16 ნოემბრის "იმედის ფსონის" ლევანის ბილეთი

საფრანგეთი-შვედეთი (0-2) 2 / 4-2
შვეიცარია-უკრაინა 1 / გადაიდო
ესპანეთი-გერმანია კი / 6-0
პორტო(+5.5)-პსჟ 1 / 31-34
კილი(+2.5)-ბარსელონა 1 / 26-32
ბუქარესტი-როსტოვი 1X / 22-27

კოეფიციენტი: 13.7
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 60

  1. kapana-drente Offline 21 ნოემბერი 2020 17:56
    ანუ როცა საქმეს ჭირდება ერთი ოჯახი ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით და როცა მწვავე და არგუმენტირებული კრიკიტიკაა მაშინ ამ სასტუმროში მე ვარ დირექტორი და ეს ჩემი საიტია რა ლაპარაკია საერთოდ? ვინც ბილწსიტყვაობს უნდა დაიბლოკოს რა თქმა უნდა მაგრამ კრიტიკის მოსმენა უნდა შეგვეძლოს. ვეთანხმები იმ აზრს რომ ბუხარი და შავი ღვინო გაკლდათ გადაცემაში მართლა ისეთი კომფორტი მოუწყვეთ კობიაშვილს. ნიკას ვეთანხმები რომ კითხვები დაისვა მაგრამ პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია (და კობიშვილი ეხლა პოლიტიკაში უფროა ვიდრე სპორტში) რომ რა კითხვაც არ უნდა დაუსვან მისთვის სასურველ პასუხს იძლევა ამიტომ როცა ესეთი თავხედურად უზრდელი (ჩემი სუბიექტური აზრით) რესპოდენტი გყავთ უნდა ჩაეკითხოთ და მიუთითოთ რა კითხეთ და რა პასუხს იძლევა. კომენტარი თუ გსურთ წამიშალეთ თქვენი საიტია მაინც და:)
  2. Nika Gaprindashvili Offline 21 ნოემბერი 2020 02:50
    Salukvadze  

    კითხვები კი ყველაფერი დასვით მაგრამ პასუხები იყო ისეთი სადაც ბევრ ადგილზე შეიძლებოდა ჩაკითხვა.
    იმის პასუხებში გამიჩნდა მე ბევრი ისეთი კითხვა რაც არ გიკითხავთ.ძაან დაგღლით ყველაფერზე რომ ვწერო.
    რამდენიმე დავწერე ახალი ბილეთის ქვეშ.
    მისთვის კომფორტულ გარემოში იყო, იმიტომ შევადარე სამთავრობო არხებს, იქაც სვავენ იმ კითხვებს რაც ხალშია, მაგრამ სვავენ და აძლევენ რესპოდენტს საშუალებას რაც უნდა ის ილაპარაკოს. ეს გაპრავებაა და არა პასუხი კითხვაზე. ნებისმიერ ქმედებას რაღაც დადებითი მხარე აქვს, რესპოდენტი თუ საუბრობს მხოლოდ დადებით მხარეზე და ჟურნალისტს ის არ მიყავს უარყოფითი მხარისკენაც, ეს არის გაპრავება და არა სიღრმისეული პასუხი კითვაზე.

  3. Salukvadze Offline 21 ნოემბერი 2020 02:10
    nika
    რა თქმა უნდა ვერ დაგაძალებ მაგრამ 2 საათიანი გადაცემის 10 წუთით შეფასება?
    ნახე ბოლომდე და მართლა მაინტერესებს რა კითხვა არ დაისვა?
    შენი აზრი
  4. Nika Gaprindashvili Offline 21 ნოემბერი 2020 01:36
    Salukvadze 
    არ მინახავს გადაცემა დასაწყისს ვუყურე და მის მერე აღარ ჩავთვალე საჭიროდ.

    პირველი კითხვა იყო რაში ხედავთ თქვენს პასუხისმგებლობასო, 10 წუთი რაღაც იბოდიალა. ამას ვუყურე.

    მე ეხლა ჟურნალისტობის სწავლებას ხომ ვერ დაგიწყებ აქ. სიბერე ადრეა მარა ჭაღარა კი შემოგეპარად იმდენი ხანია ჟურნალისტი ხართ . არ მაქვს პრეტენზია მაგაზე რომ შემიძლია რამე გასწავლო, ვსაუბრობ მსმენელის პოზიციდაან, მინახავს სხვა სპორტული გადაცემებიც არამარტო ქართული და აქედან გამომდინარე რაღაც დასკვნების გაკეთება შემიძლია.

