13 ნოემბრის "იმედის ფსონის" ლევანის ბილეთი

შვეიცარია-ესპანეთი 2 / 1-1
პორტუგალია-საფრანგეთი კი / 0-1
იტალია-პოლონეთი 1 / 2-0
ბეტინჰაიმი-ფერენცვაროში 2 / 25-29

კოეფიციენტი: 10.3

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 10

  1. chipe888 Offline 16 ნოემბერი 2020 08:15
    დაველოდოთ ამ ორი თამაშის ჩატარებას და მერე ვისაუბროთო,ხოდა გამოუშვი ყველაფერი ლევან))) ამათ ორი თამაში კი არა,სტადიონზე შესვლა უნდა აუკრძალო და სამუდამო ბანი მისცე. სრული ბარდაგი დაცვაში და სრულად გაუაზრებელი თამაში. ხოჭოლავა მეგონა ცხვარზე და ოციანზე თამაშობდა,რომლის ჩაბარება მას არ უწევდა. ბებერ ნავალოვსკის შემოევლოს ჩემი თავი,ეგ არის მებრძოლი სული მატარებელი ბიჭი. აი,ეგეთი მებრძოლი რო ყოფილიყო ყველა სომხებს ბურთს თავზე გადავახევდით,მარა უპასუხისმგებლობის ზეიმი ყოფილა ნაკრებში,არადა ჰარმონია სუფევსო ამბობდნენ.

    ვაისა ჩორტიოზნაეტ ვლადიმერმა თქვა,რომ ბევრი უპასუხისმგებლო ფეხბურთელი არის ნაკრებში და მე მათ შევპირდი,თამაშის მერე ყველაზე ვიტყვიო.ლევან,ამ კაცს ვაცლით ერთ-ორ თამაშს? უპასუხისმგებლო ხალხი ყოლია ნაკრებში და ისევ მაგ ხალხს იძახებდა. დოსიე გადაიკითხეთ ამ კაცის თავიდან და გადაამოწმეთ.ესეც პლაჟის ფეხბურთის ტრენერი ხო არ იყო შემთხვევით. საიდან მოიყვანეს ან სად ნახეს ან ვინ ურჩიათ. ბუდუ ზივზივაძეს პირადად ვიცნობ და ეგ ბიჭი სულით და გულით ქართველია. იხვეწება შანსი მომეცითო და ამ დროს უპასუხისმგებლო ხალხს იძახებენ ნაკრებში.ახალგაზრდული ტურნირის დროს კუციამ რო იტირა და ძლივს გაიყვანეს მოედნიდან ეს რას ნიშნავს იცით?! ამ ბიჭს თავისი ქვეყანა უყვარს და თავისი ხალხი. წააგო გუნდმა და ცხვენოდა,განიცდიდა,ხალხს თვალებში ვერ უყურებდა. კვეკვესკირმა იტირა მაკედონიასთან და ლობჟანიძე კი ტრიბუნაზე იჯდა თავჩაღუნული. სტადიონზე რო ვყოფილიყავი ყველაზე გეტყოდით და ვინ იმსახურებს ნაკრებში თამაშს და ვინ არა. ყველა ჩვენთაგანმა ერთი ცრემლი მაინც ჩამოაგდო მაგ თამაში მერე და გამოუყენებელი შანსის გამო,ეს რეაქცია თუ არ აქვს ადამიანს,მაშინ ის ნაკრებში კიარა გუნდშიც არ უნდა ირიცხებოდეს. მადლობა საბა ლობანიძეს და ნავალოვსკის გუშინდელი კარგი თამაშისთვის,ადვილი არაა ასეთ დროს თამაში და ისეთ დროს,როცა 9 კაცს კიდია ნაკრების თამაში. ეს ყაზაიშვილი რა მოვლენა არ ვიცი საერთოდ,გოლი გაიტანე და ან იყყვირე ან იხტუნე რამე გააკეთე,მუხტი აწიე.ჩემი ქვეყნის ნაკრების ფორმა მეცვას და გოლი გავიტანო,თბილის ორჯერ შემოურბენ სიხარულისგან და ეს ბიჭი ასე ჩამოწუწული რატო თამაშობს?

