20 ნოემბრის "იმედის ფსონის" ლევანის ბილეთი

ანჟერი-ლიონი 2 / 0-1
შარლერუა-გენტი 1 / 0-1
ვალვაიკი-ჰერენვენი (II გუნდის გოლები 1.5) მეტი / 1-1
გრანადა-ვალიადოლიდი 1 / 1-3

კოეფიციენტი: 12.9

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 16

  1. basila93 Offline 23 ნოემბერი 2020 05:17
    levan kai kaci xar dzmao genacvale dzmao gulshi,adamiani amden siketes aketeb da imis magivrad rame tbili sityva daweron zogierti ukadrebels kadrulobs tu vinmes rame unda gavcemt pasuxs arc pasuxi gveshleba arc chxubi da arc kanoni da samartali,piradad ar gicnob magram dzalian did pativs gcem da erts vityvi kide nakrebis siyvaruli is ar aris ro fexburtelebs sheidzuleb,mec sporcmeni var da vici ogond sxva saxeobashi,sportis siyvaruli isaa rom shen gunds gaakritikeb iseve siyvarulit da iseve imitom rom is giyvars da ara provokaciulad da an ise yvelaferi damtavrda da ragac mgzavsi gamonatqvamebi rogorc zogierti ambobs,ki ar damtavrda exla viwyebt qartvelebi mebrdzoli xalxi vart da arasdros araferi ar damtavrdeba chventvis,yvelafershi getanxmebi levan xshirad gismen xolme da shens gverdit var ubralod mikvirs es amdeni gaborotebuli xalxi saidan modis
  2. ExTreMaL Offline 22 ნოემბერი 2020 15:18
    ეხლა ვუყურებდი ობოლაძის გადაცემას  
    ლანჩხუთელი გოგოების წარმატებაზე იყო 
    გამოიყვანეს ამ გუნდის წარმომადგენლები და მადლობები ახდევინეს ფედერაციაზე კობიაშვილზე და ვიღაც წილოსანზე 😀
    არადა რამდენიმე დღის წინ გოგოები იძახდნენ ელემენტარული პირობები არ გვაქვსო 
    ბუცები არ გვაქვს რო ვითამაშოთო
    4თვეა ხელფასი არ მოუციათო
    მართლა ჩრდილოეთ კორიისკენ გვაქვს გეზი? თუ რა ხდება?
  3. Salukvadze Offline 22 ნოემბერი 2020 13:41
    betmaster
    მადლობა გამოხმაურებისთვის და გამხნევებისთვის.
    აქ გაუგებრობაა, მე ვიყავი იმ გადაცემაში სადაც რამდენიმე ჟურნალისტი ვართ, რაც იყო ფაქტიურად სატელევიზიო პრესკონფერენცია და არა დებატები როგორც უწოდებენ.
    მე სად მნახეთ თქო ვამბობ მეორე გადაცემაზე, სადაც ქეცბაია და მინაშვილი არიან და მინასიანს ახსენებს... რატომ იქვე არ გაეცი პასუხიო მითხრეს და ინტერაქტივიც წააგეთო...
    არა და ეგ სხვადასხვა გადაცემებია, სხვადასხვა დროს... 
    იმ გადაცემაში სადაც მე ვჩხუბობ, ქეცბსიას არ ვეჩხუბები, რატომღაც ამასაც ასე ამბობენ, არამედ კადრს მიღმა მსხდომ ფედერაციის თანამშრომლებს, რომლებიც რეპლიკებით და ხელების შლით ხელს გვიშლიდნენ საუბარში. თორემ პოლემიკაში ცუდი არაფერია...
    გადაცემის შემდეგ ვიდექით ტელევიზიის გარეთ და საათნახევარი ვსაუბრობდით მე თემური და სანდრო ცნობილაძე.
    ამის მერე იყო ის სკანდალუური გადაცემა სადაც მხოლოდ ორნი იყვნენ.
    ასე რომ არაფერი დამვიწყებია და არც მომიტყუებია მითუმეტეს
  4. Betmaster Offline 22 ნოემბერი 2020 12:08
    ლევან თქვენ საუბრობდით იმაზე, ქეცბაიასთან სად ვიჯექი მე სტუდიაში პირველ არხზეო და სავარაუდოდ სწორედ ამ გადაცემის შესახებ საუბრობენ, რომლის ბმულსაც აქ დავდებ https://www.youtube.com/watch?v=Aybb0Vamak4 ეს არის იუთუბის ბმული, რომელიც გადაგიყვანთ დავით მინაშვილის გადაცემაზე, სადაც თქვენ, სანდრო ცნობილაძე, გია გორგოძე და სხვები მწვავე პოლემიკაში იყავით ქეცბაიასთან. თქვენ ბრძანეთ, რომ სად მნახეთ ასეთ გადაცემაშიო და გთხოვთ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მომდევნო გადაცემაში გააკეთოთ კომენტარიც. 

