ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 2

  1. quenatkoca Offline 27 ოქტომბერი 2021 09:09
    ვნახოთ გუშინდელი დაანონსებული პოზიციების შედეგებიც

    პირველი ეტაპი - ევროპა

    ესპანიოლი - ბილბაო მასპინძლის 1,5-ზე ნაკლები გოლი✅1-1

    მილანი - ტორინო ჯარიმები 25,5-ზე მეტი ✅ 35

    ნიურნბერგი - ჰამბურგი ორივე გაიტანს✅ 1-1

    კარგი გამოსულა💪


  2. quenatkoca Offline 26 ოქტომბერი 2021 18:08
    ტოპლიგების ცოცხალში დღეს ჩემთვის არ იყო დიდი არჩევანი,ამიტომ მხოლოდ სამიოდე პოზიცია შევიგულე და მივყვეთ მარტივიდან რთულისკენ (ანდა პირიქით - რას გაიგებ,ბურთი ხომ ნამეტანი დამრგვალდა ბოლო დროს😀)

    23:00 ბარსელონას გარეუბნის,კორნელა დე ლობეგრას სტადიონზე ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩი იმართება "ესპანიოლსა" და ბილბაოს "ატლეტიკს" შორის. მასპინძელი წელს დაუბრუნდა უმაღლეს ეშელონს და როგორც ჩანს,ცხრილის ფსკერზე დაშვებას აღარ აპირებს,ხოლო სტუმრები ასევე კარგად გამოიყურებიან ამ სეზონში,რაც საინტერესო თამაშის წინაპირობაა. ამ მატჩიდან მასპინძლების 1,5-ზე ნაკლები გოლის აღებას ვაპირებ,რაც კუშის მიხედვით თითქოს უპრობლემო უნდა იყოს,მაგრამ კატალონიელთა კარგი ფორმა ტყუილად არ მიხსენებია - გუნდს ბოლო 3 მატჩია 2-2 გოლი გააქვს სულ. ეგაა,რომ ბილბაოელები დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობენ და 4 გასვლით მატჩში მხოლოდ 1 გოლი აქვთ გაშვებული,გარდა ამისა ბოლო 14 შეხვედრაში ამ გუნდებს შორის "ესპანიოლმა" მხოლოდ ერთხელ მოახერხა 2 გოლის გატანა (შინ 7-დან 1-ში),ამიტომ ვივარაუდებ,რომ ამაღამაც ერთს დასჯერდება (ან იმასაც ვერ გაიტანს).

    22:45 "სან-სიროზე" სერია ა-ს მე-10 ტურში "მილანი" შეეცდება საჩემპიონო რბოლაში "ნაპოლის" გადაასწროს, რისთვისაც "ტორინოს" უნდა მოუგოს. მოუგებს თუ არა,მაგას ვერ გეტყვით,თუმცა ვივარაუდებ,რომ თამაში საკმაოდ უხეში შეიძლება გამოდგეს და ჯარიმების სიმრავლე იყოს - ამ გუნდების ბოლო წლების შეხვედრები ამის ნათელი მაგალითია! თასის მატჩებს თუ არ მივათვლით, ბოლო 10 შეხვედრის ტოტალები ასეთი იყო: 31,37,27,35,42,26,34,35,22 და 33. (ერთხელ ვერ მივიდნენ მხოლოდ 26-მდე),ასე რომ დღეს 26 ჯარიმა უნდა წამოვიდეს.

    22:45 გერმანიის თასის თამაშია ნიურნბერგის "მაქს მორლოკ შტადიონზე" ადგილობრივ "ნიურნბერგსა" და "ჰამბურგს" შორის,რომლებიც მეორე ბუნდესლიგაშიც ეტოქებიან ერთმანეთს და ამ დატოქებაში გოლებსაც უტანენ - ბოლო 2 სეზონის ოთხივე შეხვედრა ორივეს გატანით დასრულებულა და თასის თამაშში მითუმეტეს ველოდები გოლებს ორივე კარში,რადგან გერმანიაში თასს საკმაოდ სერიოზულად უყურებენ და მეორე შემადგენლობები მთლად არ გამოჰყავთ.

    წარმატება და იღბალი ყველას!!!

    ლევანსაც აუღია გერმანული თამაშის კი თავის ბილეთში და ესეც სანდოობას მატებს პოზიციას blush