ყურადღება!!!

აქ წავიკითხე რაღაც მოსაზრებები გარკვეული მომხმარებლების დაბლოკვასთან დაკავშირებით, რასაც ვეთანხმები 100 პროცენტით და ვაკეთებ კიდეც. ამ ახალ წლებზე ჩვენც ცოტა "დავისვენეთ" და რამდენიმე გაგვეპარა.
გეთანხმებით რომ ერთად უნდა ვებრძოლოთ.
ეხლა მისმინეთ - აქაურობა ჩემზე მეტად არავის ადარდებს და მეც დაინტერესებული ვარ ჩვენი საიტის სისუფთავეში, მაგრამ ეს ულტიმატუმები და რაღაც პრეტენზიები "მაინც არ წაიკითხავენ" "გვაიგნორებენ" და "საერთოდ აღარ შემოვალ" მგონი რომ არ გეკადრებათ. მითუმეტეს სტაჟიან და ნაცად პროგნოზისტებს.
დანარჩენზე კი აგერ არის და დაწერეთ კომენტარებში თქვენი სურვილები - ოღონდ გთხოვთ ისტერიკების და მკაცრი ტონის გარეშე, მეგობრულად და კონსტრუქციულად, მაგისთვის ვართ აქ რომ ეგ ყველაფერი ერთად გადავწყვიტოთ.
 
ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს აქ თავი ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა!!!

პ.ს. - ვნახე ეხლა წინა გვერდები და მივაშალე ერთი ორი, მაგრამ... 
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 40