    ფედერაცია წასასვლელია და უნდა წავიდნენ ვადამდე. არც ბართომეუს უნდოდა წასვლა,მარა მოუწია,ეგრე მოუწევს კობიაშვილსაც. ჟურნალისტები და გულშემატკივრები უნდა გავერთიანდეთ. ჯიგრული პონტებით იძახებენ ხალხს ნაკრებში და ეს მხოლოდ ვაისი ბრალი არაა,ფედერაციაც გარეულია. ვაკო გვილია როცა ფორმაში იყო,მაშინზამენაზე ყავდა ხოლმე და ეხლა ცუდ ფორმაშია და ორი მნიშვნელოვანი თამაში ათამაშა.პაპუნაშვილი როცა კარგად თამაშობდა,მაშინ ან არ იძახებდა ან ზამენაზე ყავდა დამწნილებული. კიდევ ბევრია ასეთი და ეს ჯანსაღ გარემოზე არ მიუთითებს. ჯოს ძახილი კარგია,მაგრამ ქართული ფებურთი ჩვენს აქტიურობას ითხოვს არა თამაშზე,არამედ ფეხბურთის გადასარჩენად.შინაურობის,ჯიგრობის და ახლობლობის დრო არაა ეხლა.არველაძემ თქვა,რომ არ სურს ნაკრების გაწვრთნა,რადგან იცის რა ბარდაგიც არის,ცხადაძემ თქვა,რომ ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა ნაკრების გაწვრთნა,მაგრამ არც ეგ მოვა. თუ ქართველებს მივყვებით,ჭიაბრიშვილი არის ვარიანტად,მაგრამ ამ ფედერაციის ხელში არ მინდა მაგ მწვრთნელმა სახელი გაიფუჭოს და დიდი ალბათობით,არც თვითონ დათანხმდება.
  2. rezo reali Offline 15 ნოემბერი 2020 18:06
    ყველა რატო შეთანხმდით რო უფრო ძლიერმა გაიმარჯვა ? უფრო ძლიერმა კი არა  , ვისაც მეყად გაუმართლა იმან გაიმარჯვა... გაეტანა ვაკო ყაზაიშვილს 3 მეტრიდან და ვინ იქნებოდა უფრო ძლიერი? ან მარტო მწვრთნელს ვინც ახოცავს ხელს ვაისი ხო არ გაიტანდა სამი მეტრიდან იმ გოლს ( ჰო მოედანზე რო ყოფილიყო მაგას ვაისიც კი გაიტანდა ისე ) . პირველი ტაიმი ვაჯობეთ სამი მომენტი შევქმენით  ვერ გამოვიყენეთ შანსები და მეორე წავაგეთ. დაგვჩაგრეს დაგვჯაბნეს უშანსოდ მოგვიგეს და მსგავსი საუბრები არასწორად მიმაჩნია.
    ვაისი გასაშვები კი არა საერთოდ არც უნდა მოეყვანათ.ტიპებმა კახა ცხადაძე გაუშვეს ხელფასი ბევრი აქვსო და ვაისს ორჯერ მეტს უხდიდნენ მგონი სად იყო მან ლოგიკა. მაქედანვე ამიცრუვდა გული კობიზე...
    და რა თქმა უნდა ეს წაგება მთლიანად მთავრობის და ფედერააციის სინდისზეა. ფეხებზე რო დაიკიდა კალაძწმაც და კობიმაც  და ერთი კომენტარი და წინააღმდეგობა არ ყოფილა მათი მხრიდან რო ხალხისაჭირო იყო. ოცნება წაგვართვეეეს.. არაფერი გააკეთეს იმისთვის რო მოგვევგო. პირიქით ყველაფერი გააკეთესრაც შეეძლოთ რო არ გავსულიყავით... წარმოიდგინეთ რო მოგვეგო იმასაც ვერ აღვნიშნავდით. ბოლოს კომენდანტიც კი მოიგონეს და გარეთაც ვეღარ დავდგებოდით საგულშემატკივროდ, როგორც ბელარუსთან და მარტო შეცილებით შემოვიფარგლეთ.... აი ყველაზე მეტად მაგიტო მეშლება იმათზე ნერვები, ვინც ოდნავი წვლილი შეიტანა იმაში რო სტადიონი ცარიელი იყოო და მაგის გამო ვერ გავედით...
     და ვაისი რო ცუდი მწვრთნელი იყო პირველი ციკლის მერე დავჯნახეთ როცა ჯგუფში სადაც მოლდოვა გვყავდა თამაში ვერ მოვიგეთ და რატო დატოვეს ? ეგეც ფედერაციის უნიათობის კიდე ერთი მაგალითი..... 
  3. chipe888 Offline 15 ნოემბერი 2020 08:18
    Nika Gaprindashvili

