ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 2

  1. Salukvadze Offline 16 თებერვალი 2020 18:38
    dato_khashuri
    მეტ წილად გეთანხმები.
    დიდი მადლობა 2019 წელზე რომ მიგვითითე და რომ გვიყურებ.
    ხანდახან ვხუმრობთ უთოზე და მსგავს თემებზე და ნუ დაგვძრახავ :)))
    ისე ის პრობლემები რაც შენ ჩამოგვითვალე და ტოტალიზატორს "ებმება" ვფიქრობ ისედაც არსებობს ქვეყანაში და ტოტალიზატორი სულ რომ გააუქმო არა მგონია მაგით ეშველოს.
    აი არასრულწლოვანების იზოლირება კი ბატონო და თუ გაიხსენებ ყოველთვის ვამახვილებ ამაზე ყურადღებას,
    მეც მჯერა რომ ყველაფერი ცივილიზებულად მოგვარდება,,,
  2. dato_khashuri Offline 16 თებერვალი 2020 17:30
    მინდა გამოგეხმაუროთ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით..
    გეთანხმებით იმაში რო ზოგადად თამაშების აკრძალვა არ არის სწორი, არავის საქმე არ არის მე ჩემ ფულს კაზინოში დავხარჯავ, რესტორანში და მოგზაურობაში.. ვარ ზრდასრული და ჩემი ნებაა რაც მსიამოვნებს ის ვაკეთო.
    მაგრამ, მაგრამ...
    ლუდომანია ძალიან გავრცელებული სენი რომ არის ამაში ყველა დამეთანხმებით, არ არის საჭირო სტატისტიკის მოყვანა, ყველამ ჩვენ გარშემო მომივიხედოთ საშინელი სურათია, განსაკუთრებით ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სამწუხაროდ 80% თამაშობს ფულის შოვნის მიზნით და არა გასართობად!!
    სასაცილო მაგალითები კიდევ ნუ მოგყავთ და ნუ ადარებთ ოჯახში უთოს ქონას რომ მეუღლემ არ დაგვაუთოვოსო, ეგ შეიძლება საუკუნეში ერთხელ მოხდეს და არ არის საგანგაშო და ის რაც ჩვენს გარშემო ხდება არის საშინელება ბატონებო, დანგრეული ოჯახები, თვითმკვლელობები, კრიმინალური ქმედებები ფულის შოვნის მიზნით და მრავალი..
    -ბოლო წლებში გატარდა რაღაც ცვლილებები და კიდევ ბევრია გასატარებელი (ვიმეორებ არა სრულად აკრძალვა, ან სატელევიზიო და სარეკლამო ბიზნესში ჩარევა.. არა!!) არამედ, მაგალითად იმისათვის რომ არასრულწლოვნებმა ვერ შეძლონ სხვისი ID-ით დარეგისტრირება, რეგისტრაციის მსურველი მივიდეს პირადად დაწესებულებაში (და ვერა ონლაინ) და დარეგისტრირდეს ადგილზე.
    -ან კიდევ მაგალითად მოთამაშემ თავი "გაიშავოს" თვითნებურად და სათამაშო დაწესებულებებს აეკრძალოს ამ დროს მისი რეისტრაციის აღდგენა.. და მრავალი სხვა.. მოკლედ ბევრის წერას აქ აღარ გავაგრძელებ..

    იმედია თანდათანობით ყველაფერი გამოსწორდება.

    და ხო.. შეცვალეთ 2019 სათაურებში, გიყურებთ ხოლმე და იუთუბზე არ იძებნებით სწორი თარიღით.