მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 2

  1. quenatkoca Offline 30 მაი 2021 00:11
    პრინციპში აქაც უკვე შემიძლია შევაჯამო:
    კილი - კიოლნი 3,5-ზე ნაკლები ოფსაიდი (დაჯდა) 3
    ა შ შ - ბრაზილია პირველი სეტის 44,5-ზე მეტი (დაჯდა) 22-25
    ლუდვიგსბურგი - ბაიერნი (+8,5) 1 (ფაქტიურად დამჯდარია - მეოთხე მეოთხედის მე-7 წუთზე ლუდვიგსბურგი იგებს  97-84 და არ მგონია დარჩენილ 3 წუთში 21 ქულა გაანიავონ,რადგან მთელი თამაში სულ წინ არიან)
  2. quenatkoca Offline 29 მაი 2021 18:46
    20:00 კილის "ჰოლშტაინ-შტადიონზე" გადაწყდება,ვინ იქნება მომავალ სეზონში ბუნდესლიგის მე-18 ბინადარი: ადგილობრივი "კილი", რომელმაც ბოლო 2 მატჩის წაგებით დაკარგა გადათამაშების გარეშე აღზევების შანსი თუ "კიოლნი",რომელმაც მეორე წრეში 17-დან 9 მატჩი წააგო და ბოლო ტურშიც წკიპზე გადარჩა პირდაპირ გავარდნას. ამ მატჩიდან ოფსაიდების ნაკლებობას ვვარაუდობ,რადგან ბოლო პერიოდში სტუმრების სათამაშო სტილი სწორედ აქეთკენაა მიმართული - "კიოლნის" ბოლო 13 ბუნდესლიგური თამაშიდან (მათ შორის "კილთანაც") 4 და მეტი ოფსაიდი დაფიქსირდა სულ 2-ჯერ,ასევე მეტოქეებსაც იშვიათად ახვედრებენ თამაშგარეში - იგივე 13 მატჩიდან 1-ზე მეტჯერ კიოლნელთა მეტოქეებს ოფსაიდი დაუფიქსირდათ მხოლოდ 3 შემთხვევაში,ასე რომ ან საერთო 3,5-ზე ნაკლები (არადა დილას 4,5-ზე ნაკლებსაც კარგი კუში ჰქონდა) ანაც "კილის"1,5-ზე ნაკლები ოფსაიდი.
    22:30 ისევ გერმანიაში დავრჩეთ და საკალათბურთო დარბაზში გადავიდეთ - "ლუდვიგსბურგ არენაზე" BBL-ის რეგულარული სეზონის ჩემპიონი "ლუდვიგსბურგი" მიუნხენის "ბაიერნს" მიიღებს. მასპინძლები შინ ძალიან მაგრად გამოიყურებიან - ბოლო 21 მატჩიდან ყველა მოგებული აქვთ და ბოლო წლებში "ბაიერნთანაც" უკვე ტოლსწორად თამაშობენ (სეზონის ბოლო ტურში 14 ქულითაც მოუგეს),ხოლო ცნობილ "ბაიერნს"კი ბოლო 15 გასვლიდან ლიგაში მხოლოდ 9 მოგება აქვს,ასე რომ ვვარაუდობ მასპინძელთა მოგებასაც,მაგრამ რადგან +8,5 ფორაზეც კაი კუშია,რატომ დავკარგოთ ტყუილად?
    23:00 ფრენბურთში მსოფლიოს ერთა ლიგის თამაშია და 2 გამორჩეული ნაკრები უპირისპირდება ერთმანეთს - ა შ შ და ბრაზილია. ამ გუნდების ბოლო 20 თამაშში პირველი სეტი ყოველთვის დაძაბული იყო და 45-ზე ნაკლები ქულა მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდა,ამიტომ დღესაც ვთვლი,რომ მინიმუმ 45 ქულას ერთმანეთს პირველ სეტში ჩაუგდებენ (მგონია,რომ მეტსაც)
    წარმატება ყველას!