23 ივნისის "იმედის ფსონის" ლევანის ბილეთი

სოსიედადი-სელტა 1 / 0-1
სმოლევიჩი-სლუცკი 1 / 2-1
ატალანტა-ლაციო (I გუნდის გოლები 1.5) მეტი / 3-2
ლეხი-პოგონი 1 / 0-0

კოეფიციენტი: 15.2

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 8

  1. Nika Gaprindashvili Offline 25 ივნისი 2020 03:18
    ციტატა: Salukvadze
    Nika Gaprindashvili
    მასე ამერიკაშიც “გახსნეს” ეგ გახმაურებული დანაშაული :)))

    smile კი და  ყველგან უწევენ ანგარიშს საზოგადოებრივ აზრს.


    ამ საქმეში რაც თქვით მეც ლეგიტიმური მგონია, იმდენი ფიგურანტი და შემსწრე ყავს რომ წესით არ უნდა იყოს რთული გარკვევა რა მოხდა, თუ ყველა სათანადოდ ითამაშრომლებს გამოძიებასთან და არ ვადარებ ეხლა წინასწარ მომზადებულს 1 წელი რომ ემზადებიან ისე ჩაიდინონ კვალი რომ არ დატოვონ. პრინციპში სავსებით შესაძლებელი იყო ცხელ კვალზე რამდენიმე საათში ფიგურანტები მაინც გამოეკვეთათ. 


    laughing ისე არ გაიგოთ ჩასაფრებული ვარ და რაღარაცას რომ იტყვით პრეტენზია მაქვს თქვენზე მეტი ვიცი და გისწორებთ. უბრალოდ დაავაფიქსირე სამჯელოდ ჩემი აზრიც სხვა მხრიდან, რამაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. წარმოიდგინეთ 16 წლის რომ მოგისჯიან 7 წელს, ისე რომ აზრზე არა ხარ რატომ და როგორ, მარა გამოდიან ვიღაცეები და ამტკიცებენ რომ შენ ხარ. 16 წლიდან 7 წელი ის დროა როცა საზოგადოებაში შენი როლი უნდა იპოვო, ამიტომ ჩემი გამოცდილებით ვამბობ მაგას, ჯობია საქმე არ გაიხსნას ვიდრე იმის რისკი იყოს რომ უდანაშაულო დაიჩაგროს.  
  2. Salukvadze Offline 25 ივნისი 2020 01:12
    Nika Gaprindashvili
    მასე ამერიკაშიც “გახსნეს” ეგ გახმაურებული დანაშაული :)))
  3. chipe888 Offline 24 ივნისი 2020 19:07
     დამოუკიდებელი საქართველო ვიგულისხმე და მგონია,რომ ეს დრო იგულისხმეთ. 
     
     გრძელ კომენტარს არ ამატებს და ამ პობლემის გამო ვერ დავასრულე აზრი. ჩემი აზრით,პრობლემის გადაჭრის გზა არის ის,რომ ამ ქვეყანაში საზოგადოების რეაქცია ყველა,ერთი ადამიანის მინიმალური უფლების დარღვევისას უნდა იყოს მყისიერი და ძალიან მომთხოვნი. ნებისმიერი ფენის,რასის,ორიენტაციის და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად უფლებები უნდა იყოს დაცული. საზოგადოებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მსგავს ფაქტებზე და იფიქროს მის გადაჭრაზე. ნორმალური საზოგადოებას შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა და ნორმალური საზოგადოება ვერ შედგება თუ ერთი ადამიანის უფლება იქნება დარღვეული. აბსტრაქტული სიტყვებია "ყველა ადამიანის უფლების დაცვა" და პრაქტიკაში სხვანაირად იქნება,მაგრამ მცდელობაც საკმარისია პრობლემის გადაჭრის გზის საპოვნელად. საზოგადოების ყველა რგოლი უნდა იყოს ჩართული ამ საქმეში,მათ შორის ეკლესია,რომელიც თვითონ არის რიგ შემთხვევებში აგრესიის მაპროვოცირებელი. ყველაფერი ერთმანეთს ებმის და ერთმანეთიდან გამომდინარეობს. სამწუხარო ფაქტია ამაზე კამათიც არ ღირს,მაგრამ საზოგადოების რეაქცია არ არის ადეკვატური. გამოძიება არ დასრულებულა და უკვე დამნაშავედ შერაცხეს იმ გოგონას მშობლები,ვისი დაბადების დღეც იყო. ითხოვენ დასჯას ლინჩის წესით და ეს არის სრულიად მიუღებელი ჩემთვის. ილია ჭავჭავაძე მოკლეს და მისმა მეუღლემ მკვლელების სიკვდილით დასჯაზე უარი განაცხადა. ამ ბოლო დროს,სტუდენტების მკვლელს ინტერნეტი შეუწყვიტეს და საზოგადეობა ფეხზე დადგა,მის უფლებებს რატო არღვევთო. დასჯა გამოსავალი არ არის,გამოსავალი შეგნებაში და პასუხისმგებლობაშია. შეგვიძლია დავსაჯოთ მკაცრად დამნაშავე და გავახაროთ ზოგიერთების გულის ჭია,მაგრამ პრობლემა ამით არ მოგვარდება. ცუდ საქციელს ცუდი საქციელით არ უნდა ებრძოლო,არამედ შეგნების დონემდე უნდა დაიყვანო და დააფიქრო მისი ქმედების არასწორობაზე.აგრესია უფრო მეტ აგრესიას წარმოშობს და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. სამძიმარს უცხადებ ამ ბიჭის ოჯახს,ახლობლებს და მთელ საქართველოს,ვიმედოვნებ,აღარ მოგვიწევს ასეთ თემებზე საუბარი და დადგება საშველი ამ პრობლემას.
  4. Nika Gaprindashvili Offline 24 ივნისი 2020 18:53
    Salukvadze 

