ავტორიტარიზმი თუ დემოკრატია

მოკლედ რაც გავიგე, სახელმწიფო კანონმდებლობით აეკრძალა ქართულ ბანკებს თანხის გადარიცხვა სისტემებზე რომლებიც სარგებლობენ "გემბლინგ" სერვისით, ანუ უცხოურ სათამაშო არხებზე ელექტრონულ საფულეებს ვეღარ გამოიყენებთ... აკრძალვის მიზეზი არ სახელდება(ასე ვთქვათ გასაიდუმლოებულია), სავარაუდოდ ტოტალიზატორებთან დადებული გარიგებაა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ჩამოაშორეს თამაშებს სოც- დაუცველები და საჯარო მოხელეები და ამ დანაკლისის შევსება უნდათ ტოტალიზატორებს ახლა ჩვენგან,დამატებითი მოგება კოეფიციენტებში შეტანილი ცვლილებებითაც(სტანდარტულზე დაბალი კოეფიციენტები) რაც 2-3ჯერ გაზრდის მათ მოგებას... საინტერესოა კანონის მიმღებს თუ აქვთ გაცნობიერებული ტოტალიზატორების  მიერ მიღებული კოეფიციენტების ახალი მიზანმიმართული ცვლილებები,რამდენად წამგებიანი იქნება მომხმარებლისთვის? 4 კლასის განათლება ეყოფა,ამის გაგებას! (ან რატომ არ მოიაზრეთ მაგალითად ფსონების მიღება შემოსავლების მიხედვით ყოფილიყო ლიმიტირებული)  ან დახურეთ საერთოდ ყველა ტოტალიზატორი საქართველოში,ან მოთხოვეთ ქართულ ტოტალიზატორებს კეთილსინდისიერად იმუშაონ!  მიღებული კანონის არსი,ვინც დიდი ფულით თამაშბს,ის ფსონის გასაკეთებელ ადგილს მაინც ნახავს,ეგ არ იცავს არავის... ვიღაც იდიოტი,მთელ თავის შემოსავალს წააგებს და მის გამო სხვა, ვისაც გააზრებული აქვს რას აკეთებს არ უნდა ისჯებოდეს!  მოკლედ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ფულს რაში დავხარჯავთ,ამის უფლებაც შეიძლება წაგვართვან...   ყველაზე დიდ ფულს რასაც ვაგებთ ყოველდღე,თითოეული თეთრია რაც ბიუჯეტში შეგვაქვს,რომელსაც შემდგომ ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ!... არავის აქვს ამიკრძალონ ის,რითაც ზიანს არც საკუთარ თავს და არც სხვას მივაყენებ!... 

მსგავსი პროგნოზები

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.

კომენტარები 1

  1. eXpress Offline 6 მაი 2022 15:14
    ან,აღსრულება როგორ მოხდება,თუ სოც-დაუცველმა ნაჩუქარი მაგალითად 5ლარი გააკეთა სხვის ანგარიშიდან?  ვინ უნდა დაისაჯოს: ვინც აჩუქა 5ლარი, თუ ვინც ფსონი გააკეთებია, თუ სოც-დაუცველი? მაგალითად 5-5 ათასი ლარით, რა პრობლემაა თუ ასეთ კანონს მიიღებენ,სახელმწიფო რას კარგავს? რომელი უფრო დანაშაულია, აღსრულება თუ მიმდინარე კანონის დარღვევა? კანონი ისეთი უნდა მიიღო,რომ უფრო დანაშაული არ ჩაიდინო ამ კანონის მიღებით!   ადამიანის უფლებათა დამცველი ჩვენს ქვეყანას არ ყავს! ისიც გაუგებარია რატომ აეკრძალათ ტოტალიზატორებს სპორტული არხების სპონსორობა, იმ დროს როცა ქუჩებში უამრავ ტოტალიზატორის ბანერს დაინახავ, მათ შორის სპორტულ არხებზე  ევროპული ჩემპიონატის ჩვენებისას, მათ შორის ფეხბურთელების მაისურებზეც და სტადიონის გარშემო... მე ის პერიოდი გამოვიარე როცა საერთოდ არ იყო რეკლამები,მაგრამ ყველა მოზრდილმა იცოდა სად რა იყო...