    რაც შეეხება მოსაზრებებს, ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება გვაქვს სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა ეს რა ფორმით და რა კონტექსტით იქნება გამოხატული ეგაა უპირველესი. განსხვავებული აზრისთვის გინება, შეურაცხყოფა და ა.შ უბრალოდ ადამიანის ჭკუის სიღატაკეზე მეტყველებს და სხვა არაფერზე. მასე იმდენი რამე არ მოგეწონება ადამიანს, აქ მთავარი ისიცაა, რამდენად სწორია ეს განსხვავებული აზრი და რამდენად ჯდება ლოგიკურ კონტექსტში. არ მივესალმებით უსაფუძვლო კრიტიკას და რაღაც ქუჩური მენტალური ენებით ნათქვამ ფრაზებს. უნდა გამოვიდეთ ქართველები ამ სტილიდან, ამ ქუჩური ენით საუბრისგან. ვისაუბროთ ლოგიკით, მარტივი ენით, მოვისმინოთ ერთმანეთის შეფასებები, ვიმსჯელოთ, ვაკრიტიკოთ და ა.შ ოღონდ ეს ნუ გაცდება ლოგიკის და რეალობის ჩარჩოებს. თუ ვინმე რამეში ცდება უნდა ავუხსნათ სად ცდება და რაშია სწორი, შევაჯეროთ აზრები. მომეწონა ლევან კობიაშვილის საუბარი თქვენს გადაცემა "ბურთი და მოედანში", ლოგიკურად და ნამდვილად სერიოზული სასაუბრო ფორმებით მსჯელობდა ეს კაცი. არ შეიძლება ყველა მისკენ იფახნდეს და რაც მე მევასება იმას ვიტყვიო. ეს ასე არაა, რასაც იტყვი ადამიანი, ჯერ საკუთარი თავი არ უნდა შეურაცხყო მაგით, შენი ნათქვამით და მერეც მსმენელს არ უნდა გაუჩინო იმის განცდა, ცალმხრივად უდგებიან საკითხებსო. ამას თქვენზეარ ვამბობ სწორად გაიგეთ, უბრალოდ ვამბობ საერთო მოცემულობით.

    რაც შეეხება ვიღაც ბოტებს, ტროლებს და პაჟიგატელ ე,წ სასტავს, მაგათ თუ ყურადღება მიაქციეთ და ეკიდეთ ლევან ყველა სიტყვაზე, ჯერ ნერვებს დაიზიანებთ და მერეც წყლის ნაყვაა უბრალოდ. ისინი ისევ ისე გააგრძელებენ და თქვენ ამით კიდევ უფრო მეტ სულიერ ზიანს მოგაყენებენ. ასე რომ თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ რასაც აკეთებთ და მიგვაჩნია რომ ნამდვილ კარგ საქმეს აკეთებთ და დანარჩენი უკვე იმათ სინდისზე იყოს, ვინც განზრახ ცდილობს შუღლი შეიტანოს ამ ყველაფერში.

    ბეთმასტერის გუნდის სახელით გისურვებთ წარმატებებს და იმედის ფსონს მეტ და მეტ გამარჯვებას!!!
  5. Salukvadze Offline 21 ნოემბერი 2020 21:40
    და იყავით მერე როგორებიც ხართ ვინ გიშლით, მე აღარ მინდა თქვენთან ურთიერთობა, თორემ არ გბლოკავთ თუ არ შეიგინებით.
    აქამდე არ იგინებოდით და რაღა ეხლა დაიწყებთ?
    გექნებათ რამე პროგნოზი ან მოსაზრება მატჩებზე ან მიგებულ ბილეთზე მოლოცვა მოგინდებათ დაწერთ, პოლიტიკური პლატფორმა და დიდაქტიკური საუბრები სხვა საიტებისთვის შემოინახეთ.
    მე საკმარისად გავიზარდე უკვე :)))
  6. chipe888 Offline 21 ნოემბერი 2020 17:29
    Salukvadze

     არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი,რომელიც ჩემზე ეგრე ფიქრობს და ამის მიზეზი სიმართლის თქმა არის. ჩემს სათქმელს თქვენც გეტყვით და ყველას,ვისთანაც მიმიწვდება ხმა.ჩემი აზრით,უნდა გიხაროდეთ ჩვენნაირი ადამიანების ამ საიტზე ყოფნა,რომლებიც მოდუნების საშუალებას არ გაძლევენ და განვითარებისკენ გიბიძგებენ,მაგრამ თქვენი არჩვენია,ხოლო ეს თქვენი საიტია))) თუ მეგობრობა ყველაფერზე დათანხმება და ჩაძახე-ამოძახეს სიტუაცია,მაშინ ეგეთი მეგობრები არ მჭირდება და არც დემოკრატიის მწამს ეგეთის.კრიტიკა რო არ გიყვართ არც ჟურნალისტებს,არც სპორტსმენებს და არც სხვებს ეგ გავიგეთ უკვე,მაგრამ ნურც თქვენ გააკრიტიკებთ სხვას,რაც საკუთარი თავისთვის არ მოგწონთ,ის სხვას არ უნდა აკადროთ. ასეა წესი და მოცემულობა.ჩემი არ გჯერათ და ეგ გასაგებია,მარა ჭავჭავაძეს მაინც დაუჯერეთ და მიხვდებით,რას ნიშნავს სიმართლის თქმა.შეგიძლიათ თავი დაირწმუნოთ,რომ კობიაშვილს სერიოზული წნეხი მოუწყეთ,მაგრამ სხვა ნუ მოთხოვთ ეგ დაიჯეროს.

    ეხლა გინდ დამბლოკეთ და გინდ გამბლოკეთ,როგორც თქვით თქვენი საიტია და თქვენი წესები.უამრავი სასამართლო გვაქვს საქართველოში და რატო სტრასბურგი? ააა,ოცნების მხარდამჭერსაც არ გჯერათ რო ინსტიტუტები ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში და ამიტომ გაგვიშვით სტრასბურგში. იმედი მაქვს,მოვა დრო და მიხვდებით,რას და რატო ვიძახდით,ამ მოცემულობაში ფანტასტიკა მოგონია ეს ამბავი. წარმატებები გაპრავების საქმეში.

     
  7. Nika Gaprindashvili Offline 21 ნოემბერი 2020 16:30
    Salukvadze 

    მე რასაც ვწერდი პირველი დღიდან არ გადამიხვევია იმ მიმართულებას. ისეთი არაფერი მომხდარა ქართულ ფეხბურთში, რომ დამოკიდებულება შემეცვალა იმ ყველაფრის მიმართ რასაც ვაკრიტიკებ.
    აქ რაც დაწერეთ რომ ჭკუას გარიგებთ ან ვამტკიცებ ყოვლის მცოდნე და ვარ და ა.შ. მაგას იტყუებით მაგრამ არაუშავს თქვენი საიტია.
    თუ ვინმე გიკრავთ ტაშს კობიაშვილის 2 საათიანი გაპრავების გამო არ ვიცი, მე არ შემხვედრია ჩემს გარშემო ეგეთი.

    ჩასაფრებული რომ არ ვყოფილვარ და საქართველოს ან დინამოს მარცხს რომ არ ველოდებოდი კობიაშვილის და მისი გამპრავებლების გასაკრიტიკებლად ეგეც იცით. ევროპაზე რომ გავსულიყავით მაინც იგივე დამეკიდებულება მექნებოდა.

    კაი მე რაღაცეებს ვბოდავ შარზე ვარ და ა.შ. რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ბოლო თვეებში განვიცადეთ 2 ისეთი მარცხი რაც ისტორიას დარჩება  და არ წაიშლება არასდროს. დინამოს წაგება და ნაკრების წაგება. ეს ფონია დღეს ქართულ ფეხბურთში. ამ ფონზე მოგყავთ ფედერაციის პრეზიდენტი ბენეფისს უწყობთ. ყველა კითხვა და ცოდვა ჩამორეცხეთ გაღიმებული სახით უჯექით წინ. რამდენჯერმე შემთხვევით მოგივიდათ კითხვის ისე დატრიალება, რომ  გაგცათ ისეთი პასუხი რაზეც აშკარად ნახეთ რომ მატყუარა გეჯდათ წინ.

    პირველი დავწერე აქამდეც, დაიწყო იმით რომ ფონდის ფინანსებთან არაფერი შეხება  არ ქონდა, არავინ მას არ ეკითხებოდა  რაში იხარჯებოდა ეს ფული და დაამთავრა იმით როგორ ფინანსდებოდა მისი ფედერაციის პროექტები ფონდიდან. 
    მერე იყო, ბიძინამ რომ კითხა დეპუტატობას და ფედერაციას როგორ უთქვსებო. გითხრათ გამოდით გლდანში ნებისმიერ დროს სულ იქ ვარო. ბიძინა ეუბნება აქ მირჩევნია ფედერაციაში გამოვიდეო, და ამაზე იძახის გამოდი მერე სულ აქ არ ვარო?..... 
    შემდეგ როდესაც მაყურებლის დასწრებაზე ის არგუმენტი უთხარით გარეთ ხალხი იყო და ეკრანი ედგათო და რა აზრი ქონდა მაყურებლის არ დასწრებასო, ამაზე უნამუსოდ მოიტყუა აზრე არ ვარ რა იყო და ვინ იყო რა დადგა მე არ მეხებაო.  ეს უნამოსო გაპრავებაც არ შეიმჩნიეთ. მიუხედავათ იმისა რომ თქვენი კითხვის არსი ეგ არ იყო რაც გიპასუხათ.

