ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 2

  1. quenatkoca Offline 27 ოქტომბერი 2021 09:17
    ევროპა კი კარგად დავასრულე წუხელ,მაგრამ ოკეანის გაღმა ვერ გამოვიდა მთლად დადებითად - კი ვამბობდი, მარტივიდან რთულისკენო,თუმცა სინამდვილეში პირიქით მოხდა😀

    გუაბირა - სტრონგესტი ორივე ტაიმში 1,5-ზე ნაკლები გოლი - არა ❌0-0 (საერთოდ ვერაფერი გაიტანეს,რაც ბოლივიისთვის საკმაოდ იშვიათი მოვლენაა)

    ჰარტფორდი - ჩარლსტონი ორივე გაიტანს❌ 2-0

    პესიფიკი - ედმონტონი სტუმარი გაიტანს✅ 5-1 (ყველაზე რთული ეს მეგონა და ყველაზე ადვილად დაჯდა)


  2. quenatkoca Offline 26 ოქტომბერი 2021 20:50
    ოკეანის გაღმა მიმდინარე თამაშებიც რომ არ დარჩეს პუბლიკის ყურადღების მიღმა,ცოტას იქითაც გავისეირნებ და კვლავ მარტივიდან რთულისაკენ ჰერი ჰერი😀 (თუ მარტივი კიდევ სადმე რამეა დარჩენილი)

    23:00 ბოლივიის ქალაქ მონტეროს "ესტადიო ჟილბერტო პარადაზე" დივიზიონ პროფესიონალის (ანუ ჩვენებურად უმაღლესი ლიგის) 24-ე ტურში ადგილობრივი "გუაბირა" ლიდერთა სამეულში მყოფს და ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტ "სტრონგესტს" უმასპინძლებს. ამ გუნდების შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა გოლების რაოდენობით და ვვარაუდობ,რომ დღესაც მოხერხდება რამდენიმე გოლის შეგდება - 2,5-ზე მეტის აღებაც თავისუფლად შეიძლება,თუმცა უფრო დაზღვეული პოზიციაა ორივე ტაიმში 1,5-ზე ნაკლები - არა. ამ გუნდების ბოლო 18 შeხვედრიდან 16-ში ჩვეულებრივი მეტობა წამოვიდა,ხოლო იმ ორში 2-2 გოლი მაინც გავიდა,ასე რომ ბოლივიაში გოლებს ვუგულშემატკივროთ.

    03:00 გადავიდეთ ცოტა ზემოთ და ამერიკული იუნაიტედ სოკერ ლიგის 32-ე ტურის მატჩი მიმოვიხილოთ "ჰარტფორდ ატლეტიკსა" და "ჩარლსტონ ბეტერს" შორის - აქ ორივეს გატანა უნდა ავარჩიო,რადგან ჯერ ერთი,ხუთივე შეხვედრაში კი ითამაშეს (აქედან ბოლოს ორიოდ კვირის წინ ჩარლსტონში),მასპინძლებს ბოლო 7 მატჩიდან 6 კი აქვთ (სულ ამ სეზონის 15 საშინაო თამაშში 10 კი),ხოლო "ჩარლსტონი" ლამის რეკორდებს ხსნის ამ მხრივ - ბოლო 10 მატჩიდან 10-ვე კი და ასევე ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან 10-ვე კი😮 30 ჩატარებულ თამაშში ჩემპიონატში "ჰარტფორდის" ბურთების შეფარდება 48-50 გახლავთ, ხოლო "ჩარლსტონისა" 49-54 - იციან გატანაც და გაშვებაც.

    06:30 ცოტა კიდევ ზემოთ,ჩრდილოეთით ავიწიოთ და კანადის პრემიერლიგის მატჩი ვნახოთ,საიდანაც ყველაზე რთული პოზიცია მაქვს - ლიდერი "პესიფიკი" მასპინძლობს "ედმონტონს" და სტუმრების გოლს უნდა ვუგულშემატკივრო - 10 შეხვედრიდან 8-ში გაუტანა "ედმონტონმა" (მათ შორის სტუმრად 4-დან 3-ში). "პესიფიკი" ზედიზედ 12 თამაშია უშვებს გოლს (შინ ბოლო 8 მატჩი),ხოლო "ედმონტონს" ბოლო 10 თამაშიდან 9-ში აქვს გატანილი (გასვლაზე 6-დან 5-ში),ასე რომ აუტსაიდერობის მიუხედავად მაინც სტუმრების გატანა მგონია.

    წარმატება და იღბალი ყველას!!!