18 აგვისტოს "იმედის ფსონის" ლუკა ხოჯავას ბილეთი. 2020წ.

კრასნოდარი-ტულა (ბარათები 5.5) მეტი / 7
ლაიპციგი-პსჟ (I გუნდის ჯარიმები 15.5) მეტი / 24
სოჭი-რუბინი (ბარათები 5.5) მეტი / 5
ლიონი-ბაიერნი (კარში დარტყმები 9.5) მეტი / 12
ლიონი-ბაიერნი (რომელი მოაწვდის მეტ აუტს) 2 / 25-17

კოეფიციენტი: 10.6

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 16

  1. Nika Gaprindashvili Offline 21 აგვისტო 2020 23:35
    smile ვუყურებდი ეხლა " ბურთი და მოედან"-ს და ფეხბურთის ფედერაცია რა შუაშია გამტარია უბრალოდო.....


    თუ არაფერ შუაში არიან რათ გვინდა მაშინ ფეხბურთის ფედერაცია...


    კობიაშვილი თან ფედერაციის პრეზიდენტი რომაა, თან პარტიის წევრი და პარლამენტარი არაფერ შუაშია თურმე.
    ჩვეულებრივი მაფიაა იპარავენ ბიუჯეტის ფულს. რატომ შედიან ხოლმე ქურდები პარლამენტში? იმიტომ რომ იმუნიტეტი ჰქონდეთ.



    ფედერაციის პრეზიდენტს ირჩევენ ის კლუბები, რომლებსაც მერე ფედერაცია უნაწილებს ბიუჯეტის ფულს და ჭამენ ერთად.
     
    მერე ყვებიან ზღაპრებს რა მაგრად მუშაობენ თურმე, სადღაც ყაზახეთთანაც გაგვიდარდება და დაიწყება ლაპარაკით თურმე აღორძინდა ფეხბურთი.
    და ესე გადის დრო...

    ფედერაცია შუაში კი არა კობიაშვილი გასაშვებია სახლში არა ოღონდ, ციხეში.....


    არ ვიცი ვერ ხვდებით თუ ძალით გინდათ ვერ მიხვდეთ, მაგრამ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა მაგას არ აქვს ეხლა ამ შემთხვევაში.



    1 საათი ზიხართ და ლაპარაკობთ რაღაც ზღაპრებს, გაიოზ დარსაძემ რამე რომ იცოდეს 30 წელია პროფესორობს გააკეთბდა რამეს...

    სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ, მესამე თანაწამყვანი რომ გყავთ როგორც კი დაიწყო ლაპარაკი ფედერაციაზე ეგრევე ჩაუხტით და გააწყვეტინეთ.


    სპორტული ჟურნალისტები ჩვენ დღეს აღარ გვყავს.
    ხართ ჩვეულებრივი სისტემის ჭანჭიკები და გამპრავებლები.

    ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, პიროვნულად პატივს ვცემ ლევანს და ბიძინა ბარათაშვილს

    მარა აქ ყ..ე არავინ არაა. და ნუ გგონივართ ეგეთები რომ ვერაფერს  ვხდებით.

    "გამტარი ფეხბურთის ფედერაცია.... "





    ფეხბურთის ფედერაციას აქვს შემუშავებული ე.წ. ფეხბურთის განვითრების სტატეგია.

    იღებენ ბიუჯეტს ფულს, და ანაწილებენ ამ სტატეგიის მიხედვით. და ამაზე იძახით ფეხბურთის ფედერაცია რა შუაშიაო.
    ფულს რომ ფლანგავენ არაფერ შუაშია ეს? 
    თუ არ ფლანგავენ შედეგი სადაა? 30 წელია ფედერაცია არის დაკავებული ფულის ფლანგვით.  მაგრამ კობიაშვილი უკვე ასტრალებშია გასული იმდენი ფულს ფლანგავს. 
    სინამდვილეში არ ფლანგავს ინაწილებენ ქურდულად, მერე გამოხვალთ ე.წ. ჟურნალისტები და იტყვით ფეხბურთის ფედერაცია რა შუაშია გამტარია უბრალოდო.....