    აქვე მინდა ერთი რამე განვმარტო, ეს კითხვები შეიძლება თქვენც გქონდათ მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ კრიტიკული კითხვები კითხეთ და რაიმე დისკომფორტი შეუქმენით. ეს კითხვა იყო საზოგადოებაში, ამის გამო სოცქსელები აკლებულია მისი კრიტიკით. ამიტომ ეს მისი ინტერესიც იყო ეს კითხვა დასმულიყო მისვთის კომფორტულ გარემოში და გაეცა ის პასუხი რაც მას უნდოდა. ამაში თქვენ ხელი შეუწყვეთ.

    ეხლა თქვენ გინდათ მე კმაყოფილი ვიყო თქვენით ამის გამო. შეიძლება თქვენ ხართ მართალი და ესე უნდა გექნათ, არაა ეგრე როგორც თქვენ წერთ თავი სულ მართალი მგონია. მაგრამ რისიც მჯერა იმას ვწერ და ამ კონტექსტში ეს გადაცემა არ ჩაჯდა. ბევრ საიტებზე დაიდო ამ ინტერვიუს ნაწილები და სოც ქსელებშიც, არსად მე თქვენზე არ დამიწერია. თქვენზე გადაკიდებული რომ ვიყო იქ დავწერდი.....

    ჩემთან დამეგობრებაში თუ გულისხმობთ იმას რომ შემგუებლობაში და გაპრავებაში მხარი აგიბათ, ესე ვერ ვიმეგობრებთ. სხვა არაფერ ისეთშო თქვენთან წინააღმდეგობა არ მაქვს... თქვენ ამ მთავვრობის და ფედერაციის მხარდამჭერი და ნაკლებად კრიტიკული ხართ მე არა. თუ მოგწონთ რაც ხდება თქვენი უფლებაა.

    წარმატებებს გისურვებთ.
  8. Salukvadze Offline 21 ნოემბერი 2020 13:15
    sinistro
    დიდი მადლობა :)))


    chipe და nika
    ვცადე მე თქვენთან დამეგობრება, აზრების გაცვლა, დემოკრატია...
    მაგრამ მივიღე ყოვლისმცოდნე ზედამხედველები, რომლებსაც არაფერი არ მოსწონთ და გამუდმებით უნდათ რომ თავის მართლების პირობებში ვიყო.
    ამიტომ,
    მიცხოვრია აქამდე თქვენი ჭკუის სწავლების გარეშე და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. თქვენც გისურვებთ ყოველივე კარგს. არც ის მეწყინება თუ აღარ მიყურებთ, სხვა არხებზეც არის სპორტული გადაცემები, აქ კი
    სხვები დაემატებიან და მაყურებელი არ მოგვაკლდება. წარმატებები!!!

    ორშაბათიდან ყველა კომენტარი, რომელიც პროგნოზების თემას გაცდება წაიშლება. ხოლო უცენზურო სიტყვების გამოყენების გამო მომხმარებელი დაიბლოკება.
    ეს ჩემი საიტია და ასეთი წესებია, თუ არა და იჩივლეთ სტრასბურში :)))
  9. federer-555 Offline 21 ნოემბერი 2020 11:55
    წავაგეთ იმიტო რო არ გვყავდა კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ორი მთავარი ლიდერი + კიტეიშვილი, რაის ფედერაცია და მთავრობა :დდდდდ
  10. ALEKOBARSA Offline 21 ნოემბერი 2020 11:27
       მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, გილოცავთ მოგებულ ბილეთებს და გისურვებთ წარმატებებს.
    რაც შეეხება ლევან კობიაშვილს, 11 წლის ბავშვი დამყავს ფეხბურთზე გორის დილას ბავშვებში, რომელ კატეგორიაშია არვიცი, მაგრამ საშინაო თამაშებში აგროვებინებენ ბავშვებს 1-2 ლარს მსაჯის ფულს, ხოლო თუ გასვლაა მაგ. თბილისში 10 ლარს კრიფავენ. მხარდაჭერააო მასობრივ ფეხბურთშიო, ფედერაცია აკონტროლებსო, ფონდის მილიონებიო და სად არის ეგ ფული, მე კი არ მაქვს პრობლემა მაგრამ ზოგი ბავშვი ხოა რომ არააქვს, უბრალოდ მაინტერესებს სწორად ახდევინებენ ამ ბავშვებს ფულს თუ ვინმე მაიმუნობს აქ.
       ხოლო ნაკრებს რაც შეეხება ძალიან სამწუხარო რამე დაგვემართა, მაგრამ მარტო ვაისის პასუხისმგებლობა არ მგონია საკმარისი, მე ხოარ ჩავერეოდი შემადგენლობის დაყენებაშიო, შეცვლებს მე ხომ არ გავაკეთებდიო, არა მაგრამ ცხადაძე ვინ გააგდო, ვაისი ვინ მოიყვანა და ვინ აცალა 5 წელი მუშაობა, ასერომ კობიაშვილი თუარა ვინც მიმაგრებული ყავს ნაკრებზე, ყველას გადანაწილებული გვაქვსო სხვადასხვა სფეროო, ის მაინც უნდა მოეხსნა თანამდებობიდან, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
       მე ქართველი მწვრთნელის მომხრე ვარ, იმას მაინც მიხვდება ვინ ხასიათზეა და ვინ უჯიგროდ თამაშობს.
    პ.ს.
      აწმყო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენია !
  11. sinistro808 Offline 21 ნოემბერი 2020 11:21
    ლევან ვეღარ გირეკავთ...ორი სიტყვა მინდა გითხრა უყურე გადაცემას და ერთ გეტყვი როგორც ჩემი ახლობელი ადამიანი...არ ინერვიულო ისეთ კომენტარებზე რასაც წერენ....შენ ხარ მართალი და ვაჟკაცი კაცი ეგაა მთავარი და ყველამ იცის ვინც გიცნობს....ისიც იცის თუ ტრა გაქვს გაკეთებული ქართული სპორტისათვის....გაუფრთხიდი თავს....

