დღევანდელები

კანადა-სენეგალი                   ბერჩის-11.5ზე მეტი ქულა
თურქეთი-ჩეხეთი                  1
გერმანია-იორდანია                შროდერის-20.5ზე მეტი ქულა
ლიეტუვა-ავსტრალია              159.5ზე მეტი ქულა
საბერძნეთი-ზელანდია             -4.5 პირველი მეოთხედის ფორა
დომენიკა-საფრანგეთი             -12.5

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 1

  1. lasha munich Offline 5 სექტემბერი 2019 10:22
    პოზიცია 1 ---- ძალიან გამოცდილი ცენტრი, ფიზიკურად ძლიერია ბერჩი, ამ ჩემპიონატზე საშუალოდ 30 წთ-ს თამაშობს, პირველ ტურში ავსტრალიას 18 ქულა აუღო, ლიეტუვას კი 12... არამგონია ამ სუსტ გუნდთან გაუჭირდეს ქულების დაგროვება. მითუმეტეს გამწარებული კანადა ჩემი აზრით დიდი ანგარიშით მოიგებს დღეს და არ დაინდობს მეტოქეს.-
    პოზიცია 2 ---- წელს ძალიან ძლიერი თურქეთი რომელმაც რამის ისტორიული სენსაცია გააგორა აშშ-სთან და უბრალოდ ძალით წააგეს 4 აცილებული ჯარიმის გამო, ამ მატჩში წყდება დამსვლელი გუნდის ვინაობა, ჩეხეთიც ძალიან სიმპათიური გუნდია, თუმცა მგონია წელს თურქეთი უკეთესია როგორც გუნდით, ასევე ინდივიდუალური შემადგენლობით, ამიტომ ბოლობოლო აშშ-სთან ასეთი თამაშის გამო თურქეთი უნდა გავიდეს.
    პოზიცია 3 ---- შროდერი, ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი კალათბურთელი რომელმაც გაგვაწამა ევრობასკეტზე. რა დონისაა ყველამ კარგად იცის... წინა თამაშში არ წაუვიდა სროლები ძალიან ბევრი ბურთი ააცდინა, რისთვისაც გერმანიამ წააგო, ასე მგონია ამ შეცდომებს გამოასწორებს და გაბრაზებული გერმანია გადაუვლის მასზე ბევრად სუსტ იორდანიას და ვინ უნდა ჩაყაროს თუ არა შროდერმა.
    პოზიცია 4 ---- ლიტვაც და ავსტრალიაც ძალიან კაი გუნდები არიან, ძალიან დაძაბული თამაშიც იქნება რადგან წყდება თუ რომელი გუნდი გავა პირველ ადგილზე. ორივე გუნდი კარგ შეტევას თამაშობს, ჰყავთ ნბა-ის ბევრი კალათბურთელი, ამიტომ მგონია არცერთი არ ჩამოუვარდება ერთმანეთს და ბევრს ჩაყრიან.
    პოზიცია 5 ---- საბერძნეთმა სენსაციურად წააგო ბრაზილიასთან და იმისათვის რომ გავიდეს სჭირდება მოგება დღეს, ძალიან მაგარი გუნდი არის, რომ აღარაფერი ვთქვა ანტეტოკუნპოზე. ასე მგონია საბერძნეთი თავიდანვე გაიქცევა და პირველ მეოთხედშივე 5 ქულას მოიგებს. ბრაზილიამ ძალიან გაამწარა ბერძნები, და გაბრაზებული ბერძნები წესით გადაუვლიან ოლ ბლექსის ნაკრებს.
    პოზიცია 6 ---- წელს ძალიან კარგად მოასპარეზე საფრანგეთი, რომელმა უძლიერესი შემადგენლობა წაიყვანა ამ ჩემპონატზე, ამაზე ისაც კი მიუთითებს რომ ევროლიგის საუკეთესო მოთამაშე ნანდო დე ცოლოც სკამზე უზით. ორი თამაში მოიგეს საკმაოდ დამაჯერებლად და ასე მგონია დომენიკასაც ადვილად მოუგებენ, დომენიკამ ერთი სასწაული უკვე შემოგვთავაზა გერმანიას რომ მოუგო და მგონი საკმარისიც არის.