    მაგალითად ეკითხები "რატომ  გაცვია წითელი ქურთუკი" ეს კითხვა ხომ იმიტომ დასვი რომ გაიგო რატომ აცვია წითელი ქურთუკი.
    ის რომ გპასუხობს ამ კითხვაზე რა კარგია ფორთოხალი რომ ნარინჯისფერია და 10 წუთი ამაზე საუბრაბს რავი, ხომ უნდა გააწყვეტინო და უთხრა ეგ არ მიკითხავსო.  კითხვებს იმიტომ სვამ პასუხი რომ მიიღო, თუ სულ სხვა რამეს გპასუხობს რა აზრი აქვს ეგეთი კითხვის დასმას.

    მე პირველი კითხვის მერე როგორც გავიგე ეგ კაცი პასუხისმგებლობას არაფერზე არ გრძნობს. უპასუხისმგებლო ადამიანს კიდე რაც გინდა კითხე აზრი არ აქვს... მაგიტომ აღარ მქონია მოსმენის სურვილი.

    მაგრამ ვუყურებ და დავწერ მაგის პასუხებზე რასაც ვფიქრობ.


     sergio.ramos4
    პირდაპირობა გასაგებია მარა რასაც გაიფიქრებ საფუძვლის გარეშე უბრალოდ სიტყვები არახუნო ეს არაა პირდაპირობა. მინაშვილთან და ჟურნალისტებთან ის მომენტი იყო რომ ქეცბაია ფიქრობდა, ვიღაც ბნელმა ძალებმა მის წინააღდეგ პირი შეკრეს და ჟურნალისტებიც მათი დავალებით მოქმედებდნენ, არადა ეს ხალხი იქ მართლა იმით იყვენ შეწუხებული რაც ნაკრებს ჭირდა. მინაშვილიც და სხვებიც გულწრფელები იყვნენ.
  5. sergio.ramos4 Offline 21 ნოემბერი 2020 01:14
    Nika Gaprindashvili 


    კაცობა იმ შუაშია რომ ყოველთვის პირში იცოდა თქმა რასაც ფიქრობდა და არა წლების მერე ზურგს უკან...


    ლევან შენ ყოველთვის ყველაფერში გეთანხმებნოდი დღევანდელ დღემდე, უბრალოდ გამიკვირდა ასეთი მარცხის მერე  (ჟურნალისტები) რატომ არ ლაპარაკობთ ფედერაციის შეცდომებზე და არაფრის მაქნისობაზე? ამის მაგივრად მთავარი თემა ის გახადე ქეცბაიას ვინ დაზდევდა და ვინ არა სომხეთთან მატჩის შემდეგ. ეგააა პრობლემა ? ან საერთოდ რატომ ახსენე  თემური ასე ცუდად გადაცემაში? ხომ იცოდი ხალხს რა რეაქციაც ექნებოდა?ძალით გინდა ამით სხვა თემები გადაფარო???  თემურის დაბლოკვას ტყვილად ცრდილობთ ის ღირსეული კაცია და აღარ დადგება მწვრთნელად ძაანაც რომ ეხვეწოთ ,,, ხოლო თუ დაბლოკვას მაინც შეეცდებით შედეგი უკვე ნახე ხალხის რეაქციის 
  6. Salukvadze Offline 21 ნოემბერი 2020 01:12
    sergio.ramos4
    წაგიშალო არა ის კიდევ, გეწეროს... :)))

    Nika Gaprindashvili chipe888
    რადგან ყველაზე ხშირად ჩვენ ვკამათობთ ხოლმე და ვცვლით აზრებს...
    რა კითხვა არ დაისვა? ჟურნალისტური კულტურა არ მოიცავს ჩხუბს, კაცი მოგყავს და ეკითხები ყველა მწვავე შეკითხვას ის გპასუხობს, მაყურებელი აფასებს... ასეა ნორმალური გადაცემა.
    რა კითხვა გამოგვრჩა?
  7. Nika Gaprindashvili Offline 21 ნოემბერი 2020 01:04
    sergio.ramos4 
    კაცია თუ რაა მაგაზე არაა ლაპარაკი. რა შუაშია საერთოდ კაცობაზე და ქალობაზე ლაპარაკი.

    ქეცბაიას გუნდი თამაშობდა ცუდ ფეხბურთს და ლატვიასთან წაგებულ თამაშზე იძახოდა ესაა საუკეთესო თამაშიო. ძაან მაგრად ვითამაშეთო.
    ამაზე რომ სპორტული ჟურნალისტები არ ეთანხმებოდნენ და ეკამათებოდნენ რა არის ამაში არაბუნებრივი?

    რაღაც საკითხებს შეიძლება ინდივიდუალურად შეხედო მარა ქეცბაიას ნაკრების თამაშს როგორც არ უნდა შეხედო იყო კრახი. პირველ წლებშიც არ ბრწყინავდა თამაშით მარა, იოლად აღარ ვაგებდით და ზოგჯერ ვიგებდით მარა ბოლოს ეს შედეგიც აღარ იყო და ქეცბაია ყველას და ყველაფერს აბრალებდა თავისი თავის გარდა. ეს არაა კაცობა იმ გაგებითაც რა გაგებითაც შენ იგულისხმე. თუ ერთ სისტემაში ვართ და არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებ უნდა თქვა ჩამპალია აქ ყველაფერი ჩემი ადგილი აქ არაა და წახვიდე.

    მინაშვილს შეიძლება ყველაფერი დააბრალო მარა ჩვენი ფეხბურთის მტერი ხარო და წარმატება არ გინდაო რანაირად უნდა დააბრალო. კაცი კინაღამ გადაყვა ხორვატიასთან გატანილ გოლს ისე გაუხარდა.  მინაშვილი იყო გულწრფელი ქეცბაიასთან კამათში. შეიძლება ცდებოდა მარა ცდებიო იმას კი არ უმტკიცებდა ქეცბაია და ამის არგუმენტებს კი არ ეუბნებოდა. უხეშობით ცდილობდა ფონს გასვლას.

    მაგრამ ერთ რამეში გეთანხმები ეხლა მართლა არაფერი შუაში არაა ქეცბაია და არაა დრო მაგაზე საუბრის




  8. sergio.ramos4 Offline 21 ნოემბერი 2020 00:43
    აი ეხლა ხვდებით რას გულისხმობდა ქეცბაია როცა ამბობდა ჟურნალისტების დიდი ბრალი არის ქართული ფეხბურთის წარუმატებლობაშიო ?? ნათელი მაგალითი სახეზეა ცოტა თუ დაფიქრებით მიხვდებით და ბევრიც მიხვდა უკვე სხვადასხვა საიტზე რასაც მივაქციე ყურადღება.. 

    მთლიანად მოიშალა ქართული ფეხბურთი ამ 1 თვეში .. ყველამ ჩაისვარა ფედერაციიდან დაწყებული ფეხბურთელებამდე დამთავრბეული და იმის მაგივრად რომ პრეზიდენს პასუხი მოთხოვოს და შეცდომებზე ალაპრაკოს,10 წლის წინ წასულ მწვრთლენზე და მის ხუმრობაზე ლაპარაკოს 1 კვირააა... ქეცბაიამ არის კაცი !!! ღირსეული კაცი . ვაჟკაცი და სიმართვლის მთქმელი . რას ედრებით თემურს? მისი 1 % მიაღწიეთ ცხვორებაში და მერე ახსენეთ საეროდ

    კაცი რომელიც ხან აჭარას ხან ევროპას და ხან ბეთლაიივს უკეთებს რეკლამას ყველა არხზე ყველა საიტზე და ყველა გადაცემაში, ის ლაპარაკობს ქეცბაიას ეთიკაზე :... სასაცილოააა ძააანნნ

    არ წამიშალო კომენტარი , საითზე ხომ დემოკრატია გაქვს დამყარებული
  9. chipe888 Offline 21 ნოემბერი 2020 00:28
    Nika Gaprindashvili

    გაპრავების ეთერი გამოუვიდათ სინამდვილეში და ტყუილი საუბარი იყო გადაცემამდე,ნახავთ რა დღეს ვაწევთო.სინამდვილეში პარტიულ შეკრებას უფრო გავდა და არაფერი ვაწყენინოთ ბაზარი იყო. რო დავინახე სტუმრად,მაშინვე მივხდი რო ნაცრის შეყრის პროცესი იწყებოდა. ჩვენი პრობლემა ეს არის სწორედაც რო ვერ გაიგებ,ვის უნდა ენდო და ვის არა. იმდენად არის ახლართული ყველა ყველაფერში რო სერიოზული ძალისხმევა გჭირდება ადამიანს რო გაარკვიო რა უნდათ და რატო უნდათ.

     ეგ კიდე არაფერი,ეკონომიკურ განვითარებაზე ქონდა საუბარი და არცერთ წამყვანს კითხვა არ გასჩენია როგორ აპირებენ ამას. კი,ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტია,მაგრამ ამავე დრო პარლამენტის წევრი იყო და ხვალ გაიპრავებს მაგას. ზოგადად,ვერ მოსთხოვ ადამიანებს რო ეკონომიკის პრინციპები იცოდეს,ვერც ჟურნალისტებს,მაგრამ ჟურნალისტებს ჟურნალისტობა უნდა მოსთხოვო წესით. კრიტიკული კუთხით არ იყვნენ განწყობილები ჟურნალისტები და ეს არის არაობიექტურობის მთელი არსი. თუ ჟურნალისტს კრიტიკული აზროვნება არ შეუძლია,მაშინ რანაირი ჟურნალისტია?!

     ცქიტიშილის თემა საერთოდ სხვას დააბრალა და ერთხელაც არ უხსენებია თავისი ძმაკაცი. ესენი კი მომღიმარი სახეებით ვერაფერს ეუბნებოდნენ. ეჰ,ეს ქვეყანა იმაზე ცუდ დღეშია,ვიდრე ვფიქრობდი.სირცხვილია,როცა ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი არ მუშაობს წესიერად. არც საპრეზიდენტო,არც აღმასრულებელი,არც საკანომდებლო,არც მედია,არც არასამთავრობო ორგანიზაციები. კატასტროფა კიდე კარგი შეფასება არის ამ ყველაფრის,უფრო აპოკალიფსი უხდება. დროა ესებუას და ვინმე ზურაბაშვილს დავეკონტაქტო,სად შოულობენ ყუმბარებს იაფად უნდა გავარკვიო))) სხვა გაზას არ გიტოვებენ ამ ქვეყანაში. არ მახსოვს ვინ თქვა,მარა მართალია კი არის.ამ ქვეყანაში ან ხელიდან უნდა წახვიდე ან ქვეყნიდანო

  10. Nika Gaprindashvili Offline 20 ნოემბერი 2020 23:58
    chipe888 

    მივხდი ეგეთ ფორმატში რომ წავიდოდა საუბარი და იმიტომ გავთიშე.

    შენი კომენტარი წავიკითხე და გეთანხმები... ეგრე თუ ფიქრობს ოცნებაში რა უნდა.

    პარლამენტში ხო იყო 4 წელი ერთი ჩანაწერი გვაჩვენოს სადაც მაგაზე იბრძოდა. პირიქით ეჭვი მაქვს საწინააღმდეგო კანონებისთვის ექნება მიცემული ხმა.

  11. sergio.ramos4 Offline 20 ნოემბერი 2020 23:51
    ეჰ ლევან ლევან...
    ამდენი ხანია ამბობ თავს ვინახავ ბურთი და მოედნისთვის და ყველაფერს ვიტყვიო დუხზე იყავი , ფედერაციის წვლილი წაგებაშიო , ესაო ისაოო და საბოლოოდ გამოგივიდა კობიაშვილის "უფასო რეკლამა" არჩევნების წინა დღეს !! განა თავის შეცდეომებზე და პრობლემებზე ილაპარაკა? პირიქით თავისი გეგმები გააცნო საზოგადოებას და ისიც კი ახსენა 2011 წელს რამდენი იყო დაფინანსება და დღეს რამდენიაოო. ძაან სირცხვილაი ძააან... ფედერაციამ ძალიან ჩაისვარა ამ კონკრეტულ მატჩებზე და იმის მაგივრად რომ გადადგეს პრეზიდენტი ან ვინმე შეცვალოს ან რამე შეცვალოს, პირიქით გამოდის და იმას ლაპარაკობს რომ თურმე ხელფასს არ იღებს წლებია და მოხალისედ მუშაობს .. წესით არც უნდა იღებდეს ხელფასს ისეთ დღეშია დღეს ფედერაცია 

    მინასიანებს რაც შეეხება , მაშინ სომხეთის ფეხბურთის ჟურნალისტი იყო მინასიანი და ქეცბამ ხუმრობით თქვა დამსდევდაო . კაცმა მთელი 2 საათი სრული სიმართლე ილაპარაკა და შენ მაინცდამაინც ერთი დაუდასტურებული ხუმრობდა ამოიჩემე და ეგ მოგაქვს არგუმენტად, თუ უზრდელია და უზრდელურად თქვა რამე იქვე იჯექი და შეგეძლო რამე გეთქვა 10 წლის მერე შენს გადაცემაში რომ აყენებ შეურაწყოფას ეგ არ გაპატია ხალხმა და იგივე შეურაწყოფა რაც შენს მიმართ მოდის ნუ გიკვირს : ___

    იმედია არ წამიშლი კომენტარს. აქ ხომ ყველას აზრსს პატივს სცემ რომელიც უზრდელობას არ შეიცავს ..
  12. chipe888 Offline 20 ნოემბერი 2020 23:49
    Nika Gaprindashvili
    საყურებელი ბევრი არაფერია და არც რაიმე ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა.სიტყვების ბრახაბრუხი იყო და ძალიან სუსტი იყო თვითონ კობიაშვილიც და ჟურნალისტებიც.გაპრავებას უფრო გავდა ეს გადაცემა,ვიდრე რეალურ პრობლემებზე საუბარს.შენ არ გესწავლება,მარა სხვის გასაგონად ვამბობ,რომ ესე აკეთებენ ქოცები,როცა მიდიან გადაცემაში,კითხვებს წინასწარ ითხოვენ და პირდაპირ მოუწოდებენ არ დაუსვან ჩამჭრელი კითხვები,სხვა შემთხვევაში არ მიდიან. ხო კიდე ლიბრტარიანელი ვარ გაიძახოდა მთელი ეთერი,მარა ვერ გავარკვიე რანაირი ლიბერტარიანელი ეგ არის  laughing ერთი ეგ არის ლიბერტარიანელი და მეორე მე ბაგრატიონ-მუხრასნსკი
  13. quenatkoca Offline 20 ნოემბერი 2020 23:47
    მეც იგივე შთაბეჭდილება დამრჩა,რომ პირველ კითხვაზე პასუხს გაექცა და ტიპიური პოლიტიკოსივით დაიწყო მიხვეულ-მოხვეული ლაპარაკი,თან ძალიან არაგულწრფელი ჩანდა,რაც საუბრის დროს თვალების მოძრაობაზე ეტყობოდა,შემდეგ კითხვებზე იგივე რეაქცია თვალებით არ ჰქონია...
  14. Nika Gaprindashvili Offline 20 ნოემბერი 2020 23:36
    Salukvadze 

    ლაივში არ მეცალა ეხლა ჩავრთე ჩანაწერი.

    პირველი კითხვა დაუსვით რაში ხედავთ ფედერაციის პასუხისმგებლობასო და რა იბოდიალა გაგცათ პასუხი?

    ბოდიში მარა არანაირი სურვილი არ მაქვს ესეთ ფორმატში კობიაშვილის მონოლოგებს ვუსმინო. კითხვას რომ უსვამთ პასუხს არ გცემთ და რაღაცეებს ბოდავს, ჩემი აზრით ჟურნალისტებმა უნდა უზრუნველყოთ კითხვებს არ გაიქცეს.

    პირადად თქვენ და ბიძინა რასაც საუბრობთ ამ დღეებში თქვენი პოზიციები მომწონს და გაფასებთ მაგრამ ფედერაციის თანამშრიმლებთან ისე იქცევით როგოც სამთავრობო არხებზე იქცევიან როცა პასუხებს კი არ თხოვენ გაპრავებებს ალაპარაკებენ.

    ხვალ ვეცდები ვუყურო ეხლა 10 წუთის მერე ყურების სურვილი გამიქრა

    იმის მაგივრად რომ საკეპ მანქანაში გაატაროთ ესეთი კრახის მერე, დემაგოგიის საშუალებას აძლევთ....
  15. chipe888 Offline 20 ნოემბერი 2020 23:10
    Salukvadze
    აუცილებლად ვუყურებ,თან დიდი ხანი ველოდები და ძალიან კარგია რო ეთერში დაბრუნდით.

     ზოგადად,ამ ქვეყანაში რეიტინგის გამო ყველაფერს კადრულობენ და არც ეს ამბავი გამკვირვებია. ზოგჯერ სიტყვის თავისუფლება და შეურაწყოფის გამიჯვნა უჭირთ ადამიანებს და ალბათ,დრო სჭირდება იმის მიხვედრას,რომ ეს ესეა არაა. არც ის ამბავი მომეწონა,როცა ლუკა ხოჯავას პოსტს აზიარებდა თითქმის მთელი ქვეყანა და ერთი სიტყვაც არ თქმულა იმაზე,თუ რატომ მივიდა ამ ზომამდე ადამიანი,რომელიც საკმაოდ თავშეკავებულია და იცის ემოციების მართვა. ყოველშემტხვევაში ასე ჩანს ეკრანიდან.სამწუხაროდ,არ ვიცნობ პირადად. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჩემი მხარდაჭერა ყველა ადამიანს,ვინც უაზრო ბულინგის მსხვერპლია.დროა ვისწავლოთ ყველამ ემოციების და აზრების კორექტულად გადმოცემა,რაც მნიშვნელოვანია. კიდე ვიმეორებ,თუ ადამიანს არ შეუძლია აზრის ზრდილობიანად გადმოცემა,მისი ფასი მინუსებში გადადის. 




    ვუყურე ამ გადაცემას და მაგარი ზღაპრები მოგვიყვა კობიაშვილმა.
    1)ლიბერტარიანული მიდგომები ქონია კაცს და სოციალ-დემოკრატებში რა უნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი,რაც თქვა არის,ეკონომიკური განვითარებაო და როგორ წარმოუდგენია ამის გაკეთება იმ პირობებში,როცა სახელმწიფოს ხარჯი მშპ მესამედია თითქმის. ეკონომიკა ვერ განვითარდება ეგრე,მით უფრო მალე და რა აძლევს იმის თქმის საშუალებას რო ეს მალე მოხდება.
    2)ბიუჯეტის დაფინანსების საკითხშიც გვატყუებდა,რადგან არცერთი დოკუმენტი არ წარმოუდგენია,რაც ამას დადასტურებდა და ის,რომ გამწვირვალეა ყველაფერი არის ტყუილი,რადგან ვერცერთმა ჟურნალისტმა ვერ გამოიკვლია ეს. 
    3)ცქიტიშვილი თემაზე საუბარს გაექცა და სხვაგან წაიყვანა საუბარი,რაც მიუთითებს მის მხარდაჭერას ამ კონკრეტული ფაქტის მიმართ. იმ ალადაშვილმა დააშვა,მაგრამ დააშავა ცქიტიშვილმაც. რა ღონისძიებები გაატარა მან,როგორც იმ ადამიანმა,მართველმა,ვისაც ძალადობა სძულს რო ძალადობა წახალისებული არ იყოს?
    მთლიანობაში,ძალიან სუსტი იყო ინტერვიუ და არ იყო ის მწვავე კითხვები დასმული ისე როგორც საჭირო იყო. კი ყველა ის კითხვა,რომელიც ძირითადები იყო დაისვა,მაგრამ პასუხიდან გამომდინარე არ იყო შესაბამისი კითხვები და ამიტომაც სუსტი იყო. ზოგადად,ქოცეთი უთანხმდება ხოლმე ჟურნალისტებს კითხვებზე და ისე მიდიან ხოლმე,აქ როგორ იყო ეს არ ვიცი. სულ არაფერს ჯობია და ის,რა მოლოდინიც შეგვიქმენით,არ/ვერ გამოვიდა.
  16. Salukvadze Offline 20 ნოემბერი 2020 18:30
    chipe888
    აქ კონკრეტულად შენ არ იგულისხმებოდი და თან მარტო აქ დაწერილ კომენტარებზეც არ ვამბობ, ნახე რახდება სხვადასხვა საიტებმა რომ ამოიღეს ჩემი ფრაზები და რეიტინგის გამო დადეს თავიანთ კედლებზე. მერე რაც იქ ბილწსიტყვაობაა და სიძულვილის ენით საუბარი...
    ან წაშალონ ან რაღაც ცენზურა დაადონ, როგორ შეიძლება ასე მე არ ვიცი.
    ამას ვგულისხმობდი
    რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს დღეს 20:00 ზე უყურე და ვეცდებით ყველა კითხვა რაც არის საზოგადოებაში დავუსვათ კობიაშვილს
  17. chipe888 Offline 20 ნოემბერი 2020 17:59
    Salukvadze

    ლევან,თუ კარგად წაიკითხეთ კომენტარები,მაშინ ნახავდით იმ კომენტარის ავტორს რა შეფასება დავუწრე და ის საყვედური,რომ არ გავაკრიტიკეთ ჩემთვის მიუღებელია. ადრეც მაქვს დაწერილი და კიდევ ბევრჯერ დავწერ,გინება არის ყველაზე დაბალი დონე ადამიანთან საუბრისას,მით უფრო კილომეტრების მოშორებით. ეს არის ჩემი შეფასება კონკრეტულად ამ შემთხვევაზე და ზოგადად,გინებაზე საჯარო სივრცეში.

     კრიტიკა? ქეცბაიაზე ნათქვამზე ჩემი კრიტიკა არ ყოფილა და საერთოდაც,კრიტიკა არ ყოფილა ჩემი მხრიდან თქვენს მიმართ.უბრალოდ,ჩემი მოსაზრება დავწერე და იქვე მოვაყოლე,რომ ქეცბაია არის წარსული და არ ღირს მისი განხილვათქო.არ ვიცი ვის რა უნდა,მაგრამ სვარჩიკი არ მინდა მწვრთნელად და ქეცბაია სწორედ ასეთად მიმაჩნია.რაც შეეხება ცხადაძის გაშვებას,მახსოვს ეგ მომენტი,როცა საუბრობდით ამ გაურკვევლობაზე და იმაზე,თუ რა იყო ასეთი,რაც ვერ გაარკვიესო.ფედერაციას და პასუხისმგებელ პირებს თხოვდით პასუხებს,რაც ვერ მივიღეთ.

     რაც შეეხება ბოლო გადაცემას,ბევრმა იმაზე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამას,ვიდრე ამას ვიფიქრებდი. ჩემი აზრით,არ არის რელევანტური წარსულზე ამდენ ხანს საუბარი და მით უფრო კამათი. აქ აზრი არ აქვს,ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი,რადგან დღეს ქართული ფეხბურთი ჭაობშია და ამაზე უფრო მეტი დრო უნდა დაიხარჯოს,ვიდრე ქეცბაიას "ბრძნულ" გამონათქვამებზე. ამ სიტუაციაში გამოსავალი არის მოსაძებნი და ადამიანები აქ სხვა თემაზე ცდილობენ გადაგვიყვანონ.სპორტულმა ჟურნალისტებმა უნდა წამოიწყოთ კამპანია და გულშემატკივრები უნდა აგყვეთ,რა ხდება ფედერაციაში,სად იხარჯება ბიუჯეტის ფული და ვინ არის პასუხისმგებელი ამ არამიზნობრივ ხარჯვაზე. ფედერაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მისი ვალდებულება არის გახადოს საჯარო ყველა სახის ინფორმაცია. თუ ამას არ იზავენ,მაშინ მოთხოვნა უნდა იყოს რადიკალური და ნაადრევად უნდა გავისტუმროთ მაქედან. ამას მარტო ვერც ლევან სალუქვაძე,ვერც ბიძინა ბარათაშვილი იზავს და ვერც მე. ერთად დგომით შეგვიძლია ეს მარაზმი დავასრულოთ და თორე სულ ასე იქნება ამ სფეროში ყველაფერი.
  18. Salukvadze Offline 20 ნოემბერი 2020 15:26
    ცხადაძე როგორ გაუშვესო რომ ამბობთ...
    ვინ გამოვიდა სხვადასხვა ეთერებში და ვინ დაუპირისპირდა ფედერაციას და მაშინდელ სპორტის მინისტრს ის რატომ არ გახსოვთ?
    ბიძინა ბარათაშვილი და ლევან სალუქვაძე, უამრავ ეთერში გვქონდა დებატები... და უშუალო დაპირისპირება მათთან...
    არჩევნებიის გაყალბება არ გაყალბება რა ჩემი საქმეა ვერ გავიგე?
    ქეცბაიაზე რა ვთქვი ტყუილი? რატომ ვერ მპასუხობთ ვერავინ?
    ანუ ტყული არ მითქვამს, მაგრამ რატომ ვთქვი? ასეა? მიმიფურთხებია ასეთი ლოგიკისთვის, არასდროს მიცხოვრია ასე და არც ვაპირებ...
    იმას კი არ დაგმობთ ყველა, რომ აზრის გამოთქმის გამო მაგინებენ და აგრესიას გამოხატავენ...
    ეგაა უბედურება, რომ ვინც გმობს ცქიტიშვილის საქციელს, ის მაგინებს თვითონ, იმისთვის არ შეიძლება ძველბიჭობა და მათთვის შეიძლება.
    რას არ ვამბობ და რას ვამბობ, აგერ უყურეთ დღეს ბურთი და მოედანს და ნახავთ.
    გეგონება ვინმეს მოვრიდებივარ ოდესმე.
    ჩაკვეტაძეზე ვამბობდი იღუპება თქო? მოვიმდურე ხალხი, დინამოს წაგებაზე სად ნახეთ სხვაგან რამე? აქაც მოვიმდურე, ცხადაძეზეც შეგახსენეთ....
    ნაკრებში რომ არ ჩამოდიოდნენ იმ ბიჭებზე არ ვამბობდი? ნახეთ არის ინტერნეტში.
    მაგრამ არა "მაგარი ძველი ბიჭები" არიან და "ბლატაობენ" კლავიატურით, მე არ ვარ ძველი ბიჭი არც ვყოფილვარ, მაგრამ მასეთი ტიპების გამო რასაც ვფიქრობ იმის თქმაზე უარს არ ვიტყვი, არ დამეთანხმოთ კი ბატონო, მაგრამ გინება?
    რატომ არ აღშფოთდით?
    კლავიატურით, ტელეფონით და გაქანებული მატარებლიდან გინებაზე სამარცხვინო არაკაცობა არ არსებობს...
    გაფასებთ ყველას აქ ვინც ხართ და ვინც მეკამათებით იმათაც, მაგრამ ვერავის ჭკუაზე ვერ ვივლი :)))
    ამდენი დღე გავიდა - ვინ მინასიანები დასდევდნენ ხალხო? ან ეს თქვით, ან ის რომ ამის თქმა არ შეიძლებოდა მინაშვილისთვის... ეგაა უზრდელობა და ქსენოფობია... თორემ ფეხბურთს კარგად თამაშობდა ვიცი ბატონო, ნუ მიყვებით
  19. chipe888 Offline 20 ნოემბერი 2020 08:19
     აგერ ლანჩხუთის გურიის ქალთა გუნდი გახდა პირველი ქართული კლუბი,რომელიც ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს და მინდა მივულოცო ამ გუნდს და წარმატებები ვუსურვო. ამ გუნდის შესახებ 2 თვის წინ გავიგე,ისიც დიდი ანგარიშით მოიგო თამაში და ჭყონიამ გაიტანა ბევრი გოლიო,ხოდა კი დადეს შედეგი. ერთი მეგობარი მყავდა უნივერსიტეტში,რომელიც ნაკრები ქალთა გუნდის წევრი იყო და სულ დავცინოდი ხოლმე,მაგრამ ეხლა მე გამოვდივარ დასაცინი. რას ვიფიქრებდი,რომ გოგონები უფრო მაგარ შედეგს დადებდნენ. რაც არ უნდა იყოს კარგია და მიხარია თავის დროზე რო შევცდი)))

    Nikusha Arveladze
    ზოგადად,პოლიტიკა მოქმედებს ყველაფერზე ამ ქვეყანაშიც და მსოფლიოში. ნოტინგემს ცუდი არაფერი დაუწერია და რეალურად,ძაღლის თავი მანდ არის დამარხულიო. იდეაში,ჩემი კომენტარები არ მოსწონს და ნიკა გაფრინდაშვილის კიდე,ამ უკანასკნელისას კითხულობს ხოლმე და ჩემი არ მოსწონს.თუ არ კითხულობს,რა იცის რო არ მოსწონს))) რავიცი,რავიცი. გინებაზე და შეურაწყმყოფელ კომენტარზე გეთანხმები,რომ დაბალი დონეა და ვუპასუხე იმ კომენტარის ავტორს.ის,რაც ლევანმა გადაცემაში თქვა არის მისი აზრი და აუცილებელი არაა რო ყველა ეთანხმებოდეს. იმ კონკრეტულ გადაცემაში ჟურნალისტებმაც დააშავეს და ქეცბაიამაც. ეს ვუთხარი ლევანს და ასე მითხრა,თუ მოგწონთ არგუმენტებიო. ქეცბაია არის წარსული ჩვენი ნაკრების და ეხლა საუბარი მაგაზე არის უაზრობა. ის,რომ სვარჩიკი აღარ გვინდა ესეც ფაქტია და ქეცბაია კი არა,ვაისი რატო დანიშნეს თავის დროზე. ქართველი სვარჩიკი(ქეცბაია) ჩავანაჩველთ სლოვაკი სვარჩიკით. ამ უკანასკნელს მადლობებს უხდიან და რა აქვს სამადლობელი ვერ ვხდები. თუ ქეცბაიას სვარკა იყო მიუღებელი,მაშინ ვაისის რატო იყო?არ გეგონოს,რომ წაგებულ თემაზე ვსაუბრობ ვაისზე,თამაშებს იგებდა,მაგრამ მისი გაშვება მინდოდა. ქეცბაიას ემოციები ფეხბურთელებთან გასაგებია,რადგან ქართველია და თავდადებას თხოვდა,მაგრამ ვაისი კი არ თხოვდა,რადგან ეკიდა. საპენსიო ასაკი აქვს და მშვენიერ ფულს უხდიდნენ,ხოდა რატო გაიფუჭებდა საქმეს. როცა გაგდეს,მერე კი თქვა და ორაზროვნად,რაც მიუთითებს არაპროფესიონალიზმზე.

    kapana-drente
    ცხადაძე ჩემი ფავორიტი მწვრთნელია ეხლაც და მე რაც მახსოვს მწვრთნელები,ეგ კაცი ყველაზე მეტად მომწონდა.მწვრთნელი კი ქართველი უნდა იყოს,რადგან მუნჯის ენა დედას იცისო ასე უთქვამთ.ცხადაძემ პირდაპირ ეთერში გამოთქვა მზაობა ამის გასაკეთებლად და დიდ პატივად შერაცხა.თუ კობიაშვილის კანტორა მოიწვევს,მაშინ მოვა,რადგან პირად დაპირისპირებას არ გადააყოლებს ნაკრებს და ეგ მომწონს მაგ კაცში.
  20. kapana-drente Offline 20 ნოემბერი 2020 02:22
    სადაც ის ითქვა რომ ქეცბაია უზრდელია და კასატროფა ფეხბურთს ათამაშებდა ნაკრებს (ამ უკანასკნელს ვეთანხმები) იქვე ისიც რომ თქმულიყო კობიაშვილმა ან ფეხბურთს მიხედოს ან პოლიტიკასო კარგი იქნებოდა ან ცქიტიშვილის მიერ შვილისტოლა ახალგაზრდისთვის ხელის დარტყმაზე გეთქვა რამე ლევან. მწვრთნელს რაც შეეხება მეც ვიტყვი ჩემს აზრს: თუ ქართველზე შეაჩერებენ არჩევანს ცხადაძე მინდა ისევ ვიხილო ნაკრებში ვფიქრობ რომ იმ მცირე პერიოდში რაც ის იყო ნაკრების მწვრთნელი თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა. ცხადაძე რომ მოვიდეს ამისთვის რა თქმა უნდა კობიაშვილი უნდა წავიდეს. ცხადაძეს თუ თავმოყვარეობა აქვს სანამ კობიაშვილია ფედერაციაში ნაკრებში ეგ არ დაბრუნდება და კობიაშვილს კიდე თავმოყვარეობა რომ ქონდეს აქამდე გადადგებოდა. მე ვფიქრობ კობიაშვილი უფრო დიდი უზრდელია მისი საქციელით ვიდრე ქეცბაია მისი დაუვარცხნელი საუბრით...