21 დეკემბრის "იმედის ფსონის" ლევანის ბილეთი

ხეტაფე-სელტა (II გუნდის გოლები 1.5) მეტი / 1-1
გრონინგენი-ჰერაკლესი 1 / 0-1
მილანი-ლაციო 1 / 3-2

კოეფიციენტი: 12.8

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 4

  1. Salukvadze Offline 25 დეკემბერი 2020 16:20
    Betmaster
    კოვიდის რეგულაციებზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვდაობთკომპენსაციის რაოდენობაზე და არ ვახდენთ სხვადასხვა შეზღუდვების მიზანშეწონილობის შეფასებებს, ჩვენ მოუწოდებთ, ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მეგობრებს, ისევე როგორც ეთერს მიღმაც, რომ დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და დაიმუშაონ ხელები... ვფიქრობთ, რომ ამან წესით არავის გაღიზიანება არ უნდა გამოიწვიოს...
    დანარჩენი გეთანხმებით იმაში, რომ არგუმენტები უნდა იყოს ნათქვამი, და ტერმინი "გარჩეული მატჩი" ამიტომაც გვაქვს დამკვიდრებული...
    მაქსიმალურად ვცდილობ ამის გაკეთებას.
    alex99
    ჰო და საითაც არ გაიხედავ, რომ კოვიდზეა საუბარი, იმიტომაც ჩვენც გვეხება ეს და თავს უფლებას ვაძლევთ, რომ ორიოდე სიტყვა ვთქვათ.
    და ეხსლა ძალიან გთხოვთ, რომ ზედმეტს ნუ იზამთ, ტვინის ბურღვა რა მოსატანია, ვსაუბრობთ...
    ამდენსაც არ ვსაუბრობთ, რომ ასე შეწუხებულიყო ვინმე, ასე ვიწრო ჩარჩოების გადაცემა ეს არასდროს ყოფილა, რომ მარტო პროგნოზებზე იყოს საუბარი. ყველას მოსაწონი ვერასდროს გავხდები ვერც მე და ვერც გადაცემა. ეს დიდი ხანია ვიცი და არ მაქვს პრეტენზია.

    ამიტომ გასაგებია თქვენი პოზიცია, მოვისმინე მოსაზრებები, ზოგს დავეთანხმები და ზოგს არა :)))
  2. notingem80 Offline 24 დეკემბერი 2020 01:55
    დამაინტერესა, დავატრიალე გადაცემა და ვინ მაჭავარიანს შეაგინა ინგლისურსახელიანმა მიულერმა ნაღდად ვერ მივხვდი  hushed 
    --------------------
    სან კარლოს დე ბარილოჩე
  3. alex99 Online 23 დეკემბერი 2020 20:42
    ციტატა: Betmaster

    სწორი შენიშვნაა და კარგია რომ ზუსტად ჩამოუწერე ყველას ნათქვამი. 100% გეთანხმები. ისედაც სადაც არ გაიხედავ ყველგან კოვიდზე საუბრობენ და ფეხბურთის პროგნოზების გადაცემაშიც ამაზე საუბარი უკვე მაგარი ტვინის ბურღვაა. 
    ასევე არც მე მწამს იმ პროგნოზისტების თუ პროგნოზისტი ქვია, ვინც ასე ზედაპირულად უდგება ამ საქმეს, ალბათ მხოლოდ გადაცემაში მოხვედრა უხარიათ. სხვას ვერაფერს დავარქმევ.
  4. Betmaster Offline 23 დეკემბერი 2020 00:56
    ლევან მართალი იყავი, როდესაც ამოაგდე ზარის ავტორის პროგნოზი, რომელმაც ნამდვილად გადაამეტა ეთიკის სტანდარტებს. გასაგებია, რომ საკმაოდ დაძაბული ფონია ქვეყანაში ამ პანდემიის გამო, ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ სამსახური დაკარგა და როგორც მატერიალური, ასევე ფსიქოლოგიური ზიანიც მიიღო, მაგრამ ეს ყოველივე არავის აძლევს უფლებას იმედის ფსონის ეთერში რაიმე სახის პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და შეურაცხყოს კონკრეტული პირები. ამისთვის სხვა ფორმატები და საშუალებები არსებობს. ეს არის სპორტული გადაცემა და ვინც აქ რეკავს გვერდით უნდა გადადოს ყველა თავისი საქმე და კონკრეტულ ფსონზე გააკეთოს არგუმენტირებული განმარტებები. 

    თქვენთან ერთი პატარა შენიშვნა გვექნება, თუ არ გვიწყენთ: გთხოვთ გადაცემებში ნუ დაუთმობთ დროის ნაწილს ამ კოვიდ პანდემიის თემას, რეგულაციების დაწესების ამბებს, ეს ისედაც მოქმედებს ხალხზე და დღეს თუ ჯონიმ ვერ შეიკავა თავი გადაცემაში, ხვალ შეიძლება სხვას მოუვიდეს ემოციების გამო მსგავსი რამ გადაცემაში და სასიამოვნო ნამდვილად არაა ამის მოსმენა გეთანხმებით. ერთხელ განმარტეთ ეს საკითხი უკვე და რამდენად მართებულია თითქმის ყველა გადაცემაში ამის წინ წამოწევა თავად განსაჯეთ აწი. უბრალოდ თხოვნა იქნება სპორტულ თემებზე იყოს აქცენტი გაკეთებული, ვიდრე პანდემიურ შეზღუდვა-რეგულაციებზე. თუკი გადაცემის დრო შეიცვლება ან რაიმე გასაჟღერებელი საკითხი იქნება ამის ირგვლივ მოგვაწვდით ინფორმაციას ეგრევე. კიდევ ერთხელ ბოდიშის მოხდით ვაფიქსირებთ თქვენი მაყურებლები და გულშემატკივრები სუბიექტურ აზრს, შეიძლება დაგვეთანხმოთ შეიძლება არა. 

    ასევე კარგი იქნებოდა ის მაყურებლები, რომლებიც დარეკავდნენ გადაცემაში, არგუმენტირებულად დაესაბუთებინათ თუ რატომ ფიქრობენ ამა თუ იმ პოზიციას, თქვენთვისაც კარგი იქნებოდა გადაწყვეტილების მისაღებად და სხვა მაყურებლებიც გამოიყენებდნენ. გამოირჩევიან პაატა რუსთავი, ტარიელ სამტრედია, მამუკა ბრიგელი, კახა ხეივანი, გიორგი ბაიერნი და სხვანიც, თუმცა ნაწილი ზარის ავტორებისა ზერელედ ამბობს პროგნოზებს და ხანდახან არგუმენტაციის გარეშეც. "მგონია მოიგებს უნდა მოიგოს კაი გუნდია" - ეს არ არის არგუმენტი, ეს არ არის ის, აიღო და ჩასვა პროგნოზი. მომავალი სეზონიდან ალბათ მიაქცევთ ამასაც ყურადღებას.

    წარმატებები თქვენ და ამ პროექტს. 
    თქვენი გულშემატკივარი "ბეთმასტერი"