ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 2

  1. quenatkoca Offline 1 თებერვალი 2022 09:13
    გუშინდელმა ფეხბურთმა არა და სხვა სპორტებმა კი გაამართლეს:

    პსჟ-ნიცა მასპინძლის 14,5-ზე მეტი დარტყმა ❌ 10

    მასპინძლის 1,5-ზე მეტი ოფსაიდი ❌1

    ფრენბურთი პაოკი-ოლიმპიაკოსი იქნება მეოთხე სეტი ✅3-1

    ხელბურთი რედბერგსლიდსი-სავეჰოფი (+6,5) 1 ✅29-33


  2. quenatkoca Offline 31 იანვარი 2022 20:36
    ორშაბათი რაღაც დასვენების დღეს ჰგავს,ისე ცოტა გასარჩევი თამაშებია,თუმცა მაინც შეიძლება ცოცხალი პოზიციების მონახვა და ეს პირველ რიგში სწორედ დღის ცენტრალურ მატჩს ეხება🙂

    00:15 პარიზის "პარკ დე პრენსზე" საფრანგეთის თასის მეოთხედფინალის საგზურს პსჟ და "ნიცა" გაითამაშებენ და ამ მატჩიდან 2 პოზიციის ამორჩევა შევძელი:

    პარიზელების 14,5-ზე მეტი დარტყმა - დანაკლისის მიუხედავად მასპინძელთა შემტევი ხაზი მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება და კარისკენ დარტყმები არ უნდა გაუჭირდეთ,თუ მოინდომეს. ბოლო 10 შეხვედრაში "ნიცასთან" პარიზელებმა მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლეს 15 დარტყმამდე ასვლა და მაშინაც 14 ჰქონდათ,ხოლო საშინაო არენაზე ბოლო 3 თამაშია 17-ზე ნაკლები დარტყმა არ ჰქონიათ.

    პარიზელების 1,5-ზე მეტი ოფსაიდი - აქაც ბოლო 10 მატჩს თუ გადავხედავთ,9-ჯერ მოხვდნენ პსჟ-ს მოთამაშეები 2 და მეტ თამაშგარეში,ხოლო სეზონის მანძილზე მათი საშუალო მაჩვენებელი 2,8 ოფსაიდია საშინაო თამაშებში.

    რადგან ფეხბურთში ისეთი აღარაფერი ხდება,ცოტა სხვა სპორტის სახეობებსაც გადავხედოთ😉

    22:00 საბერძნეთის ფრენბურთის ლიგაში პაოკის და ოლიმპიაკოსის მატჩია. ორივე გუნდი ლიგის ლიდერებშია და მეორე-მესამე ადგილს იკავებენ თანაბარი მაჩვენებლებით,ბოლო 6 ურთიერთშეხვედრიდან 3-3 მოიგეს და ამ 6-დან 5-ში მეოთხე სეტი გახდა საჭირო, ამიტომაც ვივარაუდებ,რომ დღესაც იქნება მეოთხე სეტი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე თანაბარი ძალის გუნდების შეხვედრებში.

    22:00 საბერძნეთიდან ჩრდილოეთით გადავიდეთ და შვედეთის ხელბურთის ლიგას ვეწვიოთ,სადაც მე-14 ტურის გამოტოვებულ მატჩში ლიდერი "სავეჰოფი" სტუმრობს აუტსაიდერ "რედბერგსლიდსს" და აქ ვფიქრობ,რომ მასპინძლები არ წააგებენ თამაშს 6-ზე მეტი ბურთით - ბოლო 14 გასვლითი შეხვედრიდან ამ გუნდთან "სავეჰოფს"მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული 6-ზე მეტი ბურთით,ხოლო მასპინძელს ამ სეზონში შინ 3 ბურთზე მეტით არ წაუგია,ისედაც ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში შევიდა და 3 თამაშია საერთოდ არ აგებს. დღეს შეუძლია წააგოს,ოღონდ 6 ბურთზე მეტით ნუ იზამს და სხვას ავიტანთ😀

    წარმატება და იღბალი ყველას!!!