  12. chipe888 Offline 21 ნოემბერი 2020 10:21
    როცა მიხვდება ერი,რომ არარსებობს პრივილეგირებული ადამიანები და ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე,ბევრი წყალი ჩაივლის და ეს ქვეყანა აღარ იარსებებს. ესეც მაგარი რამე ითქვა გადაცემაში,რომ თუ ვინმე კალაძის იქ ყოფნას აკრიტიკებს ე.ი. ფეხბურთი არ ესმითო და ეგ ყველაფერი პირიქით არის ლევან. სწორედაც ეგეთ ხალხს არ გესმით არც ფეხბურთი და არც ამ ცხოვრების არაფერი. ფეხბურთი პრივილეგირებულების სპორტი არასოდეს ყოფილა და ამიტომაც არის ის მასიური. მოქალაქე კახა კალაძე და მოქალაქე ლევან კობიაშვილი რო დასწრებულიყო თამაშზე პრობლემას არ წარმოადგენდა,ისევე როგორც 30% ადამიანების,მაგრამ როცა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და ეს ხელისუფლება აწესებს შეზღუდვებს,მაშინ თვითონ უნდა დაიცვან ჯერ და მერე სხვას მოთხოვონ. ვირაცეებმა გახოდეს ადგილები და ისე მოხვდნენ სტადიონზე,ხოლო თქვენ ამას ნორმალურს უწოდებთ. თავის დროზე სუპერთასზეც ასე იყო და შინაურობით მოხვდა ადამიანები იქ. ბიძინა ბარათაშვილი ხო იყო ჩართული მარადონას ჩამოყვანაზე და როცა სტადიონი არ გაივსო რა ქნა მარადონამ? იმხელა ფასი დადეს ბილეთებს რო ხალხი ვერ გაწვდა და თამაში რატო დაიწყო დაგვიანებით იქნებ ესეც შეგვახსენოთ. ქართული ფეხბურთი მაგიტომ არის ქაქში,რომ ადამიანები ხვდებიან იქ პრივილეგიებით და არა ნიჭით. მიხარია რო მესი,რონალდუ,მარადონა,პელე საქართველოში არ დაიბადნენ,თორე მსოფლიო მათ ნიჭს ვერ ნახავდნენ,რადგან ესენი უკიდურესად ღარიბი ოჯახებიდან იყვნენ და საქართველოში ვიღაცის შვილობა ფასდება,ხოდა მაგათ ვინ დაინახავდა. ამ სიგნალს უშვებთ ტელევიზიები სულ და ამიტომ იჯდა კალაძის შვილი იქ,ხოლო ბიძინა ბარათაშილი სახლში. ეს ყოფილა ნორმალური და ის ხალხი ვინც ამას აპროტესტებს უცოდინარი. ერთს კი ვიტყვი,რომ ეგეთ ხალხს არ გაქვთ უფლება ილაპარაკოთ ფეხბურთზე და ზოგადად,არცერთ თემაზე.
  13. Nika Gaprindashvili Offline 21 ნოემბერი 2020 09:35
    კიდე ვიპ ლოჟაში ხალხის ყოფნაზე უცნაური გაპრავებები მესმის.

    მაგაზე პრეტენზია კობიაშვილთან არაა თუმცა კობიაშვილმაც გააპრავა.