    ჩემი აზრით,არც უნდოდათ ევროპაზე გასვლა და ამისათვის ყველაფერი გააკეთეს. არცერთ ვეტერანს არ გამოუთქვამს პრეტენზია უმაყურებლობის გამო და ყველანი გაჩუმებული იყო. წყენა/არ წყენაზე არ იყო აქ საქმე,მე სხვა რამე მგონია. ხელს ითბობენ ბიუჯეტის ფულით,სხვადასხვა დროს რაღაც თანამდებობები ეჩითებათ და რატო გაენაწყეებინათ მარჩენალნი?! არის კიდევ ერთი მომენტი,რაც უფრო დაიკიდებს ერი ფეხბურთს,მით უფრო თავისუფლად მოტეხავენ ფულს.

    ზოგადად,თამაშის წაგება მწვრთნელის ბრალია,მაგრამ ვაისი ასეთი იყო 5 წელი. რაც იცოდა ამ კაცმა მაქსიმუმი გააკეთა და ის,რომ მწვრთნელი იყო ფედერაციის ბრალია და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავის თავზე. ძალიან ბევრი მიუთითებდა ვაისი არაპროფესიონალიზმზე და პირადად,წერილიც მივწერე კობიაშვილს,სადაც ახსნილი მქონდა,რატომ იყო შეუფერებელი ეს კაცი და რა საფრთხეები იყო წინ,მარა დაიკიდა. ყველამ ისედაც ყველაფერი იცოდა და ეხლა წუხილი გვიან არის.იქ გუცაევი მჭერმეტყველებდა,აქეთ არველაძემ უმაყურებლობაზე დაიწუწუნა თამაშის მერე,ქეცბაიასაც ვუსმინე და ცხადაძესაც. ქეცბაიაც კი არ ამბობდა იმას,რომ ამ თამაშში ხალხი უნდა ყოფილიყო. ყველას პასუხისმგებლობა არის ამ წაგებაში,ფეხბურთელების,მწვრთნელების,ვეტერანების,ჟურნალისტების და გულშემატკივარის.ჟურნალისტებმა ის დააშავეს,რომ არ წამოიწყეს კამპანია ამ ყველაფრის შესაჩერებლად და გულშემატკივარმა ის დააშავა,რომ არ მივიდა და კობიაშვილიან ცქიტიშვილიანა არ გადმოყარა იმ შენობიდან სუყველა.


    უნამუსობის ზეიმია საქართველოში და ყველა მიმართულებით თავზე გვახტებიან.კალაძეს მოუწევს მილანში გადასვლა დიდი ალბათობით ან გლდანში,კობიაშვილი იქვეა და სადაც დაიბადა,იქ გაატარებს დიდ დროს,ოღონ ოთხ კედელში. ბევრი გაყვება კიდევ. ცხადაძის ნაჩქარევი გაგდება და ვაისი მოყვანა,რომლის ხელფასიც გასაიდუმლოებულია ეჭვებს აჩენს,აუცილებლად ამოტივტივდება ეს ყველაფერი. საქართველომ გაისტუმრა ქოცეთი მართველობიდან,მარა გააყალბეს და მაგასაც ვნახავთ,რამდენად გააპრავებენ ამას.მაგათი ძალაუფლება დღეებს ითვლის უკვე. ხოდა მუჯირის ადგილას მუხლებზე დავდგებოდი და ბოდიშს ისე მოვიხდიდი,რომ მოსახლეობას შევცოდებოდი.

