quenatkoca

ლალიგის დღევანდელ თამაშებზე ჩემი სტატისტიკაზე დაყრდნობილი,მაგრამ მაინც რისკიანი პროგნოზები შესაბამისი ზღაპრებითურთ იხ.კომენტარში blush 
ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 3

  1. Filipe Offline 23 აპრილი 2021 15:04
    ბევრჯერ გამოვიყენე თქვენი პროგნოზები და ძალიან კმაყოფილი ვარ მადლობა და წარმატებები

  2. quenatkoca Offline 23 აპრილი 2021 14:54
    შევაჯამოთ გუშინდელი - სტატისტიკური ლოგიკა ბოლომდე ისე არ დაჯდა,როგორც გვინდოდა:
    უესკას ბარათები 2,5-ზე ნაკლები - 0
    სოსიედადის მეტი კუთხური - 2-4
    ბარსას 6,5-ზე ნაკლები კუთხური - 3
    მხოლოდ ბასკებმა გვიღალატეს worried
  3. quenatkoca Offline 22 აპრილი 2021 20:13
    რამდენიმე დღევანდელი პოზიცია კატეგორიიდან "თითქოს ძალიან ლოგიკური,მაგრამ მაინც სარისკო" :
    1)"ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შევიწროებული "ატლეტიკო" დასარჩენად მებრძოლ "უესკას" მიიღებს. შედეგზე ვერაფერს გეტყვით,მაგრამ ერთ საინტერესო დეტალს გაგიმხელთ - ლა ლიგაში ამ გუნდებმა 3-ჯერ ითამაშეს და სამივეჯერ ძალიან ცოტა ბარათები წამოვიდა,თან მსაჯი მუნერა მონტეროა,ვისაც საშუალოდ მხოლოდ 2,75 ბარათი ამოაქვს. ამ მსაჯს წელს "უესკას" თამაში ასევე 3-ჯერ აქვს განსჯილი და 1 ბარათი უჩვენა მხოლოდ,ამიტომ საბარათო პოზიციებიდან სტუმრების ინდივიდუალურ 2,5-ზე ნაკლებ ბარათს ვირჩევ.
    2)ასევე თავისი მიზნები აქვს გადასაწყვეტი ბასკურ "სოსიედადს",რომელიც ევროსაგზურისთვის იბრძვის და გუშინ კონკურენტების წაფორხილების გამო შანსი აქვს სანატრელ მე-5 ადგილზე გადასვლისა,ოღონდ ამისათვის "ანოეტაზე" უმოტივაციო "სელტას"უნდა მოუგოს.მოგებისა არ ვიცი,მაგრამ მასპინძლები რომ უფრო მეტ კუთხურს მოუწვდიან ვიგოელებს,ამის მჯერა,რადგან სტატისტიკაც გვეუბნება,რომ ბოლო 10 ლა ლიგურ დაპირისპირებაში "სოსიედადმა" 9-ჯერ ქნა ასეო( ა ბატონო: 3-2,7-3,7-3,7-2,6-2,5-4,8-3,4-5,7-3 და 4-3),თან შინ სულ ასე შვრებაო და არ დავუჯეროთ?
    3)შუაღამეზე კი ჩემპიონობისთვის "ატლეტიკოს" კონკურენტი ჩაებმება ტურში და "კამპ ნოუზე" "ხეტაფეს" მიიღებს. აქ სტატისტიკა ისევ კუთხურებზე ამახვილებს ყურადღებას და გვეუბნება,არ ვიცი რის გამოო,მაგრამო "ბარსასო" საკმაოდ უჭირსო "ხეტაფესთან" კუთხურების მოწოდებაო და ბოლო 11 ურთიერთშეხვედრის ტოტალს გვაშველებს კატალონიელთა კუთხურებისა: 2,2,1,4,4,9,4,5,5,5 და 5. ამიტომ მგონია,რომ 6-ზე მეტს ვერც დღეს ჩამოაწვდიან (თუმცა თუ სათაურში გამოტანილ კატეგორიას გადავხედავთ,ვინ იცის და 10-საც გადაამეტონ)
    p.s. და კიდევ ერთი საინტერესო ინფო - ბარემ ლა ლიგის მეოთხე დღევანდელ თამაშსაც რომ შევეხოთ "გრანადამ" და "ეიბარმა" ლა ლიგის ეგიდით 8 თამაში გამართეს ერთმანეთთან და აბა ვინ გამოიცნობს,რამდენი მოუგეს აქედან გრანადელებმა?...დიახ,სწორია - ვერცერთი! თან ეხლა ბასკებს უფრო სჭირდებათ ქულები და მიუხედავად მათი ცუდი ფორმისა,მაინც მგონია უმოტივაციო "გრანადასთან" დადებით ბალანსს შეინარჩუნებენ და მინიმუმ არ წააგებენ.
    წარმატება ყველას!