    პასუხი რა არის ხოლმე რით ხსნიან, კალაძეს ქონდა ადგილები უეფასგან ტელევიზიებს ჰქონდათ ადგილები უეფასგან და ა.შ.


    ხოდა თუ მაგაზეა საქმე მაშინ მეც მქონდა შესვლის უფლება უეფასგან და კიდე დაახლოებით 15 ათას კაცს. ამდენ კაცზე თქვა უეფამ შევიდესო. 
    მარა რა შუაშია საერთოდ უეფა, უეფას არ აუკრძალავს დასწერება აკრძალეს ამათმა, ხოდა რატო აკრძალეს მაყურებლებში დასწრება და რატო არ აკრძალეს ვიპ ლოჟაში არასაჭირო ხალხის დასწრება?

    გავიგე კალაძე ლეგენდალური ფეხბურთელია მარა ლეგენდარულ ფეხბურთელებს კოვიდი არ გადააქვთ თუ რა თემაა?
    ისიც არ მესმის დაყოფა კალაძეს ეკუთვნოდა დასწრება და უნდა დასწრებულიყო, ეგრე თუა რატომ არ ეკუთვნოდა მაგალითად ჩემს მეზობელს 30 წლის განმავლობაში ნაკრების არცერთი თამაში რომ გამოუტოვებია? მაშინ გულშემატკივრებიც უნდა დაიყონ ამას ეკუთვნის ამას არა. 


    თუ იყო თემა ის რომ, ადამიანების შესვლა საშიშია ეს უნდა გავრცელებულიყო ყველაზე, მკაფიოდ უნდა თქმულიყო არასაჭირო ხალხი სტადიონზე არ დაიშვება არც ლოჟაში და არც ტუალეტში.

    უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ ფედერაციიდან, ჟურნალისტები და მომსახურე პერსონალი. არანაირი ლეგენდები და ტელევიზიის სტუმრები იქ არ უნდა ყოფილიყვნენ.

    ეს დამსახურებული და დაუმსახურებელი ხალხი მე არ მესმის. კანონი თუა ყველასთვის უნდა იყოს რა გამოდის ეხლა გინეკოლოგს ათასობით ადამიანი რომ ყავს გაჩენილი და ამხელა დამსახურება აქვთ ერის გამრავლების წინაშე, მაგათ 109-ე მკვლელობის მუხლი არ უნდა შეეხოთ და ვინმე თუ გააგორეს უნდა ვთქვათ ამდენი ადამიანი მოავლინეს ქვეყანას და რამდენიმეს მოკვლა ეკუთვნისო?......

    chipe888 
    კობიაშვილმაც იგივე თქვა რაც ცქიტიშვილმა, ოღონდა ამან უფრო კულტურულად. კი ეკუთვნოდათო მარა ჩვენ არ გვეკადრება ამის გაკეთებაო...
  14. chipe888 Offline 21 ნოემბერი 2020 09:07
    პირველ რიგში წარმატებები ბილეთს და ეხლა,მეორე რიგში,რა კითხვა არ დაისვა გადაცემაში. ჩემი აზრით,უამრავი კითხვა არ დაისვა და რომელიც დაისვა არც ის იყო კრიტიკული კუთხით დასმული.რამოდენიმე კითხვა ნიკამაც გააჟღერა და მე არ გავმეორდები.

    1)როცა საუბრობს ბიუჯეტზე და მის გამჭვირვალობაზე,არცერთმა არ კითხეთ,თუ გამჭვირვალე იყო,მაშინ რატომ არ შეგვიძლია მისი ნახვა და ვისთვის არის გამჭვირვალე ეს ყველაფერი. როცა ამბობს,რომ ბიუჯეტი 4.2 მილიონი არის ფედერაციის და ფონდი 32-33 მილიონი,რითი ადასტურებს ამას? რაიმე დოკუმენტი მოგვიტანა გადაცემაში ან მოთხოვეთ მოწვდა ამის? სიტყვით ბევრ რამეს ვიტყვი,მაგრამ დოკუმენტურად თუ ვერ ვადასტურებ რა მაგით? ციფრები და ბიუჯეტი ისეთი რამეა რო მას კონკრეტიკა უყვარს. არ არსებობს 32 თუ 33 მილიონი. ან ერთია ან მეორე ან არცერთი.

    2)ფედერაციასთან მომხდარი ინციდენტი,რომლის დროსაც ალადაშვილზე ასაუბრეთ 10 წუთი და ერთი სიტყვა არ დასცდენია მის ძმაკაცზე,არც თქვენ მიგითითებიათ ამაზე.გავიგეთ,რომ იმ ალადაშვილმა მოაწყო პროვოკაცია,მაგრამ ფედერაციის თანამშრომელმა იძალადა ახალგაზრდებზე და მერე ბოდიშის მაგივრათ,მოსახვედრს მოხვდაო. კობიაშვილმა თქვა,რომ ძალადობას გმობს,მაგრამ ის არ უთქვია,რა გააკეთა იმისათვის,რომ ძალადობა წახალისებული არ ყოფილიყო. გაუშვა თუ არა ცქიტიშილი სამსახურიდან და მოსთხოვა თუ არა იმ ახალგაზრდებისთვის ბოდიშის მოხდა.ესეც არ გაგიკეთებიათ.

