ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 2

  1. quenatkoca Offline 4 იანვარი 2022 00:07
    აქ გამწვანებულა ორივე...
  2. quenatkoca Offline 3 იანვარი 2022 21:14
    დავიწყოთ დღევანდელი საქმიანობაც და სანამ ცოცხალ პოზიციებზე გადავალთ,მანამდე კი-ები მოვილიოთ - ინგლისელებს ყვარებიათ გოლების გატანა და გამოვიყენოთ იქნებ საჩვენოდაც ეგ სიყვარული😉

    19:00 ინგლისის სამხრეთ ლიგის სამხრეთ დივიზიონის 26-ე ტური,"ტაუნტონ თაუნი" "ტივერტონის" წინააღმდეგ და ამ გუნდების ხუთივე შეხვედრა ორივეს გატანით დასრულებულა. მასპინძელს ბოლო 6 თამაშიდან 6-ვეში კი აქვს ნათამაშები (შინ წელს 9 მატჩიდან 7 კი),ხოლო სტუმარს ბოლო 5-დან 5-ვე კი (გასვლაზე ამ სეზონში 12-დან 9). ორივე გუნდს ბევრი გააქვს და უშვებს - "ტაუნტონს" 21 თამაშში 41:24 აქვს ბურთები (შინ 9 მატჩში 26:8-ზე),აი "ტივერტონს" კი ასევე 21 მატჩში 34:32 (გასვლაზე 9 თამაშიდან 18:17),ასე რომ კი გარდაუვალია😀

    19:00 გადავინაცვლოთ ისთმიან პრემიერლიგაში და 24-ე ტურის მატჩი ვნახოთ "ბოგნორ რეჯისსა" და "მერსტჰემს" შორის,მაგრამ სანამ ვნახე,კოვიდის გამო უკვე გადადებულია ეს თამაში,ამიტომ იძულებული ვარ პირდაპირ მესამე მატჩზე გადავიდე და ისიც ამ ლიგიდანაა,თუ საღამომდე არ გადაიდო ესეც🙂 "კარშალტონი" და "უორსინგი" ხვდებიან ერთმანეთს და ბოლო წლების 6-ვე შეხვედრაში კი დააფიქსირეს, მასპინძელს ბოლო 17 თამაშიდან 14 კი აქვს (შინ ბოლო 8-დან 6),ხოლო სტუმარს ბოლო 18-დან 13 კი (გასვლაზე ჩემპიონატის 11 მატჩში 9 კი). გოლებიც საკმაოდ გაქვთ - "კარშალტონის" ბურთები 20 თამაშში 38:23 (შინ 10 მატჩში 26:14),ხოლო ლიდერი "უორსინგი" 22 თამაშიდან 55:33 შეფარდებით იწონებს თავს (სტუმრად 11 მატჩში 29:18),ასე რომ აქაც კი არის უეჭველი.

    სულ ეს იყო,რაც ქვედა ინგლისურ ლიგებზე მინდოდა მეთქვა🙂

    წარმატება და იღბალი ყველას!!!!




    დასრულდა 7-საათიანი ინგლისური თამაშები და ვნახოთ,რამდენად ყვარებიათ ალბიონზე გოლების გატანა:

    ტაუნტონ თაუნი - ტივერტონი ორივე გაიტანს✅ 3-1 (ტ-ების პარადში გოლებიც საკმაოდ წამოვიდა😀)

    ბოგნორ რეჯისი - მერსტჰემი ეს გადაიდო

    კარშალტონი - უორსინგი ორივე გაიტანს ✅ 2-1

    ორივე პოზიცია დაჯდა,თუმცა სავარაუდოდ ამათი გამომყენებელი ცოტა იქნებოდით - დაბალ ლიგებს მაინცდამაინც არ ენდობით და არ სწყალობთ ხოლმე, როგორც ვატყობ😉