betliveze aris fsonebi askortze