  2. chipe888 Offline 21 აგვისტო 2020 09:50
     დინამომ ჩხეტიანი გაუშვა,როგორც ამბობს თვითონ წავიდა. ვერ აიტანა ბულინგი და კრიტიკა. ბულინგი სად ნახა არ ვიცი,მაგრამ ზოგიერთი კომენტარი რო შეურაწყოფას შეიცავდა ეგ აშკარაა და ეს არ არის კარგი. ჩხეტიანის გაშვება საქმეს ვერ უშველის,რადგან პრობლემა უფრო ძირეულია. რეალურად,კლუბის მენეჯმენტს არ სურს სადმე გასვლა და მათ არ აქვსთ გრძლევადიანი სტრატეგია.ყოველ წელს ახალი გუნდია და მუდმივად გაედინება ნიჭიერი ფეხბურთელები გუნდიდან. ეს მარტო ფეხბურთელების ბრალი არ არის და მართველობაც დამნაშავეა.შეუძლებელია გინდოდეს გასვლა სადმე და გუნდის ლიდერს უშვებდე. რო გასულიყო ლიგაზე,მაშინ რა უნდა ექნათ? არცკი უფიქრიათ ამ სიტუაციაზე და ამიტომაც გაუშვეს. 

     მაგარი საწყენია,როცა შენი ქვეყნის გუნდი ასეთ მდგომარეობაშია და ცეხავკები მართავენ.მსოფლიოში ნებისმიერი გუნდი წლებიქმნის ბირთვს და ასე აღწევს შედეგს. ესენი კი ყოველ წელს ახალ გუნდს ქმნიან. ზოგიერთ გულშემატკივარს გონიათ,რომ ფეხბურთელები ფულის გამო გარბიან. სინამდვილეში ისინი ვერ ხედავენ პერსპექტივას გუნდში.არც კიტეიშვილი,არც ჩაკვეტაძე და არც ნინუა წამსვლელები არ იყვნენ,თუ დაინახავდნენ გუნდში სურვილს რამის მიღწევის. ვერ დაინახეს და წავიდნენ. ფიფია დიდი გეგმებით მოვიდა,მაგრამ ფურცელზე დარჩა ეგ გეგმები. ეს ყველაფერი,რაც ვნახეთ დინამო არ ქვია და ფორმა ეცვათ მარტო დინამოსი. არარატმა რო საბურთალო გამოაგდო რამხელა ამბავი ატყდა და დინამოს ასე სამარცხვინო თამაშზე რა ეგონათ,რეაქცია არ იქნებოდა? სირცხვილია ეს ყველაფერი.
  3. chipe888 Offline 20 აგვისტო 2020 18:07
    Nika Gaprindashvili
     
     არ გაახარებენ და არც გაუხარებიათ.

     ზოგადად,მიჩნეულია სახელმწიფოს ფული არის იოლი ფული და მისი გაფლანგვა მოსულა. როცა წარმოდგენა არ აქვს ადამიანს საიდან მოდის ეს ფული,მისთვის ადვილია ფლანგვა. სახელმწიფო მარეგულირებელი არის პირველი ნაბიჯი კორუფციის. მილიონიდან 100 ათასს მოგცემ ძმაო და "ჯიგრულ პონტში გაატარე". მარეგულირებელიც ატარებს და ორივე მხარე ბედნიერია. 

     სულ მიკვირს როგორ არსებობს ეს სახელმწიფო ამდენი წურბელის ხელში და აქამდე როგორ მოვედით. ყველა ყველა მხრიდან ჭამს ფულს,ერი თუ ბერი,პოლიტიკოსი,ჟურნალისტი,მეწაღე თუ მომღერალი,კუნთმაგარი სპორტსმენები ხო საერთოთ. ადამიანებს ფულს არ უტოვებენ და რომელი კერძო ბიზნესი შემოვა ფულის ჩასადებად?! ქართულ ფეხბურთში ისეთი ხალხია,როგორებიც ბარსელონა სევილიას სუპერთასზე იყვნენ "მესი რომელი გუნდია" და ჯერ მარტო ეგ ტურნირი იყო სრული სირცხვილი საფეხბურთო სამყაროსი და ქართული სახემწიფოსი. აქ რა არ იყო ჯიგრული პონტი? დღედაღამე გავათენე და ბილეთი ვერ ვიყიდე და ვიღაცამ ყუშიტაშვილი გააძრო სტადიონზე,მხოლოდ იმიტომ რო ნარუშილოვკა ქონდა. ასეა ქართულ გუნდებშიც და ნიჭიერ ხალხს ახლოს არ იკარებენ,თუ ახლობელი არ არის. დღეს ყველაზე დიდი ნიჭი და ცოდნა არის ახლობელი. ქვეყანაში,სადაც მეეზოვეს დიპლომს და ინგლისურს თხოვენ ჰყვას პარლამენტარი,რომელსაც საშუალო განათლება აქვს და დიდი ალბათობით ფეხბურთის კარგი თამაშის გამო უწერდნენ ნიშანს. როცა ასეთი ამბები არცთუ იშვიათია,მაშინ რისი იმედი გვაქვს? გგონია,რომ დაფინანსებას მოუხსნიან? არა მეგობარო,ისევ გაგრძელებენ ამას და ჩვენ ისევ უმცირესობაში ვიქნებით. უმრავლესობა ისევ იტყვის,რომ ფეხბურთის მტრები ვართ და გაგრძელებენ ოცნებაში ცხოვრებას და სნგს თასის მოგება გაახარებთ,ისიც შორეულ წარსულში,მერე 1981 წელს გაიხსენებენ და იოცნებენ. ეს იგივე სიტუაციაა,როცა დიდგორი გვაქვს მოგებული ძმაო,სიამაყე და ეხლა ჩექმა გახვრეტილი რუსი გიდგას ეზოში და რეაქცია 0. 
  4. Nika Gaprindashvili Offline 20 აგვისტო 2020 17:21
    chipe888 
    სისულელეა თავიდან ბოლომდე.