    კენედის მკვლელობაზე გახმაურებული საქმე მე არ მახსენდება ლევან და ეგ საქმე არაა გახსნილი ..
    საბჭოთა კავშირში მაგ საქმეს აუცილებლად გახსნიდნენ, ყოველშემთხვევაში ხალხს ეგრე ეგონებოდა რომ გახსნეს
    smile

    მივხდი რა კუთხიდანაც ისაუბრე, თან ემოციურ ფონზე. პათოსში ყველაფერში გიერთდები. გამოძიების მოთხოვნაც სამართლიანი და სწორია რათ უნდა მაგას ლაპარაკი. 

    თუ გამოიკვეთება რომ განზრახ არ ხსნიან და ვიღაცას ხელს აფარებენ, ბიძები და მამიდები საქმეებს აგვარებენ,  მერე უნდა ავყვირდეთ. სარალიძის საქმეზე ეს გამოიკვეთა. 


  5. Salukvadze Offline 24 ივნისი 2020 16:46
    chipe888Nika Gaprindashvili
    "ადრე" - მგონი ასაკიდან გამომდინარე, ჩვენთვის ეს ცნება სხვადასხვა პერიოდია :)))
    ძალადობის და წამებით გამოძიება არ მიგულისხმია...
    იყო სხვა დრო და სხვა მეთოდებიც :) როდესაც ზედმეტად გახმაურებულ საქმეებს ეგრევე ხსნიდნენ.
    ოღონდ არც იმ პერიოდს მივსტირი :)))

