ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 2

  1. quenatkoca Offline 8 იანვარი 2022 11:09
    გუშინდელი გარჩეული პოზიციების შედეგები:

    ტრაბზონსპორი -მალათიასპორი მასპინძლის 2 გოლი❌1-0 (ტრაბზონს ბევრი შანსი ჰქონდა გასატანად, განსაკუთრებით მეორე ტაიმში 6 ზუსტი დარტყმის ფონზე,მაგრამ გაუძლო მალათიამ და რას იზამ).

    სანტა კლარა - სპორტინგი მასპინძლის მეტი ჯარიმა✅33-12 (აქ ცოტა + ფორაც კი ავიღეთ,მაგრამ -20 ფორაც რომ აგვეღო,მშვენივრად დაჯდებოდა მაინც😀)

    ბაიერნი - გლადბახი სტუმრების 11,5-ზე ნაკლები ჯარიმა✅ 11 (აქ ცოტა იღბალიც დაგვეხმარა,რადგან რამდენჯერმე გლადბახმა სრულიად არასაჭირო მომენტში აიღო ჯარიმა და რამდენჯერმე მსაჯმაც გაატარა უხეშობის ეპიზოდები).


  2. quenatkoca Offline 7 იანვარი 2022 14:23
    გუშინდელი წარუმატებლობის შემდეგ დღეს ალბათ ლოგიკურად წარმატების დრო მოვიდა,თუმცა ბურთს რას გაუგებ,ხან მრგვალია და ხან უფრო მრგვალი😀ამიტომ ისევ მივყვეთ საქმეს და რაც გამოვა,გამოვა🙂

    21:00 ტრაბზონის "მედიქალ პარკზე" თურქული სუპერლიგის ლიდერი "ტრაბზონსპორი" მასპინძლობს ლიგის აუტსაიდერ "მალათიასპორს" და როცა ასეთი თანწყობაა ხოლმე,ხშირად ლიდერები ქულებს კარგავენ, თუმცა ჩემი პოზიცია ქულებთან არაა კავშირში და გოლებთან კი - ვვარაუდობ,რომ მასპინძლები მინიმუმ 2 გოლს გაუტანენ სტუმრებს. 9-ჯერ შეხვდნენ ეს გუნდები ერთმანეთს სუპერლიგის ეგიდით და 7-ჯერ გაუტანა ამდენი "ტრაბზონმა" (აქედან ბოლო 6-ვეში). საშინაო ასპარეზზეც მშვენიერი შედეგი აქვთ მასპინძლებს - 9 მატჩიდან ასევე 7-ში შეაგდეს 2 ან მეტი (მხოლოდ "ალანიას" და "ბაშაქშექირს" ვერ მოუხერხეს,სამაგიეროდ "ფენერს",გალას" და "სივასს" მიართვეს). სტუმრები კი არ უშვებენ მაინცდამაინც ბევრს და 9 გასვლითში მხოლოდ 3-ჯერ მიიღეს 2 და მეტი,თუმცა ამჯერად ვიმედოვნებ ლიდერის შეტევებს ვერ გაუძლებენ.

    22:30 პორტუგალიურ ქალაქ პონტა დელგადას "ესტადიო სან მიგელზე" ასევე ლიდერ-აუტსაიდერის დაპირისპირება გველის - "სანტა კლარასთან" სტუმრად ჩემპიონი ლისაბონის "სპორტინგი" ჩადის. ამ თამაშიდან ჯარიმების პოზიციას ავარჩევ და ვივარაუდებ,რომ მასპინძლები უფრო მეტჯერ დაარღვევენ წესებს (რადგან კუში საკმარისზე მეტიცაა,ცოტა + ფორის აღებაც თავისუფლად შეიძლება). გასული 6 შეხვედრიდან 5-ჯერ გადაამეტა "სანტა კლარამ" ჯარიმებში მეტოქეს და მიმდინარე სეზონის სტატისტიკაშიც უსწრებს (14,6 საშინაო ჯარიმა "სპორტინგის" 13,3 საგარეოს წინააღმდეგ) - თუ გუშინდელი იტალიელებივით ამათმაც თავზე არ დაგვახურეს სტატისტიკები😀

    23:30 და დღის ალბათ მთავარი თამაში მიუნხენის "ალიანს არენაზე" "ბაიერნსა" და "გლადბახს" შორის და ამ მატჩიდანაც ჯარიმების პოზიციას ავარჩევ - ვფიქრობ,სტუმრები იფრთხილებენ და მაინცდამაინც ბევრ ჯარიმას არ აიღებენ (ნუ,11-ს არ გადააჭარბებენ). ბოლო 9 ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ გადასცდნენ ამ ლიმიტს სტუმრები,ისიც შინ და ისიც მხოლოდ 1 ჯარიმით, ხოლო მიუნხენში ბოლო 5 სტუმრობა სწორედ ამ ტოტალის ფარგლებში დაასრულეს. ბუნდესლიგაში ბოლო პერიოდია აღარ ჯარიმდებიან ბევრს გლადბახელები და ბოლო 9 თამაშიდან მხოლოდ 2-ჯერ ვერ ჩაეტიენ 11 ჯარიმაში<თუმცა ალბათ "ბაიერნთან" მომეტებულად ფრთხილობს ყველა გუნდი და არც დღევანდელი სტუმრები უნდა იყვნენ გამონაკლისი.

    წარმატება და იღბალი ყველას!!!