ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 2

  1. quenatkoca Offline 3 იანვარი 2022 00:14
    სხვა რა გზაა და დღევანდელი გარჩეულებიც უნდა შევაჯამო ცუდი შედეგების მიუხედავად - რთული პოზიციები რომ იყო ზოგი,კუშსაც ეტყობოდა
    ჰუსეინ დეი - პარადუ ორივე გაიტანს (არ დაჯდა) 0-2
    კერალა - გოა ორივე გაიტანს 2-2 (24 წუთში)
    ბლექბერნი - ჰადერსფილდი ორივე გაიტანს  (არ დაჯდა) 0-0 (გატანას ვინ ჩივის,83-ე წუთისთვის ერთადერთი კარში დარტყმა იყო თამაშში,არადა ორივე გუნდი პრემიერლიგაში გადმოსვლაზე ჩალიჩობს).


  2. quenatkoca Offline 2 იანვარი 2022 15:10
    17:00 ალჟირის ლიგა 1-ის მე-11 ტურში "ჰუსეინ დეისა" და "პარადუს" შეხვედრაა. სტუმრები დაკარგული ქულებით ლიგის ლიდერები არიან და ზედიზედ 4 მოგება აქვთ, ხოლო მასპინძელი ცხრილის შუაში ტრიალებს. ამ მატჩიდან ორივეს გატანას უნდა შევეჭიდო - ბოლო 7 შეხვედრა სწორედ ორივეს გატანით დასრულდა. "ჰუსეინ დეის" წელს 10 საჩემპიონატო თამაშიდან 6 კი აქვს,ბოლო 3 ზედიზედ (შინ ბოლო 5-დან 4 კი), ხოლო "პარადუს" თუ შარშანდელ სეზონსაც მივათვლით,რომელიც აგვისტოში დასრულდა,ბოლო 13 მატჩიდან 8 კი გამოუვიდა (გასვლაზე ბოლო 7-დან 6),ასე რომ მთლად რეალობას აცდენილები არ გამოვალთ.
    18:00 გავაგრძელოთ ეგზოტიკური ლიგების თემა და გადავიდეთ ინდოეთში,სადაც ქალაქ კოჩის "ჯავაჰარლალ ნერუს" სტადიონზე ინდური სუპერლიგის მე-9 ტურში ადგილობრივი კლუბი "კერალა ბლასტერსი" უმასპინძლებს "გოას" და აქედანაც ორივეს გატანას ვვარაუდობ - ბოლო 12 შეხვედრიდან 11-ში კი დააფიქსირეს გუნდებმა (კერალას მოედანზე 6-დან 6), მასპინძლებს სეზონის 8 თამაშიდან 5 კი აქვთ (შინ ორივე კი ითამაშეს),ხოლო "გოას" 8-დან 7 კი (სტუმრად 5-დან 4).
    18:00 გადმოვინაცვლოთ ტრადიციულ ადგილებში და ინგლისს შევესიოთ - ბლექბერნის "ივუდ პარკზე" ექვსეულისთვის მებრძოლი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს,რომლებიც არც პრემიერლიგაში პირდაპირ გადასვლაზე იტყვიან უარს,განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მშვენიერ ფორმაში მყოფი "ბლექბერნი",ვისაც ზედიზედ 6 მატჩი აქვს მოგებული ჩემპიონშიპში,თუმცა არც "ჰადერსფილდია" ჯაბანი ზედიზედ 3 მოგებით (რამდენიმე დღის წინ რთული მატჩი მოიგო გუნდმა გასვლაზე ნოტინგემში). ამ თამაშიდანაც ორივეს გატანას ვირჩევ - ბოლო 10 ურთიერთშეხვედრიდან 9-ში წამოვიდა კი,ხოლო სტუმრების ბოლო 6 მატჩიდან 5 ორივეს გატანა იყო (გამონაკლისი სწორედ ის "ნოტინგემთან" თამაში იყო ბოლო ტურში). მართალია კუში საკმაოდ მაღალია,მაგრამ ასეთებიც წამოსულა.
    რთულებია,მაგრამ საინტერესო ხოა wink
    წარმატება და იღბალი ყველას!!!! ყველაფერი კარგი დაგბედებოდეთ blush