ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 4

  1. bachuka Online 7 ივლისი 2021 12:49
    kargi xar davit sagol vashkac gagvaxare kvela ,,,chemi biletic modis  nelnela da ikneb gavides aba bolomde

    davit ravaxar vashkac,,,dges imedia dadeb araaa bilets cota dre ro moaxerxo kargi ikneba
  2. quenatkoca Offline 7 ივლისი 2021 01:01
    შეგვიძლია უკვე შევაჯამოთ დღევანდელი დაანონსებული პოზიციები,რაც უკვე დასრულდა:

    იტალია -ესპანეთი 3,5-ზე მეტი ოფსაიდი ✅ 5

    იტალიის 2,5-ზე ნაკლები ბარათი ✅ 0

    (აქვე ესპანეთის 2,5-ზე ნაკლები ბარათიც✅ 1)
    დღეს რაღაც კარგად მოდის ყველაფერი blush


  3. sheberaa1511868 Offline 6 ივლისი 2021 21:51
    ოფსაიდები არ ვიცი,მაგრამ ბარატებზე გეთანხმები 100%-ით.მთლიანი თამაშის ნაკლებიც კარგია,და ცალ-ცალკე რო თავის წილად 3-3 ბარათს არ აიღებენ ეგეც,ორივეს 1,4 მდე უნდა ქონდეს წესით კოეფიციენტი.საკმაოდ მაღალი დონის გუნდია ორივე და თან ისეთ ფეხბურთსაც აჩვენებნ რო წესით ბევრი ბარათი არ უნდა წამოვიდეს.ერთადერთი პრობლემა რაც შეიძლება იყოს,რაც შენც აღნიშნე არის შელაპარაკება,რადგან რაც არუნდა იყოს,მსაჯი არ იღებდეს ბარათებს ან/და არ დებდეს ჯარიმებს,შელაპარაკებას არ მოითმენს,გერმანელი ბრიხი მითუმეტეს.აქეთ ვერატი და ჟორჯინიო არიან,იქით ალბაც არ აკლებს ხოლმე როგორც წესი და მართლაც შეიძლება,რომ ჯარიმების გამო კიარა კამათის გამო წამოვიდეს,მაგრამ მაინც გამოსაყენებლი პოზიცია მგონია.

    პ.ს ესპანეთი რო 7 ჯერ არ დაჯარიმდე პირველ ტაიმში-ეს პოზიცია მომწონს ძალიან.ზოგადად ფრთხილ თამაშს ველოდებით ბუნებრივია ორივე გუნდის მხრიდან,განსაკუთრებით პირველ ტაიმში,ამიტომ ეს პოზიცია თითქოს ცუდი არ უნდა იყოს.წარმატებები. 
  4. quenatkoca Offline 6 ივლისი 2021 20:07
    და დღის მთავარ მატჩსაც შევეხოთ,თუმცა აქ ლოგიკით და სტატისტიკით ძნელია ფონს გასვლა, უფრო ინტუიცია მიდის საქმეში.

    23:00 ევრო-2020 დასკვნით ფაზაში შევიდა და ამაღამ "უემბლი" 49-ე თამაშს უმასპინძლებს იტალიასა და ესპანეთს შორის. ამ გუნდების ისტორიულ დაპირისპირებებზე საუბარი ნამეტანი შორს წაგვიყვანს და ჯობს უფრო საჩვენო საქმეს მივხედოთ - 2 პოზიცია მაქვს ამ მატჩიდან:

    ოფსაიდები 3,5-ზე მეტი - ორივე გუნდი ბურთის კონტრროლზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს და მოედნის ცენტრის ხელში ჩაგდებას ეცდება მაღალი პრესინგის მეშვეობით,თუმცა ვფიქრობ ბოლომდე არცერთს არ გამოუვა და თამაშიც გარდამავალი უპირატესობით წავა,იქნება ალბათ ბევრი კონტრშეტევა, ასევე პრესინგისგან თავდასაღწევად გრძელი პასები მოედნის სიღრმიდან წინ და ასეთ დროს ოფსაიდების ალბათობა ერთიორად იზრდება. 4 თამაშგარეც რაღაა - იტალიამ მარტო ბელგიასთან ვერ მიაღწია ამ ტოტალს, ხოლო ესპანელებს პლეიოფში სულაც 8 და 6 ჰქონდათ.

    იტალიის ბარათები 2,5-ზე ნაკლები - მაქსიმალურად კორექტულ ფეხბურთს თამაშობს ამ ევროზე მანჩინის გუნდი და ცოტა ბარათს იღებს (ალბათ მსაჯთან შელაპარაკებისას უფრო იღებენ,ვიდრე წესების დარღვევისას),2-ზე მეტი არცერთ თამაშში არ მიუღიათ და იგივეს თქმა შეიძლება ესპანელებზეც,ასე რომ "ფურია როხას" ბარათების ნაკლებობის აღებაც თავისუფლად შეიძლება მიუხედავად ნახევარფინალური დაძაბულობისა,თან მსაჯიც ბრიხია და არ უყვარს ყველა წვრილმანზე თამაშის შეჩერება,ჯიბისკენ ხელის წაღება და მისთანანი (რაც შეეხება ერთმანეთთან თამაშებს, ბოლო 7-დან 4-ში მიიღო ორივე გუნდმა 2-ზე ნაკლები ბარათი,თუმცა ამ ევროზე ისეთი ტენდენციებია,წარსული მატჩების სტატისტიკა ბოლომდე არ მუშაობს)

    წარმატება ყველას!