ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 2

  1. quenatkoca Offline 5 სექტემბერი 2021 00:06
    მეორე ეტაპის დაანონსებული პოზიციებიც შევაჯამოთ ბარემ:

    ჩესტერფილდი - ბრომლი სტუმარი გაიტანს✅2-1

    გრინდავიკი - ფრამი ორივე გაიტანს❌ 0-2

    ლუნდსი - ტროლჰატანი ორივე გაიტანს✅ 2-1

    პორტადაუნი - ლარნე 2,5-ზე მეტი გოლი ✅ 2-3

    სულ ცოტა დაგვაკლდა - გრინდავიკს დარჩა ჩვენი ვალი😀


  2. quenatkoca Offline 4 სექტემბერი 2021 14:19
    შესარჩევებს ისევ გვერდს ავუვლი და დაბალი ევროპული ლიგებიდან შემოგთავაზებთ 18:00-საათიანი თამაშების რამდენიმე პოზიციას ტრადიციული გოლების გატანით😉

    ინგლისის ეროვნულ ლიგაში ჩესტერფილდის "ტექნიკის" სტადიონზე მე-4 ტურში ადგილობრივი "ჩესტერფილდი" მასპინძლობს "ბრომლის" და სტუმრების გოლს გირჩევთ - ექვსივე შეხვედრაში გაუტანა "ბრომლიმ" (და 6-ვეში კი წამოვიდა,სხვათა შორის). გარდა ამისა,სტუმრებს ბოლო 18 მატჩიდან 17-ში აქვთ გატანილი (აქედან სტუმრად 11-დან 10-ში) და ამ სეზონის 2 მატჩში უკვე 5 გაიტანეს, ხოლო მასპინძლები ბოლო 10 საშინაო თამაშიდან 8-ში უშვებდნენ გოლს და იმისდა მიუხედავად,რომ ამ სეზონში 3 მატჩში ჯერ არ გაუშვიათ,ზუსტად შესაფერისი დროა გასაშვებად😉   1,50

    ისლანდიის პირველ დივიზიონში გრინდავიკის "გრინდავიკურვოლურზე" ადგილობრივი გუნდი მასპინძლობს "ფრამს" და ისლანდიური წესით აქ ორივემ უნდა გაიტანოს - ბოლო 13 შეხვედრიდან 10 დაასრულეს კი-თი (აქედან გრინდავიკში 6-დან 5),მასპინძლები წელს 20-დან 18 თამაშში კი-ობდნენ (შინ 9-დან 7-ში),ხოლო სტუმრებს ამ მხრივ მაინცდამაინც სახარბიელო მაჩვენებელი არ გააჩნიათ,მხოლოდ 9 კი 20-დან და გასვლაზე 1 10-დან,მაგრამ გუნდს უკვე მოპოვებული აქვს უმაღლესი ლიგის საგზური და არ მოიკლავს ალბათ თავს კარის დაცვით (გასვლაზე ჩემპიონატში 9 თამაშიდან მხოლოდ ბოლოში გაუშვა გოლი და როგორც ჩანს გაშვების დროც მოუვიდა😉)  1,48

    შვედეთის პირველი დივიზიონის სამხრეთ ჯგუფში "ლუნდსი" მასპინძლობს ლიდერ "ტროლჰატანს" და აქაც ორივეს გატანა უნდა ავიღო - ბოლო 8 შეხვედრიდან 8-ვეში გაიტანა ორივემ (აქედან ბოლო 2 წელიწადში 5-ჯერ), "ლუნდსს" ბოლო 14 მატჩიდან 11 კი აქვს (შინ ბოლო 10-დან 9),ხოლო "ტროლჰატანს" ბოლო 16-დან 12-ში (სტუმრად 8-დან 6).   1,50

    და ჩრდილოეთ ირლანდიის დროც დადგა - პორტადაუნის "შამროკ პარკზე" ადგილობრივი "პორტადაუნი" მე-3 ტურის მატჩში მასპინძლობს "ლარნეს" და ამ გუნდების განვლილ შეხვედრებს რომ გადახედოთ,25 თამაშიდან 23-ში 2,5-ზე მეტი გოლი აქვთ ერთმანეთისთვის გატანილი!! აქედან ბოლო 17-ვე მეტობით დაასრულეს და იმედი მაქვს 3 გოლს ამ საღამოსაც გაიტანენ. "პორტადაუნს" ბოლო 11 ოფიციალური მატჩიდან 10-ში მეტობა აქვს ნათამაშები (შინ 6-დან 5-ში),ხოლო "ლარნეს" ბოლო 15 ოფიციალური მატჩიდან (კონფერენსლიგის გამოკლებით) 14 მეტობა - გასვლაზე ბოლო 6-დან 6-ში😉  1,44

    კუშები დიდი არ არის,მაგრამ მუშაა😀

    წარმატება და იღბალი ყველას!!!!