იტალიაში შეიძლება მთელი პირველი ტური გადაიდოს!---ერთი რაღაცა ფაქტია, ქრისტიანოს დებიუტი იუვეს შემადგენლობაში გადავადდა

  • გენუის ტრაგედიის გამო სერია A-ს ორი მატჩი უკვე გადაიდო
  • შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მატჩი არ ჩატარდეს
გენუაში მომხდარი ტრაგედიის გამო სერია A-ს პირველი ტურის ორი მატჩი უკვე გადაიდო და ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ სხვა მატჩებიც არ შედგეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ის შეხვედრები, რომლებშიც გენუური კლუბები მონაწილეობენ (მილანი V ჯენოა, სამპდორია V ფიორენტინა) არ გაიმართება.
გარდა ამისა, არის შანსი, რომ იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის კიდევ რამდენიმე მატჩი, ან მთლიანად პირველი ტური გადაიდოს. სამპდორიას გენერალური მენეჯერის, მასიმო ფერეროს თქმით, შესაძლოა არც კიევოსა და იუვენტუსის შაბათს დაგეგმილი შეხვედრა ჩატარდეს. “ვესაუბრე იუვენტუსის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის და მან მითხრა, რომ იუვე არ ითამაშებს,” - განაცხადა ფერერომ. თუ ასე მოხდა, კრიშტიანო რონალდოს დებიუტი ტურინულ გრანდში ერთი კვირით გადაიწევს.
შეგახსენებთ, რომ გენუაში მორანდის ხიდი სამშაბათს ჩაინგრა, რის შედეგადაც ამ დროისთვის, 39 ადამიანია გარდაცვლილი.

აი, ბმულიც https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fpopsport.com%2Farticle%2F5812-genuis-tragediis-gamo-ronaldos-debiuti-kitkhvis-nishnis-kveshaa%3Futm_source%3Dfacebook%26utm_medium%3Ddynamicads%26utm_campaign%3Dfootballcategory&h=AT0k9IbhJM3_Ja7V9M_0BjwJQiq5iBBZ5FpZW3FUD3Fjvjrg7TthazBDBr_0EblBT2zXK0rKxxQ7_4300WNJQzxVSSDMvUJPeORbLgKgG9_tRPw88cpmexBTc709GSxUWxidE4pkA5CTC4ahCRwEH7g1Jg5FNMEYiDWUZ92SVfrUOMTNiDXmv9nfbzLuWRr4zwOvaEmVOaImeQVTuhF4vQGVI4JHTYWmnc_M0xGDiuqIBvLuO0Wt_-fE5Jn-EbNwzXe7RE6MPQ_m1rWde8qEs242zovOvvYpkNzPEND_Wlfpl0IA7rfmpaJ3yjT_qp5zfmoWOutJ7v-DohGG35G4gUrXxjxshrlUPrtIWhEiBVSz4Kv72QXFk7VEVA

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 0