    ეხლა ხო აკონტროლებენ ვის სად მიაქვს ის ფული რასაც ხვეტავენ...

    მერე ორმაგად გააკონტროლებენ აბა რას იზავენ......

    იმის მაგივრად რონ იძახონ რაში ვაძლევთ ამათ ფულს, იძახიან ცოტაა ეს არ ყოფნით მეტი მივცეთო...



    ფული რომ უნდა დაიხარჯოს მაგას მეც ვეთანხმები და ყველამ იცის ეგ მარა, რომელი ფული უნდა დაიხარჯოს ეგაა მთავარი.
    უნდა დაიხარჯოს კერძო ფული, რომელსაც მერე მხარჯველი თავად გააკონტროლებს. მარა ეხლა ვინმე კერძო ნორმალური რომ შევიდეს ამ სფეროში, არ გაახარებენ. სვავებივით დაესებიან ფედერაციაც და სხვა კლუბებიც.

    ეხლა ერთადერთი რაც მოეთხოვებათ არჩევნებზე კობიაშვილს დაუჭირონ მხარი. მერე ადგებიან და გააგძელებენ ფულის ჭამას კობიაშვილთან ერთად.
    ესე არის 30 წელია. მეტი ამათ არაფერი არ უკეთებიათ

  5. chipe888 Offline 20 აგვისტო 2020 16:00
    Nika Gaprindashvili

     გადაცემაში საუბარი იყო მიზნობრივ დაფინანსებაზე და იქვე დააკონკრეტეს,რომ ქართველ ფეხბურთელებზე უნდა დაიხარჯოს ეს ფული. უცხოელის ტრანსფერში ან მის ხელფასზე არ უნდა მიეცეთ საშუალება ამის. კიდევ დაამატეს,რომ ვიღაცეები გამოხტებიან და შესაძლოა რასიზმში დაგვადანაშაულოსო. გადაცემაში მონაწილე 5 ადამიანიდა ყველა შეთანხმდა,რომ ფეხბურთი უნდა ფინანსდებოდეს,ოღონდ კონტროლით და მიზანმიმართულად. სწორედ ამიტომ დავწერე კომენტარი.

     არ მგონია,რომ იმ ხუთი ადამიანიდან რომელიმე ხელს ითბობდეს ამ ფულით,მაგრამ შეგნებულად/შეუგნებლად დათვურ სამსახურს უწევენ ამ სისტემას. ქართული ჯიგრული პონტის ამბავია და ჩემი მხრიდან ხშირად ნათქვამი კანტორის პრინციპები. ყველას ვერ მოთხოვ,იცოდეს ეკონომიკა და როგორ იმართება საბაზრო ეკონომიკა,ვერ დააძალებ ისწავლონ ბიზნესის მართვის ელემენტარული პრინციპები და ვერც იმას ახსნი,რომ ბიზნესს მოგება სურს. შეუძლებელია დააჯერო,რომ წესიერად მოაზროვნე ბიზნესი არ შემოდის იმის გამო,რომ სახელმწიფო ჯიგრობს ზოგიერთ კლუბს მეტად და ზოგიერთს ნაკლებად. ვერ დააჯარებ,რომ სახელმწიფოს დაფინანსება ქმნის ნაკლებად კონკურენტულ გარემოს და მე არ მაქვს იმის უნარი ალბათ,რომ კარგად ავუხსნა.

