#

2 წლის წინ ვოლფსბურგმა მშობლიურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში მოუგო მადრიდის რეალს. დღეს გუნდი ამავე სტადიონზე ხვდება ბევრისთვის უცნობ გუნდს. სასწორზე დევს ადგილი ბუნდესლიგაში. ვოლფსბურგმა ბუნდესლიგაში ბოლო მატჩი კიოლნს მოუგო 4-1 და შეინარჩუნა გადათამაშებაში მოხვედრის შანსი. მართალია რომ კიოლნს არ ქონდა არანაირი მოტივაცია მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ვოლფსბურგმა ითამაშა როგორც არასდროს, მაქსიმალური ყურადღებით და მიაღწია სასურველ შედეგს. ნათელია რომ მოთამაშეები მოტივირებული იყვნენ გადაერჩინათ თავიანთი გუნდი სამარცხვინო ჩამოქვეითებას.

და საერთოდ რა უნდა ასეთი შემადგენლობით დაკომპლექტებულ გუნდს 2 ბუნდესლიგაში? პლიუს გუნდს შესაძლოა დაუბრუნდეს ტრამვირებული ნახევარმცველი "დიდავი" რომლის არყოფნის გამოც გუნდს შეექმნა გარკვეული პრობლემები. 4 დღის შემდეგ არის განმეორებითი მატჩი ამიტომ ვოლფსბურგი ვალდებულია მოიგოს საკუთარ მოედანზე რათა მშვიდად იყოს განმეორებითი მატჩის დროს და შეინარჩუნოს ადგილი ბუნდესლიგაში.

რაც ყველაზე საინტერესოა "კილი" ერთი წლის წინ იყო საერთოდ მესამე დივიზიონში. უფრო საინტერესო კი ის არის რომ მესამე დივიზიონიდან მეორეში გადასვლის შემდეგ გუნს არ უყიდია ახალი ფეხბურთელები და ფაქტიურად იგივე შემადგენლობით არის რაც იყო წინა წელს. ნათელია რომ ვოლფსბურგის ფეხბურთელები რამოდენიმე თავით მაღლა დგანან თავიანთ მოწინააღმდეგეზე გამოცდილებით და კლასით.

თუმცა ყველაფერი გამოცდილების ნაკლებობით როდი მთავრდება. "კილი"ს სტადიონი არის ძალიან პატარა იმისთვის რომ უმასპინძლოს უმაღლესი ლიგის შეხვედრებს. ახლის აშენებას კი არამგონია ვინმე გეგმავდეს ამ გუნდისთვის. ასე რომ მე არ ვიცი ბუნდესლიგაში გადასვლის შემთხვევაში სად უნდა ითამაშოს გუნდმა. ეს ყველაფერი კი რათქმაუნდა ცუდად აისახება გუნდის მოტივაციაზე და ჩემი აზრით ამჯერად "კილი" არ არის ამ ყველაფრისთვის მზად.

ვოლფსბურგს აქვს გამოცდილება ესეთ მატჩებში, გუნდი ერთი წლის წინ იყო იგივე სიტუაციაში როდესაც შეხვდა ბრაუნშვაიგს და მოუგო ორივე შეხვედრა სახლში და გასვლაზე.

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 3

  1. Washington Wizards
    Washington Wizards 17 მაი 2018 10:51
    ertianze magrad me piradad stumris goli upro mjera ... 

    10kacamde maspindzlebis gundshi an itamashebs an ara es rac monacemebia da me piradad ar davdgebodi arc mogebaze arc ert erti taimis mogebaze, yvelaze kargi prognozi am shexvedrashi mgonia stumris goli romelic optimaluri shemadgenlobitaa da eset maspindzlebs gautans romelsac arc dacva uvarga arc naxevardacva da arc mcvrtneli... nu satadarigoebze agar vidzaxi arapers
  2. gigaturgiga Offline 17 მაი 2018 10:26
    ერთიანი ჩანს, ბაზარი არაა, მაგრამ მე რატომღაც მეტობისკენ ვიხრები. მეტობასაც მშვენიერი კუში აქვს. 
  3. CR-7 Offline 17 მაი 2018 09:34
    აი ამ თამაშზეა ნათქვამი, "უეჭველიო" მაგრამ იქნება? თან რა დიდი კუში აქვს, ეჭვს იწვევს