    ჟურნალისტებზე რა ვთქვა,პრესკომფერენცია დატოვეს ეხლა,როცა არაფერი საშველი არ იყო და პროტესტი გამოთქვეს.უკანასკნელი ქმედება იყო მათი მხრიდან და ადრევე უნდა გამოეთქვათ ეს პროტეტი. როცა ლორიას საჯაროდ შეურაწყოფა მიაყენა და ჟურნალისტებს უხეშად ესაუბრებოდა,მარა წყალი ჩაიგუბეს პირში. ერთა ლიგაო და ევროპაო,ხოდა კი დარჩათ...აგუერომ ქალ არბიტრს მხარზე ხელი მოკიდა და მთელი ინგლისელი ჟურნალისტები ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.ამიტომაც არის ინგლისი იქ სადაც არის და ამიტომაც ვართ ჩვენ ჭაობში. არაპროფესიონალიზმი ყვავის ჟურნალისტიკაში და ბევრ მათგანს არცკი ესმის ჟურნალისტიკური საქმიანობის მნიშვნელობა.
  4. მამაცი კუში Offline 15 ნოემბერი 2020 01:50
    უკაცრავად ეს კორონა მარტო თავდამსხმელებს ემართებათ ?  სუყველას სახეებზე ეტყობოდათ, რომ უნიჭოდ დადგმული სპეკტაკლის გმირები იყვნენ... პ.ს ვიდამ ითამაშა სხვათაშორის ვირუსიანმა 
  5. Nika Gaprindashvili Offline 15 ნოემბერი 2020 00:01
    chipe888 
    კალაძეს კითხეს რამდენიმე კვირის წინ, რაში გამოიხატება ქართული ფეხბურთის წარმატებაო, და ევროპაზე გავალთ ეს იქნება წარმატებაო.
    ვერ გავიდნენ და ვაისის ბრალია.

    ანუ თუ გავიდოდა ფედერაციის დამსახურება ყოფილა კობიაშვილის მუშაობის შედეგი და თუ ვერ გავიდოდა ვაისის ბრალი იყო.
    ესე ხდება სულ...

    ჟურნალისტებგან ტყუილად ელოდები რამეს, კობი ჯიგარია კაცო. ფეხბურთელებს ბურთები რომ აქვთ ესაა თურმე მაგის ფუნქცია, თორე პრობლემები ვაისის და ფიფიას ბრალია, კობი რა შუაშია....
  6. ExTreMaL Offline 14 ნოემბერი 2020 23:54
    პოლიცი იქ იყო და ცქიტიშვილი ხელშეუხებელია?
    იმ ბიჭს რომ დაერტყა ცქიტიშვილისთვის მერე გამოსულიყო და ეთქვა ,,მოსახვედრად მოხვდაო"
    ხო ჩააყუდებდნენ ციხეში

    რაც შეეხება თამაშს ___უკეთესია გაიმარჯვა
    ადრეც დავწერე აქ __თუ გავრდებოდით ყველაფერი ვაისს დაბრალდებოდა თუ გავიდოდით მთელი მთავრობა იქ იყო და  სათითაოდ გამოვიდნენ დაიბრალებდნენ ჩვენი დამსახურებაა რომ გავედითო


  7. chipe888 Offline 14 ნოემბერი 2020 23:37
    ცქიტიშვილმა გულშემატკივარს დააყარა და მუჯირმა გულშემატკივარს დაგვაბრალა წაგება.ლევან,ბურთი და მოედანში დაუძახე ამ მუჯირს და აგვიხსნას,რაში მდგომარეობს გულშემატკივრის ბრალეულობა. ხო კიდევ რამდენი წელიც იყვნენ,იმდენჯერ 211 მილიონი მოიტანონ კობიაშვილის კანტორამ,ესეც უთხარით. ხო არც ჟურნალისტებზე დაუკლია პასუხისმგებლობის აკიდება. დრო ხომ არ დადგა ნაადრევად გავისტუმროთ ეს ხალხი ფედერაციიდან?
  8. VangaX Offline 14 ნოემბერი 2020 23:32
    espaneti fre mgonia 

    espaneti fre mito mgonia ro germanistan sheinaxavs tavs dzalebs ro gadamwyvet taamashi moigos romeli gava pirvelze
  9. federer-555 Offline 14 ნოემბერი 2020 13:25
    გაიოზ დარსაძეს თუ მოიწვევთ ბურთი და მოედანში კარგი იქნება ყველაზე საინტერესოდ არჩევს ხოლმე ყველაფერს
  10. Nika Gaprindashvili Offline 14 ნოემბერი 2020 02:43
    გამარჯობათ, მეც დავწერ ჩემს მოსაზრებას თამაშთან დაკავშირებით. 

