ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 3

  1. quenatkoca Offline 8 სექტემბერი 2021 16:05
    წუხანდელი პოზიციების განხილვა ლამის იყო და გადამავიწყდა (აბა გამწვანებულიყო ორივე,თუ დილაადრიანვე არ გამოაქვეყნებდი-ო,იფიქრებთ ზოგი და ამაშიც იქნება სიმართლის მარცვალი,ოღონდ მხოლოდ მარცვალი და მეტი არა😉)

    ვალური - ედმონტონი მასპინძლის 1,5-ზე მეტი გოლი❌0-3 (ორ გოლს ვინღა ჩივის,ერთიც კი ვერ გაიტანეს ამ....)

    ბოგოტა - ბოიაკა ჩიკო სტუმრის 1,5-ზე ნაკლები გოლი ✅ 2-1

    ვერც "პორტ ტალბოტმა" ივარგა რამეში - მოკლედ,წუხანდელი ღამე ნაკლები გოლებისა იყო blush

    ციტატა: sheberaa1511868
    ჩიკოს ნაკლები გოლი გამოვიყენე,ჯიგარი ხარ და წარმატებები
    მაგასაც კარგი ნიჭი უნდა,რომ ის აარჩიო,რომელიც გამწვანდება - ასე რომ პირიქით ჯიგარი ხარ wink 
  2. sheberaa1511868 Offline 8 სექტემბერი 2021 13:19
    ჩიკოს ნაკლები გოლი გამოვიყენე,ჯიგარი ხარ და წარმატებები
  3. quenatkoca Offline 7 სექტემბერი 2021 17:37
    შესარჩევი თამაშების გარდა ისევ საკმაოდ მწირი არჩევანია დღეს,ამიტომ ცოტა რისკიანი პოზიციების აღებამ მომიწია და ისიც ოკეანის გაღმური მატჩებიდან. მაშ ასე,მოიმარაგეთ ვალერიანის წვეთები და დავიწყოთ😀

    04:00 კანადური ქალაქ ვინიპეგის "ინვესტორს გრუპ ფილდზე" პრემიერ ლიგის მე-17 ტურის მატჩში ადგილობრივი "ვალური" მასპინძლობს "ედმონტონს" და აქ ვვარაუდობ მასპინძლებს მინიმუმ 2 გატანილ გოლს. თუ რატომ,ახლევე მოგახსენებთ: ვინიპეგში ჩატარებული 5 შეხვედრიდან 4-ში გაუტანა "ვალურმა" 2 და მეტი გოლი, ხოლო საერთოდ შინ გამართული 9 მატჩიდან 5-ში შეძლო ამის გაკეთება! ამასთან ბოლო 9 საშინაო მოგებიდან 8-ში გაიტანა 2 გოლი - თუ იგებს შინ,აუცილებლად 2 გოლი გააქვს და "ედმონტონზე" იმდენად ძლიერი კია,რომ შინ მოუგოს,რადგან ამ სეზონში 7-დან 5 მოგება აქვს სახლში, ხოლო სტუმრებს გასვლაზე 8 მატჩიდან ჯერ ვერცერთი ვერ მოუგიათ,ფრე მხოლოდ 3 აქვთ. რაც შეეხება გაშვებას,"ედმონტონი" ბოლო 14 გასვლიდან 11-ში უშვებდა 2 ან მეტ ბურთს (აქედან ბოლო 4 ზედიზედ),ასე რომ ამ 2,45 გამწვანების მჯერა და ვისაც არ გჯერათ, მასპინძლის ერთ გოლს 1,30 აქვს და ეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ😉

    03:00 კოლუმბიის პრიმერა B კლაუსურას მე-7 ტურში ლიდერები ხვდებიან - მეორეადგილოსანი "ბოგოტა" მასპინძლობს მეოთხეადგილოსან "ბოიაკა ჩიკოს", რომელიც შარშან დაქვეითდა პრიმერადან. ამ მატჩიდან ვაპროგნოზებ წინას საპირისპიროს - რომ სტუმარი ვერ გაიტანს 2 გოლს! "ბოგოტას" ამ სეზონის 5 მატჩში ჯერ გოლი არ გაუშვია და თავად "ჩიკოს" 6 თამაშში სულ 4 აქვს გატანილი,თუმცა დაბალი კუშის მიუხედავად წინაზე იოლი პოზიცია არამც და არამც არ გეგონოთ - შარშან "ბოგოტა" აუტსაიდერი იყო და ბევრს უშვებდა,ხოლო "ჩიკო" პრიმერადან გამოვარდნის მიუხედავად ბევრსაც იტანდა,ასე რომ რისკის თამასა და ვალერიანის წვეთების საჭიროება აქაც შენარჩუნებულია😀

    და მესამე პოზიციად ერთ საინტერესო თამაშს გთავაზობთ - 22:45 უელსის რანგით მეორე ლიგაში,ე.წ. კიმრუ სამხრეთში მე-5 ტურის გადმოდებული თამაშია აუტსაიდერებს "რისკასა" და "პორტ ტალბოტს" შორის და აქ სტუმრის გოლი მგონია ძალიან. მასპინძლები ბოლო 18 მატჩიდან 17-ში უშვებდნენ გოლს,ხოლო სტუმრებს ამ სეზონში 7 თამაშში ჯერაც არ გაუტანიათ და სად უნდა მოახერხონ ამის გაკეთება,თუ არა თავისნაირ წყალწაღებულ მეტოქესთან😉 თუმცა აქ ერთი პრობლემა იჩენს თავს - ჯერ არცერთ კაზინოს ამ მატჩის პოზიციები არ აქვს გამოტანილი და თუ გამოიტანეს,გამოყენება შეგიძლიათ (ოღონდ ვალერიანის წვეთები არ უნდა დაგავიწყდეთ😀)

    წარმატება,იღბალი და ნაკლები ვალერიანის საჭიროება ყველას!!!!