ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 2

  1. quenatkoca Offline 9 სექტემბერი 2021 09:10
    წუხანდელი არაევროპული თამაშების პოზიციებში თავმოსაწონებელი არც არაფერი გამოვიდა,მაგრამ წესი წესია და უნდა შევაჯამოთ წარუმატებებლი ცდაც კი🙂

    უნივერსიდად ცენტრალი - კარაკასი სტუმრების 1,5-ზე მეტი გოლი❌ 1-1

    კოლორადო სფრინგსი - რეალ მონარქსი ორივე გაიტანს❌ 2-0

    რაც შეეხება ჩილეს პრიმერას პოზიციას,"უნიონ ლა-კალერასა" და "სანტიაგო უონდერერსის" მატჩში სტუმრის ვერგატანის შესახებ,ამ სახით არ გამართლდა,მაგრამ თუ უფრო გამარტივებული სახით მოგაფიქრდებოდათ,რომ ერთ-ერთი გუნდის ვერგატანა ავტომატურად "არას" ნიშნავს (როგორც მე მომაფიქრდა პოსტის დადების მერე), ქე დარჩებოდით მოგებული,რადგან სტუმარმა კი გაიტანა, მაგრამ მასპინძელმა ვეღარ😀


  2. quenatkoca Offline 8 სექტემბერი 2021 18:54
    კვლავაც ტრადიციულად ევროპულ შესარჩევებს გვერდს ავუვლი და ოკეანის გაღმიდან წამოვიღებ 2 პოზიციას (პრინციპში სამსაც წამოვიღებ და ვნახოთ)

    01:15 კარაკასის "ესტადიო ოლიმპიკოზე" დედაქალაქური დერბია - ვენესუელური პრიმერას მე-19 ტურში აუტსაიდერი "უნივერსიდად ცენტრალი" და ლიდერი "კარაკასი" ხვდებიან ერთმანეთს და სტუმრების 2 გოლი უნდა წამოვიღო აქედან - წელს სამჯერ შეხვდნენ ეს გუნდები და სამჯერვე 2 ან მეტი გაუტანა,ასევე ამ სეზონის 18 მატჩიდან "კარაკასმა"14-ში მოახერხა 2 და მეტი გოლის შეგდება (გასვლაზე ბოლო 8-დან 7-ში და 19 ბურთიც გაიტანა),ხოლო "უნივერსიდადმა" სეზონის 18 თამაშში 8-ჯერ გაუშვა 2 და მეტი (საშინაო არენაზე 8-დან 3-ში) და ვფიქრობ ლიდერი ამ მატჩშიც დაამტკიცებს თავის კლასს (მეტოქეზე 2-ჯერ მეტი ქულა აქვს დაგროვილი და 2 გოლსაც გაუტანს,თუ ამათმაც წუხანდელი კანადელების მსგავსად რამე არ იმაიმუნეს)

    05:00 ამერიკულ კოლორადოშიც ლიდერ-აუტსაიდერის დაპირისპირებაა - "იუნაიტედ სოკერ ლიგის" (ანუ USL-ის) 22-ე ტურში "კოლორადო სფრინგსი" მასპინძლობს "რეალ მონარქსს" და აქ ამერიკული საუკეთესო ტრადიციების მიხედვით ორივეს გატანა უნდა წამოვიღო. ბოლო 5 შეხვედრაში ერთმანეთს კი-ები ეთამაშნენ (შინ ბოლო 6-დან 5-ში),მასპინძლებს ბოლო 19 თამაშიდან 18 (!) კი აქვთ (შინ 10-დან 9),ხოლო სტუმრებს ბოლო 13-დან 9 კი (გასვლაზე 10-დან 5),ასე რომ კი აქაც უნდა წამოვიდეს.

    რაც შეეხება მესამე პოზიციას,ცოტა მეტად რისკიანი მგონია და უბრალო რჩევის სახით მაქვს ექსტრიმის მოყვარულთათვის - 22:30 ჩილეს ქალაქ ლა-კალერას "ესტადიო მუნისიპალ ნიკოლას ჩახუანზე" ადგილობრივი "უნიონ ლა კალერა" მასპინძლობს დედაქალაქურ "სანტიაგო უონდერერსს",რომელიც დედაქალაქურობის მიუხედავად ძალიან სუსტად გამოიყურება წელს და 2 ქულით 17 მატჩიდან ცხრილის ფსკერზეა (9 გატანილი გოლით),"უნიონი" კი ერთ-ერთი ლიდერია და ფავორიტიც, ამიტომ მგონია,რომ ამ სტატუსს ლა-კალერელები გაამართლებენ და სტუმარს ბურთს არ გაატანინებენ,რასაც 2,25 აქვს კუში. ბოლო 4 გასვლიდან მხოლოდ მასავით აუტსაიდერს გაუტანა "უონდერერსმა" და 8 მატჩში 3 გოლის ამარაა,ამიტომ არ მგონია მეოთხე გოლი ლიდერს შეუგდოს,თუმცა ამას დაბეჯითებით მაინც ვერ გირჩევთ და თქვენი ექსტრემალურობიდან გამომდინარე მიიღეთ გადაწყვეტილება😉

    წარმატებები და იღბალი ყველას!!!