  6. chipe888 Offline 24 ივნისი 2020 10:20
    ძალიან სამწუხარო ამბავია და ქვეყანაში არ მეგულება ადამიანი,რომელიც ნორმალურად ფიქრობს და ეს ამბავი გულთან არ მიიტანა. სიმართლე რო ვთქვა ცრემლები წამომივიდა,როცა გავიგე ამ ბიჭის ამბავი. ლევან,გეთანხმებით,რომ ევროპა და დასავლეთში ასეთი სულით და მენტალიტეტით არაფერი გვესაქმება,მაქსიმუმ ბანგლადეს დონეზე ვიყოთ. ადრეც მომხდარა,ეხლაც ხდება და კიდევ მოხდება მკვლელობები,მაგრამ ამ ქვეყანაში ახალგაზრდები ზედმეტად აგრესიულები არიან და ამ აგრესიას ერთმენეთზე გამოხატავენ. რაც შეეხება "ადრე ორ საათში იხსნებოდა საქმე",არ გვინდა იმ დროს გახსენება. იმ დროს ადამიანებს გზაში ცხრილავდნენ,ზოგს ზოგს ხრამში აგდებდნენ და მერე პატიმრებს აწამებდნენ. ეს ყველაფერი სახელისუფლებო ინსტიტუტებიდან მოდიოდა და მაშინაც არსებობდა ელიტარული ჯგუფი,რომლისთვის ყველაფერი შეიძებოდა. მოჯადოებული წრეა და მგონია,რომ კიდე დიდხანს ვივლით ამ წრეზე,რადგან პასუხისმგებლობა არ არსებობს საზოგადოებაში. ნიკამ ახსენა,რომ მსგავსი ფაქტები აღარ უნდა ხდებოდეს,მაგრამ ეგ აუხდენელი ოცნებაა. ასეთი ფაქტები მოხდება,მაგრამ ჩვენი მიზანი მინიმუმამდე დაყვანა არ ყველაფრის. ქუჩური მენტალიტეტი იმარჯვებს მაშინ როცა განათლებას,ჯანსაღ ცხოვრებას პერსპექტივა არ აქვს. გაიხედავ და ტელევიზიით გამოდიან ადამიანები,რომლებსაც 9 კალსი და 2 მერხი არ აქვს დამთავრებული,მათი ლექსიკა ძალიან წააგავს ქუჩურ მენტალიტეტის ქონას. რაღა შორს წავიდეთ,ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელი მთაწმინდაზე ადგილს ათავისუფლებს თურმე და მსგავი რამე ძალიან ხშირია. ბავშვის გონება ძალიან მოწყვლადია და ადვილად აღფრთოვანდება რაიმეთი და ვინმეთი. თუ ადამიანი არის უზრდელი და ასე აღწევს წარმატებას,მაშინ მისი მისაბაძი ხდება ის და არა წესიერი ადამიანი. იგივე ლაშა ტალახაძე ავიღოთ,რამდენი ტალახი ესროლეს ამ ბიჭს და რამდენი რამე დააბრალეს. ასეთი ხალხი კი არ უნდა ვლანძღოთ,არამედ წინა პლანზე უნდა იყოს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ რა არის სწორი და რა არასწორი. მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში. ამ ქვეყანაში უმცირესობებზე ძალადობას ნორმად აღიქვავს და ხშირად სტიმულს აძლევენ,კვებავენ აგრესიას. 
  7. Nika Gaprindashvili Offline 23 ივნისი 2020 22:26
    გიერთდები ლევან იმაში რაც ისაუბრე მონოლოგში.  ძალიან სამწუხარო ამბავია და აუცილებლად უნდა გაირვკეს რა მოხდა.
    და არამარტო კანონის წინაშე დადგეს პასუხისმგებლობა და ესე მორჩეს ეს თემა, მომავალში რომ მსგავსი აღარ მოხდეს ამაზე უნდა დაიწყოს სერიოზული საუბარი. ბავშობაში მეც და ალბათ ყველა ვყოფილვართ ე.წ. საქმის გარჩევებზე, უბანი უბანზეც გვიჩხუბია და რა აღარ ყოფილა მარა რავი, ერთმანეთს არ ვხოცავდით და დანას არ ვურტყავდით და მოსაკლავად არ დავდევდით. ძაან მახინჯი ფორმა აქვს მიღებული ამას.

    ემოციური ფონით ლაპარაკობდი და რაღაც დეტალებს დიდ ყურადღებას არ მივაქცევ, თუმცა მაინც დავაფიქსირებ ჩემს აზრს 2 საათში საქმის გახსნებზე, ნუ ისურვებთ მაგის დაბრუნებას... ეგენი საქმეებს კი არ ხსნიდნენ ლიჟბი ვინმესთვის შეეტენათ. მე ვარ ნაჯდომი ეგეთ საქმეზე 16 წლის ასაკში, 8 თვე ვიჯექი და მერე საპროცესო გამიფორმეს ისე 7 წელი მომისაჯეს ისეთ საქმეზე საერთოდ ახლოსაც რომ არ ვიყავი იმ საქმესთან, ოთხმა მომწმემ მიცა ისეთი ჩვენება ჩემზე ას პროცენტანი ტყუილი. მეც სკამის ფეხი მირტყა გამომძიებელმა ხელებში, მაჯაში მომტეხა, ეხლაც მაწუხებს ზოგჯერ ეგ ხელი. 
    ამას არ ვისურვებდი.

    სხვა ყველაფერში სულისკვეთება რაც გქონდა გიერთდები.
  8. iuve001 Offline 23 ივნისი 2020 16:48
    ბატონო ლევან დიდი ხანია სილქის დაყენება მინდა მაგრამ არახართ დაფარვის ზონაშიო ოპერატორმა და როდის დაფარავთ ამ ზონებს რო დავაყენტოთ და ყველა არხს ვუყურო? მაგალითად დაბა ჩაქვში. თი მიპასუხებთ მადლობელი დაგრჩებით