     მსოფლიო სპორტს ადევნებენ თვალყურს და კარგად იციან,რომ ბიზნესი იქეთ მიდის,სადაც ყველაფერი წესრიგშია. თუ შესაძლებლობა ექნება ბიზნესმენი იყიდის ინგლისურ კლუბს და არა ესპანურს,არა იტალიურს,თუ კანტორის მეთოდებით არ მოქმედებს კონკრეტული ბიზნესი. თუ არ გჯერათ ჩემი,მაშინ მალაგას მაგალითი გაქვთ და გაეცანით. საქართველოს რაც შეეხება,ზესტაფონი და მისი მფლობელის მაგალითია,თუ როგორ გაეჩხირა სახელმწიფოს გავლენა ამ კლუბს. აგერ არის ტორპედოს მაგალითი და გაეცნონ.

     სანამ სახელმწიფო დაფინანსება ფეხბურთში და არა მარტო იქ,მაშინ ყოველთვის იქნება ქაქში ეს ყველაფერი. ყოველ წელს შეგვიქმნიან ილუზიას და მერე აჯ... ყველაფერში. გუნდს ლიგის ჯგუფის თამაში უნდა ნინუას ყიდის და აქედან დასკვნა,რომ არავის არაფერი არ უნდა ერთის გარდა,ეს ერთი ფულია. დინამო კერძო სუბიექტია და რომ არა სახლმწიფოს დახმარება,მაშინ არც ვინერვიულებდი. მის მფლობელს სარი სარი წაუღია ერთ ადგილას.
  6. Nika Gaprindashvili Offline 20 აგვისტო 2020 11:59
    chipe888 

    არ მინახავს ეგ გადაცემა მაგრამ, ეგეთმა ხალხმა ძაან რომ შეტკივათ ფეხბურთზე გული
    ამოიღონ თავისი ჯიბიდან და უნდათ დინამო თბილისი დააფინანსონ უნდათ მახაჩკალის ანჟი

    ფარისევლებით და კომფორმისტებით არის სავსე ყველა სფერო. 

    30 წელი ქართულ ფეხბურთს რომ მიჩერებიხარ და იმას ვერ ხვდები საბიუჯეტო კლუბებიდან მხოლოდ ფული იჭმევა მეტი არაფერი,
    ან დებილი უნდა იყო ან დაინტერესებული პირი ანუ ერთ ერთი მჭამელი...
  7. chipe888 Offline 20 აგვისტო 2020 06:59
    Nika Gaprindashvili
     100%. სწორედ ეგეთ შემთხვევაზე მქონდა საუბარი. ფაქტიურად,ძალადობენ შენზე,რადგან შენი ნებით არ გადაიხდი გადასახადს,რადგან ფული,რომელსაც იხდი ათასს სისულელეში იხარჯება და ეჭვი მაქვს,რომ არცერთი ეგ სისულელე არ მოგწონს.

     ადამიანებს ამ ქვეყანაში ისევ სოციალიზმი გგონიათ და ყველაფრის დაფინანსებას ითხოვენ სახელმწიფოსაგან,სწორედ ესეთი გაუაზრებელ და არ ცოდნას იყენებენ ბიუროკრატები დიდი ფულის საშოვნელად,რაღა თქმა უნდა ჩვენს ხარჯზე. თავის დროზე,ჯარს დაფინანსება გაუზარდეს და კეზერეშვილმა დიდი ფული იშოვა და ეხლა აფინანსებს ტელევიზიებს,აქციებს,რომლეთა მეშვეობითაც უკან მობრუნებას და ფულის საჭრელზე მოჯდომას ცდილობს.

     გეთანხმები,არ მსურს ჩემი გამომუშავებული ფულის ნაწილი მოხმარდეს მოღალატე შენგელია და მით უფრო გაზულუქებულ კლუბების ხელმძღავნელებს,რომლებსაც ფეხბურთის გარდა ყველაფერი იციან. ჩვენსავით არის მთელი საქართველო. თუ ვინმეს გადასახადი გგონია მარტო ხელფასის შემთხვევაში ან ბიზნესის ქონის შემთხვევაში ძალიან ცდებიან,რადგან ნებისმიერი ნებისმიერი პროდუქტი/მომსახურების შეძენა ავტომატურად ნიშნავს ამას. 

     ყველაზე მთავარი,მოტივი არისფეხბურთის გადარჩენა და თუ არ დავაფინანსეთ ე.ი. ეს სპორტი გაუქმდება.ამბობენ,რომ ადამიანები არ დადიან და ამიტომ უნდა ვყაროთ მილიონები ამ სპორტში.თუ ადამიანს არ სურს ცუდ სერვისში ფულის გადახდა,მაშინ ეს ცუდი სერვისი რატო უნდა ვაფინანსოთ ამ ადამიანების ფულით.იმ სიტუაციაში,როცა უამრავი გადასაწყვეტი პრობლემა გვაქვს და ყველაზე მთავარი ტერიტორიული საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი,ფულს ვხარჯავთ რაღაც უსურ და არფრად მომცემ საქმეში.თან ამას ვაკეთებთ ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ.

     თუ ვინემე გამოვა და იტყვის,რომ ფეხბურთი უყვარს და ამით ჩვენ ვკლავთ ამ სპორტს,მაშინ ადგეს და თვითონ აფინანსონ ეს სვარკა. მე დავუშალეთ თუ შენ,ყველას აქვს უფლება იყიდოს ის,რაც სურს,მაგრამ არავის აქვს უფლება,სხვას აყიდინოს ის,რაშიც თვითონ ფულს არ გადაიხდიდა.
  8. Nika Gaprindashvili Offline 20 აგვისტო 2020 03:37
    არ შემიძლია აქაც რომ არ გამოვეხმაურო დღევანდელი დინამოს თამაშს.

    ე.ი. რა ხდება, პატარა ბიზნესი მაქვს ამით ვცხოვრობ, გადასახადებს ვიხდი რამდენიმე ათასს, 20-30 ათასს საშუალოდ.


    ეხლა სად მიდის ეს ჩემი გადასახადი, ნაწილი მიდის ფეხბურთის ფედერაციაში, რომელიც ამ დინამოს ფულს აძლევს.
    ნაწილი მიდის იმ კალათბურთის ფედერაციაში რომლის ნაკრების კაპიტანი მოსკოვის არმიის კლუბის წევრია და ჩვენი ფედერაციის ე.წ. პრეზიდეტს იმის ტრაკიც არ აღმოაჩნდა კაპიტნობის სხვაზე გადაცემაზე მაინც ეფიქრა, დგას და აპრავებს...

    კიდე არ ჩამოვთვლი რამდენ სისულელეში მიდის ჩემი გამომუშავებული ფული.


    იმის მაგივრად რომ ჩემს თანამშრომლებს ხელფასები გავუზარდო, ჩემი ბიზნესი გავზარდო და ზოგადად უკეთესად ვიცხოვრო მეც და ჩემმა თანამშრომლებმაც,
    ვუხდი ხელფასს იმათ ვინც დღეს ფეხბურთის მსგავსი რაღაც ითამაშა...



    კიდე არავინ დაიწყოს რა, რომ ფეხბურთს დაფინანსება უნდა გავუზარდოთო, ნაგავში გადაყრილი ასეულობით მილიონი და არაფერი.


    თავისი ჯიბიდან ვინაც რა უნდა ის მიცეს ფეხბურთს, თუ უნდა სახლი გაყიდოს და ფეხბურთის ფედერაციაში ჩარიცხოს. მაგრამ მე ცუდად მხხდის იმის ფიქრი ეს ნაბიჭვები ჩემი ფულითაც არსებობენ.

    ამოვიდა ყელში უკვე ყველაფერი, დამიჯდებიან ეთერებში ჭკვიანი სახით ვიღაც სირები და ფეხბურთს თურმე ფული არ ყოფნის და უნდა გავუზარდოთ, 30 წელი ერთი და იგივე. 

    აწი თუ წავალ კალათბურთზე ან ფეხბურთზე მარტო იმიტომ წავალ რომ ვაგინო, და ამოვიღო გულიდან რაც მაქვს.

    ესეთი ქვეყნის დედაც ვატირე და ესეთი სპორტისაც....


  9. koba_koba Offline 19 აგვისტო 2020 23:44
    xojava  cota  nervebi   daioke. 


  10. federer-555 Offline 19 აგვისტო 2020 19:01
    დღეს ფაქტიურად ნაჩუქარი იყო გაიატის 2.5

    სასწაული ტრიუმფალური თაღი იქნება იმედია აჩვენებთ წელსაც
  11. iuve001 Offline 19 აგვისტო 2020 09:07
    Basila 93 რაღაც საიტი მითხრეს ჩვენ ამ საიტით ვსარგებლობთო და იქ 4 ბარათიაო. Bit.ly თუ რაღაც ამდაგვარი. არადა სხვა ყველა საიტზე 5 ბარათია
  12. basila93 Offline 19 აგვისტო 2020 01:18
    iuve 001 miwere totalizators an daureke da gamogisworeben yvelgan 5 barats afiqsireben

  13. iuve001 Offline 18 აგვისტო 2020 23:26
    მეგობრები რუბინის 4.5 მეტი ბარათი ავიღე და 5 იყო და გამიწითლა და რატო ხო ვერ მეტყვით? სხვადასხვა საიტებზე ვნახე და ყველგან 5 ბარათს აჩვენებს
  14. chipe888 Offline 18 აგვისტო 2020 17:29
    ლევან,გუშინდელ გადაცემაში თქვენმა სტუმარმა თქვა,რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებზე უნდა დაიხარჯოს,ოღონდ მიზანმიმართულადო. ეს მოსაზრება და იდეა იმას ჯობია,რაც გვაქვს ეხლა,მაგრამ მთლიან დაფინანსებაა მოსახსნელი. ვიცი,რომ მძიმე სიტუაცია არის ქართულ ფეხბურთში,მაგრამ თუ გვინდა საშველი დადგეს,მაშინ მთლიანად მოსახსნელია. ერთ მაგალითს მოვიყვან,თუ ჩემი ორგანიზაციას შეუძლია 100 კაცის მიღება და სახელმწიფოს დახმარებით ეს 100 კაცი უეჭველად მოდის,მაშინ მე არავითარ შემთხვევაში არ განვავითარებ სერვის,რადგან ვიცი კლიენტი მაინც მეყოლება. შეიძლება ადამიანებს არ სურდეთ ჩემთვის ცუდ სერვისში ფულის გადახდა,მაგრამ რა მენაღვლება,სახელმწიფო იხდის და ჩემი მიზანია მცირე დანახარჯი და მეტი მოგება. ესეა ფეხბურთის საქმეც,ფული ყოველწლიურად მიდის ბიუჯეტიდან და იხარჯება,შედეგი 0.შესაძლოა მოიფიქროთ,რომ გააკონტროლოთ ეს ხარჯვა,მაგრამ ეს კორუფციის საფრთხეს ქმნის და დიდი ალბათობით ასე იქნება. როცა კერძო საკუთრება იქნება,მაშინ ეს პიროვნება ყველაფერს გააკეთებს,რომ მეტი ფული მოიძიოს და შესაბამისად იყოს წარმატებული.თუ ადამიანებს უყვართ ფეხბურთი,მაშინ მივიდნენ სტადიონზე,იყიდონ ატრიბუტიკა და ა.შ. თუ იმას ვამბობთ,რომ შეიძლება გაქრეს ეს სპორტი,იმიტომ რო ადამიანები არ წავლენ და არ გადაიხდიან ფულს,მაშინ არ ყვარებიათ. გადასახადის გადამხდელების ფული გადავიხადოთ იქ,სადაც ადამიანი თვითონ არ გადაიხდიდა არის ძალადობა.გადასახადი თავისი არსით არის ძალადობა,რადგან ნების საწინააღმდეგოდ ხდება მისი გადახდა. ასე რომ არ იყოს,ჩვენი შემოსავლს მთლიანად ავიღებდით და მერე გადავიხდიდით ნებით. შესაძლოა მცირე ბაზარია ამ მხრივ,მაგრამ შეიძლება მოფიქრება აზერბაიჯანთან გაერთიანება ლიგის და ერთი მთლიანი ტურნირის მოწყობა. ორივე მახრესთვის მომგებიანი იქნება. ჩემი აზრით,ეს არის ერთადერთი გამოსავალი.
    წარმატებები ბილეთს!
  15. giorgi(zidani) Offline 18 აგვისტო 2020 15:02
    ლუკა წარმატებები 
  16. lasha84 Offline 18 აგვისტო 2020 14:48
    ბაიერნის 6 გოლს აქვს 11.0 კოეფიციენტი. ტოტენჰემს 7 გაუტანა, ჩელსის 4, ბარსელონას 8... ლიონი რა გახდა ვითომ?
    წარმატებები ბილეთებს!!!