    თამაშზე რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. ობიექტურად უკეთესმა გუნდმა მოიგო.

    რაც შეეხება მაყურებლის არ დასწრებას, რათქმაუნდა უნდა დასწრებულიყო აქამდეც ვწერდი ამაზე. ფედერაციასაც ვაკრიტიკებდი ამის გამო, აქ თუ ვინმეს ჩემი კომენტარი წაუკითხავს ყველამ იცის რომ მაგათი ადვოკატი არ ვარ.
    მაგრამ ვინც ეხლა უკვე ფედერაციას აკრიტიკებს ამის გამო, თამაშის შემდეგ რაღა აზრი აქვს? ეგაა მთლიანად სპორტული საზოგადოების პასუხისმგებლობა, უნდა მოეხდინა ზეწოლა ფედერაციაზე რომ ხალხი შეუშვი. ფედერაცია რომ მივიდოდა მერე მთავრობასთან სათქმელი ექნებოდა, აგერ ესეთი ხალხი მაწვება დიდი ზეწოლაა რომ არ დავუშვათ ცუდად იმოქმედებს ჩვენზე. მე რომ კობიაშვილი ვყოფილიყავი ამას ვიზავდი, ვთხოვდი ამ ხალხს ელაპარაკად საჯაროდ და ეთქვათ, რომ ხალხი საჭიროა. 
    მე მაგალითად ბელარუსთან სტადიონთან მაგ მიზნით მივედი რომ, სათქმელი ჰქონოდა ფედერაციას და ყველას ვინც საჯაროდ მოითხოვდა, აგერ მაინც არის ხალხი გარეთ და შეუშვით რა აზრი აქვს სად იქნებიან. მაგრამ ხმა არ გაიღეს მაინც. მარტო კობიაშვილი ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას, ისეთი ხალხიც გამოჩნდებოდა ვინც იტყოდა მერე რომ კობიაშვილი ხალხს სასიკვდილოდ წირავს და ათასი სისულელე. ამიტომ უნდა ამოეღო ხმა მთლიანად სპორტულ საზოგადოებას. ეს არ იყო კობიაშვილის და ფედერაციის ჩასატარებელი თამაში მხოლოდ. ეს იყო ქვეყნის მატჩი. ვისაც რა დოზიდაც შეეძლო წვლილი შეეტანა ის უნდა გაეკეთებინა.
    შოთა არველაძემ ეხლა რომ დაწერა თამაშის მერე, დაეწერა თამაშამდე აუცილებელია მაყურებლის დასწრებაო.


    რაც შეეხება ლოჟაში ხალხის ყოფნას, მე წინა თამაშზე არც კობიაშვილის იქ ყოფნა მომეწონა მარა, თქვით ეხლა გადაცემაში მაკედონიის დელეგაციაც იყო და ამათი ყოფნაც აუცილებელი იყოვო და გასაგებია. მაგრამ კალაძის იქ ყოფნას არაფრით არ დავეთამხმები. დიდი ფეხბურთელობა მარტო სტადიონზე თამაშით არ გამოიხატება. კალაძისგან ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა სოლიდარობა გულშემატკვირის მიმართ და არ მისვლა იქ.
    კობახიძეზე აღარაფეს ვიტყვი, მაგას უფრო დიდი ცოდვებიც აწევს კისერზე და 20 ივნისის მერე კიდე სადმე რომაა ეგეც ტეხავს....

    ვაისის წასვლაც დროული იყო. თუმცა უარყოფითად არ შევაფასებდი მაგის მუშაობას, კი არ იძახებდა ვიღაცეებს მაგრამ ყველაზე მეტად რაც მომწონდა მაგის, ამდენი ხანი გუნდშია და არაფერი არეულობა შიგნიდან არ ყოფილა. ქეცბაისთან ბოლოს ნახევარი გუნდი აღარ ჩამოდიოდა.