    3)კითხვა არ დასმულა ვაისის კონტრაქტზე,რამდენს ვუხდიდით ამ კაცს. ადრე ამობებდნენ რო ვაისს არ სურდა გასაჯაროება,მაგრამ ეხლა კოტრაქტი გაწყვეტილია და თავისუფლად შეიძლებოდა ამის თქმა. არც გაგხსენებიათ ეს და ესაა მთავარი,რატომ არის საიდუმლო ის,რაც არ უნდა იყოს. გვარდიოლას და კლოპის ხელფასებია საჯარო,რაგდან იქ არავინ მაიმუნობს და როცა მალავ ე.ი. რაღაცას მაიმუნობ. თუ ასე არაა,მაშინ უნდა ეთქვათ.

    4)ცხადაძის გაშვების საკითხი.რა მოხდა და რატომ მოხდა ისე,რომ ეს კაცი მსვლიდან მალევე გაუშვეს და დღემდე რეალისტური მიზეზი არ დაუსახელებიათ. ის,რომ ხელფასის საკითხს აპელირებდნენ ტყუილი მგონია,რადგან ეგ არ არის მიზეზი იმის,რატომაც გაწყდა ხელშეკრულება. ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ სფეროში ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი არის ხელფასი და თუ გინდა შენი კადრი სხვაგან არ წავიდეს,მაშინ უნდა გადაუხადო. ეხლა თქვენთან რო მოვიდეს სილქ ჯგუფი და გითხრათ,პირობითად 1000 ლარს კი არა 100 ლარს გადაგიხდით და დაიკიდონ ხელშეკრულება,იმუშავებთ თუ არა სილქში? ცარიელი ენტუზიაზმით არავინ მუშაობს ეს ფაქტია. 

    ეს ძირითადი კითხვებია,რაც უნდა დასმულიყო და არ დაისვა. კიდევ არის მარა მაგაზე არ გავჩერდები,რადგან ამის მერე ის რო არ დაისვა არ მიკვირს.

  15. Nika Gaprindashvili Offline 21 ნოემბერი 2020 02:39
    ვუყურე გადახვევ გადმოხვევებით კობიაშვილის საუბარს და რასაც ვფიქრობდი ეს იყო. დავწერ რომ არ დამავიწყდეს

    კითხვები ისმებოდა მაგრამ პასუხები იყო გაუგებარი და კითხვებს შორის ჩაკითხვები არ ყოფილა ჟურნალისტების მხრიდან. ძირითადად საუბარი იყო მონოლოგის რეჟიმში. ის ანეგდოტი გამახსენდა, მოლა რომ ამბობს ვინც ლაპარაკობს ყველა მართალიაო....  

    არსობრივად დაიწყო ლაპარაკი იმაზე რასაც მეც ვეთანხები იცით აქ დაფინანსებაზე რამდენი ხანია ვწერ მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო... ეხლა დავწერ ჩემს აზრზს რაზე უნდა ყოფილიყო ჩაკითხვები.

    1. შევამცირე რამდენიმე მილიონით ფედერაციის ბიუჯეტი და ვაპირებ საერთოდ აღარ მივიღოთ.
    აქ ჩაკითხვა უნდა ყოფილიყო, რომ შეამცირა რის ხარჯზე შეამცირა, რა ხარჯები შეიკვეცა. სხვა გზებით მოიძია ფული თუ რა ქნა.
    თანამშრომლები გაუშვა თუ რა ქნა.
    ის რომ უხელფასოდ მუშაობენ, ეს პირდაპირი ნიშანია იმის რომ შემოსავლებს სხვა გზებით იღებენ. ეგ მეც ვიცი რომ ხელფასი არაა ის რისთვისაც თავ პირს იტყავებენ. მაგრამ ხალხი იმდენად სულელი ჰგონიათ, რომ ფიქრობენ დაიჯერებენ იმდენად უყვართ სამშობლო უხელფასოდ ემსახურებიან... ესაა ზღაპარი. თუ არ გჯერად  გადახედეთ როდისმე თუ უთქვამს ჰერტაში ხელფასის აღებას დინამოში წავალ უხელფასოდ ვითამეშებო.....

    2. ფონდი
    ზოგადად დავწერ ფონდები რა არის, რომ იძახის გამჭვირვალეაო და ყველამ იცის სად რა იხარჯებაო, ეგ არის ტყუილი. ფონდების მთავარი დანიშნულება უმეტეს შემთხვევაში არის ფულის გათეთრება. ყველაზე რთული გასაკონტროლებულია ფონდები სად ხარჯავენ ფულს. ამისთვის იქნმება ფონდები 90 პროცენტ შემთხვევაში ჩვენნაირ ქვეყნებში უფრო მეტი პროცენტიტაც.  
    მაგრამ კაი რაც მაგან თქვა იწყებს იმით, მე ამ ფონდთან არაფერი შეხება არ მაქვს, საერთოდ არ მეხება რაში იხარჯება იქ ფული. არავინ არაფერს არ მეკითხება. შემდეგ მეორე წინადადებაში ამბობს, ამ ფონდშიო ჩვენ ფედერაციამ გავაკეთეთ პროექტებიო და ჩვენ რომ არა ეს პროექტები არ დაფინანსდებოდაო.  2 რამეს იძახის ისეთს რომ არ შეიძლება ორივე მართალი იყოს.
    ფეხბურთის მასობრიობას და სამოვარულო ფეხბურთს რასაც ეძახით იცით, კალაძის ძმაკაცები რომ ერთობიან ხოლმე... ეგაა ფეხბურთის მასობრიობა...

    კითხვა უნდა ყოფილიყო რატომ არსებობს ცალკე ფონდი როცა გვაქვს ამხელა ფედერაცია. მე კი ვხდები რატომაც მაგრამ მაგის პასუხიც საინტერესო იქნებოდა.

    ის რომ ოფიციალურად ფურცელზე არ ჩანს რომ, ეგ ფონდი და ფედერაცია ერთი ნაგავია და ერთად არ მოქმედებენ დოკუმენტებით, ეს არ ნიშნავს რომ ერთი სისტემის ნაწილი არ არიან. 

    კიდე ბევრ რამეზე მინდა დაწერა მაგრამ ძაან გრძელი გამოვა...


  16. arturi-baierni Offline 21 ნოემბერი 2020 02:16
    დიდი მოლოდინით ველოდი დღევანდელ გადაცემას ბურთი და მოედანს რომელიც უფრო ოჯახურ გარემოს გავდა ვიდრე კრიტიკულად შეფასებული განვლილი მწარე დღეების ....ვისმენდით რას არა თავის მართლებას კობისიი არამედ მორიგი პოლიტიკოსის ტყუილების კასკადს....ბატონო ბიძინა,ბატონო ლევან სხვა გადაცემებში ბევრად კრიტიკულები იყავით ვიდრე თქვენივე გადაცემაში.....გასაგებია კობია და ახლო ურთიერთობაში ხართ მაგრამ მე პირადად მაინც მეტს ველოდი იყო შკითხვები მაგრამ არა კრიტკული უფრო მორიდებულიიი....ერთი გეკითხათ მის პრეზიდენტობის დროს ქუთაის ფეხბურთი რომ აღარ გვაქს და ვინც ეს ჩაიდინა გუნდი აქამდე მიიყვანა რატომ არ მოეკითხა კანონით,რატო არ ზის ციხეში რატომ ვერ თხოვენ პასუხს აა ერთი ოჯახია და მიტომ კაცმა გუნდის ბიუჯეტი გამოხრა და ჰამაკში წევს ახლააა....ჯერ რა ფულს ვერ აკონტროლებს თუ მართლა ეგრეა ვარესიიი სირცხვილოო....ან რაის ქალთა ფებურთის გამარჯვებაში იდებს წილს სიახლეები მაინც ენახა მანდ დაჯდომამდე გოგოებმა ბოდიშიდა ტრუსები ბუცები სპორტულები ჰიგიენის არანაირი საშუალება გვაქვსო,ხელფასები რო დაერიგებინათ მწვრთნელმა სესხი აიღოო ორი თვის მოგვცაო არა წყალი არა გათბობა ჩვენით ვრეცხავთ თუ ვერ ასწრებს გაშრობას ზოგჯერ ნახევრად სველით გავდივართოო ამ ყველაფრის მერე რომ გამოხვალ და იტყვი ეს ჩვენი დამსახურებაა უბრალოდ ქოცი ხარ და მეტი არაფერიიი ....დღემდე გაფასებს როგორც კარგი სპორტსმენი და არა მატყუარა პოლიტიკოსი ......პოლიტუკური გამოსვლა გქონდა ვიდრე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯობია პარლამენტში გადაჯდე და აქ სხვას დაუთმო ადგილი......ერთი ბუხარი გაკლდათ გადაცემაში და შავი ღვინოო ......მეტი კრიტიკა რა თუ შეიძლება ლევან მეტიიი ის ტკივილი რაც მე მივიღე ორ-სამ დღეეში არ რჩება და ფერებ ფერებით